მკვლელობა ჩემს საყვარელ ქალაქში
0 ხმა

კონსტანტინე მალანია
მალანია კონსტანტინე;
საცხოვრებელი ადგილი - თბილისი.
დაბადებული 1967 წელს , დიპლომირებული ინჟინერი, აუდიო-ვიდეო პროდუსერი, რამდენიმე მუსიკალური ჯგუფის დამფუძნებელი, კომპოზიტორი, კლიპების ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი;
წლების მანძილზე გრიბოედოვის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი; მუზიკლების ავტორი (ბოლო მიუზიკლია ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნას“ მიუზიკლად ტრანსფორმირებული ვერსია, ტექსტით და ახალი მუსიკალური ვერსიებით სენაკის აკ. ხორავას სახზელობის დრამატულ თეატრში)
;დოკუმენტალური ფილმების ავტორი, ვლოგერი და ბლოგერი (ქართული, რუსული, ინგლისური). ამერიკული პორტალის „TravelTube“-ის წარმომადგენელი საქართველოში, რამდენჯერმე მუშაობდა საჯარო მოხელის მნიშვნელოვან თანამდებობებზე, დასტამბული აქვს ორი წიგნი:
„დიდი კაცი პატარა ქალაქის თავზე“-(რომანი; 800 გვ) – გამომცემლობა „აზრი“ - მამუკა ხანთაძე; 2015 წელი;
„ყველასთვის ჩვეულებრივი ამბები“ (რომანი, დრამატურგიული პიესა და ნოველები -180 გვ);გამომცემლობა „აზრი“ - მამუკა ხანთაძე; 2015 წელი;
მესამე ნაშრომი ითარგმნა გერმანიაში და გამოცემის პროცესშია
წიგნი შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ დეტექტივისა და ფანტასტიური რომანის მიქსად. თუმცა მასში ძველი ისტორიის წყაროების თანამედროვეობაში მოულოდნელი გადმოტანა და განვითარება ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში აღწერილი ამბები ავტორის ფანტაზიაა, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი რეალურია: ქალაქიც, ახლობლებიც, შვილიშვილებიც, სასულიერო პირიც, სხვა პერსონაჟებიც - გარდა რამდენიმესი;
სრულიად რეალურია აგრეთვე ისტორიული დოკუმენტები და მთავარი მოვლენა - სასამართლოც კი - რომელიც ავტორმა უფრო მეტად გაამძაფრა წიგნის დინამიურობის სასარგებლოდ.
და რეალურია ასევე ერთ-ერთი მთავარი გმირის კატაც - სახელად დიეგო.
ნაწარმოების ცენტრშია გერმანიაში სამკურნალოდ წასული პერსონა -პირველი პირის თხრობით, რომელიც გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ორომტრიალისა, ლამის სასიკვდილოდ ჩათრეული აღმოჩნდება ერთი შეხედვით უწყინარი მოვლენების ჯაჭვში.
გამოძიება მიჰყავს გერმანელ „შერლოკად“ წოდებულ ცივ, და ამასთანავე ექსცენტრიულ გამომძიებელს, რომლის მთავარ გმირთან კოლაბორაცია ახდენს აქამდე უცნობი, სახიფათო და შემაშფოთებელი საიდუმლოებების ფარდის ახდას.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური