ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ზაფხულის ბაღი

0 ხმა

ნინო ბაიდოშვილი

ბიოგრაფია

სახელი, გვარი : ნინო ბაიდოშვილი

ასაკი : 23 წლის

საცხოვრებელი ადგილი : თბილისი, ისანი ნავთლუღის 29

არ გამომიქვეყნებია არანაირი ნაშრომი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე 2000 წლის 20 აგვისტოს, რაიონ ყვარელში. პირველი სამი კლასი დავამთავრე ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში. ცხრა წლის ასაკში დედასთან ერთად თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. უკვე მეოთხე კლასიდან დავდიოდი საჯარო სკოლაში რომელიც მოგვიანებით მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა გახდა. ამავე სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ტექნიკურ უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობაზე. მოგვიანებით სწორედ ამ უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით წავედი ამერიკაში სამი თვით. საქართველოში დაბრუნებისთანავე სწავლა გადავიტანე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირებაზე, ერთი წლის შემდეგ კვლავ ილიაში, შიდამობილობით, გადავედი კონოთმცოდნეობაზე სადაც ორი წელი დავყავი. პარალელურად მქონდა რამდენიმე სამსახურიც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დეპრესიული ეპიზოდის განმეორების გამო ავიღე აკადემიური შვებულება. ამჟამად ჩავირიცხე თსუ - ს კოლეჯში ტელერეჟისურაზე სადაც ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 

სინოპსისი

ყველაფერი კარგადაა მანამ სანამ ნიკას „საყვარელი“ სხვაზე გათხოვებას არ გადაწყვეტს. ამის შემდეგ იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან, ვინ უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ქალი რომელმაც მიატოვა და რომლის მიმართაც ამოუხსნელი ლტოლვა ამოძრავებს თუ ცოლი რომელსაც მისი დახმარება სჭირდება. ყველაფერს ორმაგად ართულებს წარსულის ქექვა რასაც ცოლის დღიურის წყალობით ახერხებს. დღიური კი პატარა გოგოზეა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ სოფელში სტუმრობს მამიდასა და საწოლს მიჯაჭვულ ბებოს. მოწყენილობას, ახალ მეგობართან ერთად, ტბაზე სიარულით იკლავს. მანამ სანამ  საშინელ შეცდომას არ დაუშვებს და არა მხოლოდ თავისი მეგობრის არამედ ერთი მარტოსული მხატვრის ცხოვრებასაც სამუდამოდ არ შეცვლის. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური