ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ტალღები ქალაქის ცენტრში

0 ხმა

ნიკა ზირაქაშვილი

ბიოგრაფია

სახელი, გვარი: ნიკა ზირაქაშვილი

ასაკი: 27 წლის

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი

გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევარი: არა

 

მოკლე ბიოგრაფია:

ოცდაშვიდ ზაფხულ გამოვლილი, თბილისში ცხოვრებას გადარჩენილი. ორიგინალური თხრობის მანერის ჩამოყალიბების გზაზე, კომპლექსური ლიტერატურული ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოსცადა როგორც ჟურნალისტიკის, ისე მარკეტინგის სფეროებში მოღვაწეობა. უამრავი დრამატული და ემოციური ესთეტიკის გამოცდისა და გააზრების შემდეგ, 2023 წელს დაწერა სადებიუტო, 300 გვერდიანი რომანი. წიგნი, რომელშიც სუბიექტურად გადმოსცა ისტორია მორალური კომპასის ბზარების, მშობლიურ ქალაქში დაბუდებული ჩრდილებისა და კეთილი ადამიანებისთვის უხილავი, ემოციური სამყაროს შესახებ.


სინოპსისი

ისტორია თანამედროვე თბილისის ცენტრში მაცხოვრებელი ახალგაზრდების დრამატულ, ემოციურ და უჩვეულო ცხოვრებაზე. სასმელზე დამოკიდებულების, სასიყვარულო სამკუთხედებისა და პანიკური შეტევების მომხიბვლელი შტორმი მორალური კომპასის დამსხვრევაზე მოგვითხრობს. საბა, ანე და მარი ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რამდენად უღირთ ერთმანეთის დაცვა სტრესითა და დეპრესიით გაჟღინთული ქალაქის ცუნამებისგან. საერთო ტრამვების გადახარშვის სწორი, ამორალური და სრულიად გაუგებარი გზები მათ ცხოვრებას ერთმანეთში ურევს. კითხვის ნიშნებით სავსე ისტორია სრულდება ფინალით, რომელიც კეთილი ინტერესების მქონე ეგოისტებზე საბოლოოდ შეგიცვლით აზრს.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური