ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

განაჩენი

0 ხმა

ლეილა მეტრეველი

ბიოგრაფია

 

სახელი - ლეილა

გვარი - მეტრეველი

ასაკი - 69 წ.

საცხოვრებელი ადგილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფლავი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფავში, 1954 წელს, წარჩინებით დავამთავრე გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა, ვარ წამყვანი მასწავლებელი. ვმუშაობდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებლის პოზიციაზე და ფლავის საჯარო სკოლაში (ამჟამად ვარ უმუშევარი).

გამოქვეყნებული ნამუშევრები

1990 წლის ოქტომბერში ჩემი მმინიატურები გამოქვეყნდა ჟურნალში - ნიანგი, 1991 წლის აპრილში ამავე ჟურნალში - მინიატურა ,,შიმშილომანია“ და იუმორისტული ნოველა ,,ლუარსაბის სიზმარი“, ხოლო 1993 წლის შემოდგომაზე ამავე ჟურნალში -იუმორისტული ნოველა ,,ჩაშლილი პაემანი“.

2002 წელს ჟურნალში ,,გზა“ გამოქვეყნდა ჩემი ორი იუმორისტული ნოველა - ,,იაპონური შარფი“ და ,,გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“.

2005 წელს ჟურნალ ,,თბილისელების“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა - იუმორისტული ნოველა ,,კურიოზების ხელმწიფე“.


სინოპსისი

ნაწარმოებში ,,განაჩენი“ აღწერილია საქართველოს უახლესი წარსულის (1990-იანი წლები) ის პერიოდი, როდესაც საქართველოში მოთარეშე კრიმინალური ბანდები შეფარვით მოქმედებდნენ, რომანი ეხება ერთი ხანმოკლე სიყვარულის ისტორიას. რომანის მთავარი გმირი (გეგა სარია) ობლობაში გაზრდილი ბიჭია, რომელიც გაჭირვების გამო მოხვდა კრიმინალურ სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოვალეობა ,,შეფის“ ყოველი ბრძანების უსიტყვო შესრულებაა, მაინც ბევრ რამეში უწევს წინააღმდეგობას შეფს და ხშირად საკუთარი გადაწყვეტილებით მოქმედებს, როთაც ბოლომდე ინარჩუნებს საკუთარ მეობას. ერთ-ერთი ასეთი ,,დავალების“ შესრულების დროს გაიცნობს ქალს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება. სიყვარულის გამო, რომელმაც სულ სხვა თვალით დაანახა სამყარო, გეგა სარია მზად არის ყველაფერი დათმოს. მიიღებს გადაწყვეტილებას დატოვოს კრიმინალური ბანდა და გადაწყვეტილებას სისრულეშიც მოიყვანს. ,,შეფი“ ამ ღალატს არ აპატიებს, მისი ბრძანებით ქალს მანქანას დააჯახებენ, რომელიც ადგილზევე დაიღუპება. ამ შემთხვევის შემდეგ გეგა სარიასათვის ცხოვრება აზრს დაკარგავს და ერთადერთ მიზანს შურისძიება წარმოადგენს. ჩანაფიქრს კიდეც მოიყვანს სისრულეში. საქმის გამომძიებლის სიტყვებით რომ ვთქვათ, შურს იძიებს მკვლელზე ისე ,,რომლის მსგავსი შემთხვევა მსოფლიო საგამოძიებო პრაქტიკას არ ახსოვს“. გეგა სარიას სასჯელის დიდი ზომა ელოდება...


მიმდინარე ტური არ არის აქტიური