ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ყორანთა ორდენი

0 ხმა

მამია თეთვაძე

ბიოგრაფია

მამია თეთვაძე. 27 წლის.


მე ვარ მამია თეთვაძე - სოციოლოგი, მარკეტერი, მონაცემთა ანალიტიკოსი, გაგიკვირდებათ და მწერალიც.

პატარა ასაკიდანვე მიყვარდა წიგნების კითხვა. ის საინტერესო და უცნაური სამყაროები, რომლებიც მასში იყო აღწერილი. მაგრამ რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო დიდი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მეუფლებოდა. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ თავადვე მინდოდა რაღაც ახალი შემექმნა, ის რაც მთლიანად ჩემი იქნებოდა.  დროთა განმავლობაში სხვადასხვა პატარა ჩანახატი თუ მოთხრობა დავწერე. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ შემექმნა ჩემი ლიტერატურული სამყარო. სამყარო, რომელიც გააერთიანებდა უამრავ პერსონაჟს, საიდუმლოსა და ინტრიგას.

ჩემი აზრით ფენტეზის ჟანრი არ არის უბრალო ზღაპრები და მწვანე უცხოპლანეტელები, ის ბევრად მეტია. ის პორტალია სხვა სამყაროებში, რომლებიც ბევრ საოცრებასა და საიდუმლოს იტევენ.

ჩემი ნაწარმოებები ჯერ არსად გამოქვეყნებულა, მაგრამ ვიმედოვნებ რომ, ეს ყველაფერი მალე შეიცვლება. მადლობელი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო თქვენი ფანტასტიკური, ლიტერატურული მოგზაურობის ნაწილი.

სინოპსისი

როდესაც რამდენიმე ქვეყნის ოქროს ხანა ერთმანეთს დაემთხვა, თითოეული მმართველი დიდ საჭადრაკო დაფას მიუჯდა. ინტრიგებისა და პოლიტიკური დრამებისგან მალულად კი ყორანთა ორდენი აღორძინდა, რომელმაც თამაშის წესები შეცვალა.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური