ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დაბრკოლება

0 ხმა

ნინო პაპაშვილი

ბიოგრაფია

სახელი,გვარი: ნინო პაპაშვილი

ასაკი: 28 წლის

საცხოვრებელი ადგილი: ბუდაპეშტი, უნგრეთი.

მოკლე ბიოგრაფია: დღესდღეობით, შემოქმედებითი წერით ვარ გატაცებული და არც თუ ისე დიდი ხანია, აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი რამ, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგად გამომდის და ბედნიერებასაც მანიჭებს - წერილობითი ფორმით სხვადასხვა ამბის გადმოცემაა. ამის გათვალისწინებით, რამდენიმე წლის წინ, გადავწყვიტე, რომ სხვადასხვა ონლაინ წყაროს საშუალებით, სიღმისეულად შემესწავლა შემოქმედებითი წერის ტექნიკები და შეძენილი ცოდნის საფუძველზე, ხუთკვირიანი უფასო კურსიც კი შევქმენი, რათა სხვა, წერისმოყვარულ ადამიანებთან ერთად, მოთხრობების წერის უნარები გამეუმჯობესებინა. დროთა განმავლობაში, ასე თუ ისე, დავხვეწე კიდეც საკუთარი წერის სტილი და კვლავ ვაგრძელებ ჩემი თვალისწიერის გაფართოებას ნოველებისა და რომანების წერის მიმართულებით. ამჟამად, “masterclass.com-ზე”, სხვადასხვა ცნობილი მწერლის (მაგალითად, როგორიცაა - მარგარეტ ეტვუდი) კურსს გავდივარ და მათგან ვიღებ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დავწერო ამა თუ იმ ჟანრში მკითხველისათვის მოსაწონი ამბავი და როგორ წარმოვაჩინო თითოეული პერსონაჟი უფრო ეფექტურად.

მიუხედავად აკადემიურ სფეროში ჩემი მოღვაწეობისა, როგორც დოქტორანტურის სტუდენტი, ვფიქრობ, რომ ჩემი ნამდვილი მიმართულება, ბუნებრივად წერა და უბრალოდ, მარტივი ენით საინტერესო ამბების მოყოლაა. მჯერა, რომ ჩემს პირველ რომანს, რომელსაც ამ კონკურსის განმავლობაში გიგზავნით, დიდი პოტენციალი აქვს და იმედი მაქვს, რომ თქვენი გამომცემლობის მეშვეობით, ჩემი პირველი რომანი უამრავ მკითხველს შეიძენს. Ჩემი მიზანია, რომ საკუთარი თავი მწერლის ამპლუაში ვიხილო და ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში მონაწილეობით, აუცილებლად შევძლებ, პირველი ნაბიჯი გადადგმას ჩემი ცხოვრების მომდევნო მოგზაურობის მიმართულებით. Წერა ჩემი მოწოდებაა და მზად ვარ, მივყვე ამ სფეროს, ურყევი ერთგულებით.

გამოქვეყნებული ნამუშევარი:

·        მოთხრობის სათაური: სასეირნო კაბა

·        ნაშრომის ენა: ინგლისური

·        ვებ-საიტი: https://medium.com/digital-storytelling-festival/promenade-dress-176c029b23b1


სინოპსისი


ორი საუკეთესო მეგობარი ნანი (29 წლის) და მართა (28 წლის) უქმეების გასატარებლად მიემგზავრება ხორვატიის ქალაქ რიეკაში. დილით ადრე ჩასულებს, უცხო ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით უსახლკაროს და ლოთს ჰგავს, თხოვნით მიმართავს გოგონებს, რომ მის ბარგს ყურადღება მიაქციონ, რომელშიც პარაპლანით ფრენის ძვირადღირებული ტექნიკა უწყვია.

გოგონების ახალი თანამგზავრი ამაოდ ცდილობს ტაქსის გაჩერებას, მაგრამ ამხელა ბარგი-ბარხანას დანახვაზე, ყველა უარზეა. ამასობაში, მის ამ წვალებას, თან ერთვის სერბი კაცის მიერ განზრახ ჩადენილი ავარია და გოგონებიც და ეს უცხო კაციც, უნებლიეთ მომხდარის თანამონაწილენი ხდებიან.

პოლიციასთან ავარიის დეტალების გაცნობის შემდეგ, ამ ამბით გაოგნებული და ისედაც ძალიან გადაღლილი, გოგონების უცნობი მეგზური ეცნობა მათ, როგორც პეტარი (43 წლის) და ეუბნება, რომ ცხრამეტი საათია, რაც გზაშია. უკრაინის ომიდან დაბრუნდა და ახლა კრკისკენ აგრძელებს გზას, სადაც სამსახური ელის, როგორც კონტრტერორისტს. თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ დამწყები სირთულის წვრთნებს ჩაატარებს, რადგან მხარშია დაჭრილი და ფიზიკურად მეტი არ შეუძლია.

საუბარში გართული Პეტარი, როგორც ჩანს ვეღარ ასწრებს, რომ დროულად, გადაჯდეს შემდეგ ტრანსპორტზე კრკის მიმართულებით. ამიტომ, გოგონებს სთავაზობს ყავაზე დაპატიჟებასა და ერთად დროის გაყვანას, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგები არ იქნებიან. ნანის და მართასაც, წინასწარ დაჯავშნილ ბინაში შესვლამდე, დიდი დრო აქვთ და ორჭოფობის მიუხედავად, საბოლოოდ, თანხმდებიან პეტარის შემოთავაზებას.

ხუთასი მეტრის მოშორებით, როგორც იქნა მიაგნებენ ღია კაფეს, სადაც ყავისა და ჩაის ყიდვას შეძლებენ. დაკეტილი რესტორნის მაგიდას მიუსხდებიან, რადგან მხოლოდ მანდ მოჩანს შედარებით დიდი ადგილი, პეტარის ნივთების დასატევად. გამვლელ-გამომვლელი ალმაცერად უყურებს სამივეს - თითქმის შუა გზაში, რომ აქვთ დაწყობილი უზარმაზარი ბარგი, თუმცა, ახლად გაცნობილ მეგობრებს ეს სულაც აღარ ადარდებთ და საინტერესო ამბების მოყოლით ირთობენ თავს.

Პეტარს ძალიან უკვირს, რატომ ჩამოვიდნენ ნანი და მართა მაინც და მაინც ამ ულამაზო ქალაქში, სადაც ძალიან პატარა ზღვის სანაპიროა და სთავაზობს სხვადასხვა ვარიანტს,  კიდევ სად შეიძლება, რომ გოგონებმა კარგი დრო გაატარონ. მართასა და ნანის მოსწონთ პეტარის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები და უკვე მოგზაურობის გახანგრძლივებაზე ფიქრობენ.

გარდა ამისა, პეტარი უფრო და უფრო გულღიად ესაუბრება გოგონებს და უყვება თავისი პარაპლანით ფრენის ბიზნესის შესახებ, რომელსაც “ჯონათან ლივინგსტონი” ჰქვია. ასევე, იმ მრავალმხრივი უნარების შესახებ, რაც მთელი ცხოვრება დააგროვა და ერთ-ერთი მათგანი კი, როგორც აღმოჩნდა დიჯირიდუზე დაკვრაა და გოგონები, პეტარის მიმართ, კიდევ უფრო დადებითად ეწყობიან.

პატივისცემის ნიშნად და გოგონების კეთილგანწყობის მოპოვების შემდეგ, პეტარი სოციალურ ქსელში ამატებს გოგონებს, ფოტოსაც აქვეყნებს მათთან ერთად და კრკიშიც ეპატიჟება.

ცოტა ხნის შემდეგ პეტარი აღმოაჩენს, რომ უკრაინაში ნაყიდი მუსიკალური სპიკერი აღარ აქვს, რომელიც როგორც ახსოვს, იმ ავტობუსში შეიძლებოდა დარჩენოდა, რომელმაც რიეკაში ჩამოიყვანა. პეტარი სატრანსპორტო კომპანიაში მოიკითხავს თავის ნივთს და როგორც ჩანს, მხოლოდ მეორე დღეს შეძლებენ რიეკაში პირადად მიწოდებას. პეტარი იმ საღამოს რიეკაში რჩება და მეორე დღის, შუადღემდე, გოგონებს ურეკავს “მესენჯერში”, რომ რა გადაწყვიტეს? ხომ არ წავლენ კრკიში პეტართან ერთად?

ნანი და მართა აღფრთოვანებულები არიან და მიჰყვებიან პეტარს ახალი თავგადასავლების საძიებლად.

ჯერ მალინსკას ეწვევიან, სადაც პეტარის ძმა იოსიფი (49 წლის) და ძმისშვილი მარკო (27 წლის) პორტთან დახვდებიან და გოგონებისდა გასაკვირად, იოსიფი მათ საოჯახო სადილზე ეპატიჟება და ყველა ერთად, პეტარის რძლის, მარიას (39 წლის) მიერ გაწყობილ გემრიელ სუფრას უსხდება. მარკო მორცხვადაა, მაგრამ თან ცდილობს რომ მართას აგრძნობინოს მის მიერ გაჩენილი სიმპათია და შანსს არ უშვებს ხელიდან რომ განმარტოვდეს მასთან ერთად. ნანიც, პეტარის მეორე ძმისშვილთან, პატარა ემასთან (6 თვის) ერთად ერთობა და ამასობაში ეს “ახალი წყვილი” ბიბლიოთეკის ოთახში ატარებს რამდენიმე საათს, სრულიად მარტო.

სადილის შემდეგ ყველა შეზარხოშებულია და სტუმრები იოსიფის სახლში დარჩენას გადაწყვეტენ. თუმცა, მარკო ჯერ არ აპირებს დაძინებას და გოგონების ოთახში შეთავაზებით შედის, რომ მასთან ერთად, სუფთა ჰაერზე, ღამე გარეთ გაისეირნონ. გზად, ღამის კლუბს გადააწყდებიან და მართა და მარკო ბევრი ალკოჰოლის მიღებისგან გაბრუვდებიან. ნანი ურეკავს პეტარს და ეუბნება, რომ სასწრაფომ ახალგაზრდები დეტოქსიკაციის ცენტრში წაიყვანა და ამაღამ იქ მოუწევთ ღამის გათენება. მეორე დღეს, ყველაფერი ისევ ნორმალურადაა და პეტარი, გოგონები და მარკო იოსიფის პატარა გემით კრკისკენ მიემართებიან. სიხარულით ეგებებათ, პეტარის დეიდა ანტონელა (73 წლის) სტუმრებს და საღამოს, ცეცხლთან, ტრადიციული ვაშლის პეროგის თანხლებით, გოგონებს, თავაზიანობითა და სიხარულით, უმასპინძლდება ბებო.

მეორე დილით, ყველა ერთად ზღვაზე გადის და ნანი უეცრად შუა ზღვიდან ვეღარ გამოდის და თითქმის იძირება. პეტარი, მთელი ძალით მიცურავს ნანისკენ, რათა გადაარჩინოს და როგორც იქნა ნაპირზეც გამოდიან. გოგონები შეშინებულები არიან, მაგრამ მომდევნო დღეს დაგეგმილი, პარაპლანით აფრენის პროგრამის გამოტოვებას მაინც არ აპირებენ და არც კი ნანობენ ამ გადაწყვეტილებას. საოცარი გრძნობა ეუფლებათ და უსაზღვროდ ბედნიერები არიან, რომ არ გამოტოვეს პარაპლანით აფრენის შანსი.

მიუხედავად ამისა, მართა ცოტა არ იყოს აფორიაქებულია და აღარ უნდა რომ კიდევ რაიმე დაგვემართოს და სახლში დაბრუნება ურჩევნია. მაგრამ ნანის ძალიან უნდა კონტრტერორისტულ წვრთნაზე დასწრება და მეორე დღეს, სამივე ერთად პეტარს მიჰყვება. პეტარი თავის დაჭრილი მხრის დაბრკოლების მიუხედავად, მხნედ არის და თოფის სროლას როგორც მდგომარე, ისე მწოლიარე მშვენივრად ახერხებს და თითეულ ტექნიკურ დეტალს, მარჯვედ ასწავლის ბიჭებს. შესვენებისას, პეტარი გოგონებს უახლოვდება და ეუბნება. მე ისეთ ინფორმაციას ვფლობ, რომ საქართველოს ოკუპირება, კიდევ ერთხელ ვინმემ, რომ გაბედოს, ეს ბიჭები, აუცილებლად, ფრონტის წინა ხაზზე გაჩნდებიან.

გოგონები, ამ წინანადების მოსმენის შემდეგ იზაფრებიან და მეორე დღესვე, ყველაზე ადრე დანიშნული ავტობუსის რეისით, ბუდაპეშტში ბრუნდებიან. მარკო კი, გულდაწყვეტილი, მაინც არ ნებდება და მართას ტელეფონის ნომერს ართმევს. გაცილებისას, ბოლო ფრაზას ეუბნება, რომ აგვისტოს ბოლოს, მართასთან ჩავა ბუდაპეშტში და აუცილებლად ინახულებს...

 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური