ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ეშმაკის თავშესაფარი

0 ხმა

ლევან რამაზაშვილი

ბიოგრაფია

ლევან რამაზაშვილი 30 წლის. დაბადებული თბილისში.

მწერალი - ოთხი ბიჭის ისტორიის ავტორი.  (გამოცემულიდან)

პალიტრის კონკურსში პირველად არ ვიღებ მონაწილეობას.

წინა ჯერზე ტელეპორტერით მივიღე მონაწილეობა და მეორე ტურშიც გადავედი.

თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ვფიქრობ „ეშმაკის თავშესაფარი“ ის წიგნია, რომელიც ჩემი მწერლობის მწვერვალია და ის აუცილებლად დაამახსოვრებს თავს მკითხველს თავისი საშინელი, რეალური და ამავდროულად საინტერესო ისტორიებით, რადგან ეს ის წიგნია, რომელიც ყველა ჩვენგანშია, რომელშიც ყველა ჩვენგანი ვართ და თუ რომელიმეს ჰგონია, რომ არ არის ამ ყველაფერში, მაშინ გაგონილი მაინც ექნება...

ეს წიგნი ცალსახად პირველივე წინადადებიდანვე ჩასცხებს, თავის ვეებერთელა მძლავრად შეკრულ მუშტს, მკითხველს პირდაპირ გონში, თუმცა მე ამით დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია!

თანაც წიგნი არის +18 საზოგადოებისთვის. 

სინოპსისი

ეშმაკის თავშესაფარი არის წიგნი, სადაც ავტორი გადმოგვცემს, თუ რამდენად გახრწნილი და ამყაყებული საზოგადოება გვყვავს...

ასევე, ისინი როგორ ფიქრობენ, როგორ იქცევიან და ამ ყველაფრით, არამარტო ჩვენ, არამედ მთლიან ქვეყანას აზიანებენ და ასე დაუსრულებელი წრით გრძელდება...

ადამიანები რომლებიც ერთი შეხედვით კარგ, სანდო, ხალისიან ადამიანებად გვევლიანებიან, სინამდვილეში კი...

ადამიანები რომელთა პედოფილობა, გარყვნილება, ცილის წამება, ჩაგვრა, ტყუილი, ეს ჩვეული დღის პროცესებია...

 თუმცა...

თორღვა რომლიდანაც იწყება მთელი რიგი წყება ისტორიების, ის ერთი ჩვეულებრივი მოზარდია, რომელსაც არც არაფერი აქვს ცხოვრებაში დაგეგმილი. მას, იმ ავბედით დღეს მოუვა სტუმარი, რომელიც იმ საბედისწერო ადგილას წაიყვანს, სადაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება...

თორღვა არის პერსონაჟი, რომელიც ამ ყველაფრის ეპიცენტრში იქნება, სადაც ორი დიდი მხარე დაუპირისპირდება ერთმანეთს და მას უწევს, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, რადგან არის ხანდახან მომენტები როდესაც რაღაცას ხედავ, აკეთებ, თუმცა ეს ყველაფერი სიყალბეა, მაგრამ გრძნობ, რომ ეს შეგრძნებები ნამდვილია და ამას ვერაფერი შეცვლის...

 წიგნში ორი მხარე უპირისპირდება ერთმანეთს...

ორივე მხარეს სურს თორღვა თავის მარწუხებში მოაქციოს და მისი გავლით მთელი რიგი ამბები დაატრიალოს...

 თორღვას კი, მხოლოდ ერთი რამ სურს...

რჩევა ავტორისგან: 

„წიგნში საუბარია იმ არაადამიანურ ქმედებებზე, რაც ნამდვილად ხდებოდა და ხდება, ამიტომ მკითხველს ვთხოვ თუ მზად არ ხარ ამ ყველაფრისთვის, უბრალოდ არც კი სცადო წიგნის გადაშლა, რადგან აქ ისეთი რამეები დაგხვდება რაც გონის აფეთქვამდე შენს ემოციებზე იმოქმედებს...

დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნში ბევრი საკუთარ თავს იპოვნის.“

თუმცა ავტორი კიდევ ერთ რამეშია დარწმუნებული, რომ ეს შეშლილი სამყარო ეშმაკის თავშესაფარია და ჩვენ ყველანი მისი ნაწილები ვართ...

 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური