მოთხრობები
0 ხმა

ნიკა ხეცურიანი
სახელი - ნიკა
გვარი - ხეცურიანი
დაბადების თარიღი - 14/08/2001
დავიბადე ქალაქ ტყიბულში, დავამთავრე ტყიბულის ნომერ მე-4 საჯარო სკოლა, თვრამეტი წლის ასაკში ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის განხრით.
კრებულში წარმოდგენილია ოთხი მოთხრობა, თითოეული მაგიური რეალიზმის ელემენტებითაა გაჯერებული, რომელიც მკითხველს ინტერესზე მძაფრად მოქმედებს. ტექტსებს თავისებური მელანქოლიური ბუნება დაჰყვება, რომელიც გარკვეულ პატეტიკურ გარემოს ჰქმნის. ტექსტების შინაარსი მეტად მძაფრი და დამაფიქრებელია. მწერლის მესიჯი, თუ რა აქვს სათქმელი, გარკვეულად არც ერთ ტექსტში გვხვდება და ამიტომ მკითხველის გონებაში გარკვეული თავისუფლება იქმნება, ამოუვსებელი წერტილი რომელიც ინტერესის შიგთავსითაა გაჯერებული. ტექტსების ღრმა ფილოსოფიურ იდეოლოგიებს ატარებს და პირდაპირ არაფერს არ გეუბნება, ის განიშნებს თუ რაარი ამ უცნაური ტექსტების მიზანი, თითოეული წინადადება აწყობილია კულმინაციური მინიშნებისკენ, მინიშნების დაჭერის შემდეგ კი მკითხველის გონებაში სურათი იბადება, რომელიც ყველასთან სხვადასხვაგვარია. საბოლოოდ ტექსტები გარკვეული პროტესტის გამოხატვაა, უკმარისობის შეგრძნების ამოვსების ტკბილი მიზანმიმართულობა, რომელიც ესთეტიურად ერგება მწერლის სტილს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური