ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

როგორ-მე?!

როგორ-მე?!

თავი I 23 იანვარი...სქელ ძირიან ბათინკებს ჩავიცვამ და ისე წავალ. - ჩაილაპარაკა სტუმარმა.-სად უნდა წახვიდე? -გაიგონა მასპინძელმა.-ტყეში. - ულვაშებს შორის თეთრმა კბილებმა გამოანათა.- იქ რა გინდა? - ხმადაბლა და მორიდებით ჩაეკითხა სტუმარს,თითქოს გაკვირვების დამალვა სურდა.-ხომ იცით,პროვინციელი ვარ.- კვლავ იდუმალებით სავსე სახით გაიღიმა და ბუხარს შეუკეთა.-ვიცი,მაგრამ ქალაქიდან ტყე ძალიან შორსაა.არც გზა იცი,არც ადგილები. - ბევრი მიზეზი დაასახელა მასპინძილმა,მაგრამ სტუმარს აღარაფერი გაუგონია,მისი გონება შიშველ ხეებს ხვევდა მკლავებსა და ჩასაფრებული  ელოდა ნადირის გამოჩენას.-არ იდარდოთ ჩემზე ბატონო სოლია,მე სხვანაირად არ შემიძლია.-კეთილი. - გულწრფელად დაეთანხმა ბატონი სოლია, წიგნები აიღო მაგიდადნ  და მისაღები ოთახიდან გავიდა.    განა არ იცოდა,რომ აზრი არ ჰქონდა საუბარს,ვიდრე თავად არ მოისურვებდა მისი ახალგაზრდა სტუმარი. საერთოდაც ძნელი გასაგები იყო მისთვის თანამედროვე ახალგაზრდების დამოკიდებულება სამყაროსადმი. ისინი საუბრით თავს არ იწუხებენ, თავიანთ ასაკისვე, რამდენიმე მეგობარს შორის ტრიალებენ და მთელი სამყარო ეს ჰგონიათ, მეტი არც არავინ სჭირდებათ და არც ღირსად ან ტოლად თვლიან. თითქოს ვერავინ უფროსთგანი ვერ გაუგებთ მათ და ერიდებიან კიდეც ზრდასრულ ხალხს. მაგრამ დრო როგორც არ უნდა შეცვლილიყო, ადამიანის სოციალურ მოთხოვნილებას,მაინც ვერაფერს დააკლებდა. იცოდა, რომ ადრე თუ გვიან საუბარი აუცილელად მოუნდებოდა მის სტუმარს და თუ სურდა, რომ მსმენელად იგი აერჩია, ამისათის მისი ნდობა უნდა მოეპოვებინა. ისიც იცოდა,როცა მასპინძლობაზე დათანხმდა,რომ დიდ პასუხიმგებლობას იღებდა. სურდა, რომ დახმარებოდა ნათესავს,რომელთანაც მთელი ბავშვობა მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. თუმცა,ამაზე მოგვიანებით გიამბობთ. -თავის დამკვიდრება. - თქვა საკლასო ოთახში შესვლისთანავე.-როგორ გგონიათ,რა არის თავის დამკვიდრება?- - ჰკითხა მეცხრე კლასის მოსწავლეებს ბატონმა სოლიამ.-მასწავლებელო,თავის დამკვიდრება ისაა,როდესაც საკუთარ თავს იმად წარმმოაჩენ რაც ხარ და სხვებიც ცდილობენ შენნაირი მაგარი იყვნენ.-წინა მერხიდან უპასუხა თმა დაუვარცხნელმა გოგონამ.-მას,თავის დამკვიდრება ყველას უნდა,რადგან ასე უპირატესობის სიამოვნებას იგრნობენ.- დასძინა ხმა ახლად დაბოხებულმა ვაჟმა.- თქვეენ ყველას გინდათ თავის დამკვიდრება ? -იკითხა მასწავლებლმა და მოსწავლეებს დააკვირდა.-დიახ მას, ეგ რომ არ გვინდოდეს მოტივაციაც ხომ არ გვექნებოდა?- თავის დამკვიდრება მაშინ არ უნდა სცადოს ადამიანმა,როცა გარკვეულ ცოდნას მიაღწევს ?-იკითხა ბატონმა სოლიამ,რომელიც  ისტორიას ასწავლიდა 34 წლიდან.- მაგას რა მნიშვნელობა აქვს მას,ჩვენ ჩვენს ასაკში გვინდა,რომ რაღაც განსაკუთრებულს წარმოვადგენდეთ სხვების თვალში. -ცხადია. - ეჭვნარევი ღიმილით დაეთანხმა მოსწავლეებს და სიის ამოკითხვა დაიწყო. სახლისკენ მიმავლ აღმართს ფეხით აუყვა ისტორიის მასწავლებელი. თავის სტუმარზე ფიქრობდა და ვერ გადაეწვიტა,თუ როგორ უნდა ემოქმედა. ტყეში წასვლა ჩვევის გამო უნდოდა თუ გაურბოდა რამეს. ეშინოდა, რომ ზედმეტი სიჩუმის მიღმა, მნიშვნელოვანი რამ გამოეპარებოდა. ამიტომაც, გათენებას აღარ დაელოდა და ნათესავებს ესტუმრა თოვლიან სოფელში.-ეს ვინ გვესტუმრა? - გაშლილი ხელებით შეხვდა ბავშვობის მეგობარი და მანქანას წინ გადაუდგა.- აქა მშვიდობა.- თავი დაუკრა ეზოში მოგროვილ მასპინძლებს.-ჩვენი ბიჭი რა უყავი ?- დიდ ქალაქს მიეჩვია. - თავი დაიძვრინა სოლიამ.-ისევ გამოცდები არა ?- სხვანაირად ვერ იქნება,ხომ იცით, სწავლა და მუშაობა ერთად არც ისე მარტივია.- მოდით,შემოდით,ცივა გარეთ.- სახლში შეიპატიჟა დიასახლისმა.-რამხელა თოვლი მოსულა. ჩვენთან უცებ დადნა,დადებასაც ვერ ასწრებას წესიერად.-ასეა ბატონო,მანქანების გამონაბოლქვი ჩვენ არ გვაწუხებს, ფაბრიკა-ქარხნები  ჩვენ არ გვაქვს და რა დაადნობს აქ თოვლს მალე, ცხენის ჩლიქები? - თვადვე გაიცინა სერომ თავის ხუმრობაზე. თავი II -ღვინო მალე მოგეკიდა ბატონო სოლია.- დავბერდი ალბათ.- სიგარეტს მოუკიდა და ფეხები ფართოდ გაშალა დაღლილმა სტუმარმა. - აქ ტყე საკმაოდ ახლოს ჩანს.-აღნიშნა და ფიქრში წავიდა.- რედი კაგად არის ? -კარგად არის სერო,მის გამო არ ჩამოვსულვარ. - იგრძნო, რომ ვერ დააჯერა და განაგრძო. - მალე 58 წლის გავხდები,დასვენებაზე ვფიქრობ.-58 ხდები,78 ხომ არა,რა დროს შენი დასვენებაა. - გადაიხარხარა სერომ.- რედი საკმოად სიტყვა ძუნწი ბიჭია, ხომ არაფერს გეუბნება,უხერხუად ხომ არ არის ჩვენთან?-ლაპარაკი არ უყვარს,მაგრამ რამე თუ არ მოსწონს,როგორც არ უნდა ეხვეწო არ გაჩერდება.სხვებს კი არ ჰგავს,დღეს რომ სიტყვას იტყვიან და ხვალ აღარ ახსოვთ.-ესე იგი კარგად მქონია საქმე.- მაგას მარტო აკითხე და ანადირე. -უკმაყოფილოდ გააქნია თავი.- მაშ ნადირობა მოსწონს?- ყველას გვაჯობა. ერთი ის მითხარი, გოგო არავინ შეიგულა ?- შენი აზრით მე ეგ მეცოდინება? -დამცინავად ჩაეკითა მასწავლებელი.-ამდენი წელია მასწავლებელი ხარ,ახალგაზრდებს შენზე უკეთ ვინ იცნობს?- პატარებთან საქმე შედარებით მარტივადაა,იცი,რომ რასაც ამბობენ გუწრფელად ამბობენ,მაგრამ მოზარდები სხვა საქმეა.ერთს ამბობენ,მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკთებენ.-რედიმ თუ სანადიროდ მოინდომოს წასვლა არ გაგიკვირდეს, უბრალოდ ჰკითხე რადენ ხანში დაბრუნდება და გაუშვი.-ასე უბრალოდ ? - სოლიამ ასე უბრალოდ მიიღო პასუხი კითხვაზე,რომლისთვისაც აქ ჩამოვიდა.-აზრი არ აქვს,თუ იტყვის,რომ უნდა წავიდეს, ესე იგი წავა კიდეც.-უარი თუ ვუთხარი ?-ჩემს უარს არად აგდებდს და ...-გაუმკაცრდი როდისმე ამის გამო?-13 წლამდე სულ უკან დავყვებოდი,მაგრამ როცა გაიზარდა სულ სხვანაირი გახდა. სწრაფი,ფრთხილი,თითქოს ცხოველების ენა ესმოდა. იცოდა სად უნდა მოეცადა,სად გაეგრძელებინა გზა. მივხვდი,რომ მხოლოდ ხელს ვუშლიდი და შევეშვი. - რას ინადირებდა?-ყველაფერს,რაც ტყეში შეიძლება შეგხვდეს.- სანადირო თოფი შენ აჩუქე?-სანადირო თოფიო.. - გადაიხარხარა სერიმ. -რა თოფი თუ კაცი ხარ,ის ტყეში თოფს არ გაისვრის. ბრძოლის გარეშე გამარჯვებას რა გემო აქვსო.- უყურე შენ. - ღრმა ნაფაზი ამოქაჩა სიგარეტს და გაჩუმდა. - ბიზონის ფიტული არ უნდა ?- სად ნახავს აქ ბიზონს?- სადაც ნახავს იქ რომ წავიყვანოთ?- გაუხარდება მეთქი გეტყოდი,მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. - უხერხულად მოარიდა მზერა მასპინძელმა.- მარტო მოსწონს. - თქვა სოლიამ. - თუ წავიდა, საქმის კურსში ჩაგაყენოთ ?- თვითონ დამირეკავს.-მართლა ?-რატომ გაგიკვირდა ? - ისეთი უთქმელი და თავნება ჩანს,გასაკვირი არ არის?-იცის, რომ არ ვუსაყვედურებ და ამიტომაც მეუბნება.- შენი მოთმინების შემშურდა.- არჩევანი არ მაქვს.- თუ მუდმვად უსაყვედურებ, დისტანციას დაიჭერს, მაგრამ თუ ნებაზე მიჰყვები, უფლებას მოგცემს იცოდე გარკვეული ინფორმაცია.- მასწავლებლის ალღო გაქვს. - შენ დამცინი, მაგრამ მე მგონია, რომ არასწორად იქცევი.-ოჰო, რჩევაც გექნება.- ოქროს შუალედია საჭირო.- მართლა ? - კვლავ დასცინოდა სერო. - და როგორ დავიცვა ეგ ძვირფასი შუალედი ?- როგორ და ...- როგორ?- ასე თქმა ძნელია, მაგრამ მშობელი ხარ,შვილს იცნობ, მისი დაცვა არ შეგიძლია იმ დროს, როცა ის მარტო მიდის ტყესა და მთაში. ამას როგორ ან რით ამართლებ ?- ზრდასრული კაცია. - მკაცრად მოუჭრა სიტყვა.- 13 წლის შემდეგ მარტო დადის.- თითქმის ნახევარი წელია შენთან არის, რატომ ვერ გაიცანი აქამდე, პირველივე დაბრკოლებაზე რატომ შეშინდი ?- რა დაბრკოლება? - მიხვდა სოლია,რომ მიუხვდა სერო ვიზიტის მიზეზს და სიტყვა გაეყინა. - ის შენი შვილია.- მაგრამ კაცია,როგორც უკვე თქვი ზრდასრული.-შენ ის მე მომაბარე, ამიტომაც ცხადია ვღელავ მასზე. - წელში გასწორდა მასწავლებელი და ჩაბნელებულ ეზოს მიაპყრო მზერა.- აი, ამ აივანზე ვისხედით ხოლმე საღამოობით. - ხმა დაურბილდა მასპინძელს.- ის მაინც არ არის საკმარისად დიდი. - არ მოეშვა სოლია.- ოცი წლის არის, საკმარისია მისთვის.- ახლანდელი ბიჭები ...- ის ახლანდელი ბიჭებისგან სრულიად განსხავდება.- მეც ეგ მაწუხებს, რა მიზეზით არის ის ასეთი განსახვავებული? - მიზეზებს რაომ დაეძებ, ასეთია და მორჩა. - სიგარეტს დაავლო ხელი და ნერვიულად გაუკიდა.- არა. - გაჯიუტდა სოლია და ცხადად დაინახა იმ მომენტში, რომ მათი ცხოვრების გარკვეული ეპიზოდი მისთვის ხელოვნურად ბუნდოვანი იყო. თუმცა, ერთი წამითაც არ მიუცია საკუთარი გონებისთის იმის ნება, რომ ეკითხა, რა მოხდა და როდის. - ხვალ გაკვეთილებისთვის უნდა მოვემზაო. - წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ეზოში.- ხომ არ გაგიჟებულხარ, ამ შუაღამეს სად მიდიხარ. - არაფერია, მთავარია, რომ გნახეთ.- გასაღები გადაატრიალა და დიდი ქალაქისკენ აიღო გეზი.- შვილები რომ გყოლოდა ... - ჩურჩულით თქვა სერომ და მიმავალ მანქანას მიაჩერდა.  თავი III -აქ ხარ? - დილის 4 საათზე დააკაკუნა რედის ოთახის კარზე.- აქ ვარ. - მშვიდი ხმით უპასუხა ახალგაზრდამ.- არ გძინავს, ცხადია, ალბათ ემზადები. - ბნელი ოთახი მოათვალიერა და კარში უზარმაზარი ზურგჩანთა შენიშნა.- ახლახანს გავიღვიძე, ჯერ პირიც არ დამიბანია. - თავისებურად იხუმრა რედიმ.- მალე დაბრუნდები ?- სამი დღით მივდივარ. - კარგი. - მკაცრი ტონი შეერია ხმაში სოლიას.- ჩემზე ნუ ინერვიულებთ.-კარგი. - კვლავ ლაკონიურად და მკაცრად უპასუხა მასპინძელმა.- ბრაზობთ ? - დიახ. - არ ელოდა ვაჟისგან ამგვარ კითვას.- სულ ტყუილად.- ვიცი, რომ წახვალ. ვიცი, რომ შენთვის ეს მნიშვნელოვანია. - მაგრამ ? - მიუხვდა რედი.-მაგრამ იცოდე, ჩემი ნებართვა არ გაქვს. - რატომ ?- რადგან ზრდასრული ხარ, ეგოისტურად მოქცევა უნდა შეწყვიტო.- ეგოისტურად ვის ვექცევი ? - გონებაში ყველა ახლობელმა ადამიანმა გაურბინა, თუმცა პასუხის დანახვა მაინც ვერ შეძლო. - ყველას, ვინც შენზე ღელავს.- მასწავლებელო, მე მადლობელი ვარ თქვენი მზრუნველობითვის, მაგრამ ...- მზრუნველობა არაფერ შუაშია, პირიქით მადლობელი მე ვარ, მარტოობას რომ გამოჰგლიჯე მოხუცი მასწავლებელი  ხელიდან.- მაგრამ ნებართვას რაც შეეხება ...- წადი და სამი დღის შემდეგ დაბრუნდი. - შეაწყვეტინა სოლიამ და გასასვლელისკენ წავიდა.- ნანადირევს მოგართმევთ. - მიაძახა ოთახიდან გასულს და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა. - როგორც იქნა,თავისუფლების დრო მოვიდა. - შეახსენა საკუთრ თავს, ზურგჩანთას ხელი დასტაცა,ჰაერში მოიქნია და განიერ მხრებზე მოიკიდა.-როგორ მიიჩქარის. - ფარდის მიღმა იდგა და უყურებდა მასწავლებელი. თავი IV - ორივე შეკაზმული რატომ არის ?-წითელი ცხენი შენთვისაა, თეთრი ჩემია. - უპასუხა შუახნის მამაკაცმა და განზე გადგა.-მოხსენით,თავისუფლად იაროს.- კეთილი,მაგრამ ცხენი არ დაღალო ზედმეტად,ხშრად დასვენე და კარგად აჭამე.- სამაგიეროდ ჩემს ახლოს ნუ გამოჩნდებით.-არც კი ვიცი სად გაჩერდები. - ალმაცერად გადახედა რედის.- თითქოს მაინსეტერებდეს.-ჩილაპარაკა ბუზღუნით.-შევთანხმდით. ორი დილის შემდეგ ისევ აქ შევხვდებით.- უმადურო ვირიშვილო. - ხმამაღლა მიაძახა უკვე შორს გაჭრილ ახალგაზრდას. - ხომ ხედავ როგორ თოვს, შველა რომ დაგჭირდეს სად გიპოვო. - მისი ხმა არც გაუგია რედის. ცხენზე ამხედრებული,თავისუფლების შეგრძნებით აღტკინებული და სრულიად განმარტოვებული იჩქაროდა გონებისა და სხეულის განსაწმენდად. გრძნობდა, რომ უკვე ვეღარ შეიკავებდა თავს, დრო იმდენად ზუსტი იყო, ცხენიდან ჩამოქვეთებაც ვერ მოასწრო. ნახევრად ჩამოვარდნილი ფეხათრევით მივიდა დათოვლილი ნაძვის ქვეშ, ჩანთა უენერგიოდ დაუშვა თოვლით დაფარული ხმელი ხის ტოტზე და ზედ უსულოსავით მიეფინა. ქარიშხალივით მოვარდა ნისლიანი ბინდი და ჩაიბუდა მის გონებაში. აჩქარებულ გულისცემას მთელი სხეულით დამორჩილდა და გაყინული ხელებით ცდილობდა, მკერდზე ხელის მიდებით დაემშვიდებინა იგი. როგორც კი გადაიარა პირველმა ტალღამ, მეორემ დაიწყო გათავისუფლება. კიდურების კანკალის კონტროლი არ შეეძლო, ამიტომ ცდილობდა კომფორტულად მჯდარიყო,ზედმეტი ზიანისგან რომ დაეცვა თავი.  მეორე ტალღას მესამე მოჰყვა და მოიტანა ის ფიქრები, რომელიც ანადგურებდა. რომელსაც უამრავი წელია გაურბოდა. თუმცა, როგორი შორი გზაც არ უნდა გაევლო, დამალვა შეუძლებელი იყო.მესამე ტალღის სიძლიერემა და თავბრუსხვევამ სივრცის აღქმა დააკარგვინა. ტანში შფოთვის ელდები ძლიერდებოდა და ფეხზე იწყებდა ადგომას, მთელი სხეულის გასათელად. უკვე იცოდა რასთან ჰქონდა საქმე, ამიტომაც შეეძლო, რომ შიშის განცდას თავადვე გამკლავებოდა. ყოველი მისი სტუმრობისას იცოდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი მდგომარეობა იყო და მალე კარგად იგრძნობდა თავს. თუმცა, იმის ცოდნა, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი კვლავ და კვლავ გააგრძელებდა მასთან მისვლას, ცხოვრების შიშს უჩენდა და ამაოებაში აგდებდა. თავდაპირველად ვერც კი  ხვდებოდა, რა საჭირო იყო სიცოცხლის არსებობა, თუ კი მაინც ყველა ერთნაირად, სიკვდილით დაასრულებდა. აგიჟებდა კაცობრიობის წრეზე ტრიალი, ბედნიერების გარჩევა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება უბრალოდ უსარგებლოდ  ეჩვენებოდა. -სიამოვნება?-უპასუხა საკუთარ გონებას.-ოდის რომ ვაკოცე მაშინ ძალიან მესიამოვნა მისი თბილი ტუჩების შეხება.ოდი მასზე უფროსი ქალი იყო.რომელიც ხშირად იცინოდა და სიცილის დროს მკერდი უთრთოდა. სულ რამდენიმე ზაფხული ესტუმრა სოფელს, შემდეგ კი დაბალ ბუღალტერს გაჰყვა ცოლად და აღარც გამოუხედავთ სოფლისკენ.-მოზარდი ვიყავი, მაგრამ ქალის სილამაზის აღქმა უკვე კარგად შემეძლო. - რედი მსმენელის გარეშე საუბრობდა დახუჭული თვალებითა და უენერგიო სხეულით. იცოდა, რომ გონების მოკრება და სხვა რამეზე ფიქრი, დაეხმარებოდა უკეთ ეგრძო თავი. ამიტომაც, გადაწვიტა,რომ კარგ მომენტებს დღეის შემდეგ მთელი ძალებით შეაგროვებდა.- ვერც ვიფიქრებდი, რომ ცხოვრება შანსს მომცემდა  და მასთან მარტო დავრჩებოდი. თუმცა, გამიმართლა და დავრჩი. გაინტერესებს არა ? - ჰკითხა ნაძვზე შემომჯდარ ფრინველს და კვლავ დახუჭა დიდი და შავი თვალები.-დიდთოვლობისას ელექტრო ენერგია ხშირად ითიშებოდა ჩვენთან. ოდის სიბნელის შეეშინდა და ჩვენთან გადმოვიდა დახმარების სათხოვნელად, რადგან ყველაზე ახლოს ჩვენი სახლი იყო. არ ვიცი რა ისაუბრეს, მაგრამ მამაჩემმა მთხოვა, რომ მას სახლში გავყოლოდი და პირველ სართულზე დამეძინა - სიხარულით დავთანხმდი. ბედნიერება რომ დამემალა თვალებში არავის ვუყურებდი, მხოლოდ მაშინ შევხედე ოდისაც, როცა სახლის კარი გააღო და ღუმელთან ჩაიმუხლა: - პატარა სათხოვარი მაქვს შენთან.- მითხრა მან და შეშის ნაჭერი შეუკეთა. - მეც ამ სართულზე დავწვები, რადგან ზევით ცივა, მაგრამ არავის უთხრა.- ზამთარში რატომ ხარ აქ? - დაუფიქრებლად ვკითხე მე.- ძალიან შეგაწუხე არა? - დანებით გააქნია თავი და პალტო გაიხადა.- არა. - მორიდებით ვუპასუხე მე და თვალი მოვაშორე.- დაძინება თუ არ გინდა ჩაის დაგალევინებ.-არ მინდა. - მეწყინა ჩაი რომ შემომთავაზა და ხასიათი შემეცვალა.- რა გჭირს ? - გაიცინა ოდიმ და მომიახლოვდა.- ნუ იცინი. - კვლავ დაუფიქრებლად ვუთხარი მე და თავი გვერდით გავატრიალე.- არადა ამბობენ, რომ სიცილი მიხდება. - ამის მოსმენისას,ისეთი განცდა დამეუფლა,თითქოს გაშიფრა ყველა ჩემი ფიქრი და საერთოდ ზურგი შევაქციე.- მეძინება.- დაწექი.-შენ ?- მეც აქ დავიძინებ. - ოთახის ბოლოში პატარა ლოგინი იდგა.ოდი გაჩუმდა, სანთელს შეუბერა და სიბნელე გამეფდა. მესმოდა,როგორ იხდიდა ტანსაცმელს, გავიგონე , როგორ ჩამოჯდა ლოგინზე, ფეხები საბნის ქვეშ შეაწყო და მხრებამდე გადაიფირა. ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იქნებოდა, რა ეცვა ტანზე და ისიც თუ ფიქრობდა ჩემზე. თავზარი დამეცა, როცა უეცრად დაარღვია სიჩუმე და მკითხა.-რედ, რამდენი წლის ხარ ?- 15.-ჩუმად ვუპასუხე. სახეზე სიმხურვალე მომეკიდა და კვლავ გამომიკეთდა ხასიათი, რადგან მან ჩემი სახელი იცოდა.- უფრო დიდი მეგონე.- პატარაც არ ვარ.- მაგრამ ჩემთან შედარებით ხარ.- არც შენ გეტყობა. - უკან აღარ დავიხიე.- ორჯერ დიდი ვარ შენზე.- გადაიკისკისა ქალმა.-ღუმელი ჩაქრა. - ვთქვი მე და ადგომა დავაპირე.- მე მივხედავ.რამეს რომ დაეჯახო დაეცემი,მე კი ვიცი სად რა დევს. - მაშინ დავუბრუნდი ჩემს ადგილს და დავაკვირდი სიბნელეს იმის იმედით, რომ მის სილუეტს მაინც დავინახავდი. ღუმელში შეშის ნაჭერი ფრთხილად შეაცურა და შეუბერა ,ცეცხლი გაეკიდა ხმელ შეშას და   ყვითელი შუქი ჩადგა გავარვარებული ღუმელის ირგვლივ. ჯერ მისი ხორბლისფერი მხრები გამოჩნდა,  ხოლო შემდეგ ოდნავ წამოიწია და წინ გადმოცვივდნენ შიშველი ძუძუები. სუნთქვა შემეკრა და სურვილის ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.-თუ შეგცივდება მითხარი, დაგაფარებ კიდევ რამეს.-კარგად ვარ. - ძლივს ამოვილუღლუღე და გავჩუმდი.- გეძინება? - ჩამეკითხა საწოლში დაბრუნებული.-არაფერი ვუპასუხე და გადავწყვიტე, რომ აღარც კი მემოძრავა, რადგან ეფიქრა, რომ ნამდვილად ჩამეძინა. იმდენი დრო გავიდა, მეგონა  უკვე ეძინა. გიჟურ ფიქრებს აყოლილი, ვნანობდი, რომ გამბედაობა არ მეყო, მისთვის მეთქვა, როგორ მომწონდა.თუმცა ეცადა მსუბუქი ნაბიჯები გადაედგა, მაინც გავიგონე მისი მოახლოება. თვალები უფრო ძლიერად დავხუჭე და დაველოდე.-იცი რას გეტყვი ? - საწოლთან ჩაიმუხლა. - არასოდეს იფიქრო, რომ შენი შესაძლებლობა დღეს თუ დადგა, ესე იგი ხვალაც დადგება. ყოველი წამი, როდესაც თავს იღბლიანად ჩათვლი, მაქსიმალურად ამოწურე. თორემ, მთელი ცხოვრება აჩრდილივით გამოგყვება განცდა, რომ ისე არ არის რაღაც, როგორც შენ გინდა რომ იყოს. - გაჩუმდა, თითქოს პასუხს ელოდა, თუმცა, არაფრის თქმა არ შემეძლო. - სხვებს ნურასოდეს დაადანაშაულებ შენს წარუმატებლობაში, რადგან საბოლოოდ მაინც შენი ბრალი იქნება. აი ხომ ხედავ, არ შეგიძლია მცირე გამარჯვება მოიპოვო და საკუთარ თავს აჯობო. ეს შენი ხასიათის ნაწილი თუ გახდება, ძალიან გაგიჭირდება.- მაშ თვად რატომ არ დგავ ნაბიჯს ? - ვკითხე შეუარცხყოფილმა და შერცხვენილმა.- იმიტომ, რომ შენ შეგიძლია შეცდომა დაუშვა, მე კი არა.- მაშინ ... შეგიძლია ჩემს ლოგინში ჩაწვე? - არ დამინახავს, თუმცა ვიგრძენი, რომ გაეღიმა.- პირველია ? - მკითხა და პასუხის დაბრუნებამდე მაკოცა ტუჩებზე.   სხვა კარგი მოგონებებიც მაქვს,მაგრამ ამ ბოლო დროს მხოლოდ ეს მახსენდება. ოდიზე ხშირად ვფიქრობ და ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად მეჩვენება მისი ქმედებები იმ საღამოს.თუმცა, მადლობელი ვარ, ამ გაშლილ მინდორში, თოვლით დაფარულ ადგილას, სადაც ლამისაა უძლურებისაგან დავიღუპო, მისი გახსენება ენერგიას მიბრუნებს. იქნებ მისი სიტყვების გამო და არა ალერსის, ანდაც იქნებ ალერსისა და არა სიტყვების, თუმცა ახლა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ფაქტია, რომ ამ მოგონებას შეუძლია გადამარჩინოს.  შუადღე მიილია. ცხენს საკვები და წყალი მისცა. მიდამო დაათვალიერა... მტაცებლის ნაკვალევს ეძებდა და ჩქარობდა, ვინაიდან დაღამებამდე მოესწრო ჩასაფრებისვის შესაბამისი ადგილის შეგულება. ღამე მთვარიანი და ნათელი გამოდგა. ცხენი საიმედოდ გამოაბა ხეზე, ხელი ჩამოუსვა არეულ ფაფარზე და გამოელაპარაკა: - გათენებამდე დავბრუნდები. - უყვარდა ზამთრის სუსხიანი ნიავის შეგრძნება. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ახალ სიცოცხლეს ეუფლებოდა. გაშლილი მინდორიდან შორს, ხშირ ტყეში გაუყვა გზას. ყოველი ხიდან თოვლის ძირს დაცემისას უჩქარდებოდა გული, ადგილზე რჩებოდა და მტაცებლის დანახვის მოლოდინით, მოხერხებულად ტრიალდებოდა ხმაურის მიმართულებით. გაჩერდებოდა რამდენიმე წუთით ერთ ადგილას, მიწას შეეხებოდა და  უსმენდა.-  სამი ცხენი მოდის აქეთ. - გრძნობდა ჩლიქების შეხებას მიწაზე და შეეძლო მოძრაობის სიძლიერითა და ვიბრაციით დაეთვალა მომსვლელთა რაოდენობა. ადამიანის ნაკვალევი დღისით არსად შეუნიშნავს: - სანადიროდ არა, გამვლელები არიან. -გამოიცნო რედიმ და გაბრაზებამ გადაუარა. თუმცა იცოდა, მათი გავლა ახლო-მახლო მყოფ ნადირს დააფრთხობდა. ამიტომაც იძლებული გახდა კიდევ უფრო შორს, ტყის სიღრმეში წაეწია. საქამრეზე დამაგრებული ჰქონდა ცალმხრივად  გალესილი  სატევარი.ზურგზე კი ოროლი ეკიდა, რომელიც საგანგებოდ მისთვის დაამზადებინა სერომ, რადგან იცოდა, რომ იარაღის გამოყენება არ შეეძლო რედის. საძგერებელი იარაღების გარდა, მუდამ დაატარებდა შურდულსა და არბალეტს. რომლითაც ფრინველების დახოცვა შეეძლო. ამიტომაც წინასწარ მოძებნიდა ხოლმე რამდენიმე მრგვალი, ან ოვალური ფორმის ქვებსა და ჯიბეებში იწყობდა. შანსი თუ ჩაუვარდებოდა მზად უნდა დახვედროდა, რადგან თოვლით დაფარულ ტყეში, ქვას მაშინვე ვერ იპოვიდა. კარგი ინსტიქტებისა და მიზანის დამსახურებით ხელცარიელი დიდი ხანია აღარ დაბრუნებულა ნადირობიდან. ამჯერადაც ასე მოხდა - მესამე დღეს შუახნის მამაკაცს წითელი ცხენი ჩააბარაა და თან დაუტოვა ყელგამოჭრილი რუხი მგელი. ხოლო რამდენიმე მწყერი თან გაიყოლა, სოლიასთვის. რედის მაღალი ფეხები და განიერი მხრები ჰქონდა. ათლეტური აღნაგობისა და ლამაზი ნაკვთების დამსახურებით, მუდამ მომხიბვლელად გამოიყურებოდა.გაღიმებაც სევდიანი იცოდა და საუბარიც. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ საქმე სერიოზულ ადამიანთთან გქონდათ. მის სიტყვებს შინაარსი გააჩნდა. თითქოს უფრთხილდებოდა და მეტად ფრთხილობდა, რომ ყველა სიტყვა შესაბამისად გამოეყენებინა. ამიტომ იყო, რომ მის საზოგადოებაში ავტორიტეტი გახდა, მისი სჯეროდათ. თუ ამბობდა, რომ მე ამას გავაკეთებ, ესე იგი გააკეთებდა. თუ მიხვდებოდა, რომ მის ირგვლივ რაღაც რიგზე ვერ იყო, პრობლმას დააკვირდებოდა, გაანალიზებდა და პრობლემის მთავარ გმირთან ალტერნატივით მიდიოდა. ასეთი იყო სამსახურში, სახლშიც. მხოლოდ ტყეში იყო თავისუფლად, საკუთარი თავის გარდა არავისზე უწევდა ფიქრი. ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ თავად იყო მდევარი და არა მსხვერპლი. იმ მომენტში, როცა მოულოდნელი ნახტომით თავს დაესხმებოდა ნადირს, თავადაც ღრიალს იწყებდა. ზუსტად მაშინ, როდესაც ბასრ შემტევს მეტოქის სხეულში იგრძნობდა, მისი გონებიდან დემონური ძალები გამოსვლას იწყებდნენ და ფრაგმენებად იშლებოდნენ ტყის სიხშირეში.  იმ ავბედით შუადღეს ხედავდა, როცა 8 წლის ასაკში, სხვათა შურისძიებისა და სიბოროტის ქსელში გახვიეს. სანადირო თოფით გაასროლინეს, გასროლის შემდეგ კი ორივე მათგანი დაიმალა. მხოლოდ მაშინ გამოჩნდნენ, როცა სერო მოვიდა:  - ვინ გაისროლა ? - იკითხა მამამ. თან დაინახა ის ორი მეგობარი, რომლებიც ვითომ შორიდან გამოიქცნენ გასროლის ხმაზე: - რა მოხდა? - იკითეს მათაც. -თოფი ვინ დატოვა აქ? - განრისხეულმა სერომ იარაღს ხელი დაავლო და დააკვირდა. - ნაბიჭვრებო, ბავშვს შეტენეთ არა? - გადატენა და დაუმიზნა.     თავი V-სამსახურში როდის ბრუნდები ? - ჰკითხა მასწავლებელმა.- ხვალ. როგორ იყავით ეს დღეები ? - თავაზიანად ჩაეკითხა რედი.- კარგად ვიკვებებოდი,სუფთად მეცვა. მეტი რა სჭირდება კარგად ყოფნას? - კარგი განწყობა. - სრულიად დარწმუნებულმა უპასუხა ვჟმაა.- ეგ კი ნამდვილად მაკლდა.- რატომ?- უცნაური მოსწავლეები მყავს.-გაბრაზებენ ?- უფრო მაბნევენ. - გრძელი თითებით შეისწორა პერანგის საყელო.- თანამედროვე თაობის არ გესმით ? - გაიცინა რედიმ.- შენც ხომ ახალი თაობა ხარ,როგორ ფიქრობ, მესმის შენი ?- არ ვიცი. - დაფიქრდა რედი.- მაინც ?- მართლა არ მაქვს პასუხი.- ვიცი.-რა?-ვიცი რომ არ გაქვს პასუხი?- საიდან იცით ?- იქიდან, რომ საშულება არ მოგიცია საამისოდ.- რას გულისხმობთ?- ადამიანს რომ გაუგო, უნდა მოუსმინო. მისი მსოფლმხედველობა დაინახო.- ისევ ჩემს სიჩუმეს უსვამთ ხაზს? - ასე გამოდის. - ეზოს მოავლო თვალი,ჯიბეში სიგარეტი მოძებნა და ქვის გალავნს მიეყუდა.- მასწავლებელო, ჩემს თავზე საუბარი იმიტომ კი არ მინდა,რომ არ მომწონს, ან ასე მინდა, უბრლოდ არ ვიცი რა უნდა ვთქვა. განა მეორე ადამიანზე არ არის დამოკიდებული ის, თუ როგორ აღიქვამს სუბიექტს?- აუცილებელი არ არის შენს თავზე ისაუბრო. კომუნიკაციისთის ისიც საკმარისია, რომ საკუთარი აზრი გამოთქვა.- რა საჭიროა? დააკვირდით, საუბარს რომ დაიწყებენ, ერთმანეთს კი არ უსმენენ, ელოდებიან სათქმელი დაასრულონ, რომ მერე თავიანთი მოჰყვნენ. ეგოს დაკმაყოფილება ზოგს მხოლოდ საუბრით შეუძლია, მესმის. მაგრამ ის არ მესმის, რა საჭიროა, მეც ამის ნაწილი გავხდე?- მაშ რა უნდა აკეთო მეგობრების გარემოცვაში ? - ინტერესით ჩაეიკითხა სოლია.- მეგობრებსაც გააჩნია. - გაიღიმა ახალგაზრდა და ცნობისმოყვარეობით აინეთო თვალები.- ბევრი გყავს?- ვინ ?- გოგოები. - ვინ გოგოები? - მეგობრებზე გეკითები. - გაეხუმრა მასწავლებელი.- მასწავლებელო, ერთ ისტორიას მოგიყვებით. - რედი თავს დამნაშავენ გრძნობდა მასწავლების წინაშე. ისეთი განცდა ჰქონდა,თითქოს სოლია ფიქრობდა, რომ თავს არიდებდა რედი.რაც სიმართლე არ იყო, თუმცა ხვდებოდა, რომ ამის აღმოსაფხვრელად მოქმედება იყო საჭირო.- რედ, საჭირო არ არის. - მასწავლებელი გრძობდა, რომ ახალგაზრდა ყალბი იყო. რედი გაჩუმდა, საფეხურის ფილაზე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა: - რა გავაკეთო? -არაფერი.-საერთოდ არაფერი?-რა უნდა გითხრა, როცა არაფერი ვიცი.-რისი ცოდნა გჭირდებათ?-მხოლოდ ერთი მთავარი კითხვა არსებობს...- რომელი? - დაიძაბა რედი. -საკუთარ თავთან ჰარმონიულად ცხოვრობ?- მასწავლებელო,სხვა არჩევანი მაქვს? - ისევ ისე,სევდინი ღიმილით შეუბრუნა კითხვა.- არჩევანი თითქმის სულ არის, თუ დაგვიანებული არ არის.-ჩემს თავთან ჰარმონიულად არასოდეს ვყოფილვარ.-სწრაფად უპასუხა რედიმ.- ეს გაწუხებს?-ხელს მიშლის. - თავი ქვემოთ დახარა და სევდის ტკივილი მოაწვა მკერდში.- არ მინდა,რომ შეგცვალო. მინდა,რომ ბედნიერება იგრძნო.-ეგ მგონი ჩემთვის არ არის.-შენი წილი ბედნიერებაც არსებობს ამ სამყაროში.- სად არის,მითხარით სად ვიპოვო და ახლავე წავალ.-ძებნა დაიწყე და სადმე შეგხვდება.-თქვენ არ გესმით,მასწავლებელო.-არც შენ გესმის რედ.-ზედმეტად პატარა ასაკში გადავიტანე დიდი სტრესი. - რედი ელოდა,რომ ახლა ნამდვილად მოუწევდა იმ დღის გახსენება და იგრძენო, როგორ დაიწყო მშფოთვარე ტალღამ აღზევება და მისი გონებისკენ სვლა.-ზედმეტად ხომ არ გეცოდება საკუთარი თავი? - რედის ფიქრები თითქოს შეჩერდნენ. მოეცვენა, რომ  სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა და ყველაფერი ერთიანად ამოყირავდა - თავზარი დაეცა.- ეგ როგორ ...?-აი ასე,იხსენებ წარსულს, სინანულში ვარდები და მისგან თვის დაღწევა აღარ გინდა.- აღარ შემიძლია. - შეუსწორა ვაჟმა.-აღარ გინდა.-არ შემიძლია! - დარწმუნებით პასუხობდა რედი.-რამდენჯერ სცადე რედ,მითახრი, რამდემჯერ?-მთელი ცხოვრებაა ვცდილობ.- სიბრაზე შეერია ხმაში.-თავის იტყუებ. არასოდეს გიცდია გადაგედა შეგნებული ნაბიჯი.-თქვენ არ იცით რა მოხდა... - ნერვიულად წამოხტა ფეხზე.-არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა, რადგან სადღაც ვიღაც სხვებს, დარწმუნებით ვიცი, უფრო ცუდიც გადახდენიათ. გაიგე, რომ ტრამვები უნდა გაუშვა, დაემშვიდობო. ძნელია მასთან დამშვიდობება, განა კომფორტულად არ გრძნობს თავს შენში ჩაბუდებული, არ ენდომება წასვლა. მაგრამ მცირე გამარჯვებებით ვაიძულებთ, რომ წავიდეს.-რომ არ გამოვიდეს? -ჰკითხა დაბნეულმა და თითქოს თვალებით გასაქცევს ეძებდა.-ცდის გეშინია. არაუშავს, ნორმალურია.-შიშის განცდის უფრო მეშინია. -გეშინია, რომ არ გამოვა. რომ იმ იმედსაც დაკარგავ, რაც აქამდე გულის სიღრმეში მაინც გეიმედებოდა. - სიჩუმემ დაისადგურა.-არ მკითავთ რა მოხდა? - დაარღვია მტანჯველი დუმილი რედიმ.-გკითხავ,მაგრამ არა დღეს.-მაშ როდის?-როცა თავად შეძლებ საუბარს,იძულების გარეშე.-ეგ არასოდეს იქნება.-იქნება. - გაიღიმა სოლიამ და მხარზე შეახო ხელი. - პირველი ნაბიჯი, მცირეც კი, ყველაზე დიდია და შენ ეს შეძელი.- მიდიხართ?-წადი,მეგობრებს შეხვდი და სხვა თვალით შეხედე მათ.- ზურგს უკან მოაძახა სოლიამ და ისე დაუქნია ხელი,უკან არც მოუხედავს.   თავი VI -როგორ უნდა მოინდომო ჩვენს დროში,რომ რამდენიმე დღე ასე უკვალოდ გაქრე. არც მობილური, არც ინტერნეტი, არც მტრედი და წერილი. - საყვედურით შეხვდა მეგობარი. - შვებულება მქონდა. - გაიმართლა თავი რედიმ.- შვებულება ჰქონია. - დამცინავად გადაულაპარაკა თავისი მჭექარე ხმით, გვერდით მჯომ თანამშრომ