ჩემი იისფერი ცხოვრება
0 ხმა

მერი ხარაზიშვილი
მოკლე ბიოგრაფია
მე, ხარაზიშვილი მერი ალექსის ასული, დავიბადე 1994 წლის 28 ნოემბერს, ქალაქ ხაშურის რაიონ, სოფელ ფლევში. დედა გახლავთ პროფესიით მასწავლებელი, ხოლო მამა აგრონომი.
2001 წელს შევედი და 2013 წელს დავამთავრე ხაშურის რაიონის, სოფელ ფლევის საჯარო სკოლა.
2013 წელს შევედი და 2017 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით ,,საზოგადოებრივი ურთიერთობები“ (PR), ბაკალავრის კვალიფიკაციით.
2018 წელს შევედი და 2020 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტი სპეციალობით ,,საზოგადოებრივი ურთიერთობები“ (PR), მაგისტრის კვალიფიკაციით.
2012 წელს მივიღე სერთიფიკატი ,,პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისათვის“, ტრენინგზე მონაწილეობისთვის.
2019 წელს გადმომეცა სიგელი წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ,,ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია - ივერიაში მონაწილეობისათვის.
ჩემი იურიდიული მისამართია ქალაქ ხაშურის რაიონი, სოფელი ფლევი.
ფაქტობრივი მისამართია ქალაქი თბილისი, თ. ნადარეიშვილის ქუჩა 30.
2018 წლიდან საქმიანობა დავიწყე პრობლემური აქტივების მართვის სააგენტოში, ოპერატორის საქმიანობით, სადაც დავყავი ორი თვე კომპანიის დახურვის გამო.
,,ჩემი იისფერი ცხოვრება- წიგნი, რომელიც გიამბობთ ნამდვილ შეგრძნებებსა და ემოციებზე. მოგიყვებათ ადამიანებზე, რომელთა მიერ განვლილი ცხოვრებიდან რღაც ნაწილი ყველა ჩვენგანს გაგვივლია, გვიგრძვნია, განგვიცდია.
წიგნის მთავარი პერსონაჟებიდან სამი გამორჩეული ადამიანის სახე იკვეთება. თითოეულში მკითხველს საკუთარი თავი შეუძლია ამოიცნოს.
პირველი - მუჰამედი, ემიგრანტი, სამშობლოდან შორს გადახვეწილი ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა ენატრება.
მეორე, ასევე ემიგრანტი გოგონა, რომელიც იხსენებს საკუთარ წარსულს, გვიყვება მის გამოცდილებასა და გამოვლილ ამბებზე. რომელმაც რთული გზა გადალახა იმისათვის რრომ ძლიერი, შემდგარი ქალი გამხდარიყო და საკუთარი გამოცდილება თქვენამდე მოეტანა.
მესამე პერსონაჟი კი არის ლილია, ქალი, რომელიც ყელასგან უარყოფილია, განსხვავებული ორიენტაციის გოგნა, რომელსაც ყველას უნდა დაანახოს რომ გრძNობები გააჩნია. ეს არის გოგონა ტკივილიანი წარსულით და უფრო რთული აწმყოთი.
ბოლოს კი აუცილებლად გავიგებ, რისი თქმა უნდა თითოეულ პერსონაჟს და რა საერთო აქვთ მათ.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური