ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კიდევ ერთი დასასრული

0 ხმა

ლუკა ცხადაია 2

ბიოგრაფია

მე ვარ ლუკა ცხადაია, 30 წლის. ვცხოვრობ ქალაქ ფოთში. ბავშობიდან გატაცებული ვარ ფანტასტიკით. ნებისმიერი ნაწარმოები, ამ ჟანრში ჩემთვის ძალიან ფამილიარულია. იქნება ეს კინო, წიგნი, ვიდეო თამაში და ასე შემდეგ. ციფრულ სამყაროში ამ ჟანრის სიუხვემ თავიდანვე იქონია გავლენა იმაზე, თუ რა განხრით უნდა ,,მეწერა“. ამ დროისათვის არ გამაჩნია გამოქვეყნებული ნაწარმოები, თუმცა ახლო მომავალში ვიმედოვნებ ეს ყველაფერი შეიცვლება. ვიღაცებისთვის შესაძლოა მთავარია არსებობდეს რაღაც ,,წასაკითხი“ და მნიშვნელობა არ ქონდეს მის მიღმა რა იმალება. მე კი ვთვლი, რომ მთავარი თუნდაც რომანში, მისი კითხვის დროს უნებლიე ვიზუალიზაციაა, რაც საბოლოოდ ნებისმიერ ადამიანში, ახალი ემოციებისაკენ მიმავალ გზას ხსნის.

სინოპსისი

,,კიდევ ერთი დასასრული“...ამ რომანში გადმოცემულია იმ პარალელურ სამყაროს ისტორია, სადაც დასასრული მოულოდნელად დაატყდა თავს ყველას და ყველაფერს ჩვენს პლანეტაზე. ყველასათვის ერთი ჩვეულებრივი დღე იქცა კოშმარად, ღამის სიზმრებიდან. თუმცა ეს დასასრული არ ყოფილა ხმაურითა და სისხლით გაჯერებული. მან ძალიან ჩუმად შემოაღწია ყველას გონებაში და არავის, მთელს პლანეტაზე, არ დაუტოვა სიცოცხლე. თუ საიდან მოვიდა ის, ამაზე მსჯელობა მხოლოდ, კაცობრიობის მცირე ნაწილმა შეძლო. დანარჩენებმა კი მასზე გაფიქრებაც ვერ მოახერხეს, ისე დალიეს სული და სამყაროს სიჩუმეს შეუერთდნენ.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური