ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გზა სარკიდან უსასრულობამდე

0 ხმა

ლალი მჭედლიძე

ბიოგრაფია

მე ვარ ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვიცხოვრე ემიგრაციაში 17 წელი, ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, ევროპაში, საბერძნეთში აღიარებული დიპლომით. (2019 წლამდე ვიყავი ერთადერთი ქართველი ამ სახის აღიარებით).

დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

ვმუშაობდი 1987-88 წელს რუსთავის აზოტის საავადმყოფოში უმცროს მედდად. 1993 წლიიდან ქალაქ რუსთავის N5 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში ვმუშაობდი ქალაქ სალონიკში ყოფილი საბჭოთა კავშირის ემიგრანტთა საბჭოს თავმჯდომარედ.

2012 წელს დავბრუნდი საქართველოში. 2015 წლიდან მუშაობა დავიწყე ქალაქ რუსთავის N40 ბაგა-ბაღის გამგედ, 2017 წლიდან - ააიპ შშმპ ცენტრის დირექტორის მრჩევლად კულტურის მიმართულებით.

ვარ საქართველოს მწერალთა და შემოქმედთა კავშირის ქვემო ქართლისა და რუსთავის ორგანიზაციის წევრი. მაქვს ერთი პოეტური კრებული-„იასამნების სურნელს მივყევი“. მზადდება მეორე კრებული “სრიალებს ტანზე მუსიკის ტანგო“.

სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მაქვს პოეზია და პროზაული სახის ნაწარმოებები: ჯ.ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის ანთოლოგია (VII და X ტომებში, პოეზია); ჟურნალი ,,ათინათი“ (N4, 2018; N1,2019; N3,2021); წიგნი-ალმანახი ,,ქვემოქართლელი გულდებულები“, 2018წ; წიგნი-ალმანახი ,,ჩვენ რუსთაველები“, 2021წ.


სინოპსისი

ნაწარმოებები ეხება ადამიანურ ღირსებებსა და ღირებულებებში თვითძიებას, იდუმალ კავშირს რეალურსა და ირეალურს შორის, ფიქრისა და შემეცნების ჰორიზონტამდე სწორ და მართალ სვლას, სევდის ზღვარზე ბედნიერების გასაღებისა და ამოხსნის გზების პოვნას.

 

წარმოგიდგენთ :

1.     გზა სარკიდან უსასრულობამდე

2.     შოკოლადი ჩილით

3.     ნატეხები სიზმრიდან

მიმდინარე ტური არ არის აქტიური