ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნიკოლი

0 ხმა

ლუკა ცხადაია

ბიოგრაფია

მე ვარ ლუკა ცხადაია, 30 წლის. ვცხოვრობ ქალაქ ფოთში. ბავშობიდან გატაცებული ვარ ფანტასტიკით. ნებისმიერი ნაწარმოები, ამ ჟანრში ჩემთვის ძალიან ფამილიარულია. იქნება ეს კინო, წიგნი, ვიდეო თამაში და ასე შემდეგ. ციფრულ სამყაროში ამ ჟანრის სიუხვემ თავიდანვე იქონია გავლენა იმაზე, თუ რა განხრით უნდა ,,მეწერა“. ამ დროისათვის არ გამაჩნია გამოქვეყნებული ნაწარმოები, თუმცა ახლო მომავალში ვიმედოვნებ ეს ყველაფერი შეიცვლება. ვიღაცებისთვის შესაძლოა მთავარია არსებობდეს რაღაც ,,წასაკითხი“ და მნიშვნელობა არ ქონდეს მის მიღმა რა იმალება. მე კი ვთვლი, რომ მთავარი თუნდაც რომანში, მისი კითხვის დროს უნებლიე ვიზუალიზაციაა, რაც საბოლოოდ ნებისმიერ ადამიანში, ახალი ემოციებისაკენ მიმავალ გზას ხსნის.

სინოპსისი

 ,,ნიკოლი“ ასე ჰქვია ნაწარმოებს, სადაც თავდაპირველი მოქმედება ხდება გაურკვევლობით გაჯერებულ სამყაროში, რომლის საზღვრებს მაღალტექნოლოგიური კოსმოსური სადგურის კედლები წარმოადგენს. გაუგებრობით გამოწვეულ ემოციურ ფონს, პერსონაჟები ცდილობენ თავი გაართვან მივიწყებული პროფესიული უნარ-ჩვევებით. თუმცა ყველაფერი ასეთი მარტივი არაა...

სად გადის ზღვარი რეალობასა და წარმოსახვით შენიღბულ სამყაროს შორის? რას წარმოადგენს აღქმადი მატერიალური სამყარო? როგორ შეიძლება გაირჩეს მოგონება ზმანებისაგან? რამდენად რეალურია ზოგადად არსებობა? იქნებ სამყარო რამდენიმე წამის წინ შექმნილი ჰოლოგრამაა, უამრავი ინფორმაციული კავშირებით გენერირებული ? სწორედ მსგავსი საკითხების გარკვევა უწევთ, პერსონაჟებს გამოფხიზლებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდგომი არსებობა კი, საკუთარი გენეტიკური კოდის შენარჩუნებისათვის ბრძოლას წააგავს. მათი რეალობა საკმაოდ ღრმა, ერთმანეთში არეული დროითი შეფერხებებია, მჭიდროდ დაკავშირებული ფრაქტალური ურთიერთობებით. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი იმაზე მეტად ჩახლართული განზომილებათა ნაზავია, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური