ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ექიმის განაჩენი

0 ხმა

მარიამ ნიკოლავა

ბიოგრაფია

მე ნიკოლავა მარიამი როინის ასული, დავიბადე 1980 წლის 22 აპრილს ქალაქ თბილისში. დედა გახლავთ პროფესიით მსახიობი, ხოლო მამა ფოტოხელოვანი.

1986 წელს შევედი და 1997 წელს დავამთავრე სენაკის რაიონის მეხუთე საშუალო სკოლა.1997 წელს ჩავირიცხე და 2002 წელს წითელ დიპლომზე დავამთავრე ქალაქ სოხუმის  „ცოტნე- დადიანის სახელობის ჰუმანიტარულ- ეკონომიკური“ ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სრული კურსი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ჩემი პოეზიის დებიუტი 2007 წელს შედგა ჟურნალ ,,ლიტერატურულ პალიტრაში". მომდევნო წლებშიც აქტიურად ვიბეჭდებოდი სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებში კერძოდ: რაიონულ გაზეთ ,, კოლხეთში",, მრწამსში"ასევე თბილისის გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებულ ჟურნალ ,, ახალ სიცოცხლეში",სადაც 2007 წლიდან თავად დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა და აქვე მიმიღეს ეკლესიასთან არსებულ სრულიად საქართველოს საზოგადოება,, ენა, მამული, სარწმუნოების" წევრად.

2010 წელს საქართველოს საპატრიარქოს სარეცენზიო საბჭოს ნებადართულობით და მეუფე შიო (მუჯირის) ლოცვა- კურთხევით დაიბეჭდა ჩემი პირველი , პოეტურ- თეოლოგიური ნაშრომი,, სადიდებელი წმინდა ალექსი ბერისა (შუშანიასი). ამავე წიგნის პრეზენტაცია შედგა თბილისის ვაკის ჟურნალისტთა სახლში, რომელსაც უძღვნებოდა ღვაწლმოსილი ქართველი, ბატონი ერეკლე საღლიანი.

2011 წელს ასევე წიგნად დაიბეჭდა ჩემი შემდგომი პატრიოტულ- თეოლოგიური ნაწარმოები ,, ღვთისმშობლის სადიდებელი და ლექსები,რომლის პრეზენტაციაც შედგა, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, კვლავაც ერეკლე საღლიანის თანადგომით.

მომდევნო 2011 წელს გამოიცა ჩემი პროზაული ნაწარმოები „კოლხი იდუმალი მხატვარი", რომელიც მხატვარ რეზო ( ემელიანე ) ადამიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხებოდა.2014 წელს უკვე გავხდი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი  კავშირის წევრი, ამავე წელს თბილისის აკაკი ხორავას მსახიობის სახლში შედგა მწერალთა რიგით 24- ე ყრილობა , რომელშიაც მონაწილეობის პატივი მერგო გადამწყვეტი ხმის უფლებით.


სინოპსისი

 ერთ- ერთმა ღვაწლმოსილმა წმინდანმა ,ანტონი დიდმა საკუთარ გამოცხადებაში მთელ წუთისოფლად გადაჭიმული ეშმაკის ბადე რომ იხილა, შეშფოთებისაგან უმალ აღმოხდა:

-უფალო, ვინმე გადაურჩება ამ ბადეს?

- მხოლოდ თავმდაბალი - იყო პასუხი.

ტკივილიანი ამბავი, რომლისაგანაც რომანის შინაარსი აიგო, წარმოადგენს ისტორიას ქალზე, რომელმაც შვილი გააჩინა თუ არა სამშობიაროშივე ეშმაკზე სულგაყიდულმა ექიმებმა სხვაზე გაუშვილეს.

უამრავი ბოროტმოქმედია ამქვეყნად, რომელთაც წარმოდგენაც კი არ აქვთ ეშმაკის ბადეში როგორ ებმევიან. ებმევიან თავიანთი ნებით, თავიანთი მონდომებით და შედეგებზე არც კი ფიქრობენ.

ამ დროს ზარალდებიან უბოროტო, უდანაშაულო ადამიანები..

ამის თვალსაჩინო მაგალითია, ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მოხვედრილი ჩვენი ნაწარმოების გმირი ახალბედა დედა,რომელიც გამწარებულ მდგომარეობაში თხრის შვილის ცარიელ საფლავს და მას ამის გამო გიჟად შერაცხავენ.

უბედური დღეებისათვის ქალს საკუთარი მეუღლე სწირავს.მაგრამ სამყარო მას გასაჭირში არ ტოვებს და მასზე თავდავიწყებით მოყვარულ დამხმარე ადამიანს გამოუგზავნის ფსიქიატრიულ კლინიკაში მომუშავე ექიმის სახით.

და მაინც ურთულესი გამოდგება გზა,რომელსაც ქალი სიმართლის დასადგენად ირჩევს! მასთან ერთად მისსავე სავალ ბილიკზე თქვენც უამრავ დაბრკოლებასა თუ საინტერესო ამბებს წააწყდებით.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური