5+1
0 ხმა

ნათია შაორშაძე
ასაკი: 23 წლის
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე 2000 წელს, 2018-2022 წელს დავეუფლე ანიმაციური კინოს რეჟისურას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი სადიპლომო, ანიმაციური ფილმი ,,ჟირაფი’’ ნაჩვენები იყო თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე ,,ამირანი’’ და მისი ჩვენება გაიმართება ანიმაციის ფილმების მე- 15 საერთაშორისო ფესტივალზე ,,თოფუზი’’. (13- 18 ნოემბერი)
მოთხრობამ ,,მაგიდა’’ გაიმარჯვა კონკურსში ,,დებიუტი’’. ( 2019 წელი, გამომცემლობა ,,ინტელექტი’’, ,,დებიუტი’’)
გალაკტიონის უკანასკნელი ფიქრები (გაზეთი ,,დურუჯი’’, 29 მარტი, 2019 წელი)
მოთხრობამ ,,მზე’’ გაიმარჯვა კონკურსში ,,სუფთა ფურცელი’’ (მოთხრობების კრებული აფხაზეთზე ,,სუფთა ფურცელი’’, სულაკაურის გამომცემლობა, 2021 წელი)
სტატია ,,სოცრეალიზმი - ხელოვნება ადამიანის გარეშე’’ ( https://stitles.wordpress.com/)
25 წლის იოანე დილემის წინაშეა დატოვოს, თუ არა საკუთარი სამშობლო. ის ცდილობს იპოვნოს ექვსი მიზეზი, რატომ უნდა დარჩეს თავის ქვეყანაში. ამ დროს სამოცწლამდე მეზობელი, რომელსაც ძველ ,,სიყვარულთან’’ შეხვედრა სურს, დახმარებას სთხოვს. იოანემ არ იცის, ბოლო ორი კვირა ოჯახურ გარემოში გაატაროს, თუ ახალ თავგადასავალში ჩაებას.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური