ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აი და ამე

0 ხმა

ნიკა ციცქიშვილი

ბიოგრაფია

გვარი: ციცქიშვილი

სახელი: ნიკა

ასაკი: 28

 

ბიოგრაფია

დავიბადე 1995 წელს, თბილისში. ყოველთვის მქონდა ინტერესი წერის მიმართ. როდესაც სკოლას ვასრულებდი, დავიწყე ჩემი ჩანაწერების თავმოყრა და პარალელურად ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ წავედი სასწავლებლად უცხოეთში. როდესაც დავბრუნდი დავიწყე მუშაობა და პარალელურად ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. მხოლოდ სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მოვახერხე პირველ მოთხრობაზე მუშაობის დასრულება. მოთხრობას ჰქვია „კეთილი ადამიანი“. შემდეგ გავაგრძელე შედარებით მინიატურულ მოთხრობებზე მუშაობა და დღეს გიგზავნით შედეგს.

 

 

მოთხრობების კრებული გამოვაქვეყნე საბას ონლაინ პლატფორმაზე, თუმცა არსად დამირეკლამებია.

სინოპსისი

ნაწარმოები შედგება ხუთი მინიატურული მოთხრობისგან. ეს მოთხრობები თითქოს განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა მათ ყველას რაღაც აერთიანებს და ეს რაღაც მკითხველმა ყურადღებით წაკითხვის შემთხვევაში თავად უნდა აღმოაჩინოს.

მეხუთე მოთხრობა _ „კეთილი ადამიანი“ თავისთავად იყოფა სამ ძირითად ქვეთავად, ზოგიერთ მათგანს გააჩნია საკუთარი პროლოგი და ეპილოგი. სრული სურათის დანახვა მხოლოდ სამივე ნაწილის დაკვირვებით წაკითხვის შემდეგაა შესაძლებელი.

ჯამში კრებული მცირეა, რამდენიმე ათეულ გვერდს შეადგენს და თითოეული გვერდი მკითხველისთვის გარკვეულ გამოცანას წარმოადგენს, რომელზე პასუხიც ნაწარმოებშივე მოიპოვება.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური