ზაფხულის ბაღი
ზაფხულის ბაღი
ზაფხულის ბაღი
თავი 1
ნიკა სავარძელში უემოციოდ ჩაეშვა მას შემდეგ რაც მაიამ უთხრა, რომ თხოვდებოდა და მისგან განსხვავებით საკურთხეველთან წარმოთქმულ ფიცს არ დაარღვევდა. ცოტახანი გონებაში გადახარშა ეს სიტყვები და სიგარეტს მამის ნაჩუქარი სანთებელათი გაუკიდა
- დარწმუნებული ხარ, რომ არ დაარღვევ? - აღმოხდა თავისდაუნებურად
მაიას ეს ყოელთვის სძულდა ნიკაში. ეს ცინიზმი, ეს ღვარძლი. მართალია ისიც იცოდა, რომ ის ამ ღვარძლით მხოლოდ მაშინ ივსებოდა როცა აბრაზებდა მაგრამ ასეთ დროს გამარჯვებით მოპოვებულ სიხარულს ვერ განიცდიდა. მისთვის არსებობდა მხოლოდ კარგი ან ცუდი მოპყრობა და იმაზე ფიქირით აღარ იწუხებდა თავს თუ რა მიზეზით ხდებოდა ან ერთი ან მეორე. ყველფერს პირდაპირ აღიქვამდა. აი ნიკას კი მისი ეს თვისება ძალიანაც მოსწონდა, რადგან ასე ურთიერთობა ბევრად მარტივი ხდებოდა.
- შენთვის მაინც არ აქვს მნიშვნელობა - ნიკას ღვარძლიან შეკითხვას ასეთივე ღვარძლიანი ტონით უპასუხა.
- როგორ თუ არა, ძალიანაც აქვს თუ კი შენი მომავალი ქმრისთვის მიცემულ ფიცებს ჩემთან დაარღვევ.
- როგორც ჩანს ვერ მიმიხვდი, აქ სწორედ იმიტომ მოვედი...
- რომ მშორდები, ვიცი, ძალიან კარგად მიგიხვდი ყველაფერს
ნიკა მთელი ძალისხმევით ცდილობდა სიმშვიდითა და მოთმინებით დაეფარა რეალური გრძნობები, რომლებიც ბევრად შორს იყვნენ ამ უკანასკნელებისგან.
- საკითხავი ისაა შეძლებ თუ არა ამას.
- ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა - მაიამ ყალბი ტყავის ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა - მალე ლიკა მოვა, არამგონია გინდოდეს, რომ ერთმანეთს გადავეყაროთ, მითუმეტეს როგორც ვიცი არ აპირებ მასთან დაშორებას.
ნიკაც მექანიკურად წამოდგა ისე როგორც დგებიან სტუმრის გაცილებისას და მაიას, „მის საბედისწერო სტუმარს“ უკან აედევნა. უკვე კარში მდგომი მაია შემოტრიალდა და ნიკა მიხვდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად უყურებდა თვალებში და გაიფიქრა, რომ მაია მართლაც ყველაზე ლამაზი ქალი იყო ვინც აქამდე ენახა, მეტისმეტად ლამაზი იმისთვის, რომ ღმერთს ნიჭიერებით ან ჭკუით დაეჯილდოებინა. მაგრამ მას მაინც ქონდა სილამაზის გარდა რაღაც ისეთი რაც კაცებს აგიჟებთ, დარწმუნებული ვერ იქნება მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს მიუწვდომლობაა, არა ფიზიკური არამედ რაღაც სხვა, არახილული, ენერგეტიკული მიუწვდომლობა. ქურთუკში ჩატანებული ქერა თმა ამოიყარა და ნაზად გაიღიმა ზუსტად ისე, როგორც შეიძლება გაეღიმა უკანასკნელად და ყოფილ საყვარელს ლოყაზე აკოცა.
- თავს მოუფრთხილდი. - გულწრფელი მზრუნველობით თქვა და კიბეებს ნელი, გამარჯვებული ქალის ნაბიჯებით ჩაუყვა, ქალის რომელიც ტოვებს და არა ტოვებენ.
-შენ არ უნდა გათხოვდე - ნიკას ხმამ სადარბაზოს კედლები გადაკვეთა და ადრესატს დაეწია.
- რატომ ? შენ ცოლი გიყვარს და არა მე - ამოსძახა ადრესატმა, რომლის სახეს უკვე ვეღარ ხედავდა და ნიკას ვერ გადაეწყვიტა, რომელი ეპასუხა - ტყუილი, რომ მხოლოდ ის უყვარდა თუ - სიმართლე, რომ ისიც უყვარდა. საბოლოოდ უსიტყვო გამომშვიდობება ამჯობინა და სახლში შებრუნდა. ცოტახანს კართან იცდიდა და ცდილობდა მოზღვავებული ემოციები დაეოკებინა მაგრამ რაც უფრო ცდილობდა მით უფრო არ გამოსდიოდა და რკინის კარს ერთი დიდი მუშტი უთავაზა ისე თითქოს ეს კარი იყო ყველა მისი პრობლემის სათავე.
***
- რა დაგემართა? - იკითხა ლიკამ ქმრის დასისხლიანებული ხელის დანახვისას.
- კარში მომყვა
ლიკა სახვევის მოსატანად მეორე ოთახში გავიდა ამასობაში ნიკა ცხელ ჩაის სვამდა და ფანჯარის მიღმა თეთრად დაფარულ თბილისს გადაჰყურებდა. ფიქრობდა, რომ ზამთარში ქორწილი სისულელეა და ამაზე მაიას პასუხიც ცხადად ჩაესმოდა, რომ სიყვარულმა სეზონი და დრო არ იცის. მაგრამ მართლა უყვარდა ის კაცი? ნიკას ამაზე ფიქრი არ უნდოდა, ახლა არა. ამ წელს ძალიან ციოდა, ზამთარი გვიან დადგა სამაგიეროდ მალევე გაყინა ყველაფერი. წელიწადის ეს დრო ნამდვილად არაა სიყვარულის სეზონი მითუმეტეს მაშინ როცა ასე ცივა. ეს უფრო მარტოობის და დეპრესიის პერიოდია როცა ცხოვრების ვერანაირ აზრს ხედავ და ყოველ დღე საკუთარ თავთან ბრძოლა გიწევს, რომ თბილ საწოლს როგორმე დაეღწიო. ბოლო პერიოდში ნიკა სწორედ ასე იყო. ბამბითა და სპირტით შეიარაღებულმა ლიკამ ქმრის სისხლიანი ჭრილობის დამუშავება დაიწყო.
- გეწვის?
ნიკამ უარის ნიშნად თავი გააქნია. გარეთ ზამთრისთვის დამახასიათებელი სიბნელე ჩამოწოლილიყო და სახლშიც ბნელოდა, თუმცა ფანჯრიდან შემოსულ მცირეოდენ დღის სინათლეს თეთრი ფიფქების მკრთალი ჩრდილები შემოჰქონა ოთახში და პირდაპირ ლიკასა და ნიკას თითქოსდა სივრცეში გაყინულ ფიგურებს ახატავდა ზედ.
- ზამთარი საერთოდ რა საჭიროა
- რაც არსებობს ყველაფერი საჭიროა - თქვა და სისხლიანი ბამბების აკრეფა დაიწყო, გადაყარა. შემდეგ ცარიელ ჩაის ჭიქებს მიუბრუნდა როცა ქმრის სევდიანი სახე შენიშნა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სევდა, ეს იყო არა, ყოველდღიური პრობლემებით გამოწვეული, არაამედ შინაგანი, უთქმელი სევდა. ნიკაპზე ხელი მოუსვა იმ იმდეით, რომ სახეს ააწევინებდა და კარგად დაკვირვებოდა მაგრამ ნიკამ თავი ისევ დაბლა დახარა.
- შეგიძლია მითხრა
- არაფერია სათქმელი - რატომ არ აცდიან, რომ ერთადერთი ქალის წასვლა, რომელიც მართლა აბედნიერებდ, წყნარად იგლოვოს. ცუდად იყოს ცოტახანი და მერე ისევ მოსიყვარულე ქმარი გახდეს? - ფიქრობდა ნიკა.
თავი 2
რესტორანში მუსიკის, მთვრალი კაცების, დაღლილი ცოლებისა და მაგიდის ქვეშ მოთამაშე ბავშვების ხმა ერთმანეთში იზილებოდა. ნიკამ მესამე ჭიქა მოსვა თან თეთრ კაბაში გამოწყობილ მაიას თვალს არ აცილებდა. ნეტა მაინც რა უნდოდა. აქ მისი ადგილი არაა, მაგრამ სახლში დარჩენაც არ შეეძლო მაშინ როცა საყვარელი ქალი სხვას მიჰყვებოდა ცოლად. მაიას ქმარი - ჭაღარა შეპარული, შუახნის კაცი აღმოჩნდა. ამან ნიკას რაღაც შვება აგრძნობინა - ნუთუ ამ ბებრუხანაში გამცვალა - ფიქროდა გულში და თან ღვინის მწველი ალმურიც ედებოდა, აი მეოთხე ჭიქაც და უკვე გამბედაობა ეყო პატარძალი საცეკვაოდ გამოეწვია
- აქ რას აკეთებ- გამოსცრა მაიამ კბილებიდან ნიკას დანახვისას, უცებ ქმარმა რაღაც გადასჩურჩულა და მაიამაც აღელვება და უკმაყოფილება წამსვე ყალბი, უხერხული ღიმილით ჩაანაცვლა და კვლავ ნიკას მიუბრუნდა
- მე არ ვცეკვავ.- ამაზე ნიკას სიცილი აუტყდა, როგორ ამბობს ამ აშკარა ტყუილს ნუთუ არ რცხვენია
- არ ცეკვავ? - ნიკა ცდილობდა მაიას ქმრისთვის აშკარა გამხდარიყო მისი ირონია. პატარძალი დაუპატიჟებელ სტუმარს მზერით ეუბნებოდა იმ სათქმელს რომელსაც მისი ახალი ქმრის იქ ყოფნის გამო ვერ ამბობდა, რომ წასულიყო, რომ თუ ამ ყველაფერს ჩაუშლიდა შურს მწარედ იძიებდა.
-კარგი მაშინ რადგან პატარძალი უარს ამბობს მარტო ვიცეკვებ, ხევსურული - გადასძაღა მუსიკოსებს, თუმცა მუსიკა არ გაისმა
- მუსიკა გთხოვთ - რატომღაც მუსიკა კვლავ არ გაისმა, რესტორანში დაძაბულობა ჩამოწვა მუსიკოსები სიძეს უყურებდნენ
- მუსიკა გთხოვთ - დაიყვირა ნიკამ ისე როგორც დაიყვირებდა უკმაყოფილო მთვრალი კაცი რომელსაც აურზაურის ატეხვა წამებში შეეძლო. მაიას ქმარმა მუსიკოსებს თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად და მათაც ხევსურული მოსცხეს. ნიკა ფეხის წვერებზე შედგა და მთელი ძალით, მთელი ვნებით დაიწყო ცეკვა. სულაც არ დავიწყებოდა ძველი ილეთები, მოძრაობები, სხეულიც კვლავ ძველებურად უწყობდა ხელს. მუსიკის აჩქარებულ ნოტებს ჰყვებოდა და მთელს თავის სიბრაზეს, სასოწრაკვეთას, სიყვარულს აქსოვდა. ესეიგი არ ცეკვავ - ფიქქრობდა ჰაერში, წამის მეასედში და თან თვალს არ აშორებდა მაიას. პატარძალი უხერხულად იდგა ქმრის გვერდით, მის მხარს ჩაფრენილი,ისე თითქოს სადღაც უნდა გაქცეოდა, ადევნებდა თვალს მოცეკვავეს, რომელმაც მთელი დარბაზის ყურადღება მიიქცია. ნიკა ცეკვავდა და ნელ - ნელა მისი გონება რესტორანს , დარბაზს, ხალხს შორდებოდა. არ ვცეკვავ - კვლავ ჩაესმოდა გონებაში აშკარა ტყული და თვალწინ დაუდგა მაია, რომელმაც ერთ ერთი მოცეკვავე გოგო ჩაანაცვლა ნიკას გუნდში. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა. ზაფხულის მწველი მზე შემოდიოდა საცეკვაო დარბაზში და მაიას ქერა თმის კულულებს უფრო მბზინავსა და ცოცხალს ხდიდია .ის ცეკვავდა ისე თითქოს სამყაროში ცეკვის გარდა სხვა არაფერი არსებობდა, ერთ ერთი საუკეთესო მოცეკვავე იყო, ყოველშემთხვევაში მათ გუნდში. ნიკამ არ იცოდა რისთვის დაებრალებინა - მზის, ცეკვის თუ მაიას სილამაზისთვის მაგრამ მის მიმართ ცხოველური სურვილი გაუჩნდა, ზუსტად ისეთი როგორიც მტაცებელს უჩნდება მსხვერპლის დანახვისას. ლამაზი მსხევრპლის დანახვისას. შორიდან დიდხანს ეტრფოდა, აკვირდებოდა, შეისწავლიდა. როცა მარტო რჩებოდა ქალების გასახდელში იპარებოდა და მაიას ტანსაცმელს ეხებოდა, თუმცა არა ბილწი არამედ წმნიდაზე წმინდა, ვნებებით გაჟღენთილი, უწყინარი შეხებით. მაიას გრილი სუნამოს სუნს იმახსოვრებდა და ლიკასთან ყოფნისასაც ამ სუნით ტკბებოდა. რა თქმა უნდა ცოლი უყვარდა, ცოლები ყოველთვის უყვართ ასეთ დროს. მაგრამ ალბათ რაღაც ახალიც სჭირდებოდა.
- თუ ასე მოგწონვარ რატომ არ მპატიჟებ სადმე? - ერთხელაც მოულოდნელი კითხვით შეუტია დაბნეულ ნიკას
- ხომ იცი, რომ ცოლი მყავს - პირველივე აზრი რაც ენაზე მოადგა გააჟღერა და წამსვე ინანა თუმცა მაიას პასუხმა სინანულის გრძნობა გაანეიტრალა.
- მერე რა
მუსიკა დასასრულს მიუახლოვდა და ნელა მიიწურა. ნიკა მდიდრულ საპატარძლო კაბაში გამოწყობილ მაიას მიაშტერდა, ადრინდელთან შედარებით ძალიან შეცვლილიყო, გარეგნულად თითქმის ისეთივე იყო მაგრამ მის შიგნით იყო ცვლიელებები, რომლებიც ასე შესამჩნევად ხვდებოდა თვალში. ტაშის დაკვრამ ფიქრებიდან გამოარკვია და მიწაზე დააბრუნა. ცეკვამ ცოტა გამოაფხიზლა და რესტორნის ეზოში სიგარეტის მოსაწევად გავიდა, ცივმა, ზამთრის სუსხიანმა ჰაერმა თითქოს მწარე სილა გააწნა. რის მიღწევას ცდილობდა აქ მოსვლით, ცეკვით, გამოწვევით. ის ხომ უკვე სხვა კაცის საკუთრება იყო. სიგარეტი ჩააქრო და სახლში წასვლა გადაწყვიტა როცა კარი გაიღო, ყრუდ გაისმა რესტორნის მუსიკების ხმა და კარის დაკეტვითანავე მიწყდა. პატარძალი მოემართებოდა მისკენ.
- ცოტა დაგაგვიანდა ქორწილის ჩაშლა
- სიმთვარალე მომერია, ნამდვილად არ მინდა ქორწლი ჩაგიშალო - ნიკამ მაიას გაყინული ხელი თავის ხელში მოიმწყვდია და ტუჩებთან მიიტანა თუმცა მაიამ უხეშად გამოაცალა
- ჩემმა ქმარმა მკითხა ვინ არისო, მოვატყუე, რომ ჩემი შორეული ნათესავი ხარ. ძალიან ბრაზობს
- მაგ ბებრუხანას გაბრაზებაც შეუძლია?
- წადი - თქვა მკაცრად და უკანმოუხედავად რესტორანში შებრუნდა.
***
სახლში როგორ მივიდა არ ახსოვდა მხოლოდ მაშინ იგრძნო ტკივილი როცა შარვალი გაიხადა და მუხელბზე დაიხედა.
- რა მოხდა?
- ქორწილში ვიცეკვე
- ვის ქორწილში
- გიოს ნათესავის
ლიკა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა, უსიტყვიდ ადგა და საძინებელში გავიდა. ნამდვილად არ უნდოდა ლიკასთვის ტკივილის მიყენება ბოლოს და ბოლოს ისიც ხომ უყვარდა. უყვარდა, როგორც ცოლი, როგორც დიასახლისი, როგორც საკუთრება მაგრამ არა როგორც ქალი. ეს ადგილი მხოლოდ მაიასთვის იყო განკუთვნილი. ლიკა საძინებლიდან აღარ გამოსულა და აიმიტომ ცოტახანში ნიკა შეჰყვა შიგნით. საწოლის მეორე კიდეში მოკუნტულიყო.
- გძინავს? - იკითხა ნიკამ ჩუმად. პასუხი, რომ ვერ მიიღო ტანსაცმელი გაიხადა და თავადაც დაწვა, ამ დროს მათ შორის არსებული დიდი დისტანცია იგრძნო. ეს სიშორე იმდენად შესამჩნევი იყო, ნიკას ერთ წამს ისიც მოეჩვენა, რომ მარტო იწვა საწოლში ზამთრის სუსხიან ღამეს. მაიასთან იმდენად შეტოპა, რომ ლიკა სულ გადავიწყებოდა. სულ დავიწყებოდა მისი საყვარელი ცოლი რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოვიდა საავადმყოფოდან. ყოველთვის ცდილობდა თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა, უცნაური სიბრალული იგრძნო, არა, ლიკას არამედ საკუთარი თავის მიმართ, რომ ვეღარ იხსენებდა იმ მწველ სიყვარულს ერთ დროს მის მმართ, რომ განიცდიდა. იმ სიყვარულს, რამაც ცოლად მოაყვანინა. ცდილობდა მის გულის კუნჭულში მიმალული გოგონა გაეხსენებინა, რომელიც პირველად შეუყვარდა, თუმცა ამაოდ. მის გვერდით მხოლოდ ზურგშექცეით მწოლიარე მძინარე ცოლი იწვა. მაგრამ მაინც დანებებას არ აპირებდა, მძინარე ცოლს მიეკრა ზურგზე და ისე ჩაეხუტა თითქოს პირველი და უკანასკნელი იყო მისთვის, მერე რა რომ ლკას ეძინა, ძილიში მაინც იგრძნობდა იმ სითბოს რაც უკვე იდიდიხანია წყვილმა დაკარგა. ეს სუნი ძალიან ეცნო ნიკას, ლიკას სუნამოს სუნი იდენტური იყო მაიასი, აქაც კი მაია ელანდება მაშინაც კი როცა ცდილობს ცოლი პლატონურად მანც შეიყვაროს. აქაც კი მაიას ვნებიანი სუნი არ ანებებს თავს. მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ადრე ლიკასაც ზუსტად ისეთივე სუნამო უყიდა როგორიც მაიას ქონდა, უნდოდა სახლშიც ეგრძნო მისი სურნელი და ახლა მიხვდა თუ როგორ დააშავა, როგორი შესცოდა ამ სუნამოს ყიდვისას, როგორ წაბილწა ამ სუნით თავისი ცოლი. ბინძური, საყვარლის სუნამოთი გაჟღინთა წმინდა ცოლი. მაგრამ ისიც გაახსენდა, რომ ლიკას არასდროს დაუსხავს ეს სუნამო, ნიკამ პირველა იგრძნო. რატომ ახლა? მოულოდნელად ამ ფიქრებიდან ლიკას ბორგვამ გამოაფხიზლა და ისევ ცოლის სხეულთან დააბრუნა, მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ლიკას ეღვიძა, მთელი ეს დრო ეღვიძა და ტიროდა, აქამდე როგორ ვერ მიხვდა ამას. ვინ იცის რამდენჯერ უტირია ნიკას კი არასდროს გაუგია რადგან არასდროს მიახლოებულა.
- გგონია, რომ ვერ ვხვდები მაგრამ ვიცი, რომ იტყუბი. ჩვენ სულ ვატყუებთ ერთმანეთს. - ნიკა მიხვდა რომ შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ქონდა.
***
იმ ღამით ნიკას მაია ესიზმრა. სასოწარკვეთილი, გონებაარეული შემოუვარდა სახლში თეთრი საქორწინო კაბით. - ვერ შევძელი ვერ გავყევი ცოლად - აღელვებული და აღზნებული იყო. ნიკა გაუნძრევლად შესცქეროდა თითქოს ცდილობდა ეს კადრი გონებაში სამუდამოდ აღებეჭდა. სატრფო რომელიც ქორწილიდან გამოიქცა მის გამო, და ახლა მის სახლში თეთრი კაბითა და აცრემლებული, თუმცაღა ბედნიერი, თვალებით შესცქერის. გულში ჩაიკრა, ეხუტებოდა მაგრად, მაგრად, თითქოს მისი სხეული ზედ შეეზარდა, როგორც ხავსი ხეებს. ერთ წამს ესეც კი დაინახა, მისი ნაწილი იყო, მისი ლამაზი ქალური სხეულის ნაწილი. უეცრად მაიას დიდი, თეთრი, საქორწინო კაბა საცეკვაო, ორნამენტებიან, კაბად გადაიქცა. მისი ლამაზად აწეული და ლაქით შეწებებული ოქროსფერი თმა კი ნაწნავებად და მაიამ პირდაპირ მისაღებ ოთახში დაიწყო ცეკვა, სრიალი, თითქოს ყინულზე იდგა და არა ხის იატაკზე. ცეკვავდა და შემდეგ ნიკაც აიყოლია. ნიკაც უფრო და უფრო შედიოდა ეშხში, უფრო უძლიერდებოდა მიას დაჭერის სურვილი მაგრამ მაია რატომღაც ყოველთვის ახერხებდა მისი ხელიდან დასხლტომას, ბოლოს როგორც იქნა მოიხელთა, მხარზე გადაიწვინა და მხურვალედ აკოცა მაგრამ სწორედ ამ დროს ტირილის ხმა მოესმა, ახედვა არ უნდოდა მაგრამ ტირილის ხმა თანდათან ძლიერდებოდა ბოლოს კი იმდენად შემაწუხებელი გახდა, რომ ნიკამ ვეღარ დააიგნორა. ლიკა მათ უყურებდა და ცრემლებად იღვრებოდა - რატომ მომატყუე - გაიგო მისი პირიდან გამოცრილი სიტყვები და გაეღვიძა. ფანჯრიდან მზის პირველი სხივები აღწევდა ოთახში, ზამთრისთვის შეუფერებელი, კარგი ამინდი იყო. თავი ბევრად უკეთესად იგრძნო, დილის დადგომასთან ერთად ხომ ღამის წუხილები ქრება. გადაწყვიტა დღეს სამუშაოდ არ გასულიყო. სამზარეულოში ლიკა ფუსფუსებდა და სახლის სიცარიელესაც რაღაცნაირად ავსებდა. ამ დილით ის გაცილებით კარგ ხასიათზე ჩანდა. ადრე არასდორს ამდგარა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ახლა კი საუზმესაც ამზადებდა. ცოლ-ქმარმა ისაუზმა, ჩვეულებრივ ყოველდღიურ თემებზეც ისაუბრეს. მათ შორის არსებული დისტანცია თითქმის მთლიანად გაქრა, ორივე კარგ ხასიათზე იყო ორივე კარგად ექცცეოდა ერთმანეთს. ერთ მომენტში ბედნიერ წყვილს გავდნენ, ასეც იყო, ბედნიერებიც იყვნენ, არც ერთი ფიქრობდა გუშინდელზე ან იმის წინანდელზე საერთოდ არ ფიქრობდნენ წარსულზე ან მომავალზე, მხოლოდ ამ წამში იყვნენ მხოლოდ აქ და ახლა. არ არსებობდა სხვა მათ გარდა არავინ, ყოველშემთხვევაში სანამ ლიკას ტელეფონმა არ დარეკა და სწრაფად არ გაიქცა სახლიდან გულგატეხილი მეგობარის დასამშვიდებლად. ახლა მხოლოდ ნიკა დარჩა სამზარეულოში ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივებთან და ასალაგებელ ჭურჭელთან ერთად და მარტო ყოფნამ ისევ გაახსენა სადარდებელი, გაახსენა როგორ მიდიოდა ხოლმე მაია შაბათ დღეს მასთან და ამან სიცარელე აგრძნობინა. გადაწყვიტა სახლიდან გასულიყო რდგან ეს სიჩუმე გაუსაძლისად ეჩვენა, მუშაობის არც ენერგია ქონდა და არც განწყობა.სად წასულიყო? არ იცოდა, ამიტომ გადაიფიქრა. თავში აზრი გაუჩნდა, რომლის შესრულებაც არ უნდოდა, რომელიც ზედმეტად დამამცირებელი იქნებოდა ამიტომ გადაწყვიტა ყურადღება გადაეტანა, ირგვლივ მიმოიხედა სახლი დალაგებული ეჩვენა. ტელევიზორი ჩართო, რომ ოთახში გაბატონებული სიჩუმე მოეკლა, ტელევიზორის ხმამ მართლაც გაამხიარულა სახლი მაგრამ ნიკამ ყურადღება მაინც ვერ გადაიტანა იმ აზრისგან, როელმაც მისი გონება მთლიანად მოიცვა ამიტომ სახლის ოთახებში ბოდალი დაიწყო, თითქოს რაღაცას ეძებდა. მაგრამ თვითონაც არ იცოდა რას, ამ ძებნაში ლიკას კარადას მიადგა, მისთვის განკუთვნილ თაროებს. აქ საინტერესო არაფერი იყო მხლოდ კოსმეტიკა, სავარცხლები და სარკეები, ძალიან ბევრი სარკე , ყველანაირი ზომისა და ფორმის. ნეტა რაში სჭირდებათ ქალებს ამდენი ერთნაირი ნივთი, ნუთუ ერთი სარკე საკმარისი არ იქნებოდა საკუთარი თავის დასანახად? ან იქნებ ყოველი სარკე სხვადასხვა საიდუმლოს გიმხელს შენი გარენგობის შესახებ. ნეტა მაიას რა უდევს თავის ქალურ საიდუმლოებებით მოცულ თაროებზე? ნეტა მას თუ აქვს ამდენი სარკე? მაგრამ მაიას ალბათ არ სჭირდება სარკე იმისთვის, რომ თავის სილამაზეში დარწმუნდეს, მისთვის საკმარისია მხოლოდ სხვების თვალებში ჩაიხედოს და მაშინვე მიხვდება როგორ გამოიყურება. ნიკამ გაუსაძლისი მონატრება იგრძნო და მის გონებაში დაბადებული სამარცხვინო იდეაც უფრო ნაკკლებად სამარცხვინო ხდებოდა, მაგრამ მაინც უძალიანდებოდა ამ სურვილის სისრულეში მოყვანას, ყურადღების გადატანის მიზნით კვლავ განაგრძო უცნობი ნივთის ძებნა, თაროს გააყოლა თვალი. იქვე იდო კალმები, რვეულები და კიდევ მისთვის რაღაც გაურკვეველი ჟურნალები. მოკლედ არაფერი საინტერესო, ახლა მეორე თაროზე დაიწყო ძებნა, აქ მხოლოდ წიგნები იყო, თუმცა სხვადასხვა ზომის წიგნებში მაინც გაარჩია სურათების ალბომი. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ რაც მან და ლიკამ ახალი ფოტოები ჩაამატეს იქ. ეს ყვავილებიანი, ბრჭყვიალა ალბომი მათ ქორწულში რომელიღაც სტუმარმა აჩუქათ, ნიკას გაახსენდა როგორ გადაწყვიტეს ქორწილის დღეს, რომ თავიანთი შვილების ფოტოებით აავსებდნენ ამ და კიდე სხვა ალბომებს. მაშინ ეს აზრი ლამაზადაც ჟღერდა, ამ ბრჭყვიალა ვარდისფერ, ალბომსაც შეეფერებოდა. დიდ სარკიანი მაგიდის წინ ჩამოჯდა და თითქმის ცარიელი ალბომი გადაშალა სადაც რამოდენიმე სურათი წებოთი ჩაეკრა ლიკას , ისე თითქოს სურათები სადმე გაიქცეოდნენ.ახლა ამოღება, რომ მოგინდეს სურათიც გაფუჭდება, მაგრამ ალბათ თავიდანე ეს იყო მისი განზრახვაც, არ უნდოდა, რომ ვინმეს ამოეღო ფოტოები. ფოტოები არაფრით გამოირჩეოდა სხვა საოჯახო ალბომში ჩაკრული ფოტოებისგან, მათზე გამოსახული იყო მომღიმარი წყვილი. პირველი სურათი მათი ქორწილიდან იყო, ლიკა პირდაპირ უყურებდა კამერას ნიკა კი სადღაც ჰორიზონტს . ლიკა თეთრ საქორწინო კაბაში ძალიან ლამაზი იყო, ბევრად უფრო ახალგაზრდაც და ბევრად უფრო მხირულიც, მაგრამ მაიას საქორწინო კაბა ბევრად ლამაზი და მდიდრული იყო, მიუხედავად მისი სიბრაზისა თუ სევდიანი განწყობისა რომელიც ნიკას მიმართ გამოამჟღავნა ბოლოს, ბევრად ლამაზად გამოიყურებდა ვიდრე ლიკა. სწრაფად გადავიდა შემდეგ სურათზე, აქ სუფრასთან სხედან ცოლის მხარზე აქვს ხელი ჩამოდებული და ორივე კამერას მისჩერებია, შეწითლებულ სახეებზე ეტყობათ, რომ მთვრალები არიან. ლიკას გვერდით მჯდომი კაცი მათ უყურებთ, თითქოს დაფარული ზიზღითა და შურით. შემდეგი ფოტოებიც თითქმის სულ სუფრებზეა გადაღებული, მაშინ სულ სტუმრად დადიოდნენ. ნიკას არ ახსოვს როდის გამოკიეტნენ სახლში, როდის შეწტყვიტეს ახლაგაზრდობა, ნიკა ოცდაცამეტი წლისაა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაშ რატომ დაკარგეს ის ცხოვრების ხალისი რაც ადრე ქონდათ? აი ამ სურათზე ნიკა მამასთანერთადაა, მამამისი ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. იცინის რაღაც იდუმალი მისტიური ღიმილით, რომლისთვისაც მხოლოდ ტუჩის ოდნავ აწევაა საჭირო, ნიკას სახეზე კი უკმაყოფლებაა ასახული. სრულიად შემთხვევით ნიკამ მაღლა აიხედა და ლიკას ერთ ერთ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოჰკრა თვალი, მაგრამ რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ მიხვდა, რომ თვითონ იყო. მამამისის ახალგაზრდობის აჩრდილი დაინახა, როცა აზრზე მოვიდა მართლაც გააოცა მსგავსებამ, მისი სახე თითქმის იდენტური იყო იმ კაცისა რომელიც სურათზე იყო გამოსახული. ამ მსგავსებამ შეაშინა, ალბბომი დახურა და შემთხვევით ლიკას სუნამოს გაჰკრა ხელი. ეს ის სუნამო იყო მაიას, რომ ესხა ხოლმე და ლიკასაც რომ უყიდა. ხელში აიღო, ცისფერი, კრისტალური ფლაკონი, წარწერა წაიკითხა „ ELIE SAAB le parfum” თავსახური მოხსნა, ცოტახანს ყოყმანობდა იცოდა, გრძნობდა, რომ თუ ამას იზავდა უკან ვეღარ დაიხევდა, ვეღარ შეიკავებდა თავს, იცოდ,ა რომ დამარცხდებოდა, მაგრამ ცდუნება ზედმეტად ძლიერი იყო. ნიკამ სუნამო ცხვირთან ახლოს მიიტანა თვალები დახუჭა და მთელი ვნებით შეისუნთქა. საქმე ამ სუნში არასდროს ყოფილა, ეს მხოლოდ სასურველი პიროვნების სასურველი სუნი იყო. როგორც კი ნესტოები ამ ზომიერად მოტკბბო, გრილი სუნით აევსო მაშინვე თვალწინ დაუდგა ქერა, მოვერცხლისფრო თმა, მუქი ლურჯი თვალები, ქერავე წამწამები, ვარდისფერი სავსე ტუჩები, ჭორფლები., ეს იყო ზმანება, ცხადად ხედავდა მაიას სახეს, მის თვალისმომჭრელ, სითბოთი გაჟღენთილ ღიმილს, რომლის დროსაც ლოყებზე წერტილები უჩნდებახოლმე. ისე ცხადად ხედავდა სასურველ ქალს, რომ ცოტაც და შეეხებოდა კიდეც. თვალები გაახილა, ჯერ კიდე ამ სუნამოს სუნით გაბრუებულმა გონს მოუსვლელად ტელეფონი ამოაცურა ჯიბიდან. ახლა მისი გიჟური, თავის დამამცირებელი იდეა, რომელსაც ასე ებრძოდა, ხორცს შეისხავდა, თუმცა მისთვის უკვე სულ ერთი იყო. ნომერი აკრიფა, რომელიც სასურველ პიროვნებასთან დააკავშირებდა, ბოლო ციფრის დაჭერას ცოტა დააყოვნა უნდოდა ეს დანაშაულის ჩადენით მიღებული სიამოვნება გხაეხანგრძლივებინა, მაგრამ დიდხნსაც ვეღარ აწვალებდა თავს. მწვანე ღილაკს დააჭირა თითი და ტელეფონი ყურთან მიიტანა, ამ ერთი წამის განმავლობაში შიშისა და სიამოვნების გრძნობა დაეუფლა - სიამოვნება იმისა, რომ საყვაელი ქალის ხმას გაიგებდა და შიში იმასა თუ რას ეტყოდა ეს ხმა. მაგრამ ყველანაირი გრძნობა ერთად ჩაეფუშა ნიკას როცა ზარი არ გავიდა. კიდევ სცადა ამჯერად ცივად და სწრაფად კრეფდა ნომერს მაგრამ კიდევ არ გავდა, კიდევ სცადა, კიდევ და კიდევ, ყოველჯერზე უფრო და უფრო უსწრაფებდა ნომრის აკრეფის პროცესს მაგრამ ზარი არა და არ გავიდა. პირველი აზრი რამაც ნიკას გონებაში გაუელვა ეს იყო რომ მაიამ მისი ნომერი დაბლოკა. ქურთუკი მოიცვა და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა, კარიც კი არ ჩაკეტა, სასწრაფოდ უნდა გაეგო ეს სიმართლე იყო თუ არა. გარეთ უკე მოღრუბლულიყო და ბევრად ციოდა ვიდრე დილით. ეს სიცივე მოსწონდა ნიკას, რადგან მის ახურებულ სახესა და აფორიაქებულ სულს აგრილებდა, აქვე მის კორპუსთან ახლოს უნდა ყოფილიყო თუმცა კი ზუსტად არ ახსოვდა სად. გაურკვევლად, დაახლოებით ოცი წუთი , იარა შემდეგ როცა ცოტათი დაწყნარდა და ფიქრის უნარი დაუბრუნდა მიაგნო. გამყიდველმა ნომრები გადმოულაგა აარჩიეო, ნიკამ პირველივეს დაადო ხელი ისე რომ არც შეუხედავს, სანამ გამყიდველი კარტას ჩასვავდა, ნიკა მოუსვენრობისგან ადგილზე ხტოდა
- დღეს ძალიან ცივა - უთხრა გამყიდველმა რომელმაც ნიკას მოუსვენრობა სიცივეს მიაწერა. მაგრამ ნიკას არა თუ სციოდა არამედ სცხელოდა ისე, რომ მზად იყო ეს მწვანე ქურთუკიც გაეძრო. როგორც იქნა ახალი ნომერი ჩაუსვეს მან რაღაც ქაღალდს სწრაფად მოაწერა ხელი და მაღაზიას გაეცალა.
აკრიფა ნომერი მაგრამ როგორც კი ზარი კვლავ არ გავიდა მაშინვე რაღაც დიდი ლოდი მოეხსნა გულიდან, ახლა ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ დათოვლილ გზას. ათასი ფიქრის შემდეგ ნიკას გონება გაუნათდა და თავი ზედმეტად სულელად ირძნო, როცა მიხვდა, რომ მაიას ახლა თაფლობის თვე ქონდა და ალბათ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ისვენებდა. კიბეებზე, რომ ადიოდა შვებას გრძნობდა, იქნებ კარგიც იყო რომ ვერ დაურეკა. ისიც არ იცოდა რას ეტყოდა. ამაზე აღარ უფიქრია. სახლის კარები ღია რომ დახვდა შეცბა, კიდევ კარგი ლიკა მაინც არ იყო მოსული. სწრაფად მივიდა ლიკას თაროსთან და ყველაფერი ისე დადო როგორც იყო მხოლოდ სუნამო მოიტოვა ბოლოს და გატაწყვიტა ამის შემდეგ ახლოსაც არ გაკარებოდა. თავსხურს დააფარებდა, დადებდა და მორჩებოდა, ალბათ თავსახურმა იგრძნო დავიწყებისა და დაიგნორების საფრთხე და ნიკას ხელებიდან დასხლტომა გადაწყვიტა და წიგნების კარადის ქვეშ შეგორდა. ნიკა მაშინვე მიჰყვა კვალს, დაიხარა მის გამოსაღებად მაგრამ ვერ მიწვდა, მალე გრძელტარიანი ცოცხით დაბრუნდა და როცა ტელეფონის თვალისმომჭრელი სინათლით გაანათა კარადის ქვეშ გაბატონებული წყვდიადი, არა მარტო სუნამოს თავსაფარი არამედ წიგნიც დაინახა. ნიკამ ორივეს გამოღება მოახერხა, სუნამოს დააფარა თავი და მტვრით სვსე წიგნს მიუბრუნდა, როგორც კი გაწმინდა მაშინვე შენიშნა, რომ ეს წიგნი კი არა რვეული იყო, პირველ გვერდზე კი დიდი ბავშური ასობით ეწერა „ დღიური “
- რას აკეთებ? - გაისმა ლიკას დაღლილი ხმა საძინებლის კარიდან, ნიკამ დღიურის დამალვა მოასწრო
- რაღაცას ვეძებდი
- ამ სიბნელეში რას იპოვი შუქი მაინც აანთე - იქვე კარებთან შუქის ასანთებს აჰკრა ხელი, ოთახიც განათდა ნიკა მხოლოდ ახლა მიხვდა როგორ ჩაბნელებულიყო.
- რაო ჯულიმ?
- ის ბიჭიც დაშორდა
- რომელი?
- კოტე
- არ მახსოვს
- ეგ მართლა უყვარდა
- მაგას ყველა უყვარს
- გულთან მიაქვს ყველაფერი
- სულელი გოგოა
- ნუ ამბობ მაგას
- ყველასთან წვება
- თავს მარტო გრძნობს
- კაი რაა
- დავიძინებ
- ხომ კარგად ხარ?
- კი უბრალოდ დავიღალე
ნიკა ოთახიდან გავიდა როცა ლიკას ხმა დაეწია
- იპოვე რასაც ეძებდი?
***
ნიკა ცეკვაზე წავიდა მაგრამ მისი გონება და ფიქრები კვლავ მაიასთან იყვნენ. არ ეგონა ასე თუ იყო ამ ქალით შეპყრობილი. ვაი თუ მისმა ბებრუხანა ქმარმა საზღვარგარეთ ცხოვრება გადაწყვიტოს, ამ შენთხვევაში არა თუ ვერ ნახავს არამედ მის ხმასაც ვერასდროს გაიგებს. ეს ფიქრები ზედმეტად აშინებდა ნიკას. ცეკვიდან პირდაპირ სამუშაოდ მიდოდა ხოლმე , მოპედი ჰყავს და კურიერად მუშაობა არ ეძნელება თუმცა ზამთარში მაინც საზიზღარი საქმეა ახლა კი საათები იწელებოდა თითქოს მარადისობაში გაიჭედა, მარადისობაში სადაც მაიაზე ფიქრის მეტს არაფერს აკეთებდა. სწორედ ამ მარადისობაში გადაწყვიტა,