+ - =
0 ხმა
ილია ჯიბღაშვილი
ილია ჯიბღაშვილი, 46 წლის, სცენარისტი.
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 55/1
ტელეფონი: 599 15 64 42
დაიბადა 1977 წლის 15 იანვარს. 1999 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო მუშაობა სტუდია - „აუდიენციაში“, სცენარისტად. იყო ორი წამყვანი გადაცემის სცენარისტი. შემდეგ მუშაობა გააგრძელა ტელეკომპანია - „იმედში“, სერიალის და რამოდენიმე გადაცემის სცენარის ავტორად. მოგვიანებით მუშაობდა ტელეკომპანია - „მე-9 არხზე“, „მზეში“ და პირველ არხზე, სხვადასხვა გადაცემებისა და სერიალების სცენარისტად. მისი სცენარით შექმნილი პროდუქცია გადიოდა ასევე ტელეკომპანია - „რუსთავი 2“- ზე.
1999 – 2003 წ. სტუდია „აუდიენცია“, გადაცემები - დიდების ზღაპარი“ და „ძილის წინ“.
2004 – 2005წ. ტელეკომპანია „მე-9 არხი“, ტელეშოუ „ყოჩაღები“.
2005 – 2007 წ. ტელეკომპანია „მზე“, ტელესერიალი „ასა“.
2009 – 2010 წ. ტელეკომპანია იმედი, მულტსერიალი „სამსონაძეები“.
2010 – 2011 წ. „ახალი სტუდია“, ტელესერიალი „დეტექტივები“.
2017 - 2018 წ. პირველი არხი, დეტექტიური სერიალი „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“.
2021წ. - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - „ტვირთი“.
2022წ. - ტელეკომპანია „პირველი არხი“ - ტელესერიალი - „ო/ჯახი“.
2023წ. - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „საზღვრები“.
2023წ. - ტელეკომპანია „პირველი არხი“ - ტელესერიალი „მსხვერპლი“
„+ - =“ - პრეაპოკალიპტური რომანია, რომელიც ერთი შეხედვით ფანტასტიკის ჟანრს მიუკუთვნება, თუმცა ეს უფრო არსებული რეალობის წარმოქმნის და მისი დადგომის მიზეზთა გაშიფვრის მცდელობაა.
რომანის მოქმედება ევროპის ერთ პატარა ქვეყანაში ვითარდება, რომლის სახელიც დაკონკრეტებული არ არის. ამ ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, მოქმედებს ახალი კანონები, რომლითაც იზღუდება ადამიანის მოქმედება და საუბარი. სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად გააკონტროლოს ნებისმიერი მოქალაქის ნაბიჯი და სიტყვა. მათ ყოველდღიურად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სიტყვის გამოყენება შეუძლიათ. აკრძალულია აგრესიული სიტყვების ხმარება და აგრესიული ქცევა. ამ რეგულაციების აუცილელობა ევროპული ქვეყნების მთავრობებს განმარტებული აქვთ ოფიციალური პოზიციით, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს მათი გულწრფელობისა არ სჯერა, ამიტომ ნელ-ნელა იზრდება მათში საპროტესტო მუხტი. რა არის ამ უცნაური შეზღუდვების მთავარი მიზეზი? და რა ხდება რეალურად? - ეს გახლავთ ამ რომანის მთავარი კითხვა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური