ნაბიჯები
0 ხმა

მარი ნატროშვილი
მე ვარ მარი ნატროშვილი. დავიბადე ქალაქ კასპში და აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა. ვსწავლობდი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე. შემდეგ კი პროფესიულ კოლეჯ “ოკაროსში” - საკონდიტროს ფაკულტეტზე. ხელოვნება ბავშვობიდანვე მიყვარდა. მუსიკა და ცეკვა ჩემი კომფოტის ზონა იყო. წერა მოზარდობის ასაკში დავიწყე და არ შემიწყვიტავს. მიყვარს, როცა ძველსა და ახალ ნაწერებს ვკითხულობ და მათ შორის ძალიან დიდ განსხვავებას ვპოულობ. 2013 წელს ჟურნალმა სარკემ ჩემი ერთ-ერთი რომანი “ სასიამოვნო საფრთხე” გამომიქვეყნა. განარჩენ ნამუშევრებს ჩემს მკითხველს 4love.ge-ზე ვაცნობდი. კონკურსში მონაწილეობის მიღების ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ წელს როგორღაც გავრისკე. შედეგების მიუხედავად, ჩემთვის ეს სასიამოვნო თავგადასავალი და გამოცდილება იქნება.
მარი და გიორგი უკვე 11 წელია მეგობრობენ. ერთმანეთი მათთვის ძვირფას ადგილას, ქართული ცეკვების გაკვეთილებზე გაიცნეს. მას შემდეგ, მარი შეყვარებულია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, გრძნობას საკმარისზე დიდი ხანია მალავს. ერთ დღეს, გადაწყვეტს, ყველაფერი, რაც გიორგის გაცნობის შემდეგ მოხდა, ფურცლებზე გადაიტანოს. დაიწყებს წერას და მკითხველს დაწვრილებით გვიყვება თავის ძვირფას წარსულზე, თავის სიყვარულზე ცეკვასა და გიორგის მიმართ. პარალელურად კი, წამყოში რაღაცები იწყებენ შეცვლას.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური