სამყურა ოთხი ფოთხლით
0 ხმა

მარიამ ფერხული
ფერხული მარიამი. 21 წლის. ვცხოვრობ დუშეთში. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანგლისტიკის მიმართულებით. ბავშვობიდან მიტაცებდა წერა და გრძნობების ვეებერთელა ტალღები ყოველთვის ფურცელზე გადამქონდა. ჩემი ცხოვრება არაფრითაა გამორჩეული . გონებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, თავში ერთმანეთშია აბურდული ეჭვები და იმედები, შიშები და ოცნებები, რაც ყველაფერს გამძაფრებულად მანახებს და ალიაქოთს იწვევს თავში. ალბათ ამ ეჭვების გამოა, რომ აქამდე არაფერი გამომიქვეყნებია. ვფიქრობ ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო ჩემი შესაძლებლობები.
რომანი “სამყურა ოთხი ფოთლით“ მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი გოგოს ამბავს. ეს არის რომანი იმედებზე, რწმენაზე, სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე და ღალატზე. რომაანის მთავარი გმირია ევა, რომელიც იბრძვის სამართლიანობისთვის. დედის გარდაცვალების შემდეგ თავდაყირა დგება მისი ცხოვრება. უფერულ და ფერდაკარგულ სამყაროსთან ბრძოლას სწავლობს ევა. სამართლიანობის მიღწევის წყურვილი შეახვედრებს უამრავ ადამიანს, რომლებიც რადიკალურად ცვლიან მის ცხოვრებას და კიდევ უფრო ახლოდან დაანახებენ ადამიანების რეალურ ჩანაფიქრებსა და განზრახვებს. დედის სიკვდილი გავლენიანი ექიმის ბრალია. სწორედ ამ ექიმისა და ევას ირგვლივ ტრიალებს ამბავი.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური