სიკვდილის ჰანგები
0 ხმა

მარიამ გაბუნია
მე ვარ მარიამ გაბუნია. 22 წლის ქოუჩი და აკადემიური მრჩეველი თბილისიდან. დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ელსისის საერთაშორსო უნივერსიტეტში, ხოლო ამჟამად ვმუშაობ განათლების ცენტრ LEAF-ში . ბავშვობიდან წერით ვარ დაკავებული - ვწერ რომანებს, დღიურებს, მოთხრობებს, ლექსებსა თუ ფანფიქციებს. ჩემი ერთ-ერთი, ინგლისურ ენაზე დაწერილი, რომანი გამოქვეყნებულია ონლაინ პლატფორმაზე (Apple Books). უზომოდ მიყვარს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა და მიმაჩნია, რომ წერა ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ხოლო ამ ბედნიერების სხვისთვის გაზიარება - უდიდესი საჩუქარი.
ანასტასია კაიშაური ლამაზი, ჭკვიანი და მამაცი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ტრადიციულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. იგი სულით მეამბოხეა, ბევრ საკითხში არ იზიარებს მშობლებისა თუ და-ძმების შეხედულებებს, ილაშქრებს უსამართლობის წინააღმდეგ და უნდა, რომ ყველამ ისეთი მიიღოს როგორიც არის: მტკიცე, ძლიერი და შეუპოვარი.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით დეტექტივია ანასტასიას მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრება აქვს. ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც რაჭაში დასასვენებლად ჩასული სრულიად შემთხვევით პოულობს საზარლად მოკლული მამაკაცის გვამს. იდუმალებით მოცული საქმის გახსნას ანასტასია და მისი პარტნიორი ერთად ცდილობენ. სამწუხაროდ, გამოძიებასთან ერთად საკუთარი სიცოცხლის დაცვაზე ზრუნვაც უწევთ, რადგან ცივსისხლიანი მკვლელი თავისუფალია, გაბოროტებული და შემაძრწუნებლად საშიში.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური