სახლი ზღვის პირას
0 ხმა

თეკლა ზაქარაძე
თეკლა ზაქარაძე
21წლის
მასწავლებელი
1)British international school of Tbilisi
2) MM language center
3) კერძო
სტუდენტი
კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინგლისურენოვანი ფაკულტეტი
მიყვარს წერა და კინოს ინდუსტრია .ვარ ინგლისურის დამატებითი მასწავლებელი ბრიტანულ სკოლაში. ჩემი სურვილი და გეგმა არის დიდი წვრილი შევიტანო განათლების სისტემის განვითარებაში. მინდა ერთ დღეს ჩემივე ბიზნესი მქონდეს რომელიც შეეხება როგორც ლიტერატურას და კინოს ასევე ინგლისურს და განათლებას.
აქამდე ვიყავი ბიზნესის ერთ ერთი მფლობელი . სკოლის დამთავრების მერე ძალიან გამიჭირდა ჩემი თავის პოვნა , დღემდე ვეძებ და ისევ მირთულდება ბევრი რამ . ამას ადრე სისუსტედ მივიჩნევდი , მინუსად, ჩემს ცუდ მხარედ. ახლა მგონია რომ ზუსტად ამ გაუგებრობის გამო ვარ ასეთი ძლიერი, მშრომელი და კარგი. ამ წლების განმავლობაში ბევრი პროფესია გამომიცვლია, მაგრამ რაც არ შეიცვალა ჩემი წერისადმი სიყვარულია.
გავიზარდე ბებოსთან და ბაბუსთან.ზუსტად ამაზეა ჩემი პირველი წიგნი. ჩემს ბავშვობასა და საყვარელ ადამიანებზე.
ეს წიგნი ეძღვნება ყველაზე თბილ და კეთილ ადამიანებს ვისაც უცხოვრიათ ამ ქვეყანაზე, ჩემს ბებოს და ბაბუს.
გეგმაშია პატარა წიგნი. რომელიც შეიძლება ერთ დღეში წაიკითხოს ადამიანმა და დარჩეს გულში რაღაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი თბილი შეგრძნება. წიგნი არის ბავშვზე რომელიც იზრდება თბილ გარემოცვაში ბებოს და ბაბუს სახლში. მათ თავგადასავალზე. სიყვარულზე, სამეზობლოზე, ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებზე. ბავშვის გაზრდასთან ერთად იცვლება გარემო,ადამიანები, საყვარელი ადგილები.გოგონას უწევს ბევრი სირთულის გადალახვა და ცხოვრების გაანალიზება.საბოლოოდ იგი ემშვიდობება თავის ბავშვობის სახლს და თვით ბავშვობას.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური