ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ექიმის განაჩენი

ექიმის განაჩენი

ექიმების განაჩენი

 

ნაწილი პირველი

 

,,ღვთისმშობელმა, იერუსალიმში ყოფნისას ყრმა იესო ,

რომ დაკარგა სამი დღით, უდიდესი ტკივილი იგრძნო,

ეს მოვლენა მის ერთ- ერთ დიდ ვნებად,

დიდ განსაცდელად მოიხსენიება..."

მუცლის საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა, ჯერ არ მოველოდი მშობიარობის დაწყებას, გენეკოლოგის თქმით, კიდევ ერთი კვირა იყო დარჩენილი.შეშფოთებულმა კართან მდგარ მეუღლეს დავუძახე,რომელიც უკვე სამსახურში მიიჩქაროდა.მე კი ,მე მერე დიდად აღარაფერი მახსოვს , მხოლოდ ის , რომ შიშისაგან მძიმედ ვსუნთქავდი.

ისეთი ტკივილები მქონდა ექიმები ვერ მამშვიდებდნენ..ბავშვის ტირილი, რომ მომესმა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი შვება.მერე მშვიდად ჩამეძინა.

ძალების აღსადგენად ერთი დღე დამჭირდა.ბიჭი გამიჩნდა, გიორგი დავარქვი.

ექიმებს ვთხოვე მოეყვანათ .. მომიყვანეს...

პატარა, უსუსური არსება დედის სითბოს რომ საჭიროებდა ისეთი,დანახვისთანავე სიხარულის ცრემლები წამსკდა.მკერდზე მივიკარი თუ არა ავტირდი.მერე ენით აუწერელი რაღაც ვიგრძენი, ჩვილს ყველა უჯრედით,მთელი არსებით ვგრძნობდი. დიდ   პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი სიყვარული იბადებოდა.

რძე რომ ვაჭამე ,რატომღაც უცებ წაიყვანეს ჩემგან.

-რატომ მიგყავთ მეთქი ,რომ ვკითხე ჩვეულებრივ შემოწმებაზეო მომიგეს.

რამოდენიმე საათი საუკუნედ მეჩვენა. გული ცუდს მეუბნებოდა,შვილი უკვე სიგიჟემდე მენატრებოდა. შეშლილს ვგავდი , პალატაში შემოსულ მეუღლეს სახეზე გაკვირვება გამოეხატა

- რა მოგივიდა ესტერ? შეშფოთებული ჩანხარ.

- ჩვენი შვილი ზაზა , ჩვენი ბიჭი წაიყვანეს და იცი აღარ მოჰყავთ.- მოვთვამდი საბრალობლად

- დამშვიდდი ძვირფასო მოგიყვანენ- ამაოდ მამშვიდებდა მეუღლე.

- წადი, მოძებნე და მომიყვანე!- უკვე ისე დავყვიროდი ჩემივე ხმის ტემბრი მაშინებდა.

მეუღლემ ექიმებს დაუძახა. მათ რაღაც დამამშვიდებელი გამიკეთეს .

-მშობიარობის შემდგომი სტრესიაო- ასე აგვიხსნეს და კარები გაიხურეს. როგორ არ ვებრძოლე ძილის სურვილს, მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო გამოდგა..

ჩამეძინა..

ნეტავ არც გამღვიძებოდა...

გაღვიძებისთანავე შვილი მოვიკითხე ,ყველა ექიმი თუ ექთანი დუმდა.

- მომიყვანეთ ჩემი ბიჭი- მოვითხოვდი ჯიუტად.

მათ სწრაფად დატოვეს პალატა და შიგ თვალცრემლიანი ჩემი მეუღლე შემოუშვეს.

- რა მოხდა ზაზა- ისე მივიწევდი მისკენ, როგორც თავშესაფრისაკენ მიიჩქარის წვიმისაგან გალუმპული ადამიანი.

- უნდა გავძლიერდეთ ესტერ, აღარ არის ჩვენი შვილი.

- რა?-გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.

- არა, წარმოუდგენელია- ვუყვიროდი ზაზას-მე ის ხელში მეკავა, ჯანმრთელი , რძეს ისე სვამდა ..ამაზეც კი მიხვდებოდა ნებისმიერი ადამიანი,,რომ საღსალამათი იყო.

ან კი რა უნდა მოსვლოდა.

უეცრად ადგილს მოვწყდი და დერეფნის ბოლო სირბილით ჩავამთავრე.

ჩემი გიორგის ტირილის მოლოდინში გავისუსე.

მართლაც მომესმა მისი ხმა:დიახ, ტიროდა

ამქვეყნად მართლაც არავის ძალუძს დედის გაღვიძებული ინტუიციის ჩახშობა.

- შემომიშვით- ჩვილი ბავშვების ოთახის კარზე ვაბრახუნებდი,

მაგრამ სულ ტყუილად

მახსოვს მხოლოდ ის ,რომ მეუღლე მომიახლოვდა და მკერდზე მიკრულმა პალატამდე მიმიყვანა.

იქ ექთანი ნემსით დამხვდა.

ისევ დამამშვიდებელი..

ისევ ძილი

და გამოღვიძებისთანავე თვითმკვლელობის სურვილი.

ფანჯრიდან ორმა ექთანმა ჩამომიყვანა.

-არ გებრალებით?- მოგიყვანეთ-მეთქი ჩემი შვილი .

მაგრამ არა..

მუქი ფარდა ჩამოეფარა ჩემს ცხოვრებას.

არც გარდაცვლილი მანახეს და არც ცოცხალი ,ისე გამწერეს საავადმყოფოდან.

მხოლოდ ის ვიცი ,რომ ჩვილი დასაკრძალად სასახლით გამოატანეს მეუღლეს.

ისეთი დღეები მქონდა სულ მთიშავდნენ და მაძინებდნენ იმ იმედით რომ ერთ დღესაც გამოვიტირებდი ჩემს უბედურებას.

დრო გავიდა, მაგრამ ..

ვერ გამოვიტირე. გულის სიღრმეში ვგრძნობდი ცოცხალი იყო, მე მას სულ ჩუმად ჩემთვის გამუდმებით ვესაუბრებოდი:

- დილა მშვიდობისა გიორგი

გათენდა შვილო ადექი მეთქი ...ამას ისე ჩუმად ვაკეთებდი ,რომ არავის დავენახე.

ამ წუთებში ყრუ სიხარული იბუდებდა გულში, სიხარული იმისა რომ მას ჩემი ესმოდა...

ყოველ ღამე კი ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი:ჩვილი ხელში მეჭირა და ძუძუს ვაწოვებდი..

-არ შეიშალოს ,ცოდოა ყურადღება არ მოაკლოთო- მეზობლის ქალის ლაპარაკი მომესმა ერთ დილას ჩემს დედამთილს რომ ეჩურჩულებოდა.

ხოლო მე მის გაყინულ თვალებს წავაწყდი, სინანულის ნაპერწკალიც ვერ აღმოვაჩინე ჩემი ეგრედწოდებული მეორე დედის გამოხედვაში.

და რაღაცნაირად გული ჩამწყდა...

ახლაღა აღმოვაჩინე ის ფაქტიც ,რომ ძველებურად მეუღლეც აღარ იყო ჩემს გვერდით.

შინ მოსვლას ხან თავს არიდებდა , ხანაც შეგნებულად აგვიანებდა ხოლმე.

შემოდგომის ფოთლებივით შემომეძარცვნენ ახლობელი ადამიანები.

ალვის ხესავით შიშველი აღმოვჩნდი ტრიალ მინდორში , რომელსაც არც გულთბილი სიო ელამუნებოდა არც ჩიტუნები აღარ დაჰხაროდნენ.

ახლაღა გავუსწორე თვალი ჩემს თავს სარკეში , საიდანაც თვალებამოღამებული თმა დაუვარცხნელი ქალი მიყურებდა.

ვის სჭირდებოდა ასეთი?

და მივხვდი მთავარს: ოჯახის წევრებისთვის ტვირთი ვიყავი.

მაგრამ ვერც წასვლას ვბედავდი და არც დარჩენა მინდოდა. გადაწყვეტილების მიღების წინაშე უსუსური აღმოვჩნდი.

მთელი ღამე მარტოსულმა ტირილში გავათენე.. გამთენიისას ჩამეძინა

სიზმრად ულამაზესი ქალწული ვიხილე:ხელთ ყრმა ეჭირა და მიღიმოდა.. მისკენ გავიქეცი, მაგრამ ვერ მივუახლოვდი, მზესავით ბრწყინვალე დედოფლის ხილვამ თვალთ დამიბნელა.

- აიყვანე შენი შვილი- არაამქვეყნიურმა საამო ხმამ სული დამიტკბო.

- ცოცხალია?- ვეკითხები შეშლილივით

- ცოცხალია , ჩვენს შორის არაა , ამიტომაც გიბრუნებ.- მომიგო პასუხად.

მეტი ვერაფრის კითხვა შევბედე, შეშფოთებულს გამომეღვიძა.

*

ჩემს საახლობლოში სიზმრების არავის სჯეროდა და ვერც ვერავის მოვუყვებოდი,

ამიტომაც ბევრი ფიქრის შემდგომ გადაწყვეტილება მივიღე: საღამოს მოახლოვებას დაველოდე და ჩვენი სახლიდან არცთუ ისე შორს კუკიას სასაფლაოსკენ ჩუმად გავიპარე, თან მიწის ამოსათხრელად წერაქვი გავიყოლე.

პირველად მივდიოდი , მაგრამ ვიცოდი მივაგნებდი . არ ვიცი ,თუ საიდან მომეცა ამხელა გამბედაობა ან ძალა, რადგანაც ბავშობიდან მოყოლებული სასაფლაოების ისე მეშინოდა ,როგორც სიკვდილის, მაგრამ მაინც გავბედე.

მივაგენი კიდეც...

გიორგი მხეიძე -დიდი ასოებით ეწერა ჯვართან მიმაგრებულ ფირფიტაზე.

შეშინებული აქეთ- იქით ვიყურებოდი, ერთავად კატების კნავილი და რიტუალების გაურკვეველი ხმები ჩამესმოდა ...

ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრე სასწრაფოდ გავეცლები- მეთქი აქაურობას.მაგრამ არა, შვილის პოვნის სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

წერაქვი მოვიმარჯვე და ხელის ხანკალით შევუდექი საფლავის თხრას , თან ჭირის ოფლი მასხამდა. ცრემლები კი ცრემლები ღაპა- ღუპით მდიოდა , როდესაც ჩემი სიცოცხლის განაჩენი, ერთი ბეწო სასახლე ვიხილე . ბღავილი დავიწყე.

ახლიდან გამოვიტირე ჩემი უბედურება.

ახლა უკვე მეშინოდა გახსნის ,ვაითუ ექიმები მართლები აღმოჩენილიყვნენ. ამ შიშს უფრო ფართო თვალები აღმოაჩნდა ვიდრე მეგონა. ამიტომაც ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე და ისე ავხადე კუბოს დალუქული თავსახური.

მერე ჯერ ერთი თვალი მერე მეორე გავახილე..

ფანარი კანკალით დავანათე თუ არა ნათლად ვიხილე როგორ დაპატარავდა უსაფუძვლო შიში და სრულიად გაქრა კიდეც.

საფლავი ცარიელი დამხვდა. სრულიად ცარიელი

შვებით ამოვისუნთქე

- ცოცხალია, ცოცხალი- ვიცინოდი შეშლილივით სახლში სულ სირბილით გავიქეცი და კარებზე ბრახუნი ავტეხე.

- რა მოხდა კარი შეშფოთებულმა დედამთილმა გამიღო

- იცი დედა- შევყვირე გახარებულმა- ჩვენი შვილი ცოცხალია

- რას ამბობ ესტერ? ეგ როგორ შეიტვე ამ შუაღამეს- გაიკვირვა ძალიან

- საფლავი ამოვთხარე!- ხელი ჩავჭიდე - წამო, წამო ყველაფერს განახებ.

- რას ამბობ შეიშალე საფლავზე რა მინდა ამ დროს ან შენ როგორ გაბედე- მომიგო მკაცრად.

- დიახაც, გავბედე ჩემში დაბადებულმა დედობის ინსტიქტებმა გამაბედინა , მე დედა ვარ და ამიტომაც გავბედე, არავის შევარჩენ ჩემს გამწარებას- ვყვიროდი შეშლილივით.

ხმაურზე მეუღლესაც გამოეღვიძა

- დამშვიდდი ესტერ ხვალ წავიდეთ ექიმებთან და პასუხი მოვთხოვოთ დამამშვიდა ზაზამ.

ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე საათის ისრებზე ვბრაზობდი ნელი სვლით რომ მიიზლაზლებოდნენ.

სინამდვილეში როცა გეჩქარება ყოველთვის ასეა. როგორღაც გამთენიისას ძილმა მაინც წამართვა თავი,რომ გავიღვიძე საშინელ მდგომარეობაში აღვმოჩნდი.

ჩემს მეუღლესთან ერთად იდგნენ ექიმები, მაგრამ არა გენეკოლოგები, არამედ ფსიქიატრიული კლინიკიდან მოყვანილი თეთრხალათიანი ჯალათები...

ეს სრული შოკი და კიდევ ერთხელ ჩემზე გამოტანილი დაუმსახურებული განაჩენი.

კიდევ ერთხელ გამწირეს...

*

ვერაფერი ვთქვი, გამიძნელდა რაიმე მეთქვა. მეუღლისათვის, რომელმაც ეს- ეს იყო ცა ჩამომამხო თავზე. უსიტყვოდ გავყევი ექიმებს,რადგანაც იმ წუთისათვის მათთან ყოფნა მერჩივნა.

პალატის ცივ კედლებში მოხვედრილი ვცდილობდი ანალიზი გამეკეთებინა ამ მოვლენისადმი , მაგრამ ფიქრების თავმოყრას ვერ ვახერხებდი. მხოლოდ მიკვირდა, სად გაქრა ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ გავყევი ცოლად, რომ თავის მოკვლით მემუქრებოდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი თუ რას ნიშნავდა მანიპულაცია ,მე მისი მსვერპლი აღმოვჩნდი. მაშინ შევიბრალე და...

მან შემიბრალა?

ან კი თუ ვუყვარდი ,როგორ ?ეს სიყვარული ჯერ აცოცხლა და მერე მოკლა?

ქმარი კი არა ურჩხული მყოლია, მამა, რომელიც შეეგუა შვილის მოპარვის ფაქტს.

დიახ, ეს ჩვეულებრივი ქურდობა იყო,

სისხლის სამართლის კოდექსით ,რომ უნდა გასამართლდეს ისეთი მტაცებლობა.

ვინ იცის რამდენ დედას მოუწამლეს სიცოცხლე ექიმების ბანდამ ,რომლებიც თავისუფლად უმწიკვლო სახეებით დათარეშობენ.

მე როგორც მივხვდი ისინი ახალშობილებს ყიდდენ .

ეს იყო მათი ბიზნესი, მაგრამ როგორ უნდა დამემტკიცებინა ეს ყოველივე, როგორ მიმეცა სამართლისათვის მთელი ეს მგლების ხროვა?!

უძლური ვიყავი. ეს მდგომარეობა სულიერად მტეხდა.

‘’მხოლოდ სამი დღით დაკარგა იერუსალიმში დედა ღვთისამ  თავისი ძე

და გული მწუხარებით აევსო, ეს მის დიდ ტკივილი დიდ ვნებად მოიხსენიება.’’

მორწმუნეებისაგან მოითხოვენ პატივი სცენ მის ტკიველებს, რომელიც ღვთისმშობელმა ამქვეყნიური ცხოვრებისას გამოსცადა. დაწყევლილი იქნება ის ადამიანი ვინც შეგნებულად ამგვარ ტკივილებს მიაყენებს დედებს, რომელიც წმინდა ქალწულმა გამოსცადა. ვიცი მიეზღვებათ ბოროტმოქმედებს,მაგრამ ეს ჩემთვის შვებისმომგვრელი საერთოდ არ იყო.

ჩემთვის მოვიკუნტე რკინის ლოგინზე და მთელი ღამე ძილღვიძილში მყოფს ჩვილი ბავშვის ტირილი ჩამესმოდა.

*

საგიჟეთის ცივი კედლები გახდა იმ კოშმარულ დღეებში ჩემი მასპინძელი .

იცით, მე კიდევ ჯერ ვერ ვაცნობიერებდი თუ რატომ უნდა მოვხვედრილიყავი სასაფლაოზე უფრო უარეს ადგილას , სადაც ადამიანებს თავიანთი ხელებით სიცოცხლის ხალისი ჰქონდათ დასამარებული. თუმცა შემეფერებოდა...

მე მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა რა ცხოვრებისეულ გაკვეთილს გავდიოდი. გიჟების პერანგს მაცმევდნენ და ფსიქოტროპულ წამლების სმას მაიძულებდნენ,, რომლებსაც ძირითადად ენის ქვეშ ვმალავდი რათა,მერე ჩუმად გადამეყარა.

დილაობით მოწყალებას იღებდნენ და ეზოში გვასეირნებდნენ ხოლმე.

 იმ დღეებში პირველად ამეხილა თვალი ავადმყოფების მდგომარეობაზე ,რომლებიც საბავშო ბაღის ბავშვებივით იქცეოდნენ.

 ქვიშაში მჯდომები ქვიშის სახლებს აგებდნენ ,მაგრამ როდესაც ეშლებოდათ ამაზე თმებს იწეწავდნენ ამავდროულად ტიროდნენ კიდეც, იქვე ხის ძირში ერთი თმაგაბურძგნული ქალი თოჯინით თამაშობდა, მასთან მისვლა ვარჩიე.

- თქვენია ? - თოჯინაზე ვეკითხები

- კი, კი ჩემია, ჩუ ,არ გაიღვიძოს, ახლა დავაძინე- შემომიბღვირა.

მივხვდი საუბრის ხასიათზე არ იყო მალევე გავშორდი და ჩემთვის ძელსკამზე ჩამოვჯექი მწარედ ჩაფიქრებული.

ექიმებს შორის ერთი სიმპატიური მამაკაცი შევნიშნე,რომელიც ეზოში ყოფნისას თავისი კაბინეტის ფანჯრიდან მიმზერდა ხოლმე.მე მის ხასიათზე არ ვიყავი და თვალს ვარიდებდი ხოლმე.

მძულდა მამაკაცები, მით უმეტეს ექიმები. ასე გრძელდებოდა თვეების განმავლობაში და ერთხელაც რომ არ მოველოდი ისე, ახალგაზრდა ექიმმა გაბედა და გვერდზე მომიჯდა.

- გამარჯობათ ესტერ-თვალებში არ შემოუხედავს .

-მიცნობთ?- გავიკვირვე

- ცნობა არაა სავალდებულო იმისათვის რომ სახელი გაიგო და ადამიანის სული ამოიცნო- მომიგო სხარტატ.

- ანუ?- დავინტერესდი.

- ვიცი რომ ავად არა ხართ, ისიც კი ვიცი წამლებს რომ არ სვამთ და ამასთანავე ისიც არავინ რომ არ გაკითხავთ.

- არავინ მყავს!- მკვახედ მივუგე

- მშობლები?

- დედა მყავდა და გარდაიცვალა

- სხვა?

- ქმარიც მყავდა ისიც მომიკვდა.

- სამწუხაროა

- რა არის სამწუხარო?

- მეუღლე რომ დაგეღუპათ.

- სულაც არა , ის დიდი ხანის მკვდარი მყოლია, ეს მე გავაცნობიერე მხოლოდ ახლახანს.

გაკვირვებულმა შემომხედა

ორაზროვან პასუხს ვერ ჩასწვდა, საკმაოდ დავაბნიე. სევდიანად გამომხედა, დამემშვიდობა და წავიდა.

მერე ის ყოველ დღე მოდიოდა ჩემს გვერდით ჯდებოდა და სახალისო ამბების მოყოლით მართობდა.

ჩემს შესახებ მეტი აღარაფერი უკითხავს. ალბათ მიხვდა ,რომ ყველაფერს თავისი დრო ქონდა.

არაერთხელ ვეცადე, მომეყოლა ჩემი ტრაგედიის ამბავი, მაგრამ მაინც თავს ვიკავებდი ხოლმე.

მინდოდა ისიც მეთხოვა აქედან დამიხსენი -მეთქი ,მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი.

რაღაც უცნაურს ვგრძნობდი, როდესაც ვხედავდი მასთან შეხვედრა მიხაროდა მე უბედურს მიხაროდა , მაგრამ ამაში საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი.

- თქვენი სახელი?- ერთი თვის თავზე ვეკითხები

-გიორგი მქვია.

გულმა რეჩხი მიყო, გველნაკბენივით წამოვიჭერი

- რა მოხდა? არ მოგეწონა ?- გაუკვირდა მას

- მომეწონა, როგორ არა- მორცხვად მივუგე

მას სახეზე ღიმილი დაეფინა კმაყოფილების ნიშნად და წავიდა.

 

*

რაღაც ხდებოდა ჩემს თავს, რაღაც ისეთი ცხოვრებაში, რომ არ განმიცდია , პირველად დავუწყე სარკეს ძებნა ,რაკი ვერ ვიპოვე ფანჯრის მინაში ჩახედვას დავჯერდი, საიდანაც ჩემი გაბრწყინებული სახე და თვალები ციმციმებდნენ, საკუთარი თავი ვეღარ ვიცანი ,მერე ექიმებს სავარცხელი ვთხოვე და თმების მოწესრიგებაც დავიწყე.

მომდევნო დღეს სამსახურში მოსულ გიორგისაც შევნიშნე ვარცხნილობის შეცვლა.

მაშინათვე დავრწმუნდი ,რომ ერთმანეთის მიმართ ტყუპი გრძნობები გვქონდა. ჩვენ ვუღიმოდით ერთმანეთს შეხვედრისას შორიდან, ახლოდან და გულში უდიდეს სიხარულს განვიცდიდი.

ვინ იყო ეს ადამიანი , ან რა ძალას ფლობდა ასეთს გაუბედურებული ქალი ფეხზე რომ დამაყენა?! უკვე ერთმანეთთან საუბრებიც გვაღელვებდა, ვიბნეოდით , რომ დამინახავდა თავის კაბინეტის ნაცვლად სულ სხვა ოთახში შედიოდა , ხან კალამი უვარდებოდა ხელიდან, ხანაც ფურცლები.

მან ჩემს გამო დამატებითი სამუშაოებიც შეითავსა , დილას ჩემთვის საჭმელი მოჰქონდა, წამლებს ძალით აღარავინ მასმევდა, ყველაფერს აკეთებდა რომ თავი კარგად მეგრძნო.

მიკვირდა ერთი რამ ,ის ჩემი იქ ყოფნის მიზეზს საერთოდ არ კითხულობდა!, საოცრად მომინდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა.

ერთ დღესაც შეჩერება გავუბედე

- გისმენ ესტერ - მიღიმოდა უჩვეულოდ.

- იცი აქ რატომ ვარ?

- რომ მოგიყვანეს უთქვამთ,

 რომ შეიშალე, სხვა არაფერი ვიცი.

- იცი ,მინდა გიამბო ყველაფერი

- დღეს საღამოს მორიგე ვარ შენთან მოვალ და მოგისმენ - მითხრა და წავიდა.

იმ დღეს წუთების , წამების თვლამ გამაწამა.

როგორც იქნა მოვიდა,

მე მას დაუფარავად ვუამბე ყოველივე

 სახეზე ჯერ გაკვირვება ,ბოლოს შეშფოთება დაეტყო.

- რამდენი რამ გადაგიტანია.- დაილაპარაკა თავისთვის

- ექიმებზე , ექიმებზე რა მეტყვი?

- ჯერ ვერაფერს მაგრამ გაირკვევა!- მომიგო მტკიცედ- ყველაფერში დაგეხმარები- თქვა და სწრაფი ნაბიჯებით ოთახიდან გავიდა .

მე კი დამიტოვა უსაშველო სიყვარული, რომელის ცეცხლსაც ვერანაირად ვუმკლავდებოდი.

მას მერე გიორგი აღარ მინახავს, რომ ვიკითხე შვებულება აიღოო მითხრეს.

- რა დროს შვებულებაა- ცრემლები წამსკდა ჩემდაუნებურად.

ის ღამე ფიქრებში და დარდში გავატარე.

-მაგრამ ხომ მოვა, უჩემოდ ვერ გაძლებს- ვარწმუნებდი საკუთარ ეგოს.

- მოვა,მოვა- გამეპასუხებოდა ხოლმე შინაგანი ხმაც.

ერთ დღეს მეორე მისდევდა, მეორეს მესამე, კვირას კვირა და უკვე ვიშლებოდი ჩემი სიყვარული ,რომ აღარ ჩანდა.

- ნუთუ მიმატოვა?ექიმია რაც უნდა იყოს- მის ქცევებზე უსაშველოდ ვეჭვიანობდი.

ხან ცუდად ვფიქრობდი ,ხანაც კარგად და ხმადაბლა ვესაუბრებოდი.

პასუხებს ვამზადებდი მისთვის , რომ მოსულიყო და რაიმე მნიშვნელოვანი ეთქვა, მაშინ მე რა უნდა მეპასუხა.

ვუყვებოდი ყველაფერს და ვგრძნობდი ჩემზე ისიც ფიქრობდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ეს რაღაც საოცარი მენტალურად ამაღლებული კავშირი იყო.

იქნებ ცოლიანია, იქნებ სულაც სულიერ ტრანსფომაციას გადიოდა ადამიანი.იქნებ დრო სჭირდებოდა ჩემს მისაღებად.

ეგოისტი გამოვდიოდი ალბათ .მის მდგომარეობას როცა არ ვითვალისწინებდი

მენატრებოდა ... ვეღარ ვსუნთქავდი, ვერ ვაზროვნებდი, ვეღარ ვჭამდი ვეღარც ვსვამდი

ყველა ექიმი გიორგოს თავით დადიოდა ჩემს თვალში. ყველაფერი დამავიწყა ამ სიყვარულმა..

იმდენად მინდოდა რომ მოსულიყო, ჩემს სიახლოვეს გამჩნდარიყო,ჩამხუტებოდა და უმთავრესი- სიყვარული მოეტანა ჩემთვის.

მაგრამ უსაშველო იყო ეს მოლოდინი. ვიდექი ეზოში , ვუყურებდი საბრალო შეშლილ ადამიანებს და მათ ადგილზე ყოფნა მენატრებოდა.

*

კარგი ქცევისათვის ერთ დილას მთავარმა ექიმმა თავისთან დამიბარა და განმიცხადდა:

- შენებს უთხარი მოგაკითხონ , აქედან უნდა გაგწეროთო.

ელდა მეცა, მართლა რომ გავეწერე გიორგის სადღა უნდა ვენახე.

- არა ,არ მინდა.

- ვიუარე ჯიუტად

- რატომ ?ნეტავ რა სანატრელია აქ დარჩენა ?- მხრები აიჩეჩა ისე ,რომ არაფერი უეჭვია.

- საქმე იმაშია, რომ...

- რაში?

- იმაში რომ მთელი დღე საკუთარ თავს ველაპარაკები.

- ეგ ყველას მოგვდის- გაეღიმა მას,

აღარც ვიცოდი რა მეპასუხა ,ისე გამოვედი მისი კაბინეტიდან.

ეხლა კიდევ ეს მინდოდა, გიორგის უნახავად აქედან წასვლა.ან სად უნდა წავსულიყავი, მე ხომ წასასვლელი აღარსად მქონდა.

მე და დედა რომ ვცხოვრობდით ის ბინა ნაქირავები იყო და კიდევ, რომც მექირავებინა სადმე სამსახურს ვინ დამაწყებინებდა საგიჟეთიდან გამოსულს.

სხვა გზისთვის უნდა მიმემართა, ისევ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც დასაწყიში

თმებს აღარ ვივარცხნიდი , ხან გიჟივით ვიცინოდი , ხანაც მათსავით ვტიროდი, ის კი არადა ქვიშაში თამაშიც დავიწყე.

ღმერთო სადამდე მივედი. გიორგიზე ძალიან ვბრაზობდი , რაიმე მაინც შემოეთვალა ან დაებარებინა ჩემთვის.

მაგრამ არა, ვფიქრობ უნდოდა გაეგო თუ რა დღეში ჩამაგდებდა მისი სიყვარული.

ხან სიტვას ვამზადებდი მის გასალანძღავად, ხან ვალაგებდი მღელვარე ფიქრებს სასიყვარულო ფრაზების შესადგენად.

მაგრამ უშედეგოდ,

როდესაც უკვე ხელი ჩავიქნიე და არსაიდან არაფრის იმედი აღარ მქონდა ,სწორედ მაშინ დაბრუნდა სამსახურში.

თავდაპირველად თვალი ამარიდა, ალბათ იცოდა ჩემთან მართალი არ იყო, მაგრამ მან ვერ გათვალა მთავარი ,რომ წყენა წამებში დავივიწყე ისევ ისე გამიბრწყინდა სახე მისი დანახვისას, როგორც ადრე და ვიგრძენი უჩვეულო რამ, ავივსე დიდი სიხარულით,ისეთი შეგრძნებით თითქოს ახლიდან გამოვცოცხლდი.

დღის ბოლომდე მარიდებდა გიორგი თვალს , მაგრამ უკვე ვეღარ მოვითბინე და მას კაბინეტთან დავხვდი.

- რა მოგივიდა გიორგი?- ჩავეძიე

- არაფერი , შვებულებიდან დავბრუნდი

-ვერ გავიგე?

- შვებულებიდან...

- ეგ ვიცი რატომ წახვედი ისეთ დროს , როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი?

-რა თქვი?- შენ მე ?- გაღიმებულმა მკერდზე დაირტყა ხელი.

- ნუთუ არ იცი? მეტს აღარ გეტყვი- ზურგი შევაბრუნე და ოთახისკენ გამოვიქეცი.დამედევნა გაბადრული სახით, მაგრამ ყველა ჩვენ გვიყურებდა და ვერ შემაჩერა.

იმ.ღამეს თვალის მოხუჭვა ვეღარ შევძელი.

*

როლები შევცვალეთ, ახლა ის დამსდევდა და მე პირიქით, ვარიდებდი თავს.

ისეთ გარემოებებს მიქმნიდა, რომ უნდოდა შემთხვევით დავჯახებოდი, ამხელა კაცი ძალიან უცნაურად,პატარა ბიჭივით იქცეოდა. ეს ყველაფერი კი ძალიან მომწონდა... ვიმუხტებოდი ბედნიერებით.

ერთ დღესაც დერეფნის კუთხეში დამიმარტოხელა

- რატომ გამირბიხარ?-მეკითხება , თან თვალს თვალში მიყრის.

- არ გაგირბივარ- ვპასუხობ ლაკონურად

-იცი რატომ დავიკარგე?

- რატომ?

- ვიფიქრე ქმარი ცოცხალი ჰყოლია და იქნებ როდისმე შერიგება მოინდომონ მეთქი

- არასოდეს, ქმარი არ მიყვარს!- მივუგე ალალად.

და არის კიდევ რაღაც

- რა?

- მინდა ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდე,, ცოლი არასდროს მყოლია, მაგრამ ქალი მყავს .

- ეგ როგორ?

- ეგრედწოდებული საყვარელი

- მერე?- ამას უკვე არ მოველოდი.

მასთან დაშორებას ვგეგმავ ,რომ შენთან და საკუთარ თავთან პირნათელი ვიყო.

- როგორ კიდევ არ დაშორდი? მთელი ერთი თვე მოუნდი და ვერ შეძელი?

- ვერა თვითონ არ მიდის ჩემგან,

ვერაფერი შევაგნებინე.

- მაშ , რა უნდა ქნა,ასე ხომ არ გაგრძელდება?

- აუცილებლად დავშორდები!

- გიყვარს?- საკუთარ თავში ეჭვი შემეპარა

- ეს რა კითვაა , არა არ მიყვარს

- მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან - თავი გავისულელე- რაც გინდა ის ქენი.

- მე შენ მიყვარხარ!- თქვა და გულიც თან ამოაყოლა თითქოს.

მე იმ ადგილიდან მოვწყდი და ჩემი ოთახისაკენ გავიქეცი, შესვლისთანავე კარი ჩავიკეტე კიდეც, მაგრამ რატომღაც ის არ დამდევნებია.

თუმცა მარტო ყოფნა მჭირდებოდა...

თითქოს ფსიქოლოგიც იყო, ყოველთვის ზუსტად იცოდა მარტო როდის უნდა დავეტოვევინე.

*

ბოლო დროს საკუთარ თავთან ბრძოლები დამეწყო , გადაწყვეტილება მივიღე: ექიმზე აღარ უნდა მეფიქრა. საკუთარ თავს ვარწმუნებდი ,რომ მატყუარა იყო და კარგს არაფერს დამმართებდა. ამ დარწმუნებით მისდამი სიყვარულს როგორღაც ვახშობდი. ვერც კი ვინატრებდი ისეთ შედეგამდე მიმიყვანა ჩემმა მტიკე დამოკიდებულებამ.

რამდენჯერაც უნდა შევხვედროდით დერეფანში , ეზოში თუ სადმე მსგავს ადილებში იმდენჯერვე უკან ვიხევდი,ხან ვიხევდი , ხანაც გავრბოდი.

ელემენტარულად მისალმებასაც ვარიდებდი თავს.ერთხელ მოვიდა სევდიანი ჩემს ოთახში მიყურა, მიყურა მომესალმა და წავიდა.

გული ჩამწყდა ,ვიგრძენი რომ ტკივილამდე მიყვარდა.. და ეს ,, მაიმუნობა" დროებითი იყო.

რაღა მინდოდა მეტი, ამხელა თავმოყვარე კაცი , რომელსაც თავისი სიტვა ეთქმოდა, გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით და ყველა პატივს სცემდა იმ დღეს ჩემს წინაშე დამნაშავე პატარა ბავშვივით იდგა .

ერთ დღესაც ის მთელი სერიოზულობით მოვიდა და განმიცხადა , რომ იმ ქალთან ურთიერთობა დასრულებული ჰქონდა. ის უკვე წარმოსახვებში ჩემს ცოლად შერთვას მოიაზრებდა.

ერთ დღესაც მან თანამშრომლები შეკრიბა და ყველას განუცხადა : ჩემი რეალური მდგომარეობა და კიდევ ისიც რომ ვუყვარდი და მათი თანდასწრებით ხელის თხოვნის ცერემონია ყვავილებითა და ნიშნობის ბეჭდით გამართა თვალებიდან სიხარულის ცრემლები წამსკდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ის - ის იყო თანხმობა უნდა განმეცხადებინა, დროულად მომაგონდა მთავარი:ქმართან გაყრილი არ ვიყავი და ეს მდგომარეობა ,ტვირთივით მაწვა მხრებზე , დაახლოებით ისე როგორც მე ვიყავი ერთ დროს მისთვის ტვირთი.

საგიჟეთიდან მეორე დღესვე გამწერეს, მაგრამ, საცხოვრებლად გიორგისთან არ გადავსულვარ , ჩემი ღირსება რომ დაეცვა მან ერთ ოთახიანი ბინა მიქირავდა.

ასე უფრო სწორი და ლამაზი იყო.

ერთმანეთს პაემნებზე ვხვდებოდით, დავსეირნობდით , ბედნიერი წუთების თანაზიარნი ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ დრო დადგა რომ ჩემი უსინდისო ქმრისთვის შინ მიმეკითხა, მომეთხოვა განქორწინება, რათა გიორგის მეუღლე გავმხდარიყავი.

რა კარგად ჟრერდა გიორგის მეუღლე.

*

ახალმა წელმაც შემოაბიჯა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ , სასიხარულო არც არაფერი მოუტანია. მართალია საყვარელმა ადამიანმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, მაგრამ ჩემი შვილის გარეშე რა ფასი ჰქონდა საშობაო დღეების დადგომას.

გიორგი უკვე მაჩქარებდა ქორწინებაზე, მაგრამ განქორწინების მოწმობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა. გამოუვალი მდგომარეობა იძულებულს მხდიდა, ყოფილი მეუღლის სახლში მივსულოყავი , განმეცხადებინა მისთვის რომ მასთან აღარაფერი მაკავებდა.

- დაჭკვიანდი?- კარის ზღურბლთან ირონიული ღიმილით შემეგება დედამთილი.

გაოგნებოსაგან ენა ჩამივარდა.

- შემოდი, შემოდი იმედია არაფერს დააშავებ.

- ხუმრობთ?- გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა.

- რა დროს ხუმრობაა , საგიჟეთიდან მოდიხარ სხვა რა უნდა გითხრა?!- დოინჯშემოყრილი მიდგას წინ ქალბატონი დავარი და ირონიული მზერით მათვალიერებს.

- თქვენი შვილი სადაა?- სიტყვა ბანზე ავუგდე.

-ზაზას რატომ ეძებ? შენი ადგილი მის ცხოვრებაში აღარაა.

- რატომ სხვა ჰყავს?- ჩავიძიე რატომღაც

- ეგ შენი საქმე არაა!- იცინის.

- განქორწინება მინდა- მოვითხოვე მკაცრად

- ბიჯოს, რა დიდ გულზე ხარ , ვინმე გაკავებს- ახლა უკვე გადაიხარხარა

მერე გავიდა ოთახში და იქიდან ჩემი ბარგით დაბრუნებულმა ყველაფერი ფეხქვეშ დამიყარა.

- ეს რა არის?

- შენი ძონძები, მე არაფერში მჭირდება.

- საიდან ამხელა სიძულვილი? დაგიშავეთ