ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ღმერთების კარანტინი

0 ხმა

თეკლა რატიანი

ბიოგრაფია

გვარი, სახელი: რატიანი თეკლა

ასაკი: 23 წლის

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი

 

ოთხწლიანი ლიტერატურული ოდისეის შემდეგ ახალი გამოწვევა გამოვძებნე და ამჟამად ბიზნესის სამაგისტრო პროგრამას ვასრულებ, თან ჩემივე უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტში ვმუშაობ. 2021 წელსაც ვიღებდი “გახდი ბესტსელერის ავტორში” მონაწილეობას, თუმცა რომანის დასრულება მეორე ეტაპისთვის ვერ მოვახერხე. ახლაც დიდ საქმეს ვეჭიდები, ჩემ თავს “დედლაინს” ვუწესებ, რომ “ღმერთების კარანტინს” ვორდის ფაილში მტვერი არ დაედოს. 

სინოპსისი


 

ბარბაროსების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ მოხუცი მარკუს ავრელიუსი ვაჟ, კომუდუსთან ერთად ბარბაროსების წინააღმდეგ გაილაშქრებს. რომაელი ჯარისკაცები დაავადდებიან და უკან დაბრუნებულნი, შეუმჩნევლად ავრცელებენ ჭირის მომაკვდინებელ ბაცილებს. ეპიდემიასთან ბრძოლაში მარტოდ დარჩენილი ექიმი ყველაფერს რომაელი ღმერთების სისასტიკეს აბრალებს. მაქსიმუსი არც ცდება, რომაელთა უბედურების გამომწვევი მიზეზი სწორედაც კაპიტოლიუმის მთაზე დაბინავებული უზენაესების შეტაკებაა. საუკუნეების შემდეგ ისტორია მეორდება...

მიმდინარე ტური არ არის აქტიური