დრამატურგია და კოსმოსი
0 ხმა

ნატალია ზარნაძე
გვარი: ზარნაძე
სახელი: ნატალია (ოფიციალური დოკუმენტებით - ნატო)
ასაკი: 48 წლის
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ოქროყანა, გელოვანის პირველი შესახვევი N4
მოკლე ბიოგრაფია
დავიბადე 1975 წლის 15 იანვარს, თბილისში. მშობლები სტუდენტები იყვნენ და ჩემი გაზრდის ვალდებულება ბებიასა და პაპას დაეკისრა, რომლებიც იმ პერიოდში კახეთში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო 14 წლამდე პატარა, ლამაზ და ძალიან კოლორიტულ ქალაქში ვიზრდებოდი.
6 წლიდან დავიწყე ლექსებისა და მცირე ზომის მოთხრობების წერა, რომლებიც, ახლა მგონია, უფრო დოკუმენტური ჩანაწერები იყო იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვისაც შორიდან ვაკვირდებოდი, ვიდრე მხატვრული ნაწარმოებები. ამ ამბავში სახალისო ისაა, რომ ვწერდი არა ჩვეულებრივად, არამედ ძალიან წვრილად, თან უპატარავეს ბლოკნოტებში, რომლებსაც საკუთარი ხელით ვაკეთებდი, დიდ ქაღალდზე დატანილი ტექსტი ჩემთვის მაგიას კარგავდა :) ამ ყველაფერს ვმალავდი, ბებიაჩემი კი პოულობდა, კითხულობდა და ჩემი სახელით საბავშვო ჟურნალებში აგზავნიდა. რამდენჯერმე დაიბეჭდა კიდეც რაღაც ნაწარმოებები, რაც ჩემთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. თითქოს, არასასიამოვნოც კი...
მშობლებმა რამდენჯერმე სცადეს ჩემი თბილისში წაყვანა, მაგრამ ყოველ ჯერზე ავად ვხდებოდი, სულ სხვადასხვა სნეულების ნიშნებს ვავლენდი და ექიმების რჩევით ისევ უკან, სუფთა ჰაერზე მაბრუნებდნენ. მე დაუყოვნებლივ ვჯანმრთელდებოდი და ცხოვრების ხალისი მიბრუნდებოდა. შეიძლება, ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ ფანატიკურად ვიყავი ბებიაზე მიჯაჭვული, ის იყო ჩემი სამყაროს ცენტრი და მის გარშე მე მეც კი არ ვიყავი.
ადრეულ ასაკში, ალბათ 3-4 წლისას, გადაწყვეტილი მქონდა, გავმხდარიყავი ბალერინა, სკოლაში შესვლის მომენტისთვის მწერალობა დამიჯდა ჭკუაში, მერე კოსმონავტობა მომინდა, მერე - ტანსაცმლის დიზაინერობა, ფილოლოგი კი იმიტომ გავხდი, რომ ბოლო კლასში ვიფიქრე, მემგონი, ლიტერატურა კარგი რამეა მეთქი... :)
მე-9 კლასიდან გადავედი თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1992 წელს დავამთავრე. ამავე წელს კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, გავთხოვდი და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე ფრანგული ენის მიმართულებით. 1993 წელს დაიბადა ჩემი შვილი.
მალე სწავლა დავიწყე კიდევ ერთ უმაღლეს სასწავლებელში, თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
რომანი საერთო ჯამში მოიცავს ორ ნაწილს (,,ქვერომანს“), რომელთა ფაბულა პრაქტიკულად ერთნაირია, ოღონდ, მოვლენები პირველ ნაწილში ჩვენს დროში ხდება, ხოლო მეორე ნაწილში იგივე ამბავი გადატანილია საუკუნეების შემდეგ, მომავალში, კიბერპანკურ რეალობაში. პირველი ნაწილი უფრო მაგიური რეალიზმისა და ცნობიერების ნაკადის ელემენტებს აერთიანებს, მეორე ნაწილში შემოდის სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებიც. მთლიანი ნაწარმოები ვორდის სტანდარტული დოკუმენტის 215 გვერდს იკავებს. ოთხი მთავარი გმირისთვის შერჩეულია ფოტოები, რომლებიც ჩასმულია ტექსტში და მკითხველს მონათხრობის ვიზუალიზაციისაკენ უბიძგებს.
რომანი ერთგვარი ტრანსფორმერია. შეიძლება წაიკითხო მხოლოდ 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 თავები, ან ყველა თავი 1-ლიდან მე-6-ს ჩათვლით და ეს სულ სხვა ნაწარმოები გამოვა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური