ქუჩის დღიურები
0 ხმა

ილია ჭკადუა
ილია კოსტანტინეს ძე ჭკადუა, ფსევდონიმით (ვაჩე რაინდელი) დაიბადა მცხეთის რაიონ სოფელ საგურამოში, 17.04.85 წელს.
2002 წელს დაამთავრა საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახელობის საშუალო სკოლა, ხოლო 2008 წელს თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პერიოდულად მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, სხვადასხვა პოზიციებზე.
მან მოახერხა სიცოცხლის რისკის ფასად ემოგზაურა ოკუპირებულ აფხაზეთში და აღეწერა აფხაზური სიტუაცია-მდგომრეობა თავის მხატვრულ-დოკუმენტურ ჩანაწერებში. არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი და არაერთი შემოქმედებითი ღონისძიების ავტორი.
„ქუჩის დღიურები“, ეს არის მწერლის შვიდი წლის განმავლობაში, 2011-2017 წლებში განვლილ ნაბიჯთა ანტაგონისტური მონოგრაფია, სადაც მხატვრულ-ფილოსოფიურ ჭრილში, ფრაგმენტულად გადმოცემულია თბილისის დაუძლურებული იერსახის ცხოვრებისეული ქრონიკები... ფსიქოლოგიური დაკვირვება, პოეტური განცდა, ფოტოგრაფიული აღქმა და ის დაუძლეველი, ცხოვრებისეული სიდუხჭირით გამომდინარე სევდა ლაიტმოტივად გასდევს ჩანაწერებს, რაც გულის გავლით, სიცოცხლის ჭიდილთან ერთად დაგანახებს იმ ფარულ სიყვარულს ქალაქის მოუწესრიგებელი ცხოვრების ორომტრიალი რომ ატარებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური