ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მამის ინსტინქტი

0 ხმა

ამირან ფაჩუაშვილი

ბიოგრაფია

მე, ამირან ფაჩუაშვილი, დავიბადე 1983 წლის 26 აგვისტოს ფილოლოგისა და მათემატიკოსის ოჯახში. 2000 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. 2005 წელს წარჩინებით დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2006 წელს ჩავაბარე ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და გავწევრიანდი სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“.

 

2003-2004 წლებში სტაჟირება გავიარე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. 2004-2006 წლებში ვმუშაობდი სს „თიბისი ბანკის“ პრობლემური სესხების განყოფილების ასისტენტად და შემდეგ მენეჯერად, ხოლო 2006-2013 წლებში - სს „თიბისი ბანკის“ იურისტად. 2013-2015 წლებში ვმუშაობდი იურიდიულ ფირმაში შპს „ერისთავის იურიდიული ჯგუფი“ (რებრენდინგის შემდეგ შპს „ერისთავი და პარტნიორები“). 2015 წლის ივლისში დავაფუძნე იურიდიული ფირმა სს „ფაჩუაშვილი და იურისტები“ და დღემდე ვარ ამ კომპანიის დირექტორი (მმართველი პარტნიორი). 2016 წლის ივლისიდან 2020 წლის აპრილამდე ვმუშაობდი ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ იურისტად. ვარ მოქმედი ადვოკატი.

 

მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

 

2022 წლის 15 ივნისს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა ჩემი მოთხრობების კრებული „ფერადი ქოლგები“, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა მწერალთა სახლში 2022 წლის 26 ივნისს 🔽

სიუჟეტი "ფორმულაზე"

"ბიბლუსისა" და ლევან კაკლიანის გადაცემა "ლიტორატორი"

ჩემი მოთხრობა „დიდი ვერაფერი“ გამოქვეყნებულია „ლიტერატურული გაზეთის“ 2021 წლის 18 ივნისის ნომერში 🔽

https://www.facebook.com/litgazeti/photos/pob.731712979/3972666936121590/

იგივე ნაწარმოები და მოთხრობა „ფერადი ქოლგები“ გამოქვეყნებულია ჟურნალ „განთიადის“ 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში  🔽

https://www.facebook.com/1285130234860698/photos/a.1285611291479259/6514503365256666/

ჩემი მოთხრობა „ძირითადი ნორმა“ გამოქვეყნებულია „ლიტერატურული გაზეთის“ 2022 წლის 18 თებერვლის ნომერში 🔽

https://www.facebook.com/photo.php?fbid=483831453317883&set=pb.100050730967989.-2207520000..&type=3

ჩემი მოთხრობა „ინსპექტორები“ 2022 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდა ჟურნალ „აფინაჟის“ ვებგვერდზე 🔽

https://apinazhi.ge/journal/636--.html

ჩემი მოთხრობა „ეჭვების გამორიცხვის მიზნით“ გამოქვეყნებულია „ლიტერატურული გაზეთის“ 2022 წლის 2 სექტემბრის ნომერში 🔽

https://www.facebook.com/photo.php?fbid=624427349258292&set=pb.100050730967989.-2207520000..&type=3

ჩემი მოთხრობები „პირდაღებული ფეხსაცმელები“ და „სიმუხთლის კანონი“ დაიბეჭდა ჟურნალ ანეულის 2022 წლის მე-4 ნომერში 🔽

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02p8rayCyNyU4QDzYSA4gESL5WYLWvcQXLu3a8h8tf2HGt6k8CCyjVvckfi8PUuVTkl&id=100069422086972

 ჩემი მოთხრობა „ახალი სახლის ძველი ბინადარი“ დაიბეჭდა ჟურნალ „აფინაჟის“ 2022 წლის მე-4 ნომერში 🔽

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02bGqjbYjoSgqupv4h1QoGzw6URUSBgd7Jm5TEhMTxiMg3qe9Rr8LyddUcidRBcwjpl&id=100040462081375

 ჩემი მოთხრობა „ბნელი და ბინძური სადარბაზო“ გამოქვეყნებულია ჟურნალ „განთიადის“ 2023 წლის იანვარ-თებერვლის ნომერში 🔽

https://www.facebook.com/photo/?fbid=10160738762157980&set=pcb.10160738765382980

 ჩემი მოთხრობა „წიგნის თაროები“ გამოქვეყნებულია „ლიტერატურული გაზეთის“ 2023 წლის 14 აპრილის ნომერში 🔽

https://www.facebook.com/photo.php?fbid=804073454627013&set=pb.100050730967989.-2207520000&type=3

 

მოსალოდნელია პუბლიკაციები სხვა გამოცემებშიც, მათ შორის „არილში“, „ინდიგოში“ და ა.შ.


სინოპსისი

სპეციალურად ამ კონკურსისთვის ფორმირებული მოთხრობების კრებული პირობითი სახელწოდებით „მამის ინსტინქტი“ აერთიანებს ამირან ფაჩუაშვილის 10 ნაწარმოებს. მასში შესულია, ავტორის მიერ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“-ისთვის შექმნილი პროზაული კრებულის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენის მომენტიდან „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“-ისთვის საკონკურსო ნაწარმოებების მიღების დასრულების მომენტამდე დაწერილი გამოუქვეყნებელი (თუ არ ჩავთვლით ავტორის პირად ფეისბუქგვერდს) მოთხრობები. შესაბამისად ამ კრებულში არ არის შეტანილი იმავე პერიოდში შექმნილი, მაგრამ სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნებული ნაწარმოებები.

 

ამ პროზაულ კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები:

·  „რუსოფობი ბაირაქტარი“;

·  „კედლებზე ნანახი ნიშნები“;

·  „გრავიტაცია ჩემი მტერია“;

·  „ნაშუაღამევის ნადიმი, ქეიფი, ღრეობა“;

·  „მონოგამი ასექსუალი პოლიგამი პანსექსუალის წინააღმდეგ“;

·  „ძალიან მაგარი მინიატურული ჰორორი“;

·  „სახლი აფრიკაში“;

·  „როდესაც სახლში არ გელიან“;

·  „მამის ინსტინქტი“;

·  „კარიესი მრავლობით რიცხვში“.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური