მოთხრობები
0 ხმა

ნათია კიკნაძე
მოგესალმებით, მე ვარ ნათია კიკნაძე. 23 წლის. ვცხოვრობ თბილისში.
როცა საკუთარი თავის დახასიათებას მთხოვენ ხოლმე, რეგალიებში თავს მოყვარულ მწერლად ვახასიათებ ხოლმე.
წერა მიყვარს, ასე ვახერხებ გონებიდან სიმძიმეების გადმოტანას ნაწერში და ამ ნაწერით კმაყოფილების შემდეგ დადებითი ემოციებით გაჟღენთვას.
ბავშვობიდან ვწერდი მოკლე ლექსებს და მოთხობებს, შემდეგ ესსეებს და მხატვრულ ჩანახატებს.
მახსოვს, სკოლის პერიოდში , 2012 წელს( მაშინ 12 წლის ვიყავი) ჩემმა მოთხრობამ - “დათას ნაძვი” გამარჯვება მომიტანა დაცული ტერიტორიების მიერ ორგნიზებულ პროექტში “ lets take care of the planet”. შედეგად , 2012 წელს, ჩემი მოთხრობა დაიბეჭდა წიგნში “ ზღაპრებისა და ლექსების კრებული “ .
ასევე, ასევე, 2018 წელს, მინაწილეობა მივიღე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში “ ცხოვრება ორაზროვან დანაკარგთან ერთად” , სადაც ესსესბის კონკურსში, მეორე საპრიზო ადგილი დავიკავე. ნაშრომი ჯერ არ დაბეჭდილა. ასევე, 2018 წელს, მინაწილეობა მივიღე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში “ ცხოვრება ორაზროვან დანაკარგთან ერთად” , სადაც ესსესბის კონკურსში, მეორე საპრიზო ადგილი დავიკავე. ნაშრომი ჯერ არ დაბეჭდილა.
ადამიანები ინდივიდუალურად უნიკალური არსებები ვართ და ცხადია, ჩვენ , ყველას სტრესთან გამკლავების ჩვენებური მეთოდები გვაქვს.
კრებულში შესული მოთხრობების მთავარი საკითხები სწორედ პიროვნულ სირთულეებთან და გარემო ფაქტორებთანაა დაკავშირებული.
რა ხდება პიროვნების შიგნით, როდესაც ის დანაკარგს განიცდის?
ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, შეცვლილი ცხოვრება და ახალი რეალობის გაცნობისრებასთან დაკავშირებული პიროვნულ-ემოციური სირთულეები, წამოჭრილი ეგზისტენციალური პროცესები და პიროვნული მოტივაციის ძიებები დანაკარგის ჟამს.
აგრეთვე, საუცხოო დამთხვევების შედეგად შეცვლილი მსოფლმხედველობა .
და, საბოლოოდ, საკუთარ რწმენაში ნაპოვნი პიროვნებით ცხოვრება. ორივე მოთხრობა, თავის მხრივ ხაზს უსვავს პიროვნების უნიკალურობას და ზოგადად, ცხოვრებისეული გამოცდილების მნიშვნელობას.
ასევე, ხაზგასმულია პიროვნების ძლიერი ბუნება გარემო სირთულეების მიუხედავად.
ადამიანებს გვახასიათებს სიძნელეების გადალახვა და ეს ფაქტი, სიამაყესთან ერთად, უჩვეულო გამბედაობის განცდასაც გვჩუქნის.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური