სამყურა ოთხი ფოთხლით
სამყურა ოთხი ფოთხლით
მზე მელაპარაკა.
დილით შემოიჭრა სარკმელში და უძილო ღამის თანამგზავრად მომევლინა.
მზე მელაპარაკა და ღამის ფიქრები გამიქარწყლა.
სინანულის გრძნობა თითქოს სადღაც გაიფანტა, გაქრა დასამარდა.
მზე მელაპარაკა და თითქოს ჩემი თავის უფრო კარგი ვერსია, უფრო კარგი ადამიანი
დამანახა.
მზემ შემოანათა ოთახში და მწველი სხივებით გაყინული გული გააცოცხლა,
გამოაფხიზლა.
მევე ვქმნი ქვეცნობიერის ილუზიას გონებაში და თავში ვიტევ ჰორიზონტს მიღმა
არსებულ ფიქრებს, წარმოსახვას და ვრჩები ისევ მე. მარტო. სარკის წინ... ისევ ის....
ისევ არარეალური წარმოსახვით.... ისევ არარეალური ფიქრებით...
ქვეცნობიერი, მე და მზე ....
საკუთარი თავის ძიების ათასი გზისა და მეთოდის შემდეგ, საკუთარი
ეგზისტენციალიზმი მიმბაძველობის დაფარულ ყოფაში გადამეზარდა. თავის
მოტყუების ოსტატობისა და საკუთარი მეობის გარეგნული წარმოჩინების
იდეალური მაგალითი გავხდი.
მემ მეობა დააკარგვინა საკუთარ მეს…
- საკუთარი თავი დავკარგე სხვების ძიებაში და დამავიწყდა მე ვინ ვიყავი…
- შენც ვარსკვალი ხარ, მანათობელი - შემომძახა მზემ სუსხიანი გაზაფხულის
ერთ ბორდოსფერ დილას.
- საკუთარი თავს აღარ ვგავარ
დუმილი უხერხულად გაჩერდა ჩემსა და მზეს შორის, უხერხულად გაიხიდა და
მტანჯველი დუმილის შემდეგ მზემვე დასძინა:
- შენ ამბობ რომ აღარ ხარ ძველი შენ?
- მაგას ვამბობ, მზეო, მაგას! - დავძინე მეც ცინიზმით გაჟღენთილი ღიმილით
- მაშ, თავიდან დაიბადე, მაშ თავიდან აღსდექი, რა გიშლის ხელს?
- მეობასთან გაუთავებელი ბროძლა მიშლის ხელს. მე თითქოს წარსულს
მივსტირი და ახლისკენაც ვისწრაფვი, მაგრამ ალოგიკურად, უაზროდ და
იმედ დაკარგულად. თითქოს მომწონს ეს გახიდული მდგომარეობა, თითქოს
მომწონს საკუთარი სულის ტანჯვა და მარადიული წუხილი.
საშველისა და თავის მართლების უკიდეგანო უფსკრულში ნელნელა და
დაუკვირვებლად ეშვებოდა მე, მე როგორც საკუთარი ყოფით შეწუხებული,
შეძრწუნებული და საკუთარ ფიქრებში დაკარგული.
მზემ კიდევ ერთელ შემომხედა ეჭვის თვალს შერეული მტკიცე მზერით და კვლავ
უანგაროდ გააგრძძელა ჩემი, როგორც ვარსკვლავის მსგავსი, ვარსკვლავად ყოფნას
მიახლოვებული ეგზისტენციალობის მქონდე არსების მოსმენა :
- ნისლისფერი გონებისა და შავი, კუპრისფერი სულის გამოსხივებად მიაჩნია
მეს საკუთარი თავი. ვცდილობ, უზომოდ ვცდილობ, ნათელის პოვნას,
ძიებას საკუთარი თავისა და საკუთარი მეობის, საკუთარი რეალური
ფიქრებისა, მაგრამ მაინც ყოველი მცდელობისას გამომსჭვალვის ბნელი,
ნაცრისფერი, ბოროტი მეობის გამოძახილები. .
- მაშ რისთის იბრძვის ეგ შენი შავი გამოძახილები? რა უნდა? რატომ ითხოვს
სინათლეზე გამოსვლას? - მშვიდად, აუღელვებელი ტონით, დასძინა კვლავ
ფანჯრის სარკმელშ შემოჭრილმა მზემ. პასუხი თავადაც არ ვიცოდი და მზესაც
ცარიელი თვალებით მივაშტერდი.
მზე წავიდა. თითქოსდა უსასრულობაში გადაიხვეწა და კვლავ უსასრულო სითბოსა
და სინათლის გამოსხივება დაიწყო.
ღამე თეთრად გამათენებინა მზის მიერ დასმულმა კითვება, პასუხების ძიების
წყურვილმა და შინაგანი დაუოკებელი და პასუხგაუცემელი კითვების
გამოძხილებმა. ღამის მეგზურს, წამიერად, გონებაში რაღაც გამინათდა, გაიელვა,
ოთახსა და გონებას რაღაცამ ნათელი მოჰფინა და სიბნელე გააქარწყლა.
რაღაც ნათელს მიაგავდა ის იმედი რომელიც სულის მთლიანობად ქცეულიყო ჩემს
სხეულში. რაღაცის მომლოდინე მთელი ენთუსიაზმით გამომსჭვალვოდა
სხეულიდან. თითქოს მიტოვებული სახლი ელოდა პატრონს. თითქოს მორწმუნე
ელოდა სასწაულს.
- ზოგჯერ მინდება უკიდეგანო სივრცისა და მარადისობის ნაწილის როლის
ვითამაშო. ვიყო ადგილი უბრალოდ ადგილი სადაც წყვიადის გამოძახილები
სრულიად გაქარწყლებულია და მშვიდი და სიკეთის გამოსხივებით
ამაღლებულ სულებს ემსახურება.
- მეგობარო, შენ იმედი ხარ, სიკეთე და მოელვარე ვარსკვლავი ხარ. შენც
განსაკუთრებული ხარ, ისევე როგორც სხვა. ნუ გეშინია. შენი სიბნელე და
ბრძოლისსა და სიკეთის იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოძახილები
ქმნის მეობას. მეობა იბადება სიბნელეში და გადის გზას, რომელსაც
მივყავართ უკიდეგანო სინათლემდე, სრულყოფამდე, საკუთარი თავის
პოვნამდე. - თქვა მზემ და მშვიდად გაეცალა თეთრ სარკმელს.
წამიერად გრძნობების დიდმა ვეებერთელა ტალღამ გადარეცხა და წააქცია წლების
განმავლობაში ამაყად მდგარი, მყარი სხეული, გული. ვეებერთელა ემოციების
ტალღამ გადაუარა წლების განმავლობაში ნაშენებ ჯებირებს და ჩვეულებრივ,
ბანალურ და ამ დაწყევლილი საზოგადოების ნაწილად აქცია გულქვა სხეული,
უემოციო, გაყინული ფიქრები. ახლა მეტი ფიქრები მოვიდნენ თავში. ახალი
გრძნობები გაჩდნენ გულში. მაგრამ მეს აღარ ეშინოდა ახალი ფიქრების. ცრემლისა
და ნაღველის დაუოკებელი ემოციების გამოხატვა ჩვეულ მოვლენად იქცა.
კეთილად გაანათეს ბოღმიანმა თვალებმა, მიმბაძველობისკენ მიდრეკილმა
უკიდეგანო სურვილებმა. კარგისა და წმინდას ძებნა დაიწყო ყველაფერში გონებამ.
წინ აღმართულ ვეებერთელა, მყარ ჯებირს ბზარი გაუჩნდა...
გრძნობები უმართავი გახდა...
მე ადამიანს დაემსგავსა და სიკეთისა და იმედის გამოსხივება დაიწყო თვალებიდან.
მემ იმედისა და სინათლისფერი თვალებით შეხედა საკუთარ თავს სარკეში. მემ
საკუთარი თავი იპოვა.
მზეს სიამაყით გაეღიმა და მშვიდად განაგრძო სითბოსა და სინათლის ფრქვევა
კაცობრიობისთის.
Მზე მელაპარაკა…
Მზე მელაპარაკა და ღამის ფიქრები გამიქარწყლა.
Მზე მელაპარაკა და თითქოს ჩემი თავის უფრო კარგი ვერსია, უფრო კარგი
ადამიანი დამანახა.
***
დიდი ოცნებები არასდროს მქონია!
Ხომ იცით თინეიჯერუოლი ოცნებები - ბევრი ფული, კარგი სახლი, წარმატებული ცხოვრება და ნამდვილი, ზღაპრული სიყვარული.
მე ეს ყველაფერი არასდრომ მდომნია.
არასდროს მიოცნებია. ყველაფერი თავისით მოხდა.
***
უცნაური ამბავი დამემართა.
***
დედობილი მზრდიდა, მას შემდეგ რაც 12 წელი შემისრულდა. ავი, უხეში და სამყაროზე გაბოროტებული ქალი იყო. Ჩემი შინაგანი ბავშვი მოკლა და დეპრესიულ, საზიზღარ ადამიანად ჩამომაყალიბა. თითქოს სული ამომგლიჯა და ამ გაუფერულებული სამყაროს მონად მაქცია. სილაღის, ბავშვობისა და ბედნიერების მე არაფერი გამეგებოდა, უბრალოდ ვიყავი სხეული.
სხეული რომელსაც აღარ გააჩნდა ემოციები და გრძნობები. უბრალოდ ვიყავი არსება, არაადამიანის მსგავსი, უემოციო, უბედური, და გაუფერუოლებული.
ყოველდღიურობას იმდენად მიმაჯაჭვა ცხოვრების ამ სტილმა, რომ სიბრაზისა და ბრძოლის უნარიც აღარ გამაჩნდა. დედობილის საყვარელი საქმე ჩემი გამწარება იყო, ყველანაირი მიზეზისა და მიზნის გარეშე.
აუტანელი ხდებოდა დღითიდღე ეს ყოფა.
სწორედ მაშინ შემოიწრა მზე ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში და დამანახა ბედნიერი ყოფის ნათელი შესაძლებლობები.
თხუთმეტი წლის ვიქნებოდი მზე რომ მელაპარაკა და გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება მეთვითონ გამელამაზება, გამეფერადებინა.
მალულად ვსწავლობდი ღამობით ყოველთვის, რადგან დედობილი ფიქრობდა, რომ ჩემი სწავლა განათლება აუზრო დროის ხარჯვა იყო. სკოლაშიც მხოლოდ იმიტომ მიმიყვანა რომ მეზობელი დაემუქრა მეურვეობის ჩამორთმევაზე. Რა იცოდა კი იმ დალოცვილმა სხვა რამდენ რამეს მიშავებდა, მაგრამ მადლიერი ვარ.
Ნელნელა საკუთარ თავში დავიწყე ძალის ძიება და გამომივიდა კიდეც.
სულ მოუთქმენლად ველოდებოდი როდის შემისრულდებოდა 18 წელი და თავს დავაღწევდი ამ ურჩულის მაგვარ ადამიანს.
Მალე პატარა პროექტზეც დავიწყე მუშაბა, ღამღამობით, ჩუმად. Როგორც კი მივაღწიე 18 წელს და დედობილს ჩემი ალიმენტიც აღარ ერიცხებოდა, უპრობლემოდ წამოვედი სახლიდან.
***
დედა
დედა ძალიან მიყვარდა. Მთვრალმა ექიმმა მოკლა საოპერაციო მაგიდაზე.
სიგიჟემდე მენატრება, დედა. მარტოყოფნისას ხშირად წარმოვთქვავ ხმამარლა : დედა - რა ლამაზი სიტყვაა არა? თითქოს მთელს სამყაროს, სიკეთესა და სიყვარულს იტევს. დედა.
ნეტა შემეძლებოდა ხშირად მეთქვა შენთვის - დედა.
***
გაზაფხული შვებას მგვრივს, მიყვარს გაზაფხული, თითქოს ყველაფერი ახლის და
სიახლის შეგრძნებას მიტოვებს სულში.
მე ხელახლა ვიბადები ყოველ გაზაფხულს!
დღეს დედას საფლავთან მივაშურებ. იმდენად მშვიდად ვარ აქ. თითქოს დედა გვერდით მყავს.
თითქოს ვეებერთელა სამყაროდან დედა მოდის და მეხუტება, მამშვიდებს, მაიმედებს.
Მე დედის საფლავზე დღეს იები დამხვდა, ლურჯად მოელვარე, მოციმციმე იები.
თითქოს იებიც იმედს მაძლევდნენ, სასწაულის იმედს. ეს იებიც დედას გვანან. მასავით
მშვიდები და ლამაზები არიან.
Მე მთელი გულით მიყვარს იები.
საღამოს მზე უკვე ჩაესვენა და მთებს ამოეფარა, ცამაც ფერი იცვალა და ვარსკვლავებმა
ცა გაანათეს. . დედას სურათს ჯერ კიდევ დღის სინათლეზე ამოსული მთვარის შუქი ისე ნაზად ეცემოდა ისე ფაქიზად ისე საოცრად, თვალზე ცრემლი მომაგდა, ისევ ავტირდი, ისევ ავქვითინდი და დედის ძლიერმა მონატრებამ თითქმის გონება დამაკარგვინა. მუხლებზე დავემხე და ავქვითინდი. დედა რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო მე ბედნიერი ვიქნებოდი ძალიან. ჩამეხუტებოდა, შუბლზე მაკოცებდა და სიყვარულითა და სითბოთი ამავსებდა.
აქ მარტივი იყო ფიქრი , ფიქრი-ყველაფერზე. განსაკუთრებით კი შიშზე. ზოგჯერ
მეგონა რომ შიში ერთ დღესაც ჩამყლაპავდა, გამაქრობდა. მეგონა რომ ჩემს შიშს საზღვარი არ ქონდა და ალბათ მარადისობაშიც გამყვებოდა, მაგრამ ხანდახან საკუთარი
შესაძლებლობების რწენა მავიწყებდა ამ შიშსაც.
Ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც რბილი, ხავერდოვანი ხმა შემომესმა და ჩემი დარდი და ფიქრი წამიერად გაფანტა მოულოდნელობამ.
- გამარჯობა - თქვა უცნობმა.
- გამარჯობა, მეც მივესალმე და შეღამებულში შევათვალიერე მაღალი, შავგვრემანი სილუეტი.
- მე თქვენ გიცნობთ - კიდევ გამომელაპარაკა სილუეტი. სახის ნაკვთებს კარგად ვერ ვარჩევდი, ამიტომ დავიბენი. ალბათ ესეც შეამჩია უცობმა და გარკვევით ამიხსნა ყველაფერი- მე თქვენი პროექტით მოხიბლული ვარ, თქვენი პროექტის წარდგენას დავესწარი. არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდით.
უხერხულად გავუღიმე.
- მემგონი უცნაურად და გიჟურად გამომივიდა. Ხომ არ შეგაშინეთ?
- არაუშავს. - ვუთხარი. არ ვიცოდი რა მეთქვა. საინტერესოა, რომ შიშს და უხერხულობა საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
- შეიძლება მეც რო დავჯდე?
- კი,-ხანგძლივი პაუზისა და დაბნევის შემდეგ ვუპასუხე.
- არ გეშინიათ?
- რისი?
- აქ რომ მარტო ხართ?
- არა, თავის დაცვა შემიძლია, თან აქ ყოფნა შვებას მგვრის.
დაისადგურა უხერხულმა სიჩუმემ. ბოლოს ისევ სილუეტმა დაარღვია სიმშვიდეში ჭრიჭინების ხმა.
- შიში კარგი რამეა.
- შიში კარგი არასდროსაა - დავძინე გაკვირვებულმა.
- როგორ არა. თავს ადამიანად , რეალურად გაგრძნობინებს. გახსენებს რომ
სუნთქავ და იმასაც რომ აქ საკუთარი თავის გარდა ვიღაც ან რაღაც გაგაჩნია.
- მაგრამ ჩარჩოებში გაქცევს.
- მაგრამ ადამიანად გაგრძნობინებს თავს!-თქვა ღიმილიანმა სილუეტმა და მწვანე
თვალები შემომანათა. ახლა უკეთ ჩანდა მისი ნაკვთები, პატარა შუბლი, ნაზი ღიმილი, მწვანე თვალები და შევარდისფრებული ლოყები.
სილუეტმა კიდევ გამიღიმა, ტუჩის კუთხე ნაზად ჩაკეცა და ხელი გამომიწოდა.
- Მე ნიკო მქვია. თქვენი სახელი კი უკვე ვიცი, ევა.
- უცნაურია თქვენი აქ გამოჩენა, არასდროს მინახიხართ. -დავძინე ინტერესით
- რამდეიმე კვირაა რაც დედა გარდაიცვალა - თქვა ნიკომ და უცებ ცივმა ოფლმა დამასხა. თითქოს მისი ტკივილი უკვე გამომეცადა და მივხვდი რასაც გრძნობდა.
- მესმის თქვენი - სხვა ვერაფერი ვუთხარი, ვერაფრით ვანუგეშე. Როგორ მეთქვა რომ გაივლიდა, მაშინ როცა ვიცი რომ არ გაივლის?
- თვენც ახლობელი დაკარგეთ?
- დედა
- ესე იგი - დადუმდა უცებ ნიკო- ესე იგი ჩემი ტკივილი მართლა გემსით.
- მამა? - ვკითხე ინტერესით
- მამამაც თავი მოიკლა. ოღონდ რამდენიმე წლის წინ.
- მანაც თავი მოიკლა?!
- ხო, დაგვტოვა მე და დედა. დედა დეპრესია დაეწყო, ვერ გადაიტანა. და მალევე გარდაიცვალა.
- შენზე რას იტყვი? მამა?
- - მამა არ მყავს.
- - ვიზიარებ!
- - არა, არა ის არ მომკვდარა-თქვა ღიმილით ევამ
- - ბოდიში- დაიბნა ნიკო და განცვიფრებულმა თავი გვერდით მიატრიალა.
- - არა, რას ამბობ, რა ბოდიში,-ამიოხრა ერთიანად ევამ-შეიძლება მოკვდა კიდეც, არ ვიცი. პატარა ვიყავი რომ დაგვტოვა და მას შემდეგ არაფერი მსმენია.
სიჩუმე კვლავ უხერხული და დამანგრეველი იყო. ბოლოს ნიკომ თქვა:
- ანუ გვესმის ერთმანეთის.
- ასე გამოდის.
- მითხარი, რომ დაბრუნდეს გინდა?
უხერხული და დაბნეული თვალებით შეხედა ევამ. განა არ უფიქრია? განა არ უნატრია?
მაგრამ უფრო მტკივნეული ამის ხმამაღლა წარმოთქმა იყო.
- არ ვიცი. დღემდე მას ვადანაშაულებ ყველაფერში,
- იცი რატომ მიყვარს აქ ყოფნა?-იკითხა ნიკომ და თავადვე გასცა პასუხი კითხვას- ამდენი ვარსკვლავი ამაზე უკეთ არსაიდან ჩანს. სიცოცხლის წყურვილს აღვივებს. სასაცილო კია ამდენი მიცვალებულის გვერდით რომ სიცოცხლის წყურვილზე ვლაპარაკობ. თითქოს ღმერთთან გაახლოვებს. ასე მგონია ღმერთი იმდენ ვარსკვლავს გზავნის რამდენი ადამიანიცაა შენთან დაკავშირებული მთელი ცხოვრების მანძილზე.
- ღმერთი?!-ცინიზმით გაჟღენთილი ტონით წარმოვთქვი. ნიკოს ვერ გაეგო ამ ცინიზმის მისამართი და მიზეზი. ბოლოს კი თქვა:
- არ გწამს?!
- ჰო, არ მწამს
- რატომ? რწმენა ყველას ისევე ჭირდება როგორც ჰაერი, რომ ისუნთქოს. რწმენა
- იმედს სახავს ადამიანში.
- იმედი კარგია, მაგრამ რწმენასთან კავშირი არ აქვს.
- მაგრამ რწმენა? რაღაცის აუცილებლად უნდა გწამდეს!
- აღარ მწამს, აღარ შემიძლია!
- მაგრამ რაღაც მაინც უნდა იყოს შენს გულში, რაც გიკარნახებს და ჩაგისახავს იმედს. ნებისმიერი რამ, თუნდაც კაცობრიობისთვის ამოუხსნელი - სიკვდილის შემდეგი ცხოვრება. ამაზე მაინც არ გიფიქრია? რა მოგელის? როგორი იქნება არ გიფიქრია?
- მიფიქრია!
- მერე? როგორია სიკვდილი შენს წარმოსახვაში?
ვფიქრობ რომ ყველანი მარადიულობის ნაწილი ვართ, შეიძლება სამყარო წლების განმავლობაში იტევს ჩვენს დაბინძურებულ და მძიმე სულებს, მაგრამ
სიკვდილის შემდეგ ჩვენი სულები ფაქიზ, ბუმბულივით მსუბუქ ენერგიად
გარდაიქმნება და გარესამყაროში გაიფანტება. აღარ მოგვიწევს ფიქრი წარსულზე
დაა მასზე დამონება. უბრალოდ გავიბნევით, გავიფანტებით და დედამიწას გარს
შემოვერტყმებით. ვეღარც ვიცნობთ ერთმანეთს, აღარც გვეყვარება. უბრალოდ
ვიქნებით ერთნაირები, მსუბუქები და უსასრულოდ, უსასრულოდ
თავისუფლები,-ეს ვთქვი და ღრმა სუნთქვით თითქოს მარადისობაში
გადავეშვი. ნიკოსაც გაეღიმა, მის გულს მისწვდა ჩემი სიტყვები,-შენ რისი გწამს?
- მე ღმერთის მწამს
- ყველანაირი გამონაკლისის გარეშე?-ბოლო სიჩუმის მომცველი რამდენიმე წამი თითქოს საუკუნედ გაიწელა ორივე ჩვენგანისთვის
- არ ვიცი-დასძინა ნიკომ
- მაშ სიკვდილის შემდეგ ან თეთრღრუბლებიან სამყაროში ცხოვრობ, ანდაც ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ცეცხლთან მდგარ ქვაბთან ერთად?
- არა, არა!-გაეღიმა ნიკოს-ჩემებურად მწამს და მჯერა. რწმენა დოგმა არაა, რასაც
ადამიანებმა უნდა მისდიონ წლებისა და საუკუნეების განმავლობაში. რწმენა
თავისუფალია და არ გზღუდავს. ის საშუალებას გაძლევს თავი იპოვო. ამბობენ ადამიანი
ერთხელ ცოცხლობსო, მაგრამ სიცრუეა როგორც ყველაფერი სხვა. ადამიანის
ცხოვრებაზეა დამოკიდებული თუ როგორ, რამდენჯერ და სად დაბრუნდება სიკვდილის
შემდეგ. ჯოჯოხეთის, ეშმაკებისა და ქვაბების არ მჯერა. უბრალოდ იქამდე ვართ ამ
სამყაროს ნაწილი, სანამ სწორად არ ვივლით გოლგოთამდე, სანამ არ ვისწავლით სიარულს და არ დავემსგავსებით უფალის მიერ სრულყოფილ ქმნილებას.
გამეღიმა. მორწმუნე ადამიანმა ჩემში ფერადი გრძნობები გააღვივა. ხანგძლივი
ფიქრის შემდგომ ვთქვი:
- ხო ყველას თავისებურად სჯერა, რაღაცის.
ორი სულის ღრმა ამოსუნთქვამ რაღაც მაგიური მოახდინა ორივეს გულში.
სიყვარულისგან რადიკალურად განსხვავებულმა, უფრო მძაფრმა და ძარღვიანმა
დაისადგურა ორივე ჩვენგანის გულში. ერთმანეთის პატივისცემა გულის ყოველ კუთხეს მოედო და აღავსო ორი დაუოკებელი სული. ყოველ შემთხვევაში მე მასე მეგონა.
***
მალევე წამოვედი სახლში. გზაში ნიკოს სიტყვები მიტრიალებდა თავში.
სახლში მივედი, პიტნის ჩაი გავიკეთე და საკუტარი სხეული თავისუფალ და მშვიდ სივრცეს მივანდე.
ახლა უკვე მარტო ვცხოვრობდი. ლამაზი სახლი მქონდა და უკვე საკუთარი თავიც მეამაყებოდა, რადგან შევძელი საკუთარი გზის პოვნა. ალბათ დედა ძალიან იამაყებდა.
ერთი მოუგვარებელი საქმე დამრჩა. დეტექტივი დავიქირავე. დედის მკვლელი უნდა ვიპოვო.
ხვალ ისევ უნდა შევხვდე დეტექტივს. Რთული საქმეა არც საბუთები მაქვს, არც ექიმის სახელი ვიცი, არც საავადმოყოფოსი სადაც დედა გარდაიცვალა. თითქოს სტრესმა ყველანაირი მიშვნელოვანი ინფორმაცია მოშალა ჩემი გონებიდან.
იმდენად მახრჩობდა შურისძიების წყურვილი, მხოლოდ ამაზეღა მეფიქრებოდა.
მშვიდად არ მეძინა იმ ღამეს, ვნერვიულობდი და დედაზე მეფიქრებოდა. სულში რაღაც მღრღიდა. Მინდოდა დეტექტივს კარგი ამბები მოეტანა ხვალ ჩემთან. ამნაზე ფიქრში განმთენიისას ჩამეძინა. თითქოს სული მეწვოდა, ცეცხლი მეკიდა და მანადგურებდა.
მეორე დღეს დეტექტივს ვესაუბრე. კარგი და სანდომიანი კაცი ჩადა.
მშვიდად ამიხსა მიმდინარე მოვლენები. ექიმის კვალს დადგომია.
- ევა - მშვიდი ტონით საუბნრობ და გამომძიებელი - საშიში კაცი ჩანს, თან დიდი გავლენები აქვს. დარწმუებული ხარ რომ გინდა ბოლომდე მიყვე ამ ამბავს?
- დარწმუნებული ვარ, ყველაფრის ფასად უნდა ვიპოვო, დავუმტკიცო დანაშაული და ამ ქვეყანამ უნდა გაიცოს რა ადამიანიცაა- დავძინე მკვახედ.
- შენი ნებაა.
- კარგით სიახლეებს ველოდები თქვენგან.- ვუთხარი დეტექტივს, თანხის ნაწილი გადავუხადე და წამოვედი.
ახლა უნივერსიტეტში მივდიოდი. შეიძლება ფინანსურად მყარად ვიდექი და დღითიდღე უფროც ვძლიერდებოდი და წარმატებას ვაღწევდი, მაგრამ შინაგან მეს, შინაგან ბავშვს ყოველთვის უნდოდა სწავლის გაგრძელება და სტუდეტობის გამოცდა. Ხოდა მეც აქ ვარ. ავუხდინე ოცნება მეს სხეულში მყოფ შინაგან ბავშვს.
გაზაფხულის სემესტრი ახალი დაწყებული იყო, მეც ისევ უცხოდ ვიყავი ამ გარემოში, მაგრამ თავს არ ვზოგავდი.
კალკულუსის ლექციას გულმოდგინედ ვუსმედი. კარი გაიღო და ლექტორის ხმა წამიერად გაწყდა. ყველას მზერა მაღალ შავგვრემან ბიჭს ეცა. ლექტორ გაუღიმა, მშვიდი აუღელვებელი ტონით მოიხადა ბოდიში და გვერდით მომიჯდა.
Ნიკო იყო. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გამიღიმა. მე ყურადღება არც მიმიქცვეია ისევ ლექტორისკენ მივმართე მთელი ყურადღება. ნიკო მშვიდად იჯდა, ხმა ამოუღებლად.
ლექციიდან გამოსული დერეფაში დამეწია და თავისი მწვანე თვალები შემომანათა.
- აქ არ გელოდით, ევა
- არც მე გელოდით. უცნაური დამთხვევაა.
- გამიხარდა შენი ნახვა - ნელნელა მითამამდებოდა
- მეც - იმხელა სიმშვიდე იგრძნობოდა მის თვალებში. გვერდით ამომიდგა და საუბარი გააგრძელა.
- კიდევ გავქს ლექცია?
- Რატომ მეკითხები?
- ყავის დასალევად გეპატიჯეით
ისე თავდაჯერებით მითხრა გავოგნდი. დავთანხმდი. მომწონდა ნიკოს თავდაჯერებული და საინტერესო საუბარი. თითქოს ზღუდეებს ხსნიდა და ყველა ფიქრს ერთიანად ამჟღავნებდა. პატარა მყუდრო კაფეში მიმიყვანა. ოჯახური გარემო იყო დედა და ქალიშვილი მართავდნენ ერთდ.
აივნის კუთხეს მიასურა და მაგიდისკენ გამიძღვა. ჯელტმენურადაც გამომიწია სკამი და ღიმილიანი სახით დამელოდა როდის მოვკალათდებოდი.
ღმერთო დღის სინათლეზე უფრო და უფრო სხვანაირი ჩანთა. უფრო უკიაფებდა ის მწვანე თვალები და ისეთი სათნო მზერა ქონდა, მეგონა თვალებში მის ლოცვას წავიკოთხავდი, მის სულს ამოვიცნობდი.
თვალები. მეგონა რომ ამ თვალების ნდობა შეიძლებოდა და მეც მივენდე.
- ევა - თქვა მშვიდი ხმით - არ მინდა უცნაური გამოვჩნდე და თავი მოგაბეზრო. უბრალოდ ასე მგინია სხვა ვერავინ გაიგებს ამ ტკივილს ისე როგორც შენ. ვერავისთან ვლაპარაკობ. აღარც მძინავს. ნელნელა მგონი მეც ვკვდები და რაღაც მჭამს შინაგანად. მონატრება და საკუთარი ფიქრები მიღებს ბკს, ცეცხლს მიმიდებს, მწვავს. ვეღარ ვსუნთქავ
თქვა, ღრმად ამოისუნთქა ისე თითქოს დარდების ნაწილს ჰაერს ატანდა. მერე ისევ განაგრძო:
- თუ შენთვის დედაზე ლაპარაკი მძიმე იქნება და ძველ მოგონებებსა და დარდებს გაგიღვივებს, გავჩერდები
- არა, ნიკო, განაგრძე. მე ეს უკვე გადავიტანე გადავაგორე ნელნელა და შევეგუე. გისმენ მთელი გულით და სულით.
- ისე მენატრება ხოლმე, სიგიჟემდე! დედა იდეალი იყო ჩემთვის.
- მეტი მომიყევი დედაშენზე - ვკითხე ინტერესით.
- დედაჩემი წმინდა იყო იქ სადაც, სიწმინდე არავის შერჩენოდა.განთიადი მისი სიცოცხლის საწყისად, სუნთქვის მომცემი ძალა იყო. სულის მარადიული და განუყოფელი ნაწილი იყო განთიადის მოელვარე ფერები და ჩიტების ჭიკჭიკი. ჩიტად უნდოდა ქცევა, რომ აფრენილიყო მაღლაც და მაღლა ანგელოზივით და მოშორებოდა კაცობრიობის ამ დაწყევლილ საზოგადოებას. მისი სულის ალიაქოთი რო გენახა, შეგეცოდებოდა... მისი ნაფლეთებად ქცეული გული რომ გენახა შეგაძრწუნებდა სხეულში მოფანტული ათასი ნამსხვრევი... მისი იმედები რომ გენახათ, გაგაოცებდა მისი ენთუზიაზმი... ესეთი იყო დედა - კეთილი, გულღია და სათნო.
გული მომიკლა ამ სიტყვებმა, პასუხის ძიება დავიწყე თავში, ვერაფერს ვამბობდი. მერე ინტერესი ჩამწვდა გულში, რამ გადააწყვეტინა სიკვდილის გზას თავისი ნებით გაჰყოლოდა, რამ აიძულა მარადისობას უმოზეზოდ შეერთებოდა?! პასუხად ეს მივიღე:
- დეპრესიამ და ამ დაწყევლილმა საზოგადოებამ აიძულა. აიძულეს, ვეღარ გაუძლო და უფალს მიანდო თავისი სული.
უფლის ხსენებაზე ახლა აღარ გამცინებია ცინიკურად. ნიკოს ტკივილი თავისით შემიჭრა ჩემს გულში და სულის თითოეული ნაწილი მოიცვა. ახლა მე სულში სხვისი ადამიანების ტკივილს ვიტევდი. ჩემიც აქ იყო არ გამქრალა. თურმე რამდენის დატევა შეუძლია ამ დალოცვილს.
ნიკოს ის მომლოცველი თვალები წამიერად წყლით აევსო. ცრემლმა გაარღვია თვალის ბაგეები და ფრთხილად, ფაქიზად ჩამოსრიალდა აწითლებულ ლოყაზე, მერე ფაქიზად დაეშვა წითელ ტუჩებზე და ნიკაპსაც უმალ მოწყდა. იმ ერთს მეორე ცრემლიც მოყვა. ორივე მალევე გაუჩინარდა და სარკიანმა და წყლიანმა თვალებმა ისევ მომლოცველის მზერით შემომხედეს.
- იქნებ შენც მიამბო დედაშენზე, რა მოხდა?
- დედას ოპერახია ჭირდებოდა. მარტივი უპრობლემო. სანდო და ცნობილი ექიმი მოვძებნეთ. მაგრამ ეგ იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. საოპერაციო მაგიდაზე მოკვდა, სისხლისგან დაიცალა, შიდა ორგანოები დაუზიანა ექიმმა.
- კი მაგრამ ესეთ ექიმს აქებდნენ და ადიდებდნენ?
- კი - სევრდა შერეული ცინიზმით ამოვისუნთქე - მთვრალმა გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება.
- არ უჩივლეთ?
- მამა არ მყავდა, ჩემი ოჯახი დედა იყო. მე პატარა ვიყავი მაშინ, არ ვიცოდი რა ხდებოდა. სხვა ოჯახის წევრები არასდროს მინახავს. არვიცი ვინ არის ბებია ან პაპა, ან თუ მყავს საერთოდ ვინ არიან დეიდები ან ბიძიები, თუ მყავს დეიდაშვილები. არაფერი ვიცი.
- სას გაიზარდე მაშ? თავშესაფარში?
- თავშესაფარში ორ თვეს ვიყავი, შემდეგ მიშვილა დედობილმა.
- დედობილი როგორი იყო?
- საშინელი, ცხოვრებაზე და სამყაროზე გაბოროტებული ქალი იყო. სულ მსჯიდა. მხარზე სამი იარა დამიტოვა, სიგარეტი ჩამაწვა. მუცელზეც რამდენიმე გახურებულ ღუმელს მიმაგდო. ესეც ჩემი ბედნიერი ცხოვრება
ორივეს სიმწრის, დარდისა და მწუხარების ელფერით გაგვეღიმა. თითქოს ერთმანეთის ტკილივილის უსიტყვოდ გვესმოდა და თანაგრძნობის სიტყვების ძიებაც აღარ იყო საჭირო. თვალები ყველაფერზე მეტყველებდნენ, ერთიანად ასხივებნდენ თანაგრძნობას.
- სულ ლამაზ და სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანად მემახსოვრება დედა. როგორი ურთიერთობა ქონდათ შენს მშობლებს, ნიკო?
- უსაზღვრო და ენით აღუწერელი სიყვარულით უყვარსათ ერთმანეთი. მამამ ეზოში შინდია ხე დარგო. იცი ლეგენდა შინდის ხეზე?
- კი, ეშმაკი მოატყუა როგორც ვიცი, როდესაც ეშმაკმა ნახა შინდის ულამაზესი ყვავილი, იფიქრა რომ ყველაზე ადრე ის მისცემდა ნაყოფს. ხის ძირში დაჯდა და დაელოდა ულამაზესი ხის ნაყოფს. ეშმაკს სამი თვე მოუწია ლოდინი. მას შემდეგ იმედგაცრუებული ეშმაკი შინდის ხეს აღარ გაჰკარებია.
- ხოდა მამის დარგულმა ხემ ბუნების კანონები დაანგრია.ხე, რომელმაც ეშმაკი მოატყუა შემოდგომის მიწურულს აყვავილდა. დედას გულს უხეთქავდა უდროო დროს აყვავებული შინდი, მაგრამ მამას ახსენებდა და გულსაც უხარებდა.. ყოველ დილით უსხამდა წყალს, უვლიდა და თან ეფერებოდა. ხან მამას სახელსაც ეძახდა და ამბობდა აქ მისი სულიაო. მეც ვუყურებ ხოლმე და ვნატრობ ,რომ ამ ხის ნაცვლად მამა დამენახა, ან იქნებ იქ მართლა იყო მისი სული?! ბოლოს დედა აღიღინდა, გაიღიმა. ამ ხესთან ერთად დაიწყო სუნთქვა. შემდეგ უეცრად ამ ხეს მიანდო თავისი სულიც, გადაკიდა ყველაზე მაღალ ტოტზე მამას გახუნებული შაეფი და მამასთან გემგზავრა, გაეშურა მარადისობაში როგორც შენ იტყოდი, ევა.
- ეშმაკი კი მოატყუა ამ ხემ, მაგრამ სიცოხლემ რაღა დაუშავა?
- კარგი გვეყოს ამაზე - ღრმა ამოსუნთქვით თქვა ნიკომ და ხელის კანკალით გაუკიდა სიგარეტს.
მეც ვეცადე ისეთ რამეზე მესაუბრა რაც ისევ იმ მომლოცველ და სანდომიან თვალებს დაუბრუნებდა ნიკოს.
კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ. აღმოვახინეთ რომ წინა სემესტრშიც ერთად გაგვივლია საგნები უნივერსიტეტში და არ ვიცოდით. ლექტორებიც გავიხსენეთ და ბევრი საერთოც აღმოვაჩინეთ.
ბოლოს შევამჩნიე რომ ამ ლაპარაკში დრო საოცრად მალე გავიდა. უკვე თერთმეტი საათი ხდებოდა და კაფეშიც მხოლოდ ჩვენღა ვიყავით. წამოვედით. მანქნა კაფესთან დავტოვე და ფეხით გავუყევით გზას.
- კარგად არაფერი გახსენდება დედობილთან ცხოვრების დროს? - მკითხა
- კი, როდესაც 18 წელი შემისრულდა და მაშინვე დაივიწყე ნივთების ძველ, გატყავებულ, სახელო მორყეულ ჩემოდანში ჩალაგება. ერთი პატარა მაგრამ პატარა გოგოსთვის ვეებერთელა სამყაროს დამტევი კარადა სწორედ მაშინ გაჩნდა ჩემს ოთახში , როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გაჯისა და ობის სუნში არეულიყო ნესტი. გამძაფრებული სუნს ამ ფეხებ მომტვრეულ და ცერად დადგმულ კარადაშიც შეეღწია და სამუდამო კვალი დატოვა ჩემა ცხოვრებაში. ლურსმებით იყო დამაგრებული ერთი, მეორე და მესამე თარო. უხეში ძაფი ამყარებდა დაშლილ სამყაროს დამტევ კარადას, კარადას რომელიც ჩემს თვალში ვეებერთელა იყო, მიუწვ