ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ეშმაკის თავშესაფარი

ეშმაკის თავშესაფარი

ეშმაკის თავშესაფარი

პირველი ნაწილი

თავი 1

1

 

  - პიდარასტები? მაგათ დედას შევეცი ტოო, გააჯმევინე მაგათ, კაცი რომ კაცს აკოცებს?! ტფუი. წარმოდგენაც კი მზარავს! - ზიზღით წარმოსთქვა მამაკაცმა და ერთი გავრიანად გადაიფურთხა.

თანამოსაუბრეც იქვე იჯდა და კვერს უკრავდა, ის მონოტონურად აკანტურებდა თავს მანქანის სათამაშოსავით.

  - მაგენს გავაჭაჭანებთ ჩვენ, ამხელა ისტორიის ხალხი?! - ენერგიულად განაგრძობდა, ოდნავ ზორბა, ჩაფსკვნილი მამაკაცი. საუბრის პროცესში; აწეული მაისურიდან ვეებერთელა მუცელი გამოეჩინა და მასზე ხელს იდებდა და დროგამოშვებით მის, მასიურ ტორებს ბურთივით დამრგვალებულ მუცელს უსვამდა.

  - მეც მაგას არ ვამბობ? ყველგან ტარაკნებივით მოდებულები არიან! სულ გაირყვნა ეს ქვეყანა, სად იყო ჩვენ დროს ასეთები, არა კი იყო, მაგრამ აბა ვინ გაბედავდა ხმამაღლა რამე ეთქვა? ხო იმწამსვე თავს წავასხლავდით. მე მაგათი ჯიში რო გაწყდააა - მეორე მოსაუბრე ჩაერთო და ენერგიულად დაანერწყვა ფეხებქვეშ, შემდეგ მაგიდიდან მოზრდილი ჭიქა აიღო და განაგრძო - მოდი ჩემო გელა, ამ ჭიქით ჩვენ ქართველობას გაუმარჯოს ქართველობას, რომელსაც ვერავითარი კაბიანი კაცი ვერ წაგვართმევს! - და მან გელასკენ გაიშვირა ჭიქიანი ხელი.

გელამაც უმალ უშვა მის ვეებერთელა მუცელს ხელი და ჭიქა აიღო, ერთმანეთს მიუჭახუნეს და მოსვეს...

რესტორნის ეზოში, სადაც სიმწვანე შეპარული გაზაფხული ირგვლივ ლამაზად მოდებოდა იქაურობას, ერთ-ერთი მაგიდასთან ისხდნენ ორი მამაკაცი, რომლებიც მუსაფობდნენ.

   - ვახო იმას შეხედე - გელამ დიალოგი გაანახლა და თვალებით მათი მაგიდიდან დაახლოებით ოც მეტრში გამვლელ ერთ მანდილოსნისკენ მიაბრუნა თავი. ვახომაც უმალ მზერით იპოვნა გოგონა და ხარბი თვალებით დააცხრა მას. რამოდენიმე წამის მანძილზე უჩუმრად შესცქეროდნენ, ახალგაზრდა დაახლოებით ოც წლამდე გოგონას, რომელსაც თეთრი ფერის მაისური და შარვალი ეცვა, ბუნებას სიმაღლით დაეჯილდოვებინა, ის ერთი მიმართულებით მიდიოდა, სიარულში მისი დახვეწილი მიხრა-მოხრა მკაფიოდ გამოირჩეოდა, გოგონა იღიმოდა და მისი დიდრონი თეთრი კბილები თითქოს იქაურობას მეტ სინათლეს სძენდა, რაც მათ ხარბ თვალებს მით უფრო მეტად კვებავდა...

   - იფ, იფ რას ჩავიკუნტრუშებდი ახლა მაგას... - გელამ აწითლებული სახით ჩაიფრუტუნა.

წამით ვახოს ბუნებამ იფეთქა, გონებაში პროტესტის გრძნობამ გაიღვიძა და უნდოდა წამომხტარიყო და გელა გაეგლიჯა შუაზე, თითქმის მისი შვილის ხელა გოგონაზე, რომ მსგავსი რამ გაიფიქრა, თუმცა სადღაც გულის მიმალულ კუნჭულებში, სულ სხვა აზრმა მოულოდნელად გამოჰყო თავი, მივიწყებულმა აზრმა, რომლის დამალვასაც მთელი მისი განვლილი ცხოვრება ცდილობდა და ბოლოს, როდესაც აზრმა გააცნობიერა, რომ ის უსაფრთხოდაა და გამოსვლა არათუ შესაძლებელია, არამედ პირიქით მას ტრიუმფითაც კი შეხვდებიან... ვახომ ტუჩები ენით მოიტლიკა და თქვა:

  - აბაა, ეგა თქვი, ეს ჩამაგდებინა ახლა რამდენიმე საათით!

შემდეგ ორივენი რამდენიმე წუთი უყურებდნენ გოგონას, სანამ ის ერთ-ერთ კოტეჯში არ შევიდა და თვალთ არ მოეფარა.

როდესაც გოგონას სახება გაქრა, ორივემ დაცვარული შუბლი მოიწმინდეს, თითქოს ერთხმად შეუთანხმებლად, მაგრამ ამავე დროს შეთანხმებულად ამოიოხრეს და გონებაში ღრმა ნეტარებიდან გამოერკვივნენ, ისევ ერთმანეთს შეხედეს და ერთ-ერთმა ჭიქის შევსება დაიწყო, მომდევნო სადღეგრძელოსთვის...

 

2

   თორღვა საწოლში ნებივრობდა, როდესაც მოულოდნელად ვიღაც თავს დააცხრა და მისი გაღვიძება განიზრახა. უცხო ენერგიულად არხევდა და ცდილობდა რაც შეიძლება მალე გაეღვიძებინა, თუმცა თითქოს ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა რადგან თავმდასხმელმა მკაფიოდ შეამჩნია, თუ როგორ მძიმედ, ნელინელ ახელდა ქუთუთოებს ჭაბუკი და ცდილობდა გარკვეულიყო სიტუაციაში.

 თორღვამ როდესაც თვალები გაახილა, შეამჩნია მასზე თითქმის გადმოწოლილი, მისი ამხანაგი, პირველ წუთობაზე თვალებით დაუყვავა, თუმცა შემდეგ როდესაც ცნობიერებამ კარიბჭე გააღო და ახლა უკვე საღ აზრს შეეძლო გარეთ დაგეშილი ძაღლივით გამოსულიყო ჰკითხა:

 - რა ხდება?

 - რა რახდება? ადე ბიჭო, დღეს დიდი დღე გვაქვს!

ჭაბუკი კითხვის მანიშნებელი სახით ჩააშტერდა.

 - რა გჭირს შეჩემა? დღეს ხო 17 მაისია?

თორღვამ ერთი უცნაურად გახედა, შემდეგ გვერდი იბრუნა და ძილის გაგრძელებას აპირებდა, თუმცა რა შეატყო მის სხეულს არ ანებებდნენ, ამოიოხრა და წამოჯდა, შემდეგ გახედა ამხანაგს და უთხრა:

  - მე რაში გინდივარ?

  - რა რაში მეღადავები ტოო??? - აღშფოთბით იკითხა მან.

  - რა აზრი აქვს იქ მისვლას? დებილებივით უნდა ვიდგეთ და ვიყვიროთ? პოლიცია მათთან არ მიგაკარებს და თუ მიგაკარებს, მერე კი იცის სადაც აღმოჩნდები, ამიტომ ტყუილა იქ ბირჟაობას სჯობს გამოვიძინო. - თორღვას უნდოდა ისევ წამოწოლილიყო, თუმცა მეგობარმა ისეთი რამ უთხრა, იძულებული შეიქმნა მისი სიზარმაცე ძირფესვიანად აელაგმა.

  - მოლოტოვის კოქტეილი გვაქვს ბიჭებს და მაგათ ტრანსპორტს უნდა ვესროლოთ!

წამით შეშფოთებულმა შეხედა, უკვირდა ამ მოწრუპულ ბიჭს, საღეჭ რეზინასავით გალეულს და უკუნთოს, საიდან გააჩნდა ამდენი ენერგია! საიდან გააჩნდა ამხელა სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი. თითქოს შერცხვა კიდეც, საკუთარ გონებასთან დამარტოხელევებულს შიშიც კი გაუკრთა თავისი სიმხდალის მიმართ...

   - კარგი მოვდივარ! - უთხრა მან, თუმცა რეალური მიზეზი ვერა გაუმხილა რა...

  მოედანზე ბევრი ხალხი ირეოდა, ირგვლივ ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. დროშების ფრიალით აგრესიულ განწყობაზე, სადღაც პოლიციის კოლიდორს შიგნით ისროდნენ კარგად შეფუთულ, აწ უკვე გაზუთხულ ტექსტებს, რომლებიც ნახევარზე მეტი ამ საერთო გნიასში ადრესატამდე არც კი მიდიოდა. თორღვამ შეამჩნია ერთი ანაფორიანი მღვდელი, რომელსაც მარჯვენა ხელში პატარა ტაბურეტი ეჭირა და მისი ზე აღმართვით ხმამაღლა დაიძახა:

   - თქვენს გაკეთებას, აი ამის გაკეთება აჯობებდა, ახლა ხომ ხალხი ჩამოვსხდებოდით მაინც!

და იქვე მყოფნი ახარხარდნენ, შემდეგ მათაც მიბაძეს მღვდელს და იქ ერთი დიდი ასპარეზი გაიმართა, ყველანი ცდილობდნენ დაწინაურებულიყვნენ, ვინ მეტ სიძაბუნეს იტყოდა მოწინააღმდეგე გუნდის მიმართ...

წამით თორღვას მოეჩვენა თითქოს ერთ დიდ ველზე იდგა და ირგვლივ მეომართა ურიცხვი ლაშქარი შეკრებილიყო, მეომართა, რომელთაც პოლიციის ურყევ კელდებს იქით უცხო რასის დამარცხება ეწადა, უცხო რასის, რომლებიც თითქოს ფიზიკურად: თვალით, ხელით, თავებით და პირებითაც კი იდენტურები იყვნენ, თუმცა რაღაც ჰქონდათ უცხო... თითქოს ისინი მისნაირად დადიოდნენ, ფიქრობდნენ, ჭამდნენ, თუმცა, მაინც რაღაცით განსხვავდებოდნენ, რაღაც ჰქონდათ ისეთი რაც მათ რასას აშინებდა და აიძულებდა ისინიც შეეძულებინათ, ამიტომ ეს ორი თითქოს ერთნაირი, თუმცა რადიკალურად განსხვავებული რასა, მაინც ადამიანები და ორკებივით მუდამ ერთიმეორის ამოჟღლიტაზე იყო კონცენტრირებული, თითქოს ორივე თვლიდა, ეს მიწაწყალი ორთავესი იყო და თითქოს ორივე ფიქრობდა, რომ ერთი მეორის გარეშე უკეთესად იქნებოდა...

თორღვას გაახსენდა ღრმა ბავშვობაში ჰყავდა მეზობელი. სოფელში ის მარჯვე ბიჭი იყო, ხშირად ბევრი რთული დღეებიც გადაუტანიათ, სოფლელ ბალღობას, თუმცა რაც გაიზარდა, მით მეტი უცნაურობა შეემატა, თითქოს ამ ვაჟკაც ბიჭში მეტი სინაზე შემოვიდა, თითქოს მეტად გადაიხარა ქალწულობისკენ, თითქოს ქიმერასავით დროსთან ერთად სქესიც შეიცვალაო და საბოლოოდ, გაირკვა, რომ მშობლებმა ის საზღვარგარეთ გაგზავნეს „სამკურნალოდ“ თუმცა როგორც შემდეგომ გაიგო, ის იქ დარჩნილა და ახალი ოჯახი შეუქმნია იმასთან ვისთანაც თავს ქალად გრძნობდა...

თორღვა ამ საერთო ალიაქოთში დაბნეულობის ბინდმა გადაჰკრა. ვერ მოეხერხებინა თავის თავისთვის რამე... თითქოს სურდა აქ ყოფნა და თითქოს გრძნობდა, როგორ შერეოდა ორკების ურიცხვ ურდოს, რომელთაც ეწადა მინას ტირიტის აღება, თავად კი ერთ-ერთ ტროლად წარმოედგინა თავი, ის მღველი კი საურონი ყოფილიყოს! წამით მოეჩვენა თითქოს შორეულ ლანდში ლეგოლასი და გიმლიც კი დალანდა, რომლებიც მედგრად იდგნენ საფარს იქით. მერე ინსტიქტურად თვალებით მარცხენა ფლანსგისკენ გაიხედა, სადღაც შორეულ მთაზე განდალფი და ეომერი ხომ არ შემდგარნან, ურიცხვი ჯარითურთ! ზუსტად თავადაც კი ვერ ხვდებოდა, თუ რატომ თვლიდა თავს ორკთა რასის წარმომადგენლად, თუმცა საკუთარ თავს, რომ ჩაუკვირდა და ჩაუღრმავდა, შეამჩნია, ირგვლივ დაყრილი ნაგავი, სიგარეტის ბიჩოკები, წვენის ქილები, ჩიფსების და სხვა რამის პაკეტები, ურიცხვი გინება, ურიცხვი შური, ბოღმა და ამ შავ მხრჩოლავ ბურუსში გახვეული თავადაც მშვენივრად უწყოდა, აქ სიკეთე ვერანაირად ვერ დაიბუდებდა...

თორღვა იდგა ერთ ადგილას და ვერა გაერკვია რა. თუ ისინი კარგები იყვნენ და სიმართლისთვის იბრძოდნენ მაშ, გზად მიმავლებს, რატო ბილწავდნენ და ანაგვიანებდნენ ყველაფერს? რატო თელავდნენ და სრესდნენ იმ მიწა-წყალს, იმ ნიადაგს, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდათ და რომელთა დასაცავად, უცხო რეალური მტრის ნაცვლად, შიდა ომს აწარმოებდნენ?! მათ ხომ ბოროტების განდევნა ეწადათ, მაშ რატო აიღეს პირველი ხმალი შიდა, უცხო რასის მიმართ და რატომ ცდილობნენ სისასტიკით აელაგმათ ეს ბოროტება, რომელიც მათი სიტყვებით უკვე ისე ფესვგადმული იყო, თითქოს საცაა მათი საცეცეები, მჭირდოდ შემოეჭდებოდნენ მათ კისრებს და წამი წამზე მოახრჩობდნენ კიდეც... თორღვა ერთ ადგილას იდგა, გაურკვევლობის ბურუსში ჩანთქმული და ბევრი კითხვა მოსდიოდა გონებაში, რომელთა პასუხის გაცემაც თავად არა ხელეწიფებოდა რა...

ალბათ დიდხანს გასტანდა ასე, რომ არა მისი მეგობარი, რომელიც ენერგიულად მიუახლოვდა მას და უთხრა:

  - მზად ხარ გასარისკად?

თორღვამ მხრები აიჩეჩა...

3

 

გელამ გადახედა ვახოს და უთხრა:

   - დედა მოუვა, დღეს 17 მაისია ოჯახის სიწმინდის დღე, ეს ჩათლახი პიდარასტები კიდევ, გამოდიან და უნდათ თავიანთი გარყვნილობის დღე დააწესონ!

  - აბა ეგა თქვი? იყვნენ თავ-თავიანთ სახლებში დაუტყვნიათ ერთმანეთი რას გამოდიან და რას გვაწუხებენ?!

  - მაგიტომაც დღეს ჩვენი ბიჭები კარგად დაამუშვებენ მათ, დღევანდელ ახალგაზრდობას, რომ ვუყურებ მაქვს მათი იმედი! - შემდეგ ჭიქა ზე აღამრთა და დააყოლა - მიდით ბიჭებო დედა უტირეთ მათ!

 

4

 

  საერთო ქაოსში ჩაფლული თორღვას გონება, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა თავის რეალურ მნიშვნელობას... ის თვალებგაფართოებული უყურებდა, თუ როგორ დაიძრნენ ხალხის მასა პოლიციის კოლიდორისკენ, თითქოს იგრძნო კიდეც, ტალღისებრი ზეწოლა... წამით მის გონებაში ხმლები მზის სხივზე აელვარდნენ და მკაფიოდ ხედავდა დუჟმორეულ ორკებს, თუ როგორ მრისხანებაშეპყრობილები ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას. პირველი შეტევა კრახით დასრულდა და ურდომ ორი ნაბიჯით უკან დაიხია, თორღვა თითქოს ამ უზარმაზარ ტალღას შეერწყაო და მანაც უკან დაიხია, ხოლო იმასაც მკაფიოდ გრძნობდა, თუ როგორ ტალღისებრი მიაწყდეობდა ისევ ურდოსთან ერთად ნაპირს... თორღვას სადღაც შორიდან თითქოს ბორომირის გამაყრუებელი ბუკისმაგვარი ხმა ჩაესმა ყურში, უნებურად უკან მიიხედა და შეხედა, ანაფორიანი მღვდელი, როგორ შემდგარიყო სიმაღლეზე და ხელში დიდი საგანი ეჭირა. ის ერთ წერტილს მისჩერებოდა, როდესაც შეამჩნია, რომ მისი შეტევა კრახით დასრულებულიყო, ახლა მეტი ენერგიით და მეტი ძალისხმევით ჩაჰბერა ბუკს და ხმამაღალა მისი მეშვეობით მთელ ურდოს გააგებინა:

   - და ესენი არიან პოლიციელები?! სამარცხვინოა თქვენი საქციელი, თქვენ გარყვნილების მხარეს ხართ?! მხდალებო, ახლაა დრო განზე გადგეთ და მოგვცეთ უფლება ეს ეშმაკის მოციქულები აღვაგავოთ მიწისასა პირისა, - შემდეგ მთელი ძალით დააყოლა - ამინ!

უმალ მის შეძახილს აყჰვნენ და თორღვას ირგვლივ ყველამ ერთხმად დაიძახა:

„ამინ“

წამით მოეჩვენა თითქოს ჰაერის ტალღამ როგორ შთქანთა იქაურობა და ბრძოლის მაუწყებელმა უხილავმა ტალღამ როგორ გადაურბინა მთელს არემარეს...

თორღვა ჩააშტერდა მღვდლის გაბადრულ სახეს. მან კი მეტი აღტკინებით განაგრძო:

   - თუ არ გაგვატარებთ, იძულებულები ვიქნებით ძალა გამოვიყენოთ ამ ეშმაკის მოციქულების წინააღმდეგ!

თქვა თუ არა ხელი ზე აღმართა და იმავ წამს, ხალხიც ახალი ენერგიით გაიჭრა წინ....

თორღვამ ისევ იგრძნო თუ როგორ შეერწყა ტალღას, ყოველ მომდევნო შეტევაზე გრძნობდა, თუ როგორ ტალღისებრი აწყდებოდა ისევ ნაპირს...

თუმცა ყოველი შემდეგი მიწოლა, პოლიციის კოლიდორისთვის რთულად მოსაგერიებელი ხდებოდა... შეტევებს თავის შედეგები მოჰყვებოდა და ეს შედეგები დაწინაურებას უქადდათ შემტევებს. ორივე მხარე დაღლილი ჩანდა, ორივე მხარეს ოფლი ღვრად გასდიოდათ და ფეხებ-ხელებში სისუსტეს გრძნობდნენ, თუმცა ერთი მხარე რიცხვობრივად მეტი იყო, ამიტომ ამის ხარჯზე ხშირად ისე ნაწილდებოდნენ, რომ ყოველ შეტევაზე ახალი ჯარისკაცები იდგნენ ფრონტის წინა ხაზზე, თუმცა, ეს ტაქტიკაც, რომ ვერ გახდა, რა, მღვდელი იძულებული შეიქმნა კავალერიისთვის მოეხმო და ამან უკვე გადაწონა თანაფარდობა... მომდევნო მოგერიებულ შეტევაზე, პოლიციელებმა თითქოს ამოისუნთქეს, რა წამსაც მოულოდნელად საიდანღაც უჩუმრად ორკებში გოლიათები ამოიწვერნენ და მათ თავიანთი სიდიდით, სიძლიერით და ბრძოლის ჟინით, ძალზედ იოლად გაარღვიეს კოლიდორის ერთი მხარე, რასაც მოჰყვა ბევრი პოლიციელის ძირს დაცემაც კი და ამ ყველაფერმა ერთი დიდი ქაოსი, ხმაური ყვირი, ჩხავილი გამოიწვია. რაგბისტების გუნდმა წარმატებულად გაარღივიეს კოლიდორი, რასაც სხვა უკან მყოფთა მყისიერი შეჭრა და დივერსიის მოწყობა ევალებოდათ...

თორღვა ფიქრებიდან ზუსტად მაშინ გამოერკვა, როდესაც რაღაც ძალამ მას აიძულა წინ ეარა, იმდენად წინ, რომ უეცრად ამ საერთო ბურუსში მყოფმა აღმოაჩინა, რომ კოლიდორს შიგნით აღმოჩენილიყო... ირგვლივ იყურებოდა, თუმცა ვერა ხვდებოდა რას, მან არ უწყოდა რა მოემოქმედებინა. ხედავდა სულხანს, ვინც ამ ყველაფერში ჩაითრია, იცოდა მას რა ედო გულში ამიტომ ცდილობდა მის გვერდში ყოფილიყო, ცდილობდა ხიფათისგან დაეხსნა, თუმცა სულხანი იმდენად გართული იყო საერთო ქაოსით, რომ თორღვა სულ მთლად გადაავიწყდა.

თორღვამ შეამჩნია, როგორ ჩამოიძრო ზურგჩანთა და იქიდან რაღაცის ამოღებას შეუდგა, საბედნიეროდ, კოლიდორს შიგნით, კიდევ ერთი კოლიდორი დახვდათ, რამაც არ მისცათ პირდაპირ მოწინააღმდეგესთან შესვლის საშუალება, რამაც გაახარა კიდეც თორღვა, რადგან ამ ბრბოს მხოლოდ სისხლი, თუ დაამშვიდებდა...

როგორც კი ორ კოლიდორს შიგნით აღმოჩნდნენ, იმწამსვე იქვე მდგარი მანქანების სირენები ჩაირთო, შიგნით მყოფებმა იგრძნეს, თუ რა საფრთხე ელოდათ, ამიტომ საშველად პოლიციელებს მიმართეს, მათაც არ დააყოვნეს და გასძახეს მოიერიშე გუნდს:

   - უკან თუ არ დაიხევთ, იძულებულები ვიქნებით წყლის ჭავლი გამოვიყენოთ.

ლიდერებმა ცოტახანს შეიცადეს და რა ნახეს, რომ მათ ძახილს არანაირი შედეგი არ მოჰყვა, ერთურთს თვალებში ჩახედეს და უცებ მოიერეშებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, ცივი წყლის ნაკადი...

სასწორი ისევ ალყაში მყოფებისკენ გადმოიწვერა, ამ სვლამ, სულ მთლად არია სიტუაცია, მოერეშთა უპირატესობაც გააქარწყლა და ახლა მხოლოდ უკანდახევაღა იყო გამოსავლი, თუმცა სულხანი ამას არ შეეპუა, უეცრად ჩანთიდან ამოღებულ მოლოტოვის კოქტეილს ცეცხლი მოუკიდა და პირდაპირ მოწინააღმდეგე გუნდის ბუნაგში ჩააგდო, რასაც მოჰყვა ყვირილი, ჩხავილი და გამაყრუებელი ვაება...

  - ჰა ჰა ჰა ! ჯოჯოხეთშიც დაიწვი! - დაიღრიალა სულხანმა და უეცრად, მოსწყდა იქაურობას.

თორღვა თვალებგაფართოებული უყურებდა ამ სცენას, იმდენად დაიბნა, რომ ვერა შეძლო რა, ვერც შეჩერება და ვერც გაქცევა, იდგა და ამ საერთო ქაოსში ესმოდა ადმიანების განწირული ხმები... ესმოდა თუ როგორ ითხოვდნენ შველას... ესმოდა თუ როგორ დასტიროდნენ ვიღაცას, წყალს ითხოვდნენ... ვიღაც იწვოდა, თუმცა ვინ წარმოდგენა არ ჰქონდა... რამდენ ხანს იდგა ასე გაშტერებული, ვერც კი მიხვდა, თუმცა ერთმა შემთხვევამ, უმალ გამოარკვია. იგრძნო ვიღაცის უხეში ხელები, თუ როგორ ჩაებღაუჭნენ მხრებში და მისი ძალით წაყვანა განიზრახეს, თორღვა თითქოს ვერ მიმხვდარიყოს რა ხდებოდა, ინსტიქტურად მიმოიხედა და შეამჩნია ორი ბრგე პოლიციელი, უნდოდა მათთვის რაღაც ეთქვა, თუმცა რა ჩაუკვირდა თავის სათქმელს, თავადვე გასცა პასუხი, თუმცა მაინც თავის დანაშაულს ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, სანამ რბილ სავარძელში არ აღმოჩნდეობდა. იგრძნო ვიღაცამ როგორ ძალისძალად მოჰკიდა კეფაში ხელი და თავი მოახრევინა....

როდესაც მანქანა დაიძრა და სწრაფად გაასცილდა იქაურობას, ერთი წამით თორღვამ დაინახა ხალხში გაჩერებული სასწრაფოს მანქანა, სადაც საკაცეზე ვიღაცის უსულოდ გადმოგდებული დამწვარი ხელი შენიშნა...

 

5

  - ვახო გაიგე რა მომხდარა აქციაზე? - ჰკითხა გელამ, რომელმაც ცხიმიანი სამი თითი, ღია სამარილეში ჩაჰყო, შემდეგ იქვე სხვა თეფშე დადებულ კიტრს მოუსვა, მოსმის შემდეგ აიღო და ჭამა დაიწყო.

  - იმაზე ამბობ ვიღაც თავქარიანმა მოლოტოვის კოქტეილი რომ შეაგდო?

გელამ თავი ენერგიულად დაუქნია და მიუგო:

  - კიი, აბა მაგის დედა ვატირე, რატო ლიმონკა არ ჩაუგდო?!

ვახომ მხრები აიჩეჩა, შემდეგ იქვე სხვა თეფშზე, ღვინო დასხმული ყველის ნაჭერი აიღო, წინ დადგმულ ქოთნის ლობიოში ამოაწო და მადიანად შეექცა...

 

 თავი 2

1

 

   თორღვა გრძნობდა როგორ ნელინელ ჩაძირულიყო ნისლის საფარქვეშ, მონოტონური რყევები კიდევ უფრო ამძაფრებდა ბუნდოვანების შეგრძნებას, წამით მოეჩვენა კიდეც, ზღვის უკიდეგანო სივრცე, პატარა ნავში მჯდობს, ნავის წვრები, როგორ ულმობლად აპობდა წყლის ზედაპირს და ირგვლივ ტალღოვან ხაზებს ტოვებდა. რყევასთან ერთად გრძნობდა ძლიერ სიმხურვალეს, როგორ მალიმალ მოიზლაზნებოდა მის მხარეს და წამით მოეჩვენა კიდეც, თითქოს უხილავმა მასამ როგორ შთანთქა მისი სხეული და სულ მთლად ოფლში ამოთქვიფა...

ლიბრ გადაკრული, ბუნდოვან მასებს ხედავდა, რომლებიც ნელინელ ფორმირებას იღებდნენ და საბოლოოდ, როდესაც უკვე გონს მოეგო აღმოაჩინა, რომ მანქანაში ოთხ ადამიანს შორის იჯდა... სავარძლის უკანა მხარეს მჯომმა ჯერ მარჯვნივ გაიხედა, შემდეგომ მარცხნივ და წამით ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ორ უშველებ კლდის შორის მდგარიყოს... წინ გახედვა დააპირა, თუმცა მშვენივრად უწყოდა იქაც გადაეყრებოდა მისი მზერა ორ უშველებელ კლდეს, ამიტომ ისევ ძირს დაიხედა, თავდაპირველად თავის ხელებს შეხედა, მისდა გასაკვირად აღმოაჩინა, ორივე ხელი შეერთებული ჰქონდა და შეერთების წერტილთან კიდევ თეთრი ფერის ხამუთი ეკეთა. ერთი პირი გაოცებისგან თვალებიც კი გაუფართოვდა, თუმცა უმალვე ჩახვდა სიტუაციის არს და ახლა ცდილობდა, როგორმე საღ აზრზე დარჩნილიყო.

თითონაც ვერ მიხვდა, როგორ მიილია წუთები ან შესაძლოა საათებიც, რომ მალევე აღმოჩნდა ერთ ოთახში, სადაც გაკაშკაშებულ თეთრ სივრცეში, მხოლოდ ერთი მაგიდა და ორი სკამი იდგა. თავდაპირველად ზმანება ეჩვენა, თუმცა ერთმა მძლავრმა ბიძგმა და რომელიღაც ზურგში მდგომი პოლიციელის უხეშმა, მიმართვამ ნამდვილად დაარწმუნა რეალობის რეალობაში.

ორმა ადამიანმა დასვა სკამზე, შემდეგ მის ზურგს უკან გაჩერდნენ. ამასობაში კიდევ ერთი ადამიანი შემოვიდა ოთახში. მას კუშტი გამომეტყველება ჰქონდა, ერთი პირი ალმაცერად გახედა თორღვას, შემდეგ მის უკან მდგომთ თავით რაღაც ანიშნა და თან დააყოლა:

  - ისაა ხო? - მათაც კვერი დაუკრეს, შემდეგ მამაკაცი მაგიდასთან თორღვას წინ დაჯდა და დაიწყო:

   - გამარჯობა, იცი აქ რატომ მოგიყვანეს?

თორღვას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს სადღაც აფრიკის, რომელიღაც კონტინენტზე გაჩნდა, თითქოს მისმა სულმა რეინკარნაცია განიცადა და ამ მომენტში არა თორღვა, არამედ ოთხფეხა არსების კანში შემძვრალიყო, წამიერად თითქოს შეამჩნია კიდეც სადღაც, შორიახლოს ბუჩქი როგორ აშრიალდა და თითქოს შავ კონტურებსაც კი მოჰკრა თვალი, რაც უფრო უკვირდებოდა, რაც უფრო ძაბავდა მხედველობას, მით უფრო მკაფიო ხდებოდა რაღაცეები... რამდენიმე წამები მზერის შემდეგომ შეამჩნია, როგორ ბოროტად ელავდა, ბუჩქის შიგნიდან ვიღაცის წითელი თვალები... ინსტიქტურად მტაცებლის სუნი იგრძნო, ამ გრძნობას კიდევ საფუძვლად ჩაუდგა ავბედითი, გაბოროტებული მშიერი მზერა, რომელიც მის მიმართ იყო მიმართული...

 თორღვამ ინსტიქტურად მხრები აიჩეჩა, არა იმიტომ, რომ არ იცოდა, პასუხი, არამედ იმიტომ, რომ მკაფიოდ გრძნობდა, საჰარის, ან თუნდაც სხვა ნებისმიერი კონტინეტის ცხელ ქვიშას ფეხებქვეშ...

   - კარგი რახან შენ არ იცი, მაშინ მე გეტყვი, რა და შენ და შენმა ძმაკაცმა ძალიან ცუდი რამ გააკეთეთ, თქვენ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეთ, ადამიანების გუნდში, რამაც ერთი ადამიანი თითქმის იმსხვერპლა კიდეც, ეს კი მძიმე დანაშაულია და ნამდვილად დასჯადია!

ამ სიტყვებზე თორღვამ იგრძნო, თუ როგორ ბუჩქის შიგნიდან თვალს ქვევით რაღაც მასა გამოეყო და მალევე გაიბნიდა ჰაერში, ეს რამდენჯერმე განმეორდა და ამ გარემოებებთან ერთად გრძნობდა, თუ როგორ ელვისებურად უვლიდა მთელს ტანში. წამით მოეჩვენა კიდეც, თითქოს მის სხეულზე ათასობით ელექტროდენებმა ჩაიარეს... მტარვალის ცხელმა ოხშივარმა ჰაერის ნაკადი გააპო და თორღვა იძულებული იყო შერხეულიყო...

  - მე არაფერ შუაში ვარ! - მხოლოდ ესღა ამოხდა მას.

  - ვიცი, - მკვეთრად დაუქნია თავი - თუმცა შენ იცი ვინაა შუაში, თუ ითანამშრომლებ ჩვენთან, შენ დღესვე წახვალ სახლში, შენს თბილ ოთახში წაუძინებ და დაივიწყებ რაც მოხდა დღეს.

თორღვამ იგრძნო, თითქოს მხეცმა პოზიცია შეიცვალა, თუმცა მის გონს არა უწყოდა რა ეს რისი მომასწავლებელი იყო.

  - მე არაფერი ვიცი. - გაუბედავად წარმოსთქვა ეს სიტყვები და თვითონაც შეამჩნია, როგორ შეეპარა მის სიტყვებს ბზარები...

  - მოდი არ გინდა ეგეთი რამეები, მოკლედ თქვი ვისთან ერთად იყავი და ამით დასრულდება ყველაფერი.

თორღვამ ახლა უკვე მკაფიოდ შეიგრძნო, თუ როგორ მოემზადა მხეცი ნახტომისთვის, მისი დადინჯდებული სუნთქვა, დახრილი ტანი და მიწას ჩასობილი ბრჭყალები მხოლოდ ერთ რამეზეღა მეტყველებდა!

თორღვა ოდნავ წინ გადმოიხარადა თქვა:

   - მართლა, მე არაფერ შუაში ვარ, სრულიად შემთხვევით ავღმოჩნდი მანდ, არასწორ დროს და არასწორ ადგილას.

  - ანუ ჯიუტობ? არ გვეტყვი არაფერს?

  - სათქმელი არც არაფერი მაქვს. - ეს თქვა თუ არა მის თვალებში დაინახა ის, რამაც აგრძნობინა, რომ უნდა გაქცეულიყო!

და მართლაც!

ის გაიქცა!

აფრიკის მცხუნვარე მზის გულზე, სულ მთლად ოფლში გათქვიფრული მთელი ძალებით, ცდილობდა წინ გაჭრილიყო, თუმცა მდევარი ყოველ ჯერზე ახერხებდა და იმდენად ახლოს, მოდიოდა, რომ ის ვეღარ ახერხებდა დაწინაურებას, ამის გამო მთელი არსით, მთელი ძალით ცდილობდა დაწინაურებულიყო, თუმცა ყოველი ცდა, ყოველი შემდეგი ნაბიჯი, კუნთებს უფრო მეტად ამუშავებდა, უფრო მეტად იძაბებოდა და ამის გამო დაღლის ჯანღი მალიმალ ეპარებოდა მის არსს...

გამომძიებელი წამოდგა, იმ ორს გახედა და თქვა:

  - მოკლედ, აზრი არ აქვს, რაღა ეს და რაღა ქვა, მაშინ მოდი როგორც ყოველთვის ისე მოვიქცეთ, - შემდეგ გახედა თორღვას და უთხრა - მოკლედ ან ახლავე იტყვი ვინ ისროლა კოქტეილი, ან არადა შენი ნასროლი გამოდის, აგერ ორი მოწმეც მყავს, - და მან უკან მდგომ თანამშროლმებზე მიუთითა...

თორღვამ წამით უკან მიიხედა და შეამჩნია, მტარვალმა, როგორ გააკეთა ერთი დიდი ნახტომი, ვეებერთელა პირი გააღო, მზის სხივზე მისი ეშვები აბრჭყვიალდნენ, ამას თან დაერთო კლანჭების ბრჭყვიალი და ბოლო წამს, იგრძნო მათი ჩასობა საკუთარ ფერ-ხორცში...

 

2

 

  - მოდი ამ ჭიქით, ჩვენს მანდილოსნებს გაუმარჯოს!

სასმლისგან გაბუჟებულმა მამაკაცმებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ჭიქები მიუჭახუნეს და ერთი მოსმისმით დაცალეს სასმისი.

  - ოტიას უთქვამს! ქალი რა ასატანიაო, მაგრამ როცა გიყვარს! - და აქ ვახო შეჩერდა, წამით მის თვალებში უცხო ვარსკვლავები აკიაფდნენ.

ამის შემყურე გელამ კვერი დაუკრა და თქვა:

  - მართალი ხარ, ეგ შობელძაღლები, რა ასატანები არიან, მაგრამ ჩვენები არიან და ვიტანთ.

ორმა მამაკაცმა კიდევ ცოტახანს უყურა ერთმანეთს, შემდეგ რამდენიმე სადღეგრძელო კიდევ გაცვალეს და ბოლოს წამოიშალნენ.

სადარბაზოსთან მისულმა ვახომ ოდნავ ჩამძვრალი შარვალი შეისწორა, ამ მოქმედების დროს ოდნავ წაბარბაცდა, თუმცა წონასწორობა მალევე შეინარჩუნა. თუმცა წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელზე მიყრდნობა დასჭირდა.

რა გადადგა სადარბაზოს ზღრუბლი და გახედა კიბეებს, იმ წამს დაიჭყანა.

ქნეშით აიარა საფეხურები. კარებთან მისული შეჩერდა, შეისვენა, ძალები როდესაც აღიდგინა, ზარის ღილაკს თითი მიადო.

კარს შიგნიდან მალევე გაისმა ნაბიჯების ხმა. კარი მისმა ცოლმა გააღო. როგორცკი შეამჩნია შალვა ამ მდგომარეობაში იმ წამსვე დააყარა ქოქოლა:

  - რას გევხარ რაარი? კიდევ მთვრალი მოხვეედი არა?

  - შემეშვი რა ქალო! - მხოლოდ ესღა უთხრა თავის დასაცავად და სახლში შესასვლელად ნაბიჯი გადადგა. რაც უფრო შორს მიდიოდა მით უფრო გრძნობდა ზურგს უკან დადევნებულ მეუღლეს. საწოლთან მისული გულაღმა წამოწვა, ფეხები ზევით აიშვირა და მჭახეთ დასჭექა:

  - ფეხზე გამხადე ქალო!

ცოლმა ამრეზით შეხედა და მიუგო:

  - მეტი საქმე არ მაქვს!

  - ტფუი შენი დედა კი ვატირე, რა გაგაჩინა ღმერთმა ამისთნა - მიაძახა ვახომ და ფეხებთან ერთად გონიც უმალ დაუშვა...

 

3

 

  თოღვა უკვე გრძნობდა, თბილი სისხლი, როგორ გადმოედინებოდა კანიდან, როგორ ულმობლად მიაპობდა სითხის ნაკადები მთელი სხეულის არემარეს და აუტანელი ტკივილისგან მთელი ხმით ღრიალებდა...

სიმწრისგან ბოლოს ესღა ამოიგმინა:

   - მე არაფერი დამიშვებია... - შემდეგ თავი ხელებქვეშ ჩარგო და ბედს მიენდო...

ბედმა არ დაახანა და ოთახში მყოფებმა გაიგონეს კარზე კაკუნის ხმა, ის იყო ორივე კარისკენ მიხედვას აპირებდა, რომ კარი ვიღაცამ გააღო და ოთახში ერთი რიგითი თანამშრომელი შემოვიდა. მან თქვა:

  - მამა ქაიხოსროა და შემოსვლას ითხოვს, შემოვუშვა?

გამომძიებელმა ჯერ თორღვას გახედა, შემდეგ კართან მდგარს. რამდენიმე წამი ჩუმად იყო ბოლოს კი თქვა:

  - შემოუშვი...

 

თავი 3

1

    ოთახში მამა ქაიხოსრო შემოვიდა. მან ირგვლივ მყოფთ თვალი მოავლო, თავდაპირველად მზერა გამომძიებელს მიაბჯინა, რამდენიმე წამი უყურა, შემდეგ გამომცდელი მზერით თორღვას ჩააშტერდა, ერთხანს ასე უცქირა ბოლოს კი, მათკენ დაიძრა. თორღვამ მზერა მას მიაპყრო, ყურადღებით აკვირდებოდა მის თითოეულ მიხრა-მოხრას, მის სახის ნაკვთებს, რომლებზეც ერთდროულად სევდა და კუშტი ამოუცნობი გამომეტყველება აღბეჭდილიყო. თორღვას გონებაში რაღაც ბუნდოვან ფიქრები ამოიმზირა, თითქოს ეს სახე სადღაც უკვე ენახა, თუმცა ჯერ ვერა იხსენებდა სად... და როდესაც მამა ქაიხოსრომ პირველი ბგერები ამოუშვა თავისი გავერანებული ბაგეებიდან ზუსტად, მაშინ იგრძნო რაღაც უხილავმა ძალამ როგორ მომენტალურად ჩასცა ურო თავში და უმალ მოაგონდა ზუსტად ის მღვდელი, რომელიც ამ მთელ პროცესიას ორატორობდა და რომელსაც ხელში ღვთის მახვილი ეჭირა და ურწმუნოების ამოსაჟღლეტად მზად იყო, თავისი ლაშქარი მიემართა... და მაშინ იგრძნო თუ რაოდენ მოულოდნელი და ამოუცნობია ბედისწერის ჯანღი.

თორღვამ ყურადღებით დააყურადა, მათი წამოწყებული დიალოგი.

  - გამარჯობა გენო, დიდიხანია არ მინახიხარ, - დაიწყო მამა ქაიხოსრომ.

თორღვამ იმ მომენტშივე შეატყო მათი ნაცნობობის ნიშანწყალი.

აწ უკვე დროშეპარულმა მამაკაცმა ამოიოხრა და მიუგო.

  - გაგიმარჯოს ქაიხოსრო, რამ შეგაწუხა?

ქაიხოსრომ თავით თორღვასკენ მიანიშნა და თქვა:

  - გენო ვიცი შენი წესები, ისიც ვიცი, თუ ამ ბიჭუნას ვერ გატეხავ რასაც გააკეთებ, ამიტომ მოვედი რადგან გადაგარწმუნო. ეს ბიჭი უდანაშაულოა.

უცებ თორღვას არსში ყველაფერი ერთდროულად დაბზრიალდა და მან გაიგონა თოფის გასროლის ხმა, გამაყრუებელმა ხმამ წელზე ჩამოკონწიალებული მტარვალი, უმალ ელვის სისწრაფით ძირს დასცა, წამით მტვრის კორიანთელმა შთანთქა იქაურობა, თუმცა აქოშინებული, დამფრთხალი თორღვა გამარჯვების და გადარჩენის უდიდეს სიამოვნებას შთაენთქა..

გენომ თვალებში შეხედა ქაიხოსროს და მიუგო.

  - მშვენივრად იცი, მე რომ ეს