ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

განაჩენი

განაჩენი

                                    განაჩენი  საკნის პატარა, გისოსებიანი ფანჯრიდან ზამთრისპირის გაფერმკთალებული ცა და საყარაულო კოშკი მოსჩანს. გეგა სარია თითქმის მთელი დღეა სევდიანი თვალებით გასცქერის ფანჯარას და გრძნობს, რომ ის სამყარო , რომელთანაც ზამთრისპირის გაფერმკრთალებული ცის ეს პაწაწინა ნაჭერი აკავშირებს, მისგან შორსაა, ძალიან შორს. იმაზე ფიქრი, რომ ის სამყარო მისთვის აღარ არსებობს, კიდევ უფრო ასევდიანებს და რაღაცნაირი, შეუცნობელი შიშით აკრთობს. საკანი საკმაოდ პატარა და ვიწროა, მიუხედავად ამისა საკანში მის გარდა კიდევ შვიდი კაცია. ორი დღეა რაც გეგა ამ საკნის სრულუფლებიანი წევრი გახდა, მაგრამ ხმის ამოღება უჭირს, ძალიან უჭირს.საკანში შესვლის წინ ბადრაგის უფროსმა გააფრთხილა, რომ მისთვის როგორც ახალბედასთვის, საკნის ,,სტაჟიან“ ბინადართ, შეიძლება უმიზეზოდ შარი მოედოთ და ჩხუბიც აეტეხათ. გეგას მაშინ ბადრაგის უფროსის სიტყვებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, თითქოს მისთვის სულერთი იყო რა მოხდებოდა, თუმცა ცოდოს ვერ იტყვის საკანში ამის მსგავსი არაფერი მომხდარა-პირიქით იგრძნო, რომ ეს ხალხი ერთგვარი თანაგრძნობით და ჩუმი სიბრალულითაც კი შეხვდა. კარგად იცის გეგამ ციხის წესები, იცის, რომ ციხე თავისი დაუწერელი კანონებით ცხოვრობს, იცის, რომ აქ სხვა სამყაროა, სხვა ცხოვრებაა, სხვა წესები მოქმედებს და თუ თავის გადარჩენა გინდა ნებით თუ უნებლიეთ ამ წესებს უნდა დაემორჩილო. ორი დღეა ხმის ამოღებას ცდილობს, უნდა ამ ხალხს დაელაპარაკოს, რაღაცნაირად გული გადაუშალოს, მაგრამ დამძიმებულ და ყინულის უზარმაზარ ლოდად ქცეულ გულს ვერაფერს უხერხებს. -        ეი, ძმაკაც, - გვერდით მიუჯდა გალეული, წვერმოშვებული ახალგაზრდა, - თუ ხმის ამოღება არ გინდა შენი ნებაა, მაგრამ გაფრთხილებ, ასე თავის გატანა გაგიჭირდება. უკვე მესამე სროკზე ვარ და ეს შენზე უკეთესად ვიცი.გეგამ გაკვირვებულმა მოხედა, ,,მესამე სროკი“ ისეთი სიამოვნებით ახსენა წვერმოშვებულმა, თითქოს ამაში შვეიცარიის ალპებში ან მალიორკაზე დასვენებას გულისხმობდა.-        ახლა ერთ საქმეზე ვარ მოსული, გააგრძელა წვერმოშვებულმა, -ნაკოლი მივიღეთ წრიპასთვის ფული გროვდება, იქნებ გქონდეს რამე.ეს ,,წრიპა“ ვიღააო, უნდოდა ეკითხა გეგას, მაგრამ თვითონვე მიხვდა ,,წრიპა“ ვიღაც ‘’ბლატნოი’’, ციხის ,,ავტორიტეტი“ იქნებოდა. შეიძლება ფულის შეგროვება მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იყო და ამით პატიმრებს გეგას მათდამი დამოკიდებულების გარკვევა სურდათ.-        აბა, ვნახოთ თუ რამე დამიტოვეს, - როგორც იქნა შეკრული კრიჭა გახსნა გეგამ და ტანსაცმელზე დაიხედა. ტანზე ისევ ის ძვირფასი ,,ჯორდანის“ ზოლებიანი პიჯაკი და ტყავის ქურთუკი ეცვა, როგორც იმ დაწყევლილ დღეს. ეგ იყო, ჰალსტუხი, ქამარი და საათი აღარ ეკეთა. აღარც ,,ლოიდსის“ ფეხსაცმელებს ჰქონდა ზონრები გაყრილი. გეგას სიმწრით გაეღიმა, მერე საგულდაგულოდ მოიჩხრიკა ჯიბეები, იღბლად, პიჯაკის შიდა ჯიბეში 100 დოლარიანი კუპიურა აღმოაჩინა.-        აი, ძმაო, ამის მეტი არ მაქვს, თუ ვნიმემ მომაკითხა...ვეღარ დაამთავრა, სიტყვები ყელში გაეჩხირა.წვერიანმა ფული გამოართვა.-        ბევრია ძმაკაც, ვინ იცის შენიანების ნახვის უფლებას როდის მოგცემენ, ხურდას მოგიტან, - უთხრა და საკნის კუთხისკენ გაემართა.გეგამ დაინახა, ის ხალხი, წეღან ზოგი გაზეთის კითხვით რომ ირთობდა თავს, ზოგი-კარტის თამაშით, ახლა საკინის კუთხეში მიყუჟულიყვნენ და ხმადაბლა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.წვერმოშვებული მალე დაბრუნდა.-        აი, ხურდა მოგიტანე!ფიქრებში წასულმა გეგამ იგრძნო, როგორ ჩაუცურა იმ გალეულმა ჯიბეშ ხელი, მერე ის ხელი გეგას გაუწოდა:-        ვიცნობდეთ ერთმანეთს, ემზარი ვარ პაპიძე, ისე კი ყურცქვიტას მეძახიან...-        ყურცქვიტას?1 - უნებურად გააწყვეტინა გეგამ.-        ხო, ყურცქვიტას, - უპპასუხა წვერმპშვებულმა და გააგრძელა, - ისე, რომ იცოდე პირველ და მეორე სროკზე ბაჭია ვიყავი, ახლა პროტესტი განვაცხადე, კაცო, ნახევარი სიცოცხლე სროკზე მაქვს გატარებული და რით ვეღარ გავიზარდე - მეთქი, ხო - და ახლა ყურცქვიტა ვარ.გეგამ დაკვირვებით შეათვალიერა პაპიძე და კინაღამ ხმამაღლა გაეცინა - ,,ყურცქვიტა“ რაღაცით მართლა ჩამოჰგავდა კურდღელს - მრგვალი სახე, კურდღელივით დაქაჩული, ოდნავ ელამი თვალები და საკმაოდ გრძელი, დაცქვეტილი ყურები ჰქონდა.-        გეგა გახლავარ სარია, მაგრამ რომელ ცხოველს ვგავარ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვი, - უპასუხა და იგრძნო, როგორ გაუთბა ერთდროულად სხეული და სული.,,ციხეში ცხოვრება არც ისე ძნელი ყოფილა“, - გაიფიქრა და ყურცქვიტას გამოწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება.,,ყურცქვიტამ“, რაკი ერთხელ იშოვა სალაპარაკო, აღარ გაჩერებულა, მოხსნა პირი და გეგას ციხის თითქმის ყველა ,,ზაკონი“ და ,,უსტავი“ გააცნო, მერე რამდენიმე კეთილი ,,სავეტიც“ არ დაიშურა.-        აქ ყველანი ერთი ოჯახი ვართ-, თანამესაკნეებს თვალი მოავლო ,,ყუტცქვიტამ“ და გააგრძელა, - ერთმანეთს ძმებივით ვპატრონობთ, მაგრამ ჩვენ შორის მაინც გარკვეული მანძილი არსებობს და ვცდილობთ ეს მანძილი არასოდეს დავარღვიოთ. თავი მუდამ მშვიდად, ღირსეულად გეჭიროს, ნერვების აყოლით მარტო საკუთარ თავს ავნებ და მეტი არაფერი იქნება. რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკე, სხვებს მოუსმინე და დასკვნები თავად გამოიტანე, თანაც გირჩევ არ ითამაშო ძალიან მაგარი ბიჭის როლი...-        რატომ?! - უნებურად გააწყვეტინა გეგამ.,,ყურცქვიტას“ გაეცინა:-        სადღაც შესცდები, იმიტომ თამაში, თანაც ძალიან მაგარი ბიჭის როლისა, ძალიან ძნელია.სადღაც შესცდები და მთელი ის ჭაპან-წყვეტა რაც მაგარი ბიჭის იმიჯის შესაქმნელად გასწიე, ერთ წამში თავზე ხუხულასავით ჩამოგენგრევა და მთელი ციხის სასაცილო გახდები. გეგა სარიას აღარაფერი უკითხავს.-        ციხე სხვა რამეა ძმაო, - გააგრძელა ,,ყურცქვიტამ“, - ციხე თვითონ, შენგან დამოუკიდებლად გიქმნის როგორც მაგარი, ისე ლაჩარი ბიჭის იმიჯს, ციხე იშვიათად ცდება, თუმცა არც არავის მონად გახდომას გირჩევ.გეგა სარიას გაეცინა:-        არცა მაგარი და არცა მონა, მაშინ სად არის ის რაღაც ზღვარი, - თვითონაც ვერ გააცნობიერა რატომ წარმოსთქვა ეს სიტყვები ლექსივით.,,ყურცქვიტას“ გაკვირვებისგან კიდევ უფრო დაუგრძელდა თვალები.-        რა პოეტივით ლაპარაკობ ძმაო, - მოწონების ნიშნად მხარზე ხელი დაჰკრა გეგას და დაამატა, - ჭკვიან კაცს ოქროს შუალედის მოძებნა არ გაუჭირდება.გეგა სარიამ ღიმილით დაუქნია თავი, ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, დუმილი ისევ ყურცქვიტამ დაარღვია- ახლა პატიმრების ,,ჩავარდნის“ მიზეზები გააცნო გეგას.-        აი, ის კაცი, - წითურმა ახმახზე მიუთითა, - ძაან მაგარი ვინმეა ძმაო, - ვასილ დადეშელია, მაგრამ ,,თაკარას“ ვეძახით, რატომ?! შენ თვითნ გამოიცანი, ნარკოტიკების გასაღებაშია ეჭვმიტანილი.-        ეჭვმიტანილი?!- გაიკვირვა გეგა სარიამ.-        ასე გვქვია ჯერჯერობით, -გაიკრიჭა ყურცქვიტა, - შენ რა ეჭვმიტანილი არა ხარ?გეგა შეკრთა ძლივს შესამჩნევად წამოწითლდა სახეზე.-        შენ? - გაუღიმა „ყურცქვიტა“ს და შეეცადა აღელვება არ შემჩნეოდა.-        მეე?- გაიმეორა ,,ყურცქვიტამ“ და გააგრძელა, -მე ფაქტზე დამაკავეს ძმაო, მაგრამ მაინც ეჭვმიტანილი მქვია.-        ფაქტზე? - ინსტიქტურად იკითხა გეგამ და იგრძნო როგორ შეუფართხალდა გული.-        ხო ფაქტზე.-         რატომ, კაცო? - კვლავ იკითხა გეგამ.-        სიდედრი ვბეგვე, კარგა გემოიანად.გეგამ ყურებს არ დაუჯერა - ვერ მიხვდა ხუმრობდა თუ მართალს ამბობდა ემზარ პაპიძე.-        სიდედი ბეგვე, რა დაგიშავა ისეთი?!-        ღირსი იყო, - უპასუხა პაპიძემ და გააგრძელა, - კაცო, ოთხი წელი სროკზე ვიყავი, რის ვაი-ვაგლახით გავთავისუფლდი ციხიდან. მივედი ეს ცოლ-შვილს მონატრებული კაცი სახლში და ვატყობ ძმაო, არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. იმ ჩემ კნეინასაც ეტყობა, არც მას მოეფინა გულზე დიდად ჩემი სვაბოდა , მაგრამ შიშით ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. მარტო ბავშვებს უხარიათ და რას უხარიათ, გოგო და ბიჭი მყავს, რვა და ხუთი წლისანი, მეხვევიან, მკოცნიან და არიან ერთ ამბავში. ვხედავ, კაცო ხან ბიჭს უჩქმიტავს ჩუმად ის ჩემი სულაძაღლებული სიდედრი, ხან გოგოს, - ესე იგი, ძალიან ნუ გიხარიათ ნაციხარი მამათქვენის დანახვაო. ვითმენ კაცო, მაგრამ ვაი ამ მოთმენას, ლამისაა გული გამისკდეს. ბოლოს როგორც იქნა დაღამდა, მოვიდა ძილის დრო, თვალები მელულება, ერთ სული მაქვს ადამიანურად, სუფთა ლოგინში როდის დავიძინებ, თანაც კაცი ხარ და მიმიხვდები…გეგას გაეღიმა.-        მერე კაცო? -მერე, ერთი ხმელი ტახტი უდგიათ დერეფანში, იმ ტახტზე არ დამიგეს ერთი გაფშეკილი და ლავაშივით თხელი ლეიბი? აქ დაიძინეო, თალიკო ალექსანდროვნა, ვეუბნები, მაგაზე ათჯერ უკეთესი ლოგინი ზონაზე მქონდა - მეთქი, და რა მიპასუხა იცი?!- მერედა ვინ შეგეხვეწა, რა მოგარბრნინებდა, დატეულიყავი იმ ზონაში, ჩვენც დასვენებულები ვიქნებოდით და შენცაო. ვაი, შენ ემზარასა მეთქი, მომაწვა ყელში სისხლი, რამისაა ბოღმით და სიბრაზით დავიხჩო, მაგრამ ესეც მოვითმინე, მერე ჩემი კნეინაც რომ იმ ოთახში შევიდა დასაძინებლად, სადაც აძაღლებულ დედამისს და ბავშვებს უნდა დაეძინათ, ამევსო მოთმინების ფიალა, დავავლე პატივცემულ თალიკო ალექსანდროვას ხელი და ბალკონიდან პირდაპირ ეზოში გადავიძახე...-        მოკვდა?- თვალები გაუფართოვდა გეგას-         არა იმას რა მოჰკლავს, კარჩეტით დატენილი დათვის ჟაკანიც კი ვერ მოერევა- გაიკრიჭა ,,ყურცქვიტა“ და გააგრძელა - ხელი მოსტყდა და ტვინის შერყევა მიიღო.-        მერე?-        მერე დამიჭირეს,- უკვირს ემზარ პაპიძეს, თითქოს სხვაგვარად უნდა მოქცეულიყვნენ.გეგას გაეღიმა, ოდნავ გამოუკეთდა ხასიათი.-        შენ გეტყობა უბრალო რამეზე არ იქნები დაჭერილი, - ახლა გეგას ბრალდებით დაინტერესდა პაპიძე. გეგა შეკრთა, იგრძნო როგორ შეუფართხალდა გული, რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ აღარ დასცალდა.-        ყურცქვიტა კაცო, რომ დაიქოქე მოშლილი პატეფონივით, ლაპარაკის პარაშოკი ხომ არ დაგალევინეს ამ დილით - დაუძახა საკნის მეორე მხრიდან თაკარამ, პური მაინც არ მოგშივდა, ნუ მოკალი ეგ კაცი მშიერი. გეგამ იქით გაიხედა და დაინახა ნარზე ვახშამი გაეწყთ ბიჭებს.-        წავედით, -მხარზე იდაყვი გაჰკრა“ ყურცქვიტამ“. გეგა სარიამ მხოლოდ ახლა იგრძნო შიმშილი, მაგრამ მაინც იუარა: არა, არა უჩემოთ მიირთვით.- აბა რას ამბობ ძმაკაც, - სერიოზულად უთხრა ყურცქვიტამ, შენ რომ პერედაჩი მოგივა რას იზავ, მარტო დაიწყებ ჭამას?! ხომ გითხარი აქ ძმები ვართ. გეგას დიდი თავპატიჟი აღარ დაუწყია.პატიმრებმა მიიწ-მოიწიეს და გეგა შუაში ჩაისვეს, გეგამ იგრძნო, როგორ დაუნისლა ცრემლმა თვალები.... ვახშმის შემდეგ ისევ თავის ნარზე მიეგდო და ფანჯარას გახედა - დაღამებულიყო. გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი, ზამთრისპირის გაფერმკრთალებული ცის ის პაწაწინა ნაჭერიც აღარსად ჩანდა. გულს გამოუთქმელი სევდა შემოაწვა ,,შენ გეტყობა უბრალო საქმეზე არ იქნები დაჭერილი“ გაახსენდა „ყურცქვიტას“ ნათქვამი და იგრძნო გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით, როგორ შეუფართხალდა გული, სცადა დამშვიდებულიყო, აწეწილი ფიქრები დაელაგებინა, - არაფერი გამოვიდა. ,,არა მაინც როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?“ - გაიფიქრა და ისევ შეუფართხალდა გული. ყველაფერი კი არც ისე უბრალოდ დაიწყო...  თავი მეორე  გეგა სარია გაკვირვებული შეჰყურებდა ,,შეფს“-ავთო ავაზნელი ასეთი არასოდეს ენახა. შეშფოთებული ჩანდა, თუმცა ცდილობდა ეს არაფრით შემჩნეოდა და ჯიუტად იმეორებდა ერთსა და იმავეს: - არა არ მჯერა, მომკალი და ვერ დავიჯერებ. - ადამიანის სიკვდილში დაეჭვება შეიძლება?- ღიმილით იკითხა გეგამ და სანახევროდ მოწეული სიგარეტო საფერფლეში ჩაჩყლიტა, - მაინც რა არ გჯერა, რა გეჩვენება დაუჯერებლად? -  მისმინე, - დაიწყო ისევ ავთო ავაზნელამ, და მოსაუბრეს თვალი თვალში გაუყარა,- შენ მშვენივრად იცნობდი იმ კაცს, ეხლა მითხარი, ეგ იმის გამკეთებელი იყო, რომ აქ მოულოდნელად მიეტოვებინა კრემლის საათივით აწყობილი საქმე და რუსეთში გადახვეწილიყო?! - მაგრამ ფაქტი ჯიუტია, - ის კაცი წავიდა რუსეთში.-დავუშვათ, კი არა, ის კაცი მართლა წავიდა რუსეთში,- კვლავ ჯიუტად გაიმეორა ავაზნელამა, მერე რა ხდება? იქ სულ რაღაც ერთ წელიწადში გაურკვეველ ვითარებაში იღუპება. მისი სიკვდილის შესახებ კი არც ოფიციალურად და არაოფიციალურად, - აქ ავთო ავაზნელმა ხმას დაუწია, - არაფერი გავრცელებულა, განა დაუჯერებლად არ გეჩვენება? -        მოიცა, მოიცა...გეგა სარიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მოსაუბრემ არ აცალა:-ვიცი, რაც უნდა სთქვა, ჩამოასვენეს სამშობლოში, მის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო, მაგრამ დაფიქრებულხარ ვინ იწვა კუბოში, ან საერთოდ თუ იწვა ვინმე?1- მერე, რა საჭირო იყო ასეთი მასკარადის მოწყობა, თუ ეს ყველაფერი მოწყობილი იყო?! - რა საჭიორო იყო? - იქედნური ღიმილით გაიმეორა ავთო ავაზნელმა, - ასეთი გულუბრყვილო თუ იყავი სიმართლე გითხრა, არ მეგონა, ხომ არ დაგავიწყდა ვინ იყო დათა ყანჩელი?!           გეგამ მშვენივრად იცის ვინ იყო დათა ყანჩელი, იგივე ,,ყანჩა“, ერთ დროს ავთანდილ ავაზნელის განუყრელი მეგობარი და ,,თანამშრომელი“. წლების წინ ორივემ ერთად უზარმაზარი კრიმინალური იმპერია შექმნეს და რომ იტყვიან მთელი საქართველოს ნახევარს აკონტროლებდნენ. დათა ყანჩელმა უწოდა მათ ,,ბიზნესში“ ახლა ფეხშედგმულ მეგობარს ,,ავაზა“. შემდეგ მათი გზები გაიყარა და ორივემ ცალ-ცალკე გააგრძელეს ,,მოღვაწეობა“. მერე ყველასთვის მოულოდნელად ,,ყანჩამ“ ყველაფერი მიატოვა და რუსეთში გადაიხვეწა. ,,ავაზამ“ კი სამორინე ,,პოლი“ დააარსა და აღნიშნულ ოფიციალურ დაწესებულებას ამოფარებულმა გააგრძელა თავისი შავბნელი საქმიანობა. ეს ყველაფერი იცის გეგამ, მაგრამ იმას კი ვერ ხვდება - რა საჭირო იყო დღეს ერთი წლის წინ დაღუპული კაცის გახსენება და კიდევ უფრო მეეტი, მის სიკვდილში დაეჭვება.           ,,ავაზა“ თითქოს მიუხვდა.-        გახსოვს, როგორ ჩაიგდო ყველაფრის სადავეები მათმა ჯგუფმა? სიგარეტზე და ბენზინზე კონტროლი ხომ გამოგვაცალეს და გამოგვაცალეს ხელიდან, ამასაც არ დასჯერდნენ, ყველაფრის დაპატრონება მოინდომეს, მერე მათი ჯგუფის ორი წევრი დააპატიმრეს...-        მართალია, მაგრამ ისინი ხომ სულ სხვა საქმეზე ჩავციცდნენ? - გააწყვეტინა გეგამ.-        გეთანხმები, - დაემოწმა ,,ავაზა“, - მერე ,ყანჩამ დრო იხელთა და რუსეთს შეაფარა თავი, სადაც სულ რაღაც ერთ წელიწადში დაიღუპა, მისი სიკვდილი დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება.-        უფრო მაღლა არ სცადე?! - იკითხა გეგამ.-        ვცადე, ,,ბარონთან“ მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ...,,კომუნიკაცია“, - კინაღამ ხმამაღლა გაეცინა გგეგას, მაგრამ დროზე შეძლო თავის შეკავება.-        მერე?-        არაფერი იცის, შეიძლება იცის კიდეც, მაგრამ არ უნდა გამჟღავნება.-        კი, მაგრამ, -რაღაცის თქმა დააპირა გეგამ, მაგრამ ,,ავაზამ“ არ დააცალა:-        პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს იმას, რომ მათი ჯგუფი დაიშალა, უფროსი მოკლეს, ორი წევრი დააპატიმრეს, დანარჩენი კი მამა აბრამის ბატკნებად გადაიქცნენ და დღე - დაღამ ცოდვების მონანიებაში არიან. ერთად-ერთი რაც ფაქტია და აქედან გამომდინარე ყველაზე სარწმუნო და დასაჯერებელი, იმ ორი კაცის დაპატიმრებაა. მერე, ვინ იყვნენ ისინი? ყველაზე მცირე, ყველაზე პატარა, ე.წ. პაიკები, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ შავი სამუშაოს შესასრულებლად იყენებდნენ.გეგამ ისევ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ ,,ავაზამ“ ისევ არ აცალა: -        შეიძლება მეც დამეჯერებინა, რომ არა ერთი ბანალური გარემოება, ზუსტად ისეთი, როგორც იაფფასიან ბრაზილიურ თუ მექსიკურ ტელესერიალებში ხდება-ხოლმე. ამ ორი დაპატიმრებულთაგან ერთი უმძიმესი ავადმყოფია, მეხსიერების დაკარგვა ე.წ. ამნეზია ჭირს, რაც რა თქმა უნდა ძნელზე ძნელი დასაჯერებელია, დასაჯერებელი კი არა, თითქმის დაუჯერებელია. მეორემ კი ორი დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა...-        თითმკვლელობით დაამთავრა?- გაიმეორა გაკვირვებულმა გეგამ.-        შენ რა, ტელევიზორს არ უყურებ?, - გაიცინა ,,ავაზამ“. მერე სიგარეტის კოლოფს მისწვდა, აუჩქარებლად მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და გააგრძელა, - გუშინწინ ყველა საინფორმაციო საშუალება ამას იუწყებოდა - სასჯელაღსრულების კოლონიაში პატიმარმა ჯონი ტატიევმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. სამართალდამცავი ორგანოები სიკვდილის სხვა ვერსიას გამორიცხავენ. გუშინდელ საინფორმაციო გამოშვებებში კი თამამად გამოირიცხა სიკვდილის ყველა შესაძლო ვერსია, გარდა თვითმკვლელობისა, გვამს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რამაც დაადასტურა სამართალდამდცავი ორგანოების და კოლონიის ადმინისტრაციის ვარაუდი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამცნეს საინფორმაციო საშუალებებმა ფართო საზოგადოებას.-        ესე, იგი...-        ახლა დაფიქრდი, - ისე გააგრძელა ,,ავაზამ“ თითქო გეგას ხმა არც გაუგონიაო, -ჯონი ტატიევი, იგივე რობოტა თავის მომკვლელი იყო? 90 წლის ბებიაჩემ მინადორას გათხოვებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე რობოტას თვითმკვლელობას...-        რა არის ამაში დაუჯერებელი, თავის მოკვლა ხომ წამიერი აფექტის შედეგია და იმ კაცმაც...-        მოიცა თუ ძმა ხარ, - ისევ შეაწყვეტინა ,,ავაზამ“, - სინდისი იმ კაცს არ გააჩნდა და ნამუსი, საინტერესოა, რას უნდა მოეხდინა მასში წამიერი აფექტი - სინდისის ქეჯნას?! იმ სინდისისა, რომელიც საერთოდ არ გაჩნდა? ის ხომ ჩვეულებრივი შავი სამუშაოს შემსრულებელი რობოტი იყო და მეტი არაფერი, თუ რას ნიშნავს ეს, შენც კარგად მოგეხსენება.გეგას აღარაფერი უთქვამს.-        უფრო მეტსაც გეტყვი, - დაიწყო ისევ ,,ავაზამ“ , - ამ ერთი თვის წინ ბელგიაში მათი ჯგუფის ყველაზე პატიოსანი წევრი მოკლეს.-        პატიოსანი?! - გაეცინა გეგას. -        კი, პატიოსანი, - გაეცინა ავთო ავაზნელსაც, - რა, ასეთ ჯგუფში არ შეიძლება პატიოსანი ადამიანიც ერიოს, რატომ გაგიკვირდა? თანაც ეპიტეთი ამ შემთხვევაში არც ისე ძლიერი და სრული დატვირთვისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიაში მოკლული კაცი მათი ე.წ. ოფიციალური დაწესებულების - ქაღალდზე არსებული სამშენებლო-სარემონტო კომპანიის, რომლის ერთადერთ საქმიანობას შავი ფულის გათეთრება შეადგენდა, ბუღალტერი იყო. შეიძლება იმ კაცმა არც კი იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, შემდეგ საზღვარგარეთ გაქცევა და დამალვა უბრძანეს და იმასაც სხვა რა გზა ჰქონდა, მათ წინადადებას რომ არ დასთანხმებოდა, ე.ი. იმ კაცმა იმაზე მეტი იცოდა რაც წესით არ უნდა სცოდნოდა და მოიცილეს თავიდან, ეს იყო და ეს. გეგა გაკვირვებული შეჰყურებდა ,,შეფს“.-        ესე იგი...-        ესე იგი,-სიტყვა ჩამოართვა ,,ავაზამ“- მათ ჯგუფი მხოლოდ სხვების დასანახავად დაიშალა და ახლა ცალ-ცალკე აგრძელებენ საქმიანობას და ალბათ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ...-        მერე, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი - შეაწყვეტინა გეგამ.-        რაში სჭირდებათ?- გაიმეორა ავაზამ,- ჯერჯერობით ამისი თქმა მეც მიჭირს, მერე მოვლენები როგორ განვითარდება ამას დრო გვჩვენებს, ჩვენ კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან ფრთხილად, პირველ რიგში კი უნდა დავადგინოთ, არის თუ არა,ყანჩა ცოცხალი.-        გვამის ეგზგუმაცია ხომ არ ჩაგვეტარებინა? - ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა გეგას სახეზე.-        შენ ხუმრობ გეგა, მაგრამ რომ შეგვეძლოს არ იქნება ურიგო,- როგორც იქნა შეკრული შუბლი გახსნა ავაზამ,- ამისათვის სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური ნებართვაა საჭირო, არაოფიციალურად კი ამის გაკეთება როგორი უსიამოვნო პროცესია, ეს ჩემზე უკეთ შენ მოგეხსენება.-        მაშასადამე, - კვლავ ირონოილად გაიღიმა გეგამ, - უნდა დავადგინოთ არის თუ არა ბატონი ყანჩა ცოცხალი და თუ არის, სად უნდა იყოს, მაგრამ რისთვის გვჭირდება ამის გაგება ძალიან მაინტერესებს.-        რისთვის გვჭირდება?! - ისევ შეიკრა შუბლი „ავაზამ“,- მაოცებს გეგა, პირდაპირ მაოცებს შენი უდარდელი ლაპარაკი. - შენ რა ჩვენგან წასვლას ხომ არ აპირებ ან ბერად შედგომას? გეგა შეკრთა, ნაცრისფერმა გადაჰკრა სახეზე, აშკარად შეეტყო არ ესიამოვნა „შეფის’ სიტყვები, ფეხზე წამოდგა.-        იცი რას გეტყვი? ვიდრე რამეს იტყოდე კარგად აწონ-დაწონე, ხომ იცი არ მიყვარს სიტყვების უაზრო რახა-რუხი.-        ნუ ყვირი და ნუ აბრიალებ თვალებს, -ხმას აუწია „ავაზამ“,- გირჩევნია ხმას დაუწიო და ყურადღებით მომისმინო, მე შენთან სერიოზული საქმე მაქვს.„შეფის“ ყვირილზე კარი ტყავისპიჯაკიანმა ახალგაზრდამ შემოაღო. - ხომ არ გჭირდები ალექსანდროვიჩ? -        დახურე კარი! - ახლა ტყავისპიჯაკიანს უყვირა ავაზამ. ტყავისპიჯაკიანი ელვის უსწრაფესად გასხლტა კარში.-        ბიჭო, შენ ტვინი თუ გაქვს საერთოდ - ხმას დაუწია ,,ავაზამ“ - სერიოზული მეტოქე მეგონა გზიდან ჩამოგვცილდა - სერიოზული და მერე როგორი სერიოზული, მუდამ გზაზე რომ გვეღობებოდა და ყველანაირად რომ გვიბორკავდა ხელ - ფეხს, თვითონ თავანკარს მიირთმევდა, ჩვენ კი, რომ იტყვიან ქუჩის მაწანწალა ძაღლებივით ნასუფრალს გვიტოვებდა და ახლა,როცა ყოველ მხრივ გსა ხსნილი გვაქვს, იმის დროა, რომ ერთმანეთს ცოფიანი ძაღლებივით დავერიოთ და ერთმანეთი დავჭამოთ?! -        პირდაპირ მითხარი რა გინდა და რას მავალებ, ხომ იცი, მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს, -ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ განაცხადა გეგამ.-        უნდა გაიგო არის თუ არა ,,ყანჩა“ ცოცხალი. გეგამ გაკვირვებულმა შეხედა.-        მე რა ნათელმხილველი ვანგა თუ ყარაღაჯელი სონა მკითხავი, - გაეცინა, - მე რა შემიძლია?!-        აი, კიდევ იცინი, - ისევ გაბრაზდა ,,ავაზა“ , - ახლა სიცილის და მასხრობის დროა?! შენ ძალიან ბევრი შეგიძლია!-        მაინც რას მავალებ, რა უნდა გავაკეთო?!-        მისმინე, უცოლო კაცი ხარ, ახალგაზრდა, შესანიშნავი გარეგნობის, ფული არ გაკლია, კარგი ჩასაცმელ-დასახური და მანქანა, - აქ ავთო ავაზნელი ცოტა შეყოვნდა, მერე ისევ მტკიცედ გააგრძელა, - ერთი სიტყვით იმ კაცის ცოლს უნდა დაუახლოვდე.-        მღუპავ კაცო?! - კვლავ გაეცინა გეგას.,,ავაზა“ ცოტა არ იყოს დაიბნა, ვერ მიხვდა ხუმრობდა თუ მართალს ამბობდა გეგა სარია.გეგას არ გამოჰპარვია ,,შეფის“ დაბნევა.-        მღუპავ კაცო?! - ისევ ღიმილით გაიმეორა გეგამ,- თუ ის კაცი ცოცხალია, როგორ ფიქრობ რა მელის, ხომ გამატყავა ცოცხლობრივ.,,ავაზას“ ცოტა არ იყოს გულზე მოეშვა.-        მეც არ მეგონა შეგეშინდა?! უკვე როდის ხუმრობ და როდის არა, გარჩევა მიჭირს.-        ჩემი შემშინებელი ჯერ კაცი არ დაბადებულა ქვეყანაზე, - ღიმილი უცებ მოხიპა გეგამ, თვალებში ისევ ჩვეული სიმტკიცე ჩაუდგა, - ესე იგი, უნდა დავუახლოვდე ამ ქალს, ვითამაშო მასზე უზომოდ შეყვარებული კაცის როლი, რაიმე-საიდუმლო რომ დავტყუო, არა?! მართალია ბავშვობიდან მსახიობობა ძალიან მიტაცებდა, მაგრამ მეეჭვება შევძლო, ბავშვობის მერე ხომ ძალიან დიდი დრო გავიდა, ვერაფერს შეგპირდები.-        უნდა შესძლო, სხვა გამოსავალი არ არსებობს, - აშკარა ბრძანებაზე გადავიდა ავთო ავაზნელი, - მაგ კაცის სიკვდილი - სიცოცხლეზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.-        მე ყველაფერი უნდა ვიცოდ! - კვლავ მტკიცედ განაცხადა გეგამ.-        ნუ დამაძალებ, ჯერ-ჯერობით ასეა საჭირო, მოვა დრო და ყველაფერს გეტყვი.-        მაშინ მე ამ საქმეში არ გამოვდგები.,,ავაზას“ რისხვა ჩაუდგა თვალებში, ქვედა ყბა აუკანკალდა, ასე იცოდა დიდი გაბრაზების დროს, მაგრამ მაინც შესძლო თავის შეკავება.-        კარგი, გეტყვი, - ხმას დაუწია ,,ავაზამ“,- მე ძალიან დიდი ვალი მაქვს მისი, ეს ერთი. მეორე, მან იცის ისეთი რამ, რისი ცოდნაც ჩვენი, უფრო სწორად, პირადად ჩემი პოტენციური დაღუპვაა!-        მაინც?!-        ნუ დამაძალებ გეგა, გთხოვ, - ბრძალების მაგიერ თხოვნა გაისმა ,,ავაზას“ ხმაში, - ეს მაშინ მოხდა, როცა შენ ჩვენთან არ იყავი, მოვა დრო და ამასაც გეტყვი. ახლა კი მეტს ნურაფერს მთხოვ, თანაც ფულს იმაზე მეტს მიიღებ, ვიდრე ამ საქმისთვის დაგჭირდება.გეგა სარია ცოტა მოლბა.-        კარგით, თანახმა ვარ შეძლებისდაგვარად შევასრულო თქვენი დავალება. ისე კი უნდა ვაღიარო, რომ ამისთანა სასიამოვნო და საოცარი დავალება ჩემი თქვენთან მოღვაწეობის არც თუ ისე ხანმოკლე მოღვაწეობის განმავლობაში არ მიმიღია.-        ახლა, სერიოზულად, -ხმაზე შეეტყო როგორ გამოუკეთდა ხასიათი ,,ავაზას“-        მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია, - შეაწყვეტინა გეგამ, - რაც შეეხება ფულს, მე თქვენი ნაწყალობევი არაფერი მჭირდება.,,ავაზას ისევ რისხვა ჩაუდგა თვალებში.-        აბა?!-        არაფერი, - გეგას დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, - წილს გამიზრდი კაზინოს ხარჯზე და ეგ იქნება.გეგა სარია ,,პოლში“ იშვიათად თამაშობდა, თუმცა როცა თამაშობდა იშვიათად აგებდა, მაგრამ მოგების უდიდესი ნაწილი ,,ავაზას“ მიჰქონდა.,,ავაზას“ ისევ რისხვა ჩაუდგა თვალებში, ისევ აუკანკალდა ქვედა ყბა.-        რამდენი გინდა? -გამოსცრა კბილებში.-        მთლიანი მოგების ოცი პროცენტი.-        რამდენი?! - თვალები გაუფართოვდა ,,ავაზას“ .-        მგონი გასაგებად გითხარი - ოცი პროცენტი. წინააღმდრეგ შემთხვევაში არა თუ უარს ვამბობ თქვენი დავალების შესრულებაზე, არამედ საერთოდ მივდივარ თქვენგან.-        შენ რა გაგიჟდი?!- უყვირა ავაზამ.-        არა, სრულ ჭკუაზე ვარ, - ისევ დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა გეგას სახეზე.-        10% და საქმე გავათავოთ!გეგა სარიამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.-        თხუთმეტი პროცენტი, მგონი საკმარისია, - უკანასკნელ ხავსს ჩაეჭიდა ,,ავაზა“.-        არა, - კვლავ მტკიცედ განაცხადა გეგამ, - ვთქვი და გავათავე, ოც პროცენტს კაპიკი არ დააკლდება.გეგა სარიამ მშვენივრად იცოდა - ავთო ავაზნელი მას ცოცხალი თავით არ შეელეოდა. ,,ავაზა“ დიდხანს, ძალიან დიდხანს ითრევდა ფეხს, ბოლოს იძულებული იყო დათანხმებულიყო:-        კარგი, თანახმა ვარ.გულში კი გაიფიქრა:,,ერთხელაც იქნება მწარედ განანება ამ ყველაფერს“.გეგა სარიამ სიამოვნებით გაიღიმა, ასეთი ავთო ავაზნელი არასოდეს ენახა, დათრგუნული და რაღაცაირად შეშინებული.სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.-        მისმინე, - სიჩუმე ისევ ,,ავაზამ“ დაარღვია, - ბრწყინვალე გარეგნობის ახალგაზრდა ქალია, ოცდათხუთმეტ წლამდე იქნება, მაგრამ ოცი წლის გოგონასავით გამოიყურება...-        აბა, ფრიად პატივცემული ყანჩა უბრალო გარეგნობის ქალს იკადრებდა?! - გაეცინა გეგას.-        მოიცა ნუ მაწყვეტინებ, ჯერ ბოლომდე მათქვმევინე,- როგორც იქნა გაიღიმა ,,ავაზამ“,- ჰყავს პატარა, ექვსი წლის გოგონა. ქალი კარდიოლოგია, კლინიკა ,,კარდოლაიფში“ მუშაობს და საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ამასთან შესანიშნავი სპეციალისტია, ლილე ჰქვია, ლილე მხეიძე.-        საინტერესოა, - ისევ გაეცინა გეგას,- მე კი ისიც არ ვიცი გული რომელ მხარეს მაქვს.-        ნუ გეშინია, რამეს მოიფიქრებ, - ხელი გაუწოდა ,,ავაზამ“, - აბა წარმატებას გისურვებ.ამით აგრძნობინა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო, მერე რაღაც გაახსენდა:-        დღეს არ თამაშობ?-        არა, - თავი გააქნია გეგამ, - დღეს ჩემი დღე არ არის.,,ავაზას“ აღარაფერი უთქვამს.-        კარგად ბრძანდებოდე ბატონო ავთანდილ, დაემშვიდობა გეგა და კარისკენ დინჯად გაემართა.-        ისე იცოდე ქალებს თეთრი ფერი უყვართ, -დაადევნა ,,ავაზამ“,- თუ ლურჯი მერსედესი არ მოგიწონოს, შეგიძლია თეთრი წაიყვანო.გეგა სარიამ ღიმილით მოხედა და კარი გაიხურა.ავთანდილ ავაზნელი ტყავის დივანში ჩაჯდა და თვალები მილულა.&n