კიდევ ერთი დასასრული
კიდევ ერთი დასასრული
კიდევ ერთი დასასრული
სანიმ უღიმღამოდ მიადო ბარათი ტურნიკეტს. მცირედი წრიპინა ხმა გაისმა, მექანიზმის საწყის მდგომარეობაში დაბრუნების შემდგომ. ზამთრის დღის ნათებამ თვალი მოუჭრა. ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე მდგომარეობაში იყო, როდესაც პარკინგზე თავისი ავტომანქანა მოძებნა. ჯიბეში რამდენიმე წამი იქექა, გასაღებს მიაგნო. ძრავის ავადმყოფური ხმა სხვა ავტომობილებზე აირეკლა და არემარე გამოაფხიზლა. დანჯღრეული კუპე ზანტად დაიძრა გასასვლელისკენ. მომცრო შენობაში, ტელევიზორის წინ მჯდომ მოხუცს ხელი დაუქნია. შლაგბაუმი გაიღო. მანქანა აუჩქარებლად გაუყვა მთავარ ქუჩას. უყვარდა ეს სიცარიელე და სიჩუმე, ღამის ცვლის შემდგომ, დილას რომ ახლდა. სახლამდე ორი გზა მიდიოდა. გადაწყვიტა უფრო გრძელით წასულიყო. მაჯის საათს დახედა, ელექტრონული ციფერბლატი 09:09 აჩვენებდა. პირველი შემხვედრი ავტომობილი გამოჩნდა. სანიმ გარკვევით დაინახა გოგონა საჭესთან, რომელიც გამალებით ეკამათებოდა გვერდით მჯდომ ახალგაზრდა მამაკაცს. ,,ნეტავ რაზე კამათობენ“- გაიფიქრა და მუხრუჭის სატერფულს ბოლომდე ჩააჭირა ფეხი. მოასწრო რეაგირება შუქნიშნის წითელზე. საფეხმავლო გადასასვლელის, ზუსტად ხაზზე შეჩერდა. ,,კიდევ კარგი არავინაა...“ მწვანე ფერმა ერთ ავტომობილიანი მოძრაობა დაძრა. მზის სხივები ხარბად შეესიენ მომცრო ღრუბლებს. სინათლის სხვადასხვა თბილმა ელფერმა სანის თვალები მოაჭუტინა. ვერცხლისფერმა კუპემ, ხიდზე ნელა ასვლა დაიწყო. სანი ცალი ხელით ავტომობილს მართავდა, მეორეთი სანივთეში სათვალეს დაუწყო ძებნა. იპოვნა. თვალები დაწყნარდნენ. ჰორიზონტს გახედა. მშვიდი, კიდევ ერთი არაფრით გამორჩეული დღე იწყებდა თავის არსებობას, სანი ასე ,,გრძნობდა“ ყოველ შემთხვევაში. დაღმასვლისას ქალაქის მეორე ნაწილიც გამოჩნდა. სანიმ სიგარეტს მოუკიდა და მძიმედ ჩაისუნთქა ნიკოტინის მარაგი.
ფიქრებში გართული მალევე მივიდა საკუთარ ბინასთან. თითქმის გაუაზრებლად გაიარა სადარბაზომდე გზა. ლიფტმა გაასწრო. გადაწყვიტა იმ დღეს ბოლოჯერ დაღლილიყო და მეოთხე სართულისკენ კიბეებს მძიმედ აუყვა.
-სანი?
-დილამშვიდობის, სხვას ელოდი ვინმეს?
-ნუ, შესაძლოა... -ჩაიცინა შუა ხნის, თავწაკრულმა ქალმა და შვილს ჩაეხუტა.
-კარგი ჰო, ომიდან კი არ მოვსულვარ. ჩაილაპარაკა და თასმას დაწვდა.
-სან უკეთესი ადგილი უნდა მოძებნო, ვერ ხედავ, როგორ გფიტავს ეს უაზრო ღამის ტეხვები?
-აუცილებლად დედა, ოღონდ ჯერ გამოვიძინებ. ორივეს გაეღიმათ.
-სამზარეულოში 15 წუთში!
-არის!
საშხაპედან გამოსულს უკვე ძილი ერეოდა, მაგრამ მშიერიც ვერ იძინებდა ნორმალურად. სამზარეულოში უამრავი სუნთა გამა არეულიყო ერთმანეთში. ბიჭს დეჟავუს გრძნობა გაუჩნდა, თუმცა უმალვე მიავიწყდა.
-ძალიან ხომ არ გადაიღალე, დილის საუზმისთვის?
-დაჯექი და ჭამე ნორმალურად! ამ ბოლო დროს შენი წონა არ მომწონს! გეუბნები მოძებნე სხვა ადგილი. თვალებს უკვირდები ხოლმე ?
-თვალებს? ვერ მივხვდი! - სანი დაიბნა.
-ღამის გატეხვის შემდგომ, შენს თვალებს დააკვირდი. რა დღეში გაქვს.
-კარგი რა დედა, ნუ იგონებ. არა, ეგ ტირამისუ მერე რა... რომ გავიღვიძებ.
-კარგი ხო. საღამოსთვის რამე გეგმები გაქვს?
-შეიძლება ევა ვნახო. არვიცი.
-გუშინ ველაპარაკე. ამ დღეებში ამოვიდეს, რა ხანია არ გვიჭორავია.
-აჰამ...ვეტყვი.
-მე ნახევარ საათში გავალ და მალევე დავბრუნდები. ბაფთები და ათასი რამ მაქვს საყიდელი. სანიმ არაფერი უპასუხა. ისედაც განიცდიდა დედის ავადმყოფობას, რის გამოც ამ უკანასკნელს სახლიდან უწევდა წვეულების კაბების კერვა. ხმაამოუღებლად ჭამდა. გონებაში წინა ღამით ნანახი ვიდეო ამოუტივტივდა, სადაც ფილოსოფოსი და ფსიქონავტი ტერენს მაკენა ყვებოდა, სხვადასხვა ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენების დოზებზე. ერთი რამ განსაკუთრებით ნათლად დაამახსოვრდა ამ ნაამბობიდან. ეს ეხებოდა დიმეთილტრიპტამინის (DMT) გამოყენების შემდგომ ჰალუცინაციებს. როგორც ტერენსი ამტკიცებდა ამ ნივთიერებას შეეძლო სხვა, პარალელურ სამყაროებში გონით გადაყვანა და იქ არსებულ არსებებთან ვერბალური ინტერაქციაც კი. ,,რა სიგიჟეა“- გაიფიქრა და სადილობას მორჩა. თავის ოთახში საწოლზე მოთავსდა. რამდენიმე აზრმა გაუელვა. პირველი მის საცოლეს ეხებოდა. გადაწყვიტა საღამოს სადმე გასვლა დაეგეგმა, თუმცა რადგან ტელეფონზე არანაირი შეტყობინება არ იყო მოსული შესაბამისად ევას ეძინა. საათი 10:10 ანახებდა. მეორე აზრის განსახორციელებლად, ერთ-ერთი მესენჯერი გახსნა, საიდუმლო დიალოგი შექმნა და მიკის მიწერა, შეიძლებოდა თუ არა DMT_ის სადმე ყიდვა. სანამ პასუხს ელოდა, გაუაზრებლად სიზმრების მკაცრ სამყაროში ჩაიკარგა. უამრავი უაზრობა ესიზმრა (როგორც შემდგომ გაიხსენა). ბოლო სიზმარი კი განსაკუთრებით დეტალებში დაამახსოვრდება. თითქოს ,,ზომბი აპოკალიფსი” დაიწყო და ევასთან ერთად ხიდზე იმყოფებოდა. ტყვიამფრქვევით ორმხრივ ნაკადს ზომბებისას უსწორდებოდნენ. ბოლოს ევა ერთ-ერთმა საკმაოდ ნაცნობ სახიანმა ზომბმა დაკბინა. თუმცა ვერ გაიხსენა ეს ვისი სახე იყო. შემდეგ ორივენი ხიდიდან გადახტდნენ. წყლიდან გამოსვლისას, ევა უკვე თავს შეუძლოდ გრძნობდა. სანიმ გადაწყვიტა რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. შუბლზე აკოცა და ტყვია თავში დაახალა, ყოველგვარი სინანულის გარეშე. შემდეგ იარაღი საკუთარ საფეთქელთან მიიტანა. ამ დროს მის მოპირდაპირედ, ძალიან შორს, რაღაც წარმოუდენლად აკაშკაშდა. ჰორიზონტი ორად გაიპო. შემდეგ სურათი ერთმანეთს შეერწყა და სანი არსაიდან წამოსულმა ძლიერი ქარის ნაკადმა წააბორძიკა. უზარმაზარი სოკოსებრი, ცეცხლოვანი წარმონაქმნი შორს, გარემოს მოედო და სიძლიერის ამპლიტუდამ ირგვლივ დრო შეაყოვნა. ამასთანავე ხმა გაისმა საკმაოდ ღრმა, შემაშფოთებელი. ირგვლივ მიწა აზანზარდა, ვიბრაციამ სანის ყურის ბარაბნებამდე მიაღწია. იგი მუხლებზე დაეცა. სიკაშკაშე ჩაწყნარდა. სანიმ თვალები ჰორიზონტს მიაპყრო. ბირთვული სოკოს თავს დასასრული არ უჩანდა, თითქოს კოსმოსშიც აჭრილიყო. დაინახა მეორე ნაპირზე ცეცხლოვანმა ტალღამ როგორ გაადნო და შთანთქა შენობები, ტყე, შემდეგ ნელნელა მდინარე ააორთქლა და მოუახლოვდა. სანიმ სანახაობას თვალი ვერ მოსწყვიტა მანამ სანამ, ცეცხლოვან ტალღასთან წამიერი შეხება არ იგრძნო და მოლეკულებად არ დაიშალა.
თვალები გაახილა. ნაცნობმა გარემომ, აჩქარებული გულის ცემა ნელნელა დაუმშვიდა. წამოდგა და თავზე ხელი გადაისვა. ,,ესქატალოგიური აღტაცების გამოცდა სიზმარში, ჯანდაბა...იმედია ჭკუიდან არ შევიშლები“. წამოდგა წელში გაიმართა და კედლის საათზე, ჯერ კიდევ ბურუსით მოცული თვალებიდან ციფრების გარჩევა დაიწყო. საათის პატარა ისარი 5 ზე, დიდი კი 15 ს გადაცდენოდა, დაახლოებით 17 წუთს ანახებდა. ,, ანუ 17:17 იქნება ელექტრონულ ციფერბლატზე, ამ დილის მერე მსგავს რიცხვებს ვხედავ ხოლმე. რაღაც...“ კარზე კაკუნი გაისმა:
- სან გაიღვიძე? თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა დედამისმა.
-კი...გამოვალ მალე...
-კარგი, უბრალოდ შენი წამოდგომის ხმა გავიგე და...
-გამოვალ, დამაცადე. დედას არაფერი უთქვამს. სანი კიდევ რამდენიმე წუთი იდგა ოთახის შუაში. შემდეგ ჟალუზებისკენ გაიწია. მოღრუბლული ამინდის ნაცრისფერმა ელფერმა მოიცვა ოთახის დიდი ნაწილი. ,,შეიძლება გაწვიმდეს კიდეც“. ჩაცმას შეუდგა. მისაღებში გადაინაცვლა, სიზმრის ემოციებიდან ჯერაც არ გამოსულიყო. დივანზე მოთავსდა. ელი სამზარეულოდან გამოვიდა და თავზე აკოცა. სანი უემოციოდ შეხვდა კოცნას. ახლაღა დახედა ტელეფონს. ევას მოეწერა 6 საათის წინ. კარგ გამოძინების დღეს უსურვებდა, სიცილის სმაილებთან ერთად. სანის არ უპასუხნია. შემდეგ დაკრიპტული შეტყობინება ნახა. ,,კი შეიძლება, ოღონდ დღესვე ვერ. თუ გამოხვალ საღამოს მკვლელი სთრეინი შემიძლია შემოგთავაზო, ჩვეულ ფასში“. სანიმ დავფიქრდებიო მიწერა და ევას ნომერი მოძებნა.
-ჰეი, ძილისგუდა მომენატრე...
-მეც ძალიან, რას შვები?
-ვემზადებით, ნორმას დაბადების დღისთვის, ახლა ოთახს ვაწყობთ...
-აჰამ...მე...-ენა დაება.
-დაგავიწყდა ხო? წუხელ ხომ მოგწერე, ალბათ გათიშული იყავი სამსახურში და გული გადააყოლე.
-ხომ, არც გამხსენებია მაპატიე...
-არაუშავს. ხომ გამოხვალ 8 ისთვის? თუ რამე გეგმები გაქვს?
-არამგონია ევა, რაღაც ვერ ვარ. ძაან დავიღალე წუხელ. საშინელი ღამე მქონდა.
-კარგი საყვარელო არაუშავს, თუ მოხვალ გაგვახარებ ხომ იცი? თანაც მამაჩემს შენი დათრობის სურვილი აქვს, უკვე კარგა ხანია და...
-აჰაჰ, კარგი. არ ვიცი, ვერ შეგპირდები მოკლედ. დიდი ალბათობით სახლში დავრჩები.
-კარგი წავედი სან, უნდა მივეხმარო, მომწერე რომ მოხვალ აზრზე- ევამ უკანასკნელ სიტყვებს სიცილი დააყოლა.
-მიდი, გაკოცე.-მეც გაისმა ტელეფონში. ელი სამზარეულოდან გამოვიდა კითხვის ნიშნიანი გამომეტყველებით და შვილს მიაჩერდა. როდესაც ყურადღება ვერ მიიქცია მშვიდად დაიწყო:
- სად არ გინდა წასვლა?
-ევას დას დაბადების დღე აქვს. არ მაქვს ახლა მომავალი სიძის როლის მორგების თავი.-უღიმღამოდ ჩაილაპარაკა.
-რატომ? ფული არ გაქვს? გინდა მე მოგცემ? თუ რამე სხვა მოხდა?
-არა, რა ფული არ მაქვს?-წამოიწია სანი, თითქოს შერცხვაო-უბრალოდ დაღლილი ვარ.
-სხვა არაფერი? დარწმუნებული ხარ?
-კი 100%. თვალი აარიდა დედას.
-კარგი. გაგიმზადო რამე ჯერ?
-არა გმადლობ, ცოტა მოგვიანებით.
-ხომ მართლა დენი იყო. მოგიკითხა, ონკანი შემიკეთა.
-კარგი ამ დღეებში ვესტუმრები. ელი საკუთარ ოთახში შევიდა, კაბის კერვა განაგრძო.
სანიმ დიდხანს სქროლა რამდენიმე სოციალური ქსელი. ერთ უცნაურ პოსტსაც გადააწყდა სახელწოდებით: ,, ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი უკვე აქ არის“ გადავიდა კიდეც ლინკზე, მაგრამ გვერდი დაბლოკილი აღმოჩნდა. მალევე მიივიწყა პოსტი და ტელევიზორის წინ მოთავსდა. დაახლოებოთ ერთ საათში კარზე ზარის ხმა გაისმა. სანიმ თვალები გაახილა ჩასძინებოდა, დედამის პლედი მოეხურა ზედ. ელის ფეხის ხმა გაიგონა, კარისაკენ რომ მიემართებოდა და წამოდგომა არ იჩქარა.
-მისი აღმატებულება ლეონიდასი!
-ელი როგორ ხართ? მხიარული ხმა გაისმა გარედან.
-არამიშავს ჩემო ბიჭო, შენ როგორ ხარ? შენები როგორ არიან? შემოდი რას დგახარ?!
-არაუშავთ, გმადლობთ. სანი სახლშია?
-კი...სან...
-ხოო, არ შემოუშვა დედა. იუმორმა გამოიღვიძა სანში.
ოთახში მაღალი, მოცურავის აღნაგობის ბიჭი შემოვიდა ქერა თმით და ალაგ-ალაგ ღია წვერით.
-რას შვები მძინარე მზეთუნახავო? ხელი გაუწოდა. მუჭის პირები ერთმანეთს შეხვდნენ.
-აუ არვიცი ელ, ვცდილობ გამოვიძინო მაგრამ ვინ გაცდის. პლედიდან გვერდზე დამჯდარ სტუმარს ფეხი გაჰკრა.
-კარგი, კარგი როდემდე უნდა გეძინოს. გნახე დღეს რომ მოხვედი, ზომბივით მოძრაობდი.
-ჰომ... შენ რას შვებოდი?
-მოკლედ სერიოზული ფართია დღეს, იცი შენ სადაც. ბილეთებიც მაქვს. ქურთუკის ჯიბიდან სამი მომცრო ქაღალდი ამოაცურა, ერთი შეხედვით მათზე არაფერი იყო დატანებული მაგრამ კლუბში სადაც ლეონიდას წასვლა სურდა, შესასვლელში ფურცელს იისფერი სკანერით ამოწმებდნენ. თეთრ სიცარიელზე მაშინვე ჩნდებოდა სხვადასხვა მონაცემები. ამ ფურცელს ცვლიდი ჰოლოგრამიან, ერთჯერად სამაჯურში. სამაჯურშივე ტვირთავდი შენს საბანკო მონაცემებს, ტელეფონის აპლიკაციიდან სპეციალური ,,ტერმინალის“ დახმარებით. ,,ტერმინალი“ მომცრო, იზოლირებულ ოთახს წარმოადგენდა, სადაც ახალგაზრდა გოგონები QR კოდებს გასცემდნენ და ამასთანავე ტელეფონებს სპეციალურ საკნებში ინახავდნენ. აღსანიშნავია რომ მომხმარებელი მხოლოდ მათ თვალებს ხედავდა. სწორედ ასე მოეწონა რამდენიმე წლის წინ, სანის ,,ტერმინალში“ მომუშავე გოგონას თვალები და ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ევას ავტობუსის გაჩერებაზეც გადააწყდა. თავიდან იფიქრა ალბათ თვალები შემეშალაო, თუმცა შემდეგში გაირკვა რომ ევა მართლაც მუშაობდა მაშინ ზემოთაღნიშნულ პოზიციაზე. მოკლედ ,,ტერმინალის“ ეტაპის გავლის შემდგომ, შენ ხვდებოდი რამდენიმე საათიან მუსიკალურ, ჰალოცინუგენურ ნივთიერებათა სამყაროში, თუკი ბალანსზე ფული გქონდა რათქმაუნდა და არა მხოლოდ შესასვლელი ბილეთი.
-მე პას, არ მაქვს მაგის თავი...
-მოიცა რა, ჯერ თან ადრეა. ღამის ორიდანაა შესვლა.
-ხოო? კარგი ივენთი იქნება. მაგრამ არა რა...
-ნუ ბუზღუნებ. ლარის დავურეკე სახლშია. ავიდეთ, ცოტა მოვითელოთ და სამივე წავალთ იქედან.
-ლარი მოდის ანუ?
-მთლად ეგრეც არ უთქვამს, მაგრამ ხო ხვდები რა, ლარია.
-ხომ, არ წამოვა ეგ. დიდი ალბათობით.
-წამოვიყვან... ბოლოს მაინც დამნებდება. ელ-მა ჩაიცინა. სანისაც გაეღიმა, კარგ ხასიათზე იყო. ზოგადად ლეონიდასთან ვერ მოიწყენდი, მაგრამ სანის მკაცრად ქონდა გადაწყვეტილი ივენთზე არ წასვლა. უნდოდა ეთქვა ტყუილად ჩემი იმედი არ გქონდესო, მაგრამ ელიმ ამ დროს ტირამისუ შემოუტანა თავის შვილსა და სტუმარს. ამიტომ აზრი სიტყვებად ვერ განხორციელდა.
-ელი დიდი მადლობა, ძაან გემრიელია, მოკლედ სან ამას შევჭამთ და ლარისთან მივდივართ, ზედმეტი გაპრანჭვების გარეშე. ელ_მა პატარა კოვზი ტირამისუში ჩაარჭო.
-ლარისთან გავიდეთ ხომ...
-აბა დაღლილი ვარო და არსად გავალო? დოინჯი შემოჰკრა ქალმა.
-ლარისთან ცოტა გულს გადავაყოლებ დედა!
ლარის ბინა 39 სართულზე მდებარეობდა. მთელს სანაპიროს გადაჰყურებდა. ერთ მხარეს პორტის ნაწილი მოსჩანდა, დაუმთავრებელი კანტეინერების ნაკადით უზრუნველყოფილი. მეორე მხარეს კი, დიდი ლოდებისგან შეკერილი პლაჟი მდებარეობდა. ლოდები შემაკავებელ ფუნქციას ასრულებდნენ, შტორმის დროს. თუმცა სტატისტიკურად, ძირითადად საზაფხულო სეზონზე, ოკეანის და რუჯის მოყვარულთა 1-2 პროცენტი დამსვენებლებისა აქ ამთავრებდა სიცოცხლეს, თანაც უნებურად. აქაურებისთვის ეს პლაჟი დიდ ინტერეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ქალაქის გამგეობა აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ ქალაქს მხოლოდ საპორტო სახელი არ ჰქონოდა ტურისტებისთის და მკვლელ ქვის მონუმენტებსაც საკმაო სიხშირით არეკლამებდნენ სხვადასხვა პლატფორმებზე. რათქმაუნდა დადებთი კუთხით. დაახლოებით 8 საათისთვის ლარიმ კარზე კაკუნი გაიგონა. მძიმედ დაუყვა პატარა კორიდორს. რამდენიმე საკეტი გადასწია და მეგობრები შინ შემოუშვა ისე რომ წარბით განხორციელებული მისალმების გარდა, დიდი აქტიურობა არ გამოუვლენია და ისევ საწყის სავარძელში ჩაბრუნდა.
-აბა რას აფუჭებ? - სანი გვერდით მოთავსდა. ლარიმ მეორე ჯოისტიკი უბრალოდ მიაწოდა. უხმოდ ჩაერთვნენ თამაშში. ამასობაში ლეონიდასი გამალებით ეძებდა სამზარეულოში ჭიქებს, რათა თავისი ნაყიდი, რომელიღაც იაფასიანი ვისკი დაელიათ.
-ჰე მორჩით ამ ბავშობას, მოდით რა დავლიოთ. შენ კიდევ ამ ჭიქებს სად მალავ რა...ვიპოვნე.
-დაიცა, მოვრჩებით უცებ...
-ფუ შენი...-ლარიმ ჯოისტიკი მოისროლა და ელის მიწოდებული ვისკი გადაჰკრა. -აზრზე ხარ ამით ვცხოვრობ, ფულს ამით ვაკეთებ და ამას თითქმის ვერასდროს ვუგებ.
-შამანია ეგ , ოღონდ გამოუძინებელი.
-გითხარი სხვა სასმელი ვიყიდოთქო, ნახე რა გემო აქვს!
-თან რო არ იმჩნევს გამარჯვებას, ნახე რა.
-კარგი რა სან, თუ რამე კიდევ დავამატოთ, ოღონდ ამჯერად შენ აარჩევ. მოკლედ ამაღამ მაგარ თემაში ვართ.
სანიმ ლარის გახედა. ლარი მიხვდა გამოხედვის პათოსს და ,,მე არა“ ხმამაღლა თქვა.
-აჰამ, ხო გეუბნებოდი.
-ორივეს დაგკერავთ!
-აჰაჰაჰაა...
-რას იტყვით პირველ ორბიტალურ ბილბორდზე? უმაქნისებო.
-დაიცა, ეგ არ გადაიდო?
-არა რა გადაიდო. ხვალ დილით მორჩებიან, სავარაუდოდ და საღამოს ცაზე უზარმაზარი, რომელიმე სწრაფი კვების რეკლამა გვექნება. ეჰ არადა ,,თავისუფალი ცის“ პეტიციის რა იმედი მქონდა.
-იცი რა არ მესმის? ასეთი განვითარებული ტიპი ხარ, რაღაც სულელური, არაფრის მომცემი, ჰაერში გამოკიდული პეტიციის გჯერა. რეალურად დაფიქრდი. არანაირი ბერკეტი არ აქვს მაგ შენ ხელმოწერებს, ისეთი კომპანიის წინააღმდეგ როგორიც VSI_ია.
-კორპორაციის...-შეასწორა სანიმ.
-მითუმეტეს!-გამარჯვებულის პოზიცია მოირგო ლეონიდასმა.
-მართალი ხარ...-ჩაიბურტყუა ლარიმ- თუმცა ბრძოლის როგორც ერთ-ერთ მეთოდად გამოყენება ღირდა. არადა ეს ხომ პრეცედენტია და შემდგომ წარმოიდგინეთ...გადაჭედილი ცა, იდეაში ცა აღარც იქნება.
-ნუ მთლად ეგრეც არამგონია, მზის სინათლე თუ დაფარეს მაშინ, თვითონაც დაერხევათ.
-არა, რა სინათლე დაფარეს? ეს პირველი პროტოტიპია ჩათვალე, მაგიტომაც არის ასეთი მოუხერხებელი და მონოლითური, თორემ ჩემი აზრით, შემდგომ ისეთ დონემდე დახვეწენ რომ დღისით დაკეცილ მდგომარეობაში ამყოფონ და საღამოს გაშალონ როგორც გემი შლის და კეცავს აფრებს... ჯანდაბა ვერ ვიტან მაგ კორპორაციას...
-აჰამ, ჯერ მარტო მაგათი ხელოვნური ინტელექტის ისტორია რა ამაზრზენია...
-ნიკოლი ჰოომ...ჩემი აზრით ერთერთი უმაგრესი პროექტი იყო, ნუ რომ არა მისი ექსპერიმენტები. მართალია გარდაცვლილ ადამიანებზე, მაგრამ იდეაში ცოცხლები იყვნენ ანუ გონება არსებობდა, ორიგინალი არ იყო მაგრამ მაინც... მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია...ააა ხომ ამას დაუმატე სიმულაციური გარემო, მაინც მიუღებელია რა.
-მართალი ხარ. უბრალოდ როგორც ასეთი ნიკოლის პროტოკოლებით ბევრი სფერო წინ წავწიეთ დედამიწაზე...
-კი უდიდესი გარღვევა იყო. ჩვენი ქალაქის პორტიც ხომ მის რომელიღაც შეზღუდულ მოდელს იყენებს?
-კი. არ მისცე მაქსიმალური ძალაუფლება ხელოვნურ ინტელექტს და ეგაა რა. შევქმენით საბოლოოდ და მივედით ამ დასკვნამდე! იმედია ,,ლისან ალ გაიბის“ ისტორიულ გზას არ აირჩევს ჩვენი ცივილიზაცია...
-ძალიან სერიოზულ თემებზე ხო არ ვმსჯელობთ, თანაც ძალიან სერიოზულად?
-აჰამ...
ოთახში რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოწვა.
-კატანა ჩამომივიდა! გუშინ! უფრო ზუსტად წუხელ 10 ისთვის. ელ_მა მეორეე წრეზე დასხმა დაიწყო.
-ხოო? მერე რას გვიმალავ? მალე, მალე...
-ძაან გიკ სასტავი ხართ და ძაან ნერვებს მიშლით ზოგჯერ. ლეონიდას არ ჰქონდა წინადადება დამთავრებული, როდესაც ლარიმ თავისი კატანა სავარძლის უკნიდან გამოაძვრინა. სანის მიაწოდა და მეორე ჭიქაც სიხარულით გადაჰკრა. სანიმ ფრთხილად გამოართვა. ელმა უღიმღამოდ შეათვალიერა.
-გიკ სასტავი რა შუაშია, ნეოლითის მკვიდრო. კატანის ისტორიის აზრზე არ ხარ, ზოგადად, მაგიტომაც ურევ რამდენიმე საუკუნოვან კულტურებს ერთმანეთში და საბოლოოდ ციფრული სამყაროს გარდა ვერაფერზე საუბრობ...
-ძაან მაგარი ნამუშევარია...-სანიმ ფრთხილად გახსნა. კატანის ბასრი პირი აელვარდა.
-ხოომ, მოკლედ რომელიღაც იმპერატორს ეკუთვნოდა...-აგდებულად ჩაილაპარაკა მფლობელმა.
-აჰამ კიი და ალბათ მაგ კატანით დრაკონიც კი არის მოკლული... დამცინავად წარმოთქვა ელმა.
-როგორი ზედაპირული წარმოდგენა გაქვს აზიურ კულტურაზე. თითქოს განაწყენებული წაროთქვა ლარიმ მესამე ჭიქა დაცალა და დააყოლა - წადი შენი. ლეონიდასს ჩაეცინა და სრული სერიოზულობით ფასი იკითხა.
-ჩემი საკუთრებაა გუშინ დღიდან, შესაბამისად მაქვს უფლება ფასი არ გავამხილო. სერიოზულადვე უპასუხა ლარიმ და ახლა უკვე სამივეს სიცილი აუტყდათ.
დაახლოებით ორი საათი გავიდა. ჯერ ელმა ამოიტანა ვისკი, შემდეგ სანიმ, მესამეზე ისევ ლეონიდასი ჩავიდა და ჯერაც არ დაბრუნებულიყო. ლარი და სანი აივანზე მოთავსებულიყვნენ და ალკოჰოლით გაბრუებულები შესცქეროდნენ კონტეინერებით დატვირთული გემის დაცლის პროცესს. სანის ტელეფონმა დაურეკა:
-ხო დედა, რას შვები? ხელი შუბლზე მოისვა, თითქოს არ უნდოდა დედას მთრალი ჰგონებოდა.
-არაფერს უბრალოდ მოგიკითხე, გვიან მოხვალ?
-ზუსტად არვიცი, მაგრამ მაინც არ დამელოდო.
-კარგი საყვარელო, დავიძინებ მე. ჭკვიანად.
-ძილინების. სანიმ ტელეფონი ჯიბეში ჩააცურა, ამ დროს შეტყობინების ხმა გაიგონა თუმცა ყურადღება არ მიაქცია. ,,სავარაუდოდ ევა მწერს“. საზურგეს მიაწვა და ლარის მოწოდებულ სიგარეტს გაუკიდა. მოდუნება სცადა.
-როგორ არის დედაშენი? ფსიქოლოგიურად ხომ უმკლავდება?
-კი...
-ძლიერი ქალია.
-აჰამ... -სანი გონებაში აქტიურად ეძებდა თემას შესაცვლელად- არ მიდიხარ ამაღამ?
-არა მეზარება. დილით რაღაც პროექტი მაქვს დასამთავრებელი თან... იქედან მოსულზე კი ვხვდები რომ არაფრის გამკეთებელი არ ვარ.
-ეგ ხომ. მეზარება ამ ბოლო დროს ყველაფერი საერთოდ.
-დეპრესია სან, სტრესი, რუტინა. როგორ გინდა, ამ ციფრულ რეალობაში იარსებო და დეპრესია არ გტანჯავდეს?
-თუ ბიუთი ბლოგერი არ ხარ? რათქმაუნდა. მხიარულად გააგრძელა სანიმ იდეა.
-ოოო ეგ ცალკე სახეობაა უკვე...წარმოიდგინე მილიონობით წლის შემდეგ, ჩვენი ცივილიზაცია გახდა პლანეტარული. შემდეგ როგორც ხდება კოლონიასთან ომი, ბიოსფეროს განადგურება და პლანეტა ხდება უსიცოცხლო. რომელიღაც გადარჩენილი კოლონიალური პლანეტიდან, ექსპედიცია ჩამოდის ცივილიზაციის აკვან პლანეტაზე, ანუ დედამიწაზე. ხოდა უამრავი წელი ქექავენ. ქექავენ, სხვადასხვა ინფორმაციებს და აწყდებიან ასეთ რამეს... არსებობდა ინდივიდები, რომლებიც თავის მაკიაჟის გაკეთების პროცედურას ყოველდღიურად დებდნენ ქსელში. თუმცა ეგ რაა... წარმოიდგინე რომ მივლენ ასეთ დასკვნამდე: არსბეობდნენ ადამიანები, თანაც კარგა მოზრდილი რაოდენობა ადამიანების, ვისაც ეს კონტენტი ერთგვარად ,,უსწორებდა“. სანი უკვე სიცილს ვერ იკავებდა, თუმცა ლარიმ ხელით ანიშნა ჯერ არ დამიმთავრებიაო. - და კიდევ, თავიანთ კოსმო დასკვნებში უწერიათ არსებობდნენ, ასევე იერარქიულად უფრო დაბალი რანგის ადამიანებიც, ვინც უყურებდა ამ ბლოგერზე, სხვა ბლოგერის რეაქციას და ამით ირთობდა თავს. ჯანდაბა კომპლექსურად არასწორ სამყაროში ვცხოვრობთ აშკარად.
-ააჰაჰაჰაჰაჰაჰა და კიდევ შეიძლება რეაქციაზე რეაქცია და ამ ყველაფრის მაყურებელი.
-უშრეტი სამყაროები, რომლებიც ერთმანეთში მჭიდროდ არიან გადახლართულნი.
-კუჭი მეტკინა კაი გაჩერდი. სანიმ ძლივს ამოისუნთქა. ლარიმ ახლაღა ,,გადაახურდავა“ თავისი ნათქვამი და ნელნელა ემზადებოდა სიცილის დასაწყებად.
-ჰა რა გამოვტოვე, ნაგვებო ? მძიმედ გამოვიდა ლეონიდასი აივანზე და პაკეტიდან ორი ბოთლი ამოიღო. სანის დიდად არ ესიამოვნა მეორე ბოთლი, მხოლოდ ერთი ჰქონდა გეგმაში.
ლარიმ ძლივს მოითქვა სული და ახალ მოსულს უპასუხა:- მომენტი როცა აქ უნდა ყოფილიყავი! მოდი მე ჩამოვასხამ, სმა მიდის ბოლომდე დღეს!
საათი ტელეფონში 01:01 ს ანახებდა, როცა სანიმ ევას ტკბილი ძილი უსურვა. წვეულების გამოტოვების გამო მოუბოდიშა. ღამის პლაჟს უცქერდა. ტალღები ფრთხილად ეხეთქებოდნენ ლოდებს. ოკეანიდან ცივი ქარი ქროდა. ბოლო ბოთლიდან არ დაულევია, თუმცა თავს მყარად ვერ გრძნობდა. აზრები ჩნდებოდნენ და იკარგებოდნენ. არაფრის კეთების სურვილმა გაიმარჯვა. მთელი ღამე დაჯდებოდა ახლა სანაპიროზე და მთვარის მოძრაობას დააკვირდებოდა. პორტს გადაღმა შავი ღრუბლები ისევ იკრეფდნენ ძალას. ,,შეიძლება ტერბში თოვს კიდეც“. ოთახიდან სანიზე საკმაოდ მთვრალი მდგომარეობის ხმები გამოდიოდა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი სერიოზულად მსჯელობდა, იმაზე თუ რამდენად შეიძლებოდა სადღაც სამყაროში არსებულიყო პლანეტა, რომელზეც ევოლუციამ ტირანოზავრთა რასას გაამარჯვებინა, გონიერ არსებებთა შორის, საბოლოო სარბიელზე. შემდეგ როგორ ააშენეს მათ კოსმოსური ხომალდები და გახდნენ პლანეტარული რასა. აღსანიშნავია რომ ლარი და ლეონიდასი ერთ რამეზე ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა განვითარებოდათ ტირანოზავრებს წინა მომცრო კიდურები რომ კოსმოსური ინჟინერია აეთვისებინათ.
-ჰეი სან, უთხარი ამ ყეყეჩს რომ ცდება! რას ბოდავ, ვერ ხარ?
სანიმ მხოლოდ ეს გაიგონა. შემდეგ მიაჩერდა რომელიღაც ამწე კრანს, რომელიც ტრიუმს ტვირთავდა. ამწეს კონსტრუქცია ერთიდაიგივე მოძრაობას მრავალჯერ აკეთებდა, ერთიდაიმავე სიზუსტით. სანი ამ მომენტში აღტაცებული იყო იმ ადამიანით ვინც მექანიზმს მართავდა, ფიქრობდა რომ ეს ადამიანი საკუთარი შრომით არსებობდა. არავის არ აწუხებდა, საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო. სანიმ მისი ცხოვრების წარმოდგენაც სცადა. ქარმა დაუბერა და გამოაფხიზლა. აშკარად მთვრალი იყო. იმაზე მეტად ვიდრე იაზრებდა. ბოლოს შიგნით შესვლა გადაწყვიტა.
-ჰეი ელ, არ მიდიხარ ივენთზე?
-მე მივდივარ, თქვენ როგორც ვატყობ არა, თან ეხა დარწმუნების თავიც არ მაქვს. რო დავიღალო იქ გავითიშები, მიხვდებით რასაც ვამბობ. ბურდღუნებდა ლეონიდასი და არა ფხიზელი გამოხედვით ცდილობდა მოსაუბრეებთან თვალებით კონტაქტი დაეჭირა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. აქეთ-იქით ირწეოდა.
-მოკლედ მე ფეხით გავუყვები სახლისკენ. გამოგიძახო ტაქსი? იქ წახვალ თუ ჩემთან ერთად? მიგიყვან სახლში თუ გინდა.
-დაიცა ჩაგაცილებთ, ქვემოთ ერთ გამოსამშვიდობებელ ღერსაც მოვწევ თქვენთან. ჩაერთო ლარი და ის აშკარად, სხვებზე უფრო ფხიზელი იყო.
-არა, არა, რა სახლი? მე მივდივარ უეჭველი. თქვენ კი ტრაკებო, მაგარ თემას აცილებთ, ხვალ რომ მოგიყვებით ტირილით მომისმენთ.
-კარგი, კარგი... სანი წამოდგა ქურთუკს დაუწყო ძებნა. ლარიმ ტაქსი გამოუძახა ელს, როცა ეს უკანასკნელი ვიღაცებს ესაუბრებოდა ზედმეტ ბილეთებზე და ივენთზე, თანაც როგორც ჩანს ეს ვიღაცები მალევე დაიყოლია უპრობლემოდ. ქვემოთ ჩავიდნენ. ტაქსი ჯერ კიდევ არ ჩანდა. სიგარეტს მოუკიდეს.
-ძაან არ გაჰყვე ეხა ამაღამ...
-ხომ იცი, მანდ როგორ ვერთობი? შემდეგში მეხვეწებოდეთ იქნება... რამე ივენთის ბილეთები იჩალიჩეო და მე გეტყვით ,,nooooooo”.
-უკვე გიჟივითაა. ამას კიდევ მძიმე ტეხნო უნდა?
-ან რომელიმე ფსიქოდელიკი?
-მოკეტეთ! ისე შევალ ამაღამ იქ, როგორც მეომარი ღმერთი ვალჰალაში!
-ჰეე ოდინ შენი ტაქსი. სიცილით მიუთითა სანიმ.
-მოვისვენებთ ყველა- ლარიმ მანქანის კარი გააღო.
-მშვიდობით ახალგაზრდებო, ვალაჰალაში მივდივარ, ხო მართლა სანი მაგარი ცუდი ტიპი ხარ. არ გამისწორე დღეს!!! შენ კი მტარვალო ფსიქონავტო, ძაან მაზავ ხომ იცი? საბოლოოდ მოთავსდა მანქანაში ლეონიდასი. ლარიმ სასწრაფოდ მიხურა კარი. მანქანა დაიძრა და ფანჯარამ ჩამოწევა დაიწყო: - ხო მართლა, არ დაგვიმთავრებია პატარა ფეხებიან, განვითრებულ დინოზავრებზე საუბარი!!! ლარიმ და სანიმ ხელის ქნევით გააცილეს მთვრალი მეგობარი.
-დაერხა ტაქსისტს! - თქვა ლარიმ სიგარეტი გადააგდო, მეორე ამოიღო და გაუკიდა.
-ახლა არ მოწიე???
-ჯოინთია. უბრალოდ მასთან ერთად არ მინდოდა მოწევა. ისედაც კარგად იყო.
-აჰამ, მეც არ მინდა მშვენივრად ვარ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
-ხოოო, ეგ შენ გგონია რომ მშვენივრად ხარ, შენს ცხოვრებას შეხედე გვერდიდან, ყველა ფრონტზე წაგებული გაქვს ომი. სირული სამუშაო, არანაირი პერსპექტივა, არადა გონება გიჭრის, მაგრამ მაინც აქ ჩარჩი... ამ არაფრის მომცემ ქალაქში. სადაც ერთი კლუბია, არა ვაღიარებ ერთი მაგრამ საკაიფო. იმ ერთ კლუბს ჩვენი საერთო მეგობარი ამაღამ დედასუტირებს.
-ღმერთივით ვალჰალაში...საკაიფო შედარება იყო-სანიმ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, ლარის მიერ ნათქვამ უპერსპექტივობაზე ჩაფიქრდა.
-კაი რა... რაგნარიოკის დროს მაინც მოკლავდნენ, ისე სახელი კი უწყობს ხელს ,,ლეონიდას“. ლარის სიცილი აუტყდა. ჯოინთი ნახევრამდე იყო როდესაც სანის გაუწოდა.
-არ მინდა! წავედი გვიანია.
-ყველაფერი კარგად იქნება...ალბათ... გამომართვი დაიძინებ ნორმალურად სახლში. სანი ამ სიტყვებმა თითქოს დაატყვევა. ჯოინთი გამოართვა და სადარბაზოსკენ მიმავალ ლარის თვალი გააყოლა. ლარიმ თითქოს მზერა იგრძნო შემოტრიალდა: -დაიკიდე რა, ნუ დარდობ! და კარში შევიდა. სანიმ ირგვლივ მიმოიხედა, ერთი, არაფრისმომცემი ნაფაზი დაარტყა, დანარჩენი ჩააქრო და სიგარეტის კოლოფში ჩადო. კაპიშონი მოიხურა, გზა გადაჭრა და სახლისაკენ გზას გაუდგა. ქუჩაში არავინ შეხვედრია. სადღაც ახლოს სირენები გუგუნებდნენ. ბოლო გადასასვლელს მიადგა ქუჩას გახედა, მხოლოდ შუქნიშნის გადართვის ხმა გაიგონა. მაინც ფრთხილად გადავიდა თეთრ ხაზებზე. მისი სადარბაზოს კარი გამოჩნდა. სირენების ხმამ პარალელურ ქუჩაზე ჩაიქროლა. უკვე აშკარად რამდენიმე კერა ისმოდა ქალაქში. ,,რა ჯანდაბა ხდება? ალბათ რამე იწვის და ბევრი სახანძროა“- კმაყოფილი დარჩა მოფიქრებული სიუჟეტით და ამ ყველაფერში დასარწმუნებლად ქუჩის შუაში გავიდა. შეეცადა მომდევნო გზაჯვარედინზე რამე დაენახა, ან ჰორიზონტს გასწვდენოდა თვალით. თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა. კვამლის ნატამალიც არსად იყო. ,,ალბათ ქალაქის მეორე მხარესაა, ეს წყეული ექო... რას გაიგებ...“
-ჰეი, სან! - გაისმა სახლის მხრიდან.
-რომელი ხარ? - სანიმ თვალები მოჭუტა, თუმცა ამაოდ, ლამპიონების სინათლეები სრულებით არ იყვნენ მსგავსი და თანაც საკმარისი, დღის სინათლისა, ასეთ მანძილზე სახე რომ გაერჩია, თანაც ამ ყველაფერს ერთვოდა ალკოჰოლური „არასტაბილურობა“.
-მიკი...ჰეი მეგობარო, აუ სასმლის სუნით ყარხარ...არადა გელოდი როდის მომწერდი.
-ხო მიკი, რაღა