ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჰირაიეტი

0 ხმა

თინა ბაღაშვილი

ბიოგრაფია

გვარი: ბაღაშვილი

სახელი: თინა

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ლილოს დასახლება.

ბიოგრაფია: თინა ბაღაშვილი, 21 წლის. სტუდენტი. ცხოვრების ამ ეტაპზე ვფიქრობ, ჯერ არ შემიქმნია რაღაც ისეთი, რაც მოყოლად ღირს, თუმცა ჩემს მოცემულ ნაშრომში ჩემი ცხოვრების იმ ყველაზე რთულ მონაკვეთზე ვსაუბრობ, რისი მოყოლის გამბედაობაც აქამდე არასდროს მქონდა. ეს არის ჩემი ბიოგრაფიაც და ჩემი ისტორიაც, რომელიც მინდა ყველა იმ ადამიანმა წაიკითხოს, ვინც ოდესმე მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილა და არ იცოდა რა მოემოქმედებინა.

აქამდე არანაირი ნაშრომი არ მაქვს გამოქვეყნებული. 

სინოპსისი

ნაწარმოები მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. კატაი ცდილობს გაუმკვლავდეს წარსულს, რომელმაც ასეთ დღეში ჩააგდო. ის ებრძვის მიტოვების შიშს და ცდილობს გადარჩეს საკუთარი თავისგან. მთავარი პერსონაჟი ცხოვრობს ქალაქში, სადაც აკრძალულია ტრაგიკული ამბების გაჟღერება. იქ სადაც ტყუილზე აგებული ბედნიერება ტრიალებს. კატაი მეგობრებთან ერთად ყოველ საღამოს იპარება სახლიდან და დღის განმავლობაში „მოპარულ“ ისტორიებს, რაზეც საუბარი აკრძალულია, უზიარებს მათ.

კატაი ცხოვრებას მაშინ წყვეტს, როდესაც 5 წლის გახდა და იწყებს სიცოცხლისთვის გადარჩენას. გოგონა ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს ყველა იმ გარემოებას, რაც ცუდად ხდის, თუმცა დაუძლურებული და დასუსტებული ამას ვერ ბედავს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური