მოთხრობები
მოთხრობები
და მეც ვიღვიძებდი
- ჩანჩქერის სიგრძე ოცდახუთი მეტრი მაინც იქნება, მის ირგვლივლ შხეფებით წარმოქმნილი ბურუსია, რომელიც სწორედ იმ სიხშირისაა რამდენადაც ჩემს წინ მიმავალი წითელი საწვიმრის დანახვაა შესაძლებელი.
ეს ბეწვის ხიდი რომელზეც ყურადღებად ვიღვრები, ოთხი რკინის ტროსითაა დამაგრებული. სანამ ხიდზე ნაბიჯს შევდგამდი მანამდე ტროსებს ნესტიანი ხელები შემოვავლე, შევამოწმე შემეძლო თუ არა ამ ტროსის გამო მომვკვდარიყავი. ტროსი იმაზე უფრო ახალი გამოდგა ვიდრე წარმოვიდგენდი, ახლა კი უკვე დაახლობით ათი მეტრი დავფარეთ. თითქმის ჩანჩქერის შუაგულს მივაღწიეთ, ხოლო სახელურად გადაკეთებული ეს ტროსები უკვე ჟანგმა მოიცვა. სავარაუდოდ დრომ და შხეფების ბურუსმა მისი სიმყარის დღეები შეავიწროვა, მაგრამ მაინც საკვირველია როგორ უძლებს ოთხი ადამიანის სიმძიმეს. მისი ეს წელი კი წართმეულია და ქვემოთაა დაქაჩული, მაგრამ ნაწნავებში ვატყობ დიდად დისკომფორტს არ წარმოვადგენთ, იმასაც ვატყობ რომ ჩვენი ეს წონა ცოტათი უცხოა, რადგან მანამდე ამ ხიდს მხოლოდ ჩვენი წინამძღოლი, ჩადრშიგახვეული მოხუცი ქალბატონი თუ გადაკვეთდა, რომელიც დაახლოებით ორმოცდაათ კილოს იწონის. ეს მისი ნესტის წონაა. როდესაც მივესალმე, თავი დავუკარი და მოწიწებულად ხელი გავიშვირე მისკენ, მანაც პატივი დამდო და ხელი ჩამომართვა, გეგონებოდა თითქოს ხუთი ჯოხი ავათამაშე ხელშიო, მისი კანი იმაზე მეტად იყო ძვლებზე შემოჭერილი ვიდრე მის შუბლზე შემოვლებული თავსაბურავი. თვალები ღმრა ჰქონდა, როგორც ამ ბეწვის ხიდზე არსებული უსასრულობა... ჩემს ფეხებ ქვეშ. ამაზე ასეთი მოსაზრება გამაჩნია, ის ქალები რომლებიც სახეს მალავენ, უმეტესწილად თვალებით საუბრობენ, და მართლაც იმ მოხუცის თვალებში მთელი მოუყოლელი ისტორიების ჩქეფა მესმომდა, რომელიც ნალკულად მაგრამ მაინც მშვენივრად ერეოდა ჩანჩქერის ჩაგუდულ ყმუილს. ახლა ვცდილობ მის ფეხის წვერებს შემოვავლო თვალი, რადგან ის ამ სამყაროს ნაწილია, მე და ჩემი მეგობრები კი თითქოს ხეზე მოულოდნელად დავფრინდით. მისი ფეხის წვერები ხიდან ამოზრდილი ნაყოფია, ჩემი ფრთები აქ ახალ ნიავს დააყენებს, მაგრამ მეც ფრთხილად უნდა ვიყო რადგან ფრთების გარდა ნისკარტიც მაქვს და ბობოქარი სულელური ტემპერამენტიც.
უცებ ჯგუფის სვლა შეწყდა, ერთ ადგილას გავშეშდით და ჩვენს წინ მდგარ ჩადრიან მოხუცს ინტერესიანი თვალებით შევაცქერდით. მისი ტანი ზანტად მაგრამ მოხერხებულად ჩვენსკენ შემოტრიალდა, ხელით გვანიშნა შევჩერებულიყავით, შემდეგ იგივე ხელით მისკენ მიგვიხმო თვითონ კი ნელი ნაბიჯებით უკან-უკან დაიწყო სვლა. მის თვალებს ვუყურებდი და ვცდილობდი გამომერკვია თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული, უცებ მის ირგვლივ მზე აბობოქრდა. თავზე და მხრებზე შემოევლო და ბოლო ნაბიჯში გაქრა. თვალებს ვერ ვუჯერებდი, ვცდილობდი სველი ნესტიანი სახე გამემშრალებინა და კარგად დავკვირვებოდი რა ხდებოდა, შემდეგ ჩემს წინ მიმავალი წითელი საწვიმარი, სწორდ ისევე როგორც ჩადრიანი მოხუცი, ჯერ მზით ახასხასდა შემდეგ კი გაქრა. ახლა ჩემი ჯერია, გავიფიქრე და ღმად ამოვისუნთე, უკან მივიხედე რომ საბოლოო ნუგეში აღტაცება და რეაქცია მიმეცა ამ ჯგუფის ბოლო მოხალისესთვის. გული სიმამაცით ავივსე, ნაბიჯი გადავდგი და მზის სითბო ვიგრძენი. თვალები მოვიფშვნიტე, ჩემს წინ მდგომ ჩადრიან ქალს თვალები ნაოჭებით დაეხორკლა, საინტერესოა... ის მე მიღიმოდა, მაშინვე არემარეს თვალი შემოვავლე,. შხეფების ბურუსი გვერდეებზე მევლებოდა. ჩემს წინ შუაზე გაპობილი ცა მასში გამოჭრილი მზის სხივი და თვალმიუწვდენელი ლანდშაფტი გამოჩნდა, რომელიც ამ სიშორიდან ერთმანეთში აზელილიყო, ისევე როგორც იმპრესიონისტულ ნახატში და სწორედ ამიტომ მიჭირდა გამერჩია რას ვუყურებდი. მხოლოდ იმაზე საუბარი შემიძლია თუ რა ვიგრძენი.
-„ეს უფრო ჰგავდა გაღვიძებისას ცივ სუფთა ჰაერს, ჩემი თავი რომ საბანში დამალა. ჩემი შუბლი ცივი იყო სუსხიანი ჰავის სითავხედით, წამწამები ერთმანეთს ჩაჭდობილი და ცვრით სავსე წინააღმდეგობით შედრეკილი სასუფევლის სიბნელე, რომელიც დიდ ჩრდილს გვირტყამდა ბეჭების დაუფლებით.“ -
სული ყელში ამომყვა, და ცოტა ხნით მისი გამოშვების შეგრძნებაც დამეუფლა. მინდოდა სხეულს მომეშორებინა და მისთვის იმ ლანდშაფტში ჩაკარგვის უფლება მიმეცა, რომელიც ჩემს წინ ელვარებდა. გამორკვევას შევეცადე, რატომაა რომ ჩანჩქერი ამ ადგილას თავის ორომტრიალს არ ახდენსთქო და ჩქეფას თვალი ავაყოლე. ტეხილის კიდეს დიდი ბაობაბის ხე ფარავდა, რომელიც დინებას შუაზე ყოფდა და იმ ადგილს არ აკარებდა სადაც ჩვენ ვიდექით. „შესანიშნავი სანახაობაა“ გავიფიქრე და ჩემს უკან ბურუსიდან ახლადგამორკვეულ ლურჯთმიან გოგონას თვალი შევავლე, აღფრთოვანებული იყურებოდა, მარტივად შეამჩვნევდი თუ როგორ ჩამოუვარდა ყბა. ჩადრიანმა მოხუცმა გზაა გააგრძელა და სწორედ ისე როგორც მანამდე, ისევ შევიდა შხეფების ბურუსში, ჩვენც მოუთმნენლად შევყევით. სისველე უკვე ბეჭებში მქონდა გამჯდარი, საწვიმარი ჰაერში გახსნილ ნესტს ვერ აჩერებდა და სხეულს თავიდან ბოლომდე მისველებდა, ხედვა ისევ ისე მიჭირდა როგორც მანამდე სანამ ნათელს დავადგებოდით.
და აი ისიც ჩვენი დანიშნულების ადგილიც გამოჩნდა, რომელიც სწორედ რომ ამ ჩანჩქერის კუთხეში იყო შემალული, დინების და კლდის განაპირა. კლდეზე უზარმაზარი ორ სართულიანი ქვის სახლი იყო დაშენებული, კლდის იქით უკუნითი სიბნელე სუფევდა, უსიტყვო მძაფრი წყვდიადი რომელიც ჩემში შიშს იწვევდა. სახლს ხავსი მოსდებოდა რომელსაც თავიდან ბოლომდე შეეჭამა ადამიანის ხელყოფა, იფიქრებდი ეს სახლი ყოველთვის აქ იყო თავისი სიდიადით და იმ მისტიკით რომელიც ფეხის წვერიდან ყურებამდე თავს გვერტყა მეც და ჩემს მეგობრებსაც, რომელებიც სხვადასხვანაირად რეაგირებდნენ.
წითელი საწვიმარში გამოწყობილი ბიჭი მეტად სიძულვილის თვალით უყურებდა აქაურობას, გეგონებოდა მისი ბრალი იყო... და რაღაც მომენტში მეც ასე ვფიქრობდი. ხოლო ლურჯ თმიანი გოგონა იგივენაირად ყბაჩამოვარდნილი უყურებდა ხავსით შეჭმულ საცხოვრებელს რომლის ცასაც კლდის ნაგლეჯი ფარავდა.
სახლს თვალი ავაყოლე და დავინახე საკვამურის თავზე როგორ გაშავებულიყო კლდის პატარა ხავსიანი ნაწილი და თუ როგორ იშლებოდა ეს სიშავე მთელ პერიმეტრზე. კლდის წვერზე ისევ გამწვანდებოდა და შემდეგ ისევ იკარგებოდა უკუნით წყვდიადში, სადაც სამ ბედის ვარსკვლავს ვლანდავდი. იმ დღით ცა მეტად მწუხარე იყო. ვერაფრით ვერ გამეგო სად დაიკარგა მზე ან როგორ მოხდა რომ უკვე ღამე დამდგარიყო, მაგრამ ვფიცავ ცაში მოჭედილ ვარსკვლავის მწყობრებს თვალნათლივ ვუყურებდი. ახლა უკვე მეც ლურჯ თმიანი გოგონასავით ყბაჩამოვარდნილი დავდიოდი, ჩადრიან მოხუცს უკან მივყვებოდი და ვცდილობდი ყურადღება არ მომედუნებინა, წონასწორობა შემენარჩუნებინა და ბეწვის ხიდს ბოლო ნაბიჯებამდე შემოვრჩენილიყავი. ეს იყო და კლდის კიდეზე ფეხი შევდგით. მოხუცი შემოტრიალდა და ხველით გვანიშნა თუ როგორი მოსლიპული იყო ეს დამრეცი კლდის ორი თუ სამი ნაბიჯი. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ და ნელ-ნელა სახლის წინ მოსწორებულ ადგილს გადავედით. ახლა უკვე დრო იყო სახლი კარგად შემეთვალიერებინა. ქვედა სართულზე შესასვლელი ორი საფეხურით იყო წამოწეული, ხის თეთრად შეღებილი კარიც გამოჩნდა რომელსაც საღებავი აქერცვლოდა. სახლს წინა მხრიდან ოთხი ფანჯარა მოუჩანდა, ორი ქვემოთ და ორიც ზემოთ, რომლის ჩარჩოებიც თავისთავად თეთრი საღებავით იყო შელამაზებული. შუშები კუპრივით შავი იყო, მეხსიერებამ ნერწყვი შემიშრო...
მე: „ სამოთხის კარს ოთხი ურდული აქვს, შეიძლება ითქვას ცხოვრების ოთხი ნაწილი, მე მხოლოდ ორი ხელი მაქვს და ერთის გამოყენების შანსი“
წითელი საწვიმარში გამოწყობილი ბიჭი: „ გეგონება თავბრუ დამეხვა და ვერ გამიგია რა არის მნიშვნელოვანი, რას უნდა ჩავეჭიდო სანამ საკუთარი მე-ს სიძულვილში ჩავიძირები, ეს დემონია ჩემში, ამიტომაც მგონია წუხილი აღარაფერს შეცვლის, მხოლოდ დაუსრულებელი საღამო და განუტევებელი სული, ვფიქრობ ესაა ჩემი დარჩენილი ყოფა, ყოფა რომელიც უსასრულოა“
ლურჯთმიანი გოგონა: „კლდე ცას მიფარავს, ამიტომა ჩემი ოცნება ათ მეტრიანი ნახტომია მისკენ...“.
ჩადრიანი მოხუცი კარს აღებს, თავშალის ტოტს ყელზე იხვევს, ფეხზე იხდის და სახში ისე შედის. პირველ ნაბიჯზევე იატაკი შესამჩნევად იზნიქება, თითქოს მისი წონა ერთ-ორად იმატებს. ჩვენც სწორედ იგივეს ვაკეთებთ, ფეხზე ვიხდით და სახლში რიგ-რიგობით შევდივართ. იატაკი ჩვენს ფეხ ქვეშ სწორედ ისეთივე მყარია როგორც ის კლდე რომელზეც ეს სახლია დაშენებული: ან ხეშია გამოკვეთილი, ან იქნებ სწორედაც რომ თვითონ კლდეა ის. ვამჩნევ როგორი მძიმეა ნაბიჯები ჩადრიანი მოხუცისთვის რომელსაც ჩვენს ლოდინში უკვე მუხლებამდე შემოსტყორცნია იატაკის რბილი ზედაპირი რომელზედაც ჩვენ ჩვეულებრივად შეგვეძლო სიარული, სწორედ ამიტომ მასთან ახლოს მივედი და ხელი გავუწოდე რომ რამენაირად ამომეთრია ამ მყარი ჭაობიდან, მაგრამ მოხუცმა ყურადღებაც კი არ მომაქცია. ხელების მდგომარეობა იცვალა სამარის კალთიდან დიდი ნაბიჯი აღმართა და წინ გადაგდა სადაც შედარებით ნაკლები იყო ჭაობის სირბილე.
მე ამ ყველაფერს უჩუმრად ვუყურებდი, სწორედ ისე როგორც მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში. მაგრამ რატომღაც ის სურათი რომელიც ჩემს წინ გადაიშალა, ნაკლებად იყო შემზარავი, არამედ უფრო მომნუსხველი, როგორც მლაშე გემო. მოხუცი სიბნელეს თავის ჩრდის ატყობდა, ჩვენც მივყვებოდით მის კონტურებს რომელიც წვალების და ოხვრის სხეულის ქცევით იყო გაპერსონებული. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენს წინ რბილი სინათლე გამოჩვნდა რომელიც ოთახის კუთხიდან გამოკრთოდა. მოხუცი უსიტყვოდ მიიწევდა მისკენ და ჩვენი გეზიც შესაბამისად ცნობილი იყო მაგრამ ვერც ერთი ვერ ვბედავდით რომ მოხუცზე სწრაფი ნაბიჯები გადაგვედგა და მისთვის დანიშნულების ადგილზე მიგვესწრო. შეიძლება ითქვას მისი ეს მძიმე ნაბიჯები ჩვენი პატივისცემით იყო განსჭვალული, სწორედ ამიტომ არც ერთი არ მივცემდით თავს უფლებას მისთვის ნაბიჯითაც კი გადაგვესწრო. მოხუცი დრო და დრო მძიმედ ამოიხვნეშებდა, წამიერად შეჩერდებოდა და ისევ გააგრძელებდა წინ სვლას. მიუხედავათ იმისა რომ ჩვენ ამ იატაკზე იოლად გადავადგილდებოდით ვგრძნობდით როგორი დამღლელი იყო მისთვის თითოეული ფეხის ცვლა , რომელიც დაახლოებით ხუთ წუთამდე გრძელდებოდა, შემდეგ ისევ ორი ნაბიჯი და უკვე ათი წუთი იყო გასული, შემდეგ ისევ ორი და ცხოვრების თხუთმეტი წუთი სრულიად არაფერში, და შემდეგ ისევ და ისევ „ისევ და ისევ“.
ბევრი დრო მქონდა სახლი დამეთვალიერებინა. მოხუცის უკან მიმავალი თვალებს ხშირად ვაცეცებდი და ვცდილობდი ნებისმიერი დეტალისთვის ყურადღება ჩამეჭდო, გამომერჩია და რაიმე სახის წარმოდგენა შემექნა საკუთარი მოუსვენარი ინტერესებისთვის, მაგრამ მიუხედავათ ჩემი ძალისხმევისა, სიბნელეში თითქმის ყველაფრის გარჩევა მიჭირდა. თითქოს დიდად ვერც ვერაფერს ვხედავდი გარდა ჩემს ახლო მყოფი ადამიანებისა, რომელებიც სიბნელეს თავისებურ ფორმას აძლევდნენ. იმას რასაც თვალს ვერ ვაწვდენდი, ფანტაზია იბყრობდა და თავისებურად აპირკეთებდა, რაც შემზარავი გრძნობის მომასწავლებელი ხდებობდა. თუ შემეკითხებით ალბათ ვიტყვი რომ კედელი სავსე იყო მყვირალი სველი სახეებით, ხოლო ჭერი თვალუწვდენელი ხავსების კიდეებით, სულისშემაძრწუნებელი სუნით იყო გაჟღენთილი. მხედველობადაქვეითებულს სხვა გრძნობები ეხმარბოდა ჩემს ცნობიერს, რომელიც ცდილობდა კითხვებიდან გამორკვეულიყო, ამიტომ ამ ყველაფერს კანზე ვგრძნობდი თუ როგორ იყო დამძიმებული, სუნთქვით ვიგებდი თუ რამდენად ვნეშონპალდებოდი, სმენით ვხვდებოდი თუ რა შორს მიდიოდი ნაბიჯების ხმა და როგორ უჭირდა უკან დაბრუნება. საბოლოოდ გაღვივებულ ოთახს მივადექით რომელიც მაღალი შესასვლელით იყო გამოყოფილი. სინათლე რომელიც ამ ოთახს ანათებდა ერთი პატარა ალის შემოქმედება გახლდათ რომელიც ბუხარში მეტად ალმაცერად გიზგიზებდა, ბუხრის წინ თვალუწვდენელი სიმაღლის სარკე იდგა, დავინახე და ვიგრძენი როგორ მელოდებოდა ჩემთვის განკუთვნილი უსასრულობის ნაწილი, მასში ჩახედვის ვნებამ შემიბყრო, ვნებამ რომელიც ყოველთვის თან დამქონდა. ჭერს ისევ ვერ ვუყურებდი, სამაგიეროდ ახლა კარგად ვარჩევდი მასზე ჩამოყოლებულ ხავსის სისქეს რომელიც მეჩვენებოდა რომ სუნთქავდა. ერთ მომენტში ხავსი მოუხერხებლად შეიზნიქებოდა შემდეგ ისევ ამოიბერებოდა და შემდეგ ისევ შეიზნიქებოდა.
-„ნუთუ ეს მართლაც შესაძლბელია!? „ - გავიფიქრე და ოთახს თვალი კიდევ ერთხელ შემოვავლე, ჩემს წინ მყოფი ჩადრიანი ქალი, რომელიც გაჩერებისთანავე უკვე წელამდე ჩაძირულიყო, გვანიშნებდა რომ ეს ის იყო. რომ ჩვენ აქ ვართ, რომ ამდენ ხნიანი გზა აქ სრულდებოდა რომ აქ იყო ის რასაც ვეძებდით...
მე:
- „საზღვრებს გარეთ, უფრო დიდი საზღვრებია. „მე“ ჩემი თავის მკვლელი ვარ! „მე“ ჭეშმარიტი არჩევნის შვილი ვარ! „მე“ ჩემი ხელებით მოვკალი დანარჩენი ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა ვყოფილიყავი.“ -
წითელი საწვიმარში გამოწყობილი ბიჭი:
- „ სასრულია!, წუხილი შემიფერკმთალდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გაქრა. ვფიქრობ წუხილის გარეშე აღარ იქნება კმაყოფა. ჩემი დემონის გარეშე აღარ იქნება ჩემი ანგელოზი, ამიტომ სჯობს რამენაირად სული დავიწყნარო, უფლება მივცე სიმშვიდეს გამეფდეს.-
ლურჯთმიანი გოგონა:
- „ ჩემი ათ მეტრიანი ნახტომით, ისევ იქ დავეშვი საიდანაც ვისკუპე. ჩემი ათ მეტრიანი ნახტომით კლდის კალთას ვაკოცე და როდესაც ხელის ჩაჭდობა დავუპირე იქ არაფერი დამხვდა. როგორი სულელი ვარ! გამოდის ცა ჩემს თავზე ყოველთვის ელვარებდა, იქ იყო, მე კი ვერ ვხედავდი. ახლა უკვე ფეხები მტკივა, მაგრამ ამაზე უფრო უარესი გულიც მაქვს ნატკენი.“-
სარკის წინ ვგიზგიზებ, ესეც ჩემი დანიშნულება, შეიძლება ითქვას ბოლო აქტიც. აღელვების პიკი და აქედან უკვე დამშვიდებული, დაშვებული ნიაღვარი. მაგრამ ეს თითქოს არასაკმარისია, და ბოლოს ყველაზე მეტად მაინც ამ გრძნობის განცდა მძაგდა, წინასწარ მეშინოდა და ვუფრთხილდებოდი, ვამბობდი რაც არ უნდა მოხდეს შენი თავი იმ მდგომარეობაში არ ჩააგდო რომ უკმარისობამ შეგაწუხოსთქო და აი ბოლო წამს ეს შეგრძნება ჩემს ჩასახვისას წარმოქნილი ენერგიიდან, ანუ სულ პირველი საწყისებიდან მატლივით ამოძვრა. ჩემი გულის ცეკვიდან იშვა, კუნთოვანი ქსოვილი გახლიჩა, საყლაპავ მილში შეძვრა, შემდეგ იქედანაც გამოძვრა, ზურგის ტვინი ამოხვლიპა ჰიპოფიზიდან თვალში გადმოძვრა და მარჯვენა თავლიდან გადმომივარდა. მატლი ჩემს ხელის გულზე დაეცა, მაშინვე დავმალე და ჯიბეში ჩავისვი, ვიცოდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემი ადამიანური სულისთვის, მე ხომ მის გარეშე „არ“ ვიქნებოდი.
და ბოლოს მაინც გამიჭირდა ხელიდან გამეშვა ის რამაც მაწამა მაგრამ შემქმნა.
მოხუცი პირამდე ჩაძირულიყო, ჩვენ მხოლოდ ახლა შემოგვპაროდა ჭაობის ნერწყვი, მოხუცს მრავლისთქმელ თვალებში მივაჩერდი, მაგრამ არაფრის ამოკითხვა არ ვლამობდი. ეს უბრალო ჩვევა იყო. ის სარკეს უყურებდა მისი თვალები კი უჩუმრად ფეთქავდა.
ობობა
როგორი ამინდი შეიქნა... ძლიერი წვიმა, აცეკვებული წვეთები ფანჯრის რაფაზე და უცნაურ ფერში გახვეული ბურუსი.
ჩემი ოთახი ხუთი ნაბიჯია და ტვალეტი რომლის კარებსაც თუ გავაღებ უკვე შვიდი ნაბიჯი გამოდის. ეს ბინა ასორმოცდაათ ლარადაა ნაქირავები, ამიტომ კიბეებზე ყოველი ამოსვლისას სულისშემხუთავი ჰაერი ტრიალებს. მართლაც რომ სიბინძურის კერაა, ჩემი ოთახიც შესაბამისად ჩაბნელებული გამომშრალი და მოულოდნელად ყვითელია. თუ შემთხვევით მოსაწევით გაბრუებული კედელს მხარს გავკრავ, შეიძლება ასფალტის თხელი ნაჭერი ჩამოტყდეს. მის უკაან კი ყოველთვის რაღაც იმალება, რომელიც გამოჩენისთანავე მეორე მხარეს გაძვრება და გაუკუნითდება, ჩემი ბეჭი გამტვერიანდება, ოთახი დაისვრება და წუხილი ამიტანს მანამდე, სანამ საწოლში მოთენთილი არ ჩავენერწყვები. ტელეფონს ხელში დავიჭერ და სამ ცერის მოძრაობას გავიმეტებ ესთეტიური წყურვილისთვის, მაგრამ ამ ბოლო დროს ესეც მბეზრდება... მე სულ ასე ვცხოვრობდი იმის შემდეგ რაც ზრდასრული გავხდი და მიტოვებულთა თავშესაფარს თავი დავაღწიე.
- იქ მომენტი იყო, წამოსვლის, თავისუფლების პირველი დაგემოვნების, აღელვების, ბედის გზების დახლართული შენებური კონსტრუქციის...-
ოთახში ერთი დიდი უშნო ჭაღიც ჰკიდია, რომელიც საწოლს თავზე დაჰყურებს, მის უაზროდ დიდ სივრცეებში ერთი ობობა დაძვრება და თავის საქმეს ზდმიწევნით ასრულებს. ის ჩემი ობობაა. კოღოები ბავშობიდან მძულდა, კოღოებიც და ბუზებიც. პეპლების მეშინოდა ხოლო ბზიკებს დასანახად ვერ ვიტანდი. როდესაც პირველად შევამჩნიე როგორ დაძვრებოდა კაბელს და კედლებს შორის ეს ტანმოსული ობობა მაშინვე ჩავუსაფრდი და რვეულის ყდით, მაღალ სკამებზე მოსიარულემ შევეცადე მომეკლა, მაგრამ როგორც კი მეგონა რომ უპირატესობა ჩემს ხელთ მეპყრო, მაშინვე რაღაც სასწაული მოხდებოდა ან სკამი წამექცეოდა, ან ხელმოქნეულზე ქარი წაიღებდა და ოთახის მეორე კუთხეში გადააგდებდა. ხან შევხედავდი და თვალს ავარიდებდი, ხანაც თავზე დავადგებოდი და ტრაექტორიას ვერ გამოვუცნობდი. ერთხელაც როდესაც ობობა კუთხეში მყავდა მიწყდვეული და საბოლოო დარტყმისათვის ვემზადებოდი შევამჩნიე ექვსი კოღო და ორი ბუზი როგორ გახვეულიყო მის შემოქმედებაში. მარტივად, აღტაცებული დავრჩი. ალესილი რვეულის ყდა იღლიაში ამოვიდე და ტაში შემოვცხე.
-„ნამდვილად გასაკვირია, მართლაც რომ გასაკვირია ასეთი ხელოვნება, მაგრამ სამწუხაროდ შენი სიკვდილის დროა“ -
ვუთხარი და დაველოდე რომელიმე თვალს თუ გამისწორებდა რომ ღირსეულად წასულიყო ამ ქვეყნიდან. ობობამ იუარა ასეთი სიკვდილი, უცებ თავის ქსელებზე გადაძვრა და ძირს დაეშვა. გეგონებოდა ყველაფერს კინოს ელფერი ჰქონოდა მიღებული. მეც გაკვირვებით ვუყურებდი, სანამ უეცარი მოძრაობით კედლის ერთ-ერთ ჩამოტეხილ ნაწილში არ შეძვრა... აქ მივხვდი, რომ მე და ეს ობობა ერთი ვიყავით
- „რას ვაკეთებ“- გავიფიქრე და დრამატულად რვეული საწოლზე მოვისროლე, მივხვდი რამდენი ხანია ეს ობობა მწერებისაგან მიცავდა, მიყურებდა და მაკვირდებოდა. ჩემს ღამეებს ისიც ათენებდა, ჩემს სიხარულს ისიც იზიარებდა, ჩემს ამბებს ისმენდა და მისთვის რომ ყური დამეგდო ალბათ ჭკუასაც დამარიგებდა. მეტყოდა, „შენი ბედი შენს ხელშია,“ თუ შენი საჭმელი შენი დასაჭერია, მაშინ ხვალინდელ დღეს ნუ დაელოდები, რადგან ხვალისათვის დღევანდელზე უფრო სუსტი იქნებიო.
მე ამ ობობას მანამდე ვერ ვაფასებდი, ყურადღებას არ ვაქცევდი და მეტიც მის მოკვლას ვცდილობდი, მაგრამ როგორ შეიძლება იმას აწყენინო ვინც შენზე ასე ზრუნავს, როგორ შეიძლება მე მას იმედები გავუცრუო და ვერ შევძლო ჩემივე საჭმლის მოპოვება. იმ დღის შემდეგ მე და ის იდეალურად ვცხოვრობდით. გასვლის წინ მის ქსელებს ვაკვირდებოდი თუ ნადავლი არსად ჩანდა ფანჯარას ღიას ვტოვებდი, ფანჯრის რაფაზე კი საზამთროს ქერქს ან რაღაც ამდაგვარს ვდებდი რომ რამენაირად მწერები მომეზიდა. გზაში როდესაც მივდიოდი ყველას გასაკვირად უცებ ტაშს შემოვკრავდი, ხელს ფრთხილად გადავშლიდი და ცალი თვალით ხელის გულებს დავაკვირდებოდი რომ დამენახა მისი ვახშამი როგორი სიდიდის იქნებოდა. თუ შედარებით მსუქან ბუზს დავიჭერდი, გახარებული ავხტებოდი და ქუსლს ქუსლზე შემოვირტყამდი. სახში მისვლისთანავე ბუზს ფრთხილად ქსელში გავხლართავდი და კმაყოფილი ვიძინებდი, ხოლო თუ ბუზი შედარებით პატარა იქნებოდა, მას იქვე ფრჩხილით ჩამოვიფხიკავდი და გზას გავაგრძელებდი. ჩვენ ჩვენი მოვალეობები თანაბრად გვქონდა განაწილებული ის სახლს იცავდა, რამდენჯერმე საშინელი ბზიკისგანაც კი მიხსნა, მადლიერების ნიშნად ეზოში ჩავიდოდი და გიჟივით ქვებს ვატრიალებდი რომ ჭიანჭველები მეპოვნა. რა თქმა უნდა სახლის ობობისათვის ისინი ნამდვილი დელიკატესები გახლდათ, ისიც მაშინვე შეექცეოდა საწყალ ჭიანჭველებს, სამაგიეროდ რამოდენიმეჯერ მანაც მომიხადა მადლობა, როდესაც ბალიშზე ქსელები დამიტოვა. ესეც ალბათ მადლიერების გამოხატვის თავისებური ხერხია, რომელიც მე აქამდე არ ვიცოდი. შეიძლება ითქვას ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ, ის განსაკუთრებული იყო ჩემთვის, მისი მოძრაობა ლტოლვები ყველაფერი ზედმიწევნით კარგად მესმოდა იმ დონემდედაც კი რომ წინასწარ ვგრძნობდი რაც უნდოდა, რისკენაც მიისწრაფვოდა და ვფიქრობ მასაც ზუსტად ისევე ესმოდა ჩემი.
რამოდენიმე დღის წინათ ბინის მეპატრონე სახში მესტუმრა, როგორც ყოველთვის ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი, იმისთვის რომ გამეგო რას მეუბნებოდა შეუმჩნევლად მისკენ ვიხრებოდი, შემჩნეული მყავდა როგორც კი ჩვეულებრივად იწყებდა ლაპარაკს მაშინვე ხმა ეხლიჩებოდა და ამას თავს არიდბდა, მაგრამ როგორც კი გაიგო რომ მეორე თვემდე ვერაფერს მივცემდი მაშინვე ყვირილი ამიტეხე.
-„ აქ მე ქველმოქმედი კი არ ვარ უპატრონოები რომ შევიფარო, ან ფულს მომცემ ან სახლიდან წახვალ, იცოდე ხუთ დღეში დავბრუნდები და ფულს თუ არ მომცემ პოლიციას გამოვუძახებ და ისე გაგაგდებ აქედან.“ - მითხრა და თვალები დამიპრაწა, თითქოს ტუჩებით დორბლს ძლივს იკავებდა. რაც უფრო ვეპასუხობდი მით უფრო ხმამაღლა ბღაოდა, ულვაშებს აცმაცუნებდა და მარჯვენა ხელით სახეზე ამოყრილ ძარღვებზე სათვალეს ისწორებდა, ეს იყო და ჭაღიდან ჩემი ობობა ჩამოფარფატდა, მის თვალის წინ გაჩერდა და აქეთ-იქეთ გაქანავდა. მეპატრონეს ისე შეეშინდა რომ კინაღამ გული წაუვიდა, ბოხი ხმა ჩაეხლიჩა და ქალივით დაიწყო წივილი - „ ობობააა, ობობაა“- შეშინებული კარებისკენ გატრიალდა „შე ბინძუროო“ მომაძახა და ისიც მითხრა ხუთ დღეში დავბრუნდებიო.
ეს ოთხი დღის უკან იყო. ჩემმა ობობამ გადამარჩინა. სახლის მეპატრონე კარგი კაცია, ორი შვილი და სამი კატა ჰყავს, იმასაც სჭირდება თავისი ფული და ზოგჯერ ემოციურად გამოხატავს ამ მოთხოვნილებას, მე მისი მესმის რადგან ისიც ჩვენაირია. ისიც მე და ჩემს ობობას გვგავს, სწორედ ისევე ცდილობს გადარჩენს როგორც ჩვენ. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა და ასეთ კომფლიქტით სავსე გზაზე გადავიჩეხეთ. დარწმუნებული ვარ რომ თუ ოდესმე მატერიალური დაძაბულობისგან განწმენდილს სადმე კიდევ ერთხელ გადავაწყდები, ერთად არაყს დავლევთ და ერთ-ორ ტკბილ სიტყვასაც გავცვლით, მაგრამ ახლა ორთავეს სხვა და სხვა პრობლემები გავაჩნია. მე დღეს სახლიდან უნდა წავიდე რომ მან პოლიციას არ გადამცეს, ის კი ალბათ ჩემი ქირის ფულით დაგეგმილ გეგმების თავიდან გადაწყობაში განლევს თავის სანერვიულოს. მაგრამ როგორ გინდა წახვიდე, ჩემს ობობას ხომ აქ აქვს სახლი, „მე კი არ მგონია კიდევ ერთხელ გადავურჩე ამ შეგრძნებას.“ ჩემი ობობა თავის თავს უჩემოდ კი მიხედავს, მაგრამ განა მე შემიძლია გავძლო უიმისოდ!? ჩემი ობობა დამოუკიდებელი და ძლიერია, მე მას ვუყვარვარ სწორედ ისევე როგორც მე მიყვარს ის, მე ხომ პირველად მოვახერხე ვინმეზე პასუხისმგებლობა ამეღო და ყურადღება მიმექცია...
არ ვიცი რა დროს, მაგრამ სადღაც მასში ცხოვრების აზრიც კი დავინახე. მის რვავე თვალში. თითქოს ის ჩემი ნაწილი ყოფილიყო როგორც სისხლი და ხორცი, დიდი ხანია თავს ვარიდებ ამ ფიქრს, იმდენად დიდი დროა გასული რომ ეს ფიქრი უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილადაა ქცეული.
„ნეტავ რა იქნება თუ მე ჩემი ობობას მსგავსად აღარავინ მიმიღებს“ - ეს ხომ ისედაც ცხადია! ნუთუ ყველაფერი ტრიალა ხელის გულზე არ არის გადაშლილი როგორც ყველა ის რასაც შეიძლება ხედავდე. მე ხომ უკვე მიმატოვეს სწორედ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს ფიქრი მეწვია.
... „ კარები იღება, მათ ვუყურებ, მე შეშინებული ბავშვი ვარ... გულგატეხელი წყვილი თვალს მაყოლებს, ისინი ჩემში იმას ეძებენ რაც მათვის არასდროს იქნება. მე ვიღიმი, ვცდილობ ჩემი ნაკლი დავმალო, ვცდილობ ის ვიყო რაც მათ აკლია. მე ატრაქციონი ვარ. მათ სიტყვებს ველოდები „აი ამ ბავშვს ვირჩევთ“ და როგორც კი თვალი-თვალშია მაშინ ყველაზე მეტად ვცდილობ. მე სრულყოფილი ვარ! „ განა ამას ვერ ხედავთ!?“ და ექოდ დამყვება ჟრუანტელი აღტაცების, აღელვების და ბოლოს იმედგაცრუების. მე დღეს ცუდი რეკლამა ვიყავი. დღევანდელი შოუც დასრულდა და შეშინებულ ბავშვურ გულში კიდევ გამეფდება უძილო ღამე.
ფანჯრის რაფაზე წვიმის წვეთები აცეკვებულიყო, გარეთ შტორმის ხმა სიჩუმეს არღვევდა, მისი თვალები მოცეკვავე წვეთებს უყურებდა, ობობაზე ფიქრობდა და გული წყდებოდა რომ მისი მიტოვება უწევდა. შეეძლო ხელში აეყვანა მხარზე დაესვა და მასთან ერთად გაქცეულიყო, მაგრამ მას გულით სჯეროდა რომ ის ობობას თავის სახლს ვერ დააშორებდა, არა იმიტომ რომ ობობა იუარებდა მასთან ერთად გადაკარგვას, არამედ იმიტომ რომ მას ეს ყველაზე კარგად ესმოდა. იმასაც კარგად ხვდებოდა რომ სახლიდან დამშვიდობების გარეშე ვერ გაიპარებოდა, ამიტომ სკამი მოიმარჯვა ობობა თავის ქსელს მოაშორა ხელის გულში მოამწყვდია და ხელს გარედან აკოცა, „ მადლობა ჩემო ობობა, მე შენში ვიპოვე ყველაფერი ის რაც მაკლდა.“ ეს უთხრა და ცრემლიც ჩამოუვარდა... ობობა ხელიდან დაუსხლტდა მკლავზე ააცოცდა და ბეჭზე შემოაჯდა. მას სიხარული დაუფლა თითქოს ეს იყო მისი კოცნის პასუხი, თითქოს ობობა ეუბნებოდა რომ ისიც მასთან ერთად წაეყვანა, მაგრამ მის გულს გატეხვა უკვე მრავალჯერ მოესწრო... „ სახლს ვერ მოგაშორებ, მეც მინდა შენთან ერთად ვიყო და კიდევ უამრავი ამბავი მოგიყვე, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ...“ ის წყნარი ნაბიჯებით ფანჯარას მიუახლოვა მარცხენა ხელით გამოაღო და იგრძნო როგორ შემოცვივდა ქაოსის მშრალი ნაპერწკლები. გარეთ საშინლად წვიმდა. მის წინ ბინების ჯარი ამხედრებულიყო, აქა-იქ ფანჯრებში სითბოს შუქი გამოსჭვავოდა, ხოლო ამ შუქს უკან ის იყო დამალული რაც მას ყოველთვის აინტერესებდა.