როგორ-მე?!
0 ხმა

ნათია წყალობაძე
ნათია წყალობაძე, 28 წლის. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. მყავს ოჯახი, ორი წლის შვილი და ქმარი.
წიგნების კითხვა ბავშვობიდანვე მიყვარდა. მომწონდა, როცა თავადაც ვწერდი პროზაულ ნაწარმოებს და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა თავად წერის პროცესი.
განსაკუთრებული ბავშვობა არ მქონია, 2000 -იანი წლები იყო, ყველა ერთ ,,იღბალს’’ ვიზიარებდით. კარგიც ბევრი იყო და ცუდიც.
აბიტურიენტობისა და სტუდენტობის წლები ბევრდ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი. თვალსაწიერი გამიფართოვდა და მსოფლმხედველობაც შემეცვალა.
მივხვდი, რომ ცხოვრება ჩემს ხელშია და დავიწყე მისით ტკბობა. აღმოვაჩინე, რომ ბევრი ინტერესი მქონდა წიგნების კითხვის გარდა და მივყევი მათ ასრულებას.
ნაწარმოების სახელია - როგორ-მე, რომელიც კითხვასაც მოიცავს და პასუხსაც.
შეტევების მქონე ახალგაზრდა კაცი, სახელად რედი, ცდილობს, რომ თავი დააღწიოს იმ რთულ ფსიქოლოგიურ და მენტალურ განცდებს, რასაც ის უმკლავდება სრულიად მარტო. საუბარია იმის შესახებ, თუ რას გრძნობს რედი, როდესაც ,,დაუპატიჟებელი სტუმარი’’ მასთან მიდის და აიძულებს კონტროლი დაკარგოს საკუთარ სხეულსა და გონებაზე.
ნაწარმოებში განხილულია შემთხვევები, თუ როგორ ხედავენ მას მეგობრები, მშობლები და რა დამოკიდებულება აქვს თავად რედის ახლობლებისადმი.
როგორია ცხოვრება პანიკურ შეტევებთან ერთად და როგორ უმკლავდება ამას მთავარი გმირი.
რა რეაქცია აქვს საზოგადოებას მსგავი პრობლმის მქონდე ადამიანებთან და რამდენად ცდილობენ, მათთან ლოიალურები და მომთმენები იყვნენ. რა როლი აკისრიათ ამ დროს გარშემო მყოფ ადამიანებს და რამდენად მზად არიან სწორი დახმარებისთვის.
მნიშვნელოვანია თავად ობიექტის აღქმა, როდესაც ის შიშისა და სტრესის გამო ზედმეტად სენსიტიური ხდება და თავისდაუნებურად ყველაფერს უტრირებულად ხედავს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური