სახლი ზღვის პირას
სახლი ზღვის პირას
სახლი ზღვის პირას ეს წიგნი ეძღვნება ყველაზე თბილ და კეთილ ადამიანებს ვისაც უცხოვრიათ ამ ქვეყანაზე, ჩემს ბებოს და ბაბუს. გეგმა: გეგმაშია პატარა წიგნი. რომელიც შეიძლება ერთ დღეში წაიკითხოს ადამიანმა და დარჩეს გულში რაღაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი თბილი შეგრძნება. წიგნი არის ბავშვზე რომელიც იზრდება თბილ გარემოცვაში ბებოს და ბაბუს სახლში. მათ თავგადასავალზე. სიყვარულზე, სამეზობლოზე, ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებზე. ზღვისპირა ქალაქი (თავი 1) ბავშვობაში ზაფხულობით ზღვისპირა ქალაქში ჩავდიოდით, ბებოსთან და ბაბუსთან. გრძელი და დამღლელი გზის მერე ბათუმის ქალაქს რომ დავინახავდი გული იწყებდა უფრო ხმამაღლა ფეთქვას. იქვე ვაწყობდი თავში გეგმებს. ჯერ სახლში მივალ, ბებოს და ბაბუს ვნახავ. მერე მეზობლებს ჩამოვუვლი და გავაგებინებ, რომ ჩამოვედით. მერე დედა ინესთან გაგვიყვანს. როგორ. გავერთობი. დილას კი ბაბუ. და ბებო ზღვაზე გამიყვანენ. ბაბუ დელფინებს დამანახებს, დილაობით იმდენი არიან რომ ვერც დაითვლი, ალბათ ბაბუს მისვლა უხარიათ. ბაბუს დიდი ჯიპი აქვს, რომელიც ისეთი მაღალი და ძლიერია. რომ მოგინდეს სამყაროს შემოგავლევინებს სულ რაღაც ერთ დღეში. ბაბუმ ყველაფერი იცის. იცის ზღვის ბინადრები, კიდე ყველა ხის სახელი იცის და შეუძლია გამოიცნოს რა ხე რას გამოყოფს. ბებო თბილია, ძალაინ ვუყვარვარ, ამას ბევრი რამით გამოხატავს: სიტყვებით, საჩუქრებით, მოფერებით… მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენთვის სხვადასხვანაირი გემრიელი ნამცხვრების ცხობა უყვარს. ამით გვიტკბობს გულებს და მუცლებსაც. მეც მიყვარს ბებო. შემიძლია მთელი დღე. მისი ნამცხვრები ვჭამო და თან ვუსმინო თავის ახალგაზრდობის ისტორიებს. მთელი დღე. ზოგჯერ ერთად ფილმებს ვუყურებთ. გვიყვარს ძველი ქართული ფილმები და ხანდახან თურქულ სერიალებსაც ვრთავთ ტელევიზორში. ბებო და ბაბუ ერთად არიან სულ. ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. და არც ჩვენ არ შეგვიძლია მათ გარეშე. მთელ ზაფხულს მათთან ვატარებ. ჩვენი დღის რუტინა განსხვავებულია. დილას 6-7 საათზე ბაბუს ზღვაზე გავყავარ თავისი მწვანე ჯიპით. იქ კი ვლაპარაკობთ სულ. - ბაბუ იცი ზღვაში რომ ერთი ბიჭი ცხოვრობს? • ზღვაში. როგორ ცხოვრობს ბა? • ადრე დაეკარგა მშობლებს. იცურა იცურა არ დანებდა და ერთ დღესაც. ზღვამ შეიფარა. • მერე? • მერე, ზღვაში ცხოვრობს. დელფინებს ემეგობრება და ისინი იცავენ ყველა საფრთხისგან. ზოგჯერ სანაპიროსაც უახლოვდება. და ელოდება თავის მშობლებს. იმედს არ იკლავს, ჰგონია. რომ იპოვის ერთ დღესაც თავის დედ-მამას. ბაბუ ხშირად მიყვება ამ ამბავს, ხან რას ამატებს, ხან რას. მეც ვუსმენ გაკვირვებული ყოველ ჯერზე და უამრავი კითხვა მებადება. როგორ ცხოვრობს ბიჭუნა მარტო ზღვაში? ზვიგენების არ ეშინია? დელფინებს როდის დავინახავთ ნეტა? რაღაც დღეს არ ჩანან. იქნებ ბიჭუნას სანახავად არიან წასულები. რატო მიყვება ბაბუ ყოველთვის ამ ამბავს? იქნებ ამ ბიჭუნას იცნობს ? მეგობრები ხომ არ იყვნენ ? იქნებ მასაც ენატრება დედა და მამა? ზოგჯერ მავიწყდება რომ ბაბუსაც ყავდა დედა და მამა. ვიცი რომ ძალიან უყვარდა. ასეთი კარგი ბაბუ რომ გამიზარდეს ამის გამო მეც ძალიან მიყვარს ბაბუს მშობლები. არ ვიცი როგორები იყვნენ მათზე დიდად არ მიყვება არაფერს. შეიძლება გული ტკივა და ამიტომაც მიყვება ამ ბიჭუნას ამბავს. იქნებ ეს ბიჭუნა ბაბუა არის. დედ მამისგან შორს მარტოდ მარტო დარჩენილი. დელფინები კი ჩვენ ვართ: ბებო, დედა, ნიკა, ლუკა, გვანცა, ზაზა. ყველა ერთად ვართ და ყველას ძალიან გვიყვარს ბაბუ. იმედია ჩვენს სიყვარულს გრძნობს. არ მინდა რომ მართლა ასე გრძნობდეს თავს. მაგრამ რა თქმა უნდა დედა და მამა ენატრება და ალბათ სხვა ბევრი ადამიანიც. მაგრამ ბაბუ არასოდეს გამოხატავს ამას. ცდილობს ძლიერი იყოს ყველანაირად. ბებოს და დედას არ ანახებს თავის სევდას, ტკივილს და მწუხარებას. მათ იცავს, თითქოს ეს მისი ვალდებულება იყოს. სერიოზულად ეკიდება ამ ყველაფერს. არასოდეს მინახავს აცრემლიანებული ბაბუ. იმედია არც არასოდეს ვნახავ. მაგრამ იმედია არ იტანჯება. იმედია ბებოს მაინც ელაპარაკება თავის სევდიან ფიქრებზე. ბაბუ ძალიან მიყვარს. მხოლოდ იმიტომ არა რომ მიცავს ყველაფერი ცუდისგან ამ სამყაროში, სხვა ბევრი მიზეზიც არის მაგრამ მგონი მიზეზი არც არის საჭირო იმისთვის რომ ვინმე გიყვარდეს. უმიზედოდ რომ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი ეგ არ არის ნამდვილი სიყვარული?! ნამდვილად უმიზეზოდ მიყვარს ბაბუ. უბრალოდ, აი ასე უბრალოდ მიყვარს, თან ძალიან. ბებო სახლში გველოდება ხოლმე, რომ მივდივართ სახლში ეგრევე ხელებს ვიბან, თან აბაზანაში კედლებზე ღრუბლებს ვითვლი. ვარსკვლავებივით უთვალავია, მაგრამ ერთ დღეს ალბათ მოვახერხებ ბოლომდე დათვლას. მიყვარს ჩვენი სახლი. ისეთი პატარაა, მაგრამ ყველა ვეტევით. ბებო სულ გემრიელობებს მიკეთებს, თვითონ ჩაის სვამს და ახლობლებს ურეკავს, კითხულობს როგორ არიან. ბებოს უყვარს ადამიანების მოკითხვა მათი მოსმენა და მათთან ლაპარაკი. სხვაზე არასოდეს ლაპარაკობს ცუდს. მიყვარს როცა ვინმეს ელაპარაკება და ვუსმენ, თუმცა მე არ მიყვარს ლაპარაკი, მოსმენა მირჩევნია. გადის დღეები და კვირები და თვეები და ყოველი დღე თავისებურად ლამაზია ზღვის პირა სახლში. ყოველ დღე ახალი თავგადასავალი, ახალი მეგობრები, ახალი წიგნები, ახალი ფილმები. ძალიან ბევრს ვერთობი, არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ამ სახლის გარეშე. ასე ხალისიანად ვატარებ ყოველ ზაფხულს. მიყვარს ბებოს და ბაბუს სახლი, აქ სულ თბილა. ბათუმის არქიტექტურა (თავი 2) ბათუმის არქიტექტურაზე, გაგიკვირდებათ და, ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა მომიყვა. გერმანელი არქიტექტორების აწყობილია მთლიანი ბათუმი. ქუჩები ერთმანეთს ჰარმონიულად უერთდება. რომც მოგინდეს ვერ დაიკარგები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე ბოლოს მაინც ზღვასთან მოხვდები. ყველა ქუჩა თან ერთმანეთს გავს და თან სულ სხვა და სხვა არი. ბათუმი პატარა ქალაქია და. ალბათ გაუადვილდათ კიდეც ამ ციდა ქალაქის აშენება, ან პირიქით. ბევრი ადამიანი არ აფასებს ამ არქიტექტულურ შედევრს და უდიდეს შენობებს დგამენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე. მე ზაფხულშიც მიყვარს ბათუმის ქუჩები და ზამთარშიც. ზაფხულში დილაობით ზღვა, მერე მთელი შუადღე სახლში წოლა და მერე მთელი საღამო ეზო და სტუმრიანობა. ზამთარში დილა, შუადღე საღამო სტუმრიანობა. სულ ან სტუმრები ან სტუმრად ყოფნა. ასეთი სითბო ასეთ სიცივეში სხვაგან არსად მეგულება. გაზაფხულობით კი აღდგონის დღესასწაული, უფრო მეტი სტუმრიანობა, უფრო მეტი სითბო, უფრო მეტი ხალისი და ბედნიერი დღეები. ძალიან მყუდრო და ბედნიერი ქალაქია. მეგობრებთან ადვილად გადადიხარ ფეხითაც კი. ბათუმის დასაწყისიდან დასასრულამდე ალბათ ერთ საათში მიხვალ ფეხით. მე და ჩემ მეგობარს გვიცდია. მთელი გზა ვეხვეწებოდი • ავიდეთ გიგა ავტობუსში რა, დავიღალე ამ სიცხეში ფეხით სიარულით • კაი რა იყო, ბათუმში ხარ და ფეხით უნდა ვიაროთ აბა ლიმუზინს ხომ არ დავიქირავებთ ასე შემომატარა მთელი ბათუმი. იმ დღეს ლამის მზის დარტყმა მივიღეთ. მერე თვითონ წუწუნებდა და მეუბნებოდა მართალი იყავიო. სულ ასე ვერთობით ხოლმე ბათუმში. ბათუმი ჩემი მეორე სახლია, ამ ბოლო ხანებში უფრო ერთადერთი მგონია ხოლმე. არქიტექტურა განსხვავებული აქვს. მაგრამ ალბათ ვაჭარბებ კიდევაც, ჩემი დიდი სიყვარულის გამო ბათუმის მიმართ. ყველა იქ მეგულება ვისი ნახვაც ლხინში ან ჭირში მომინდება. ინასარიძიდან ხან ბონში მივიდივარ, ხან ჭავჭავაძეზე და ხან ლერმონტოვზე. ყველგან თბილად მხვდებიან და ყველაზე მოგიყვებით აუცილებლად. ჯერ მოდი ინასარიძით დავიწყოთ. ინასარიძე სამეზობლო (თავი 3) ჩემთვის ყველაზე ახლო და თბილი ადგილი ინასარიძის ქუჩა არის. მიყვარს მთელი გულით და სულით. ყოველი ზაფხულის დღე იქ იწყება და იქ მთავრდება. ინასარიძე არც ისე დიდი ქუჩა არის. კორპუსები ერთმანეთთან თან ახლოს და თან შორს არი. აი როგორ აგიხსნათ, ერთმანეთი გვიყვარს მაგრამ სივრცეში არ ვზღუდავთ მეზობლებს. მიყვარს თითოეული მათგანი. რთულია ყველა რომ დავასახელო, მაგრამ ვეცდები ისინი გაგაცნოთ ვინც მართლა დაგაინტერესებთ. ასეთი მეზობლობა სხვაგან არ მინახავს. არ ვარ დიდი მაგრამ ამდენი ხანია ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე და სადაც არ ვყოფილვარ ასეთი ერთგული, მეგობრული, კეთილი მეზობლობა და მეგობრობა არ დამინახია. მეორე სართულზე შეგხვდებათ ერთი გოგო (ქალი, თუმცა ისეთი ლამაზი და ლაღია ჩემთვის სულ გოგო არის) მას ორი შვილი ყავს. ძლიერი, ლაღი და ლამაზი. ადამიანია. შრომისმოყვარე და თბილი. მათთან შესვლა ჩემთვის ერთ ერთი ბედნიერი მომენტია მთელი ზაფხულის განმავლობაში. რაც არ უნდა მოწყენილი და დაღლილი ვიყო მათთან ვისვენებ და დრო გადის ლაპარაკში. ყველაფერზე ვლაპარაკობთ. ხშირად ერთად მივდივართ ხოლმე ზღვაზე დილაობით. სულ ვაგვიანებთ, ვამბობთ ადრე გავალთო, მაგრამ არ გამოდის ეგ ამბავი. საბოლოოდ, რომ გავაღწევთ სახლიდან ბულკებს ვიყიდით, რა თქმა უნდა, და მივდივართ და მივაბიჯებთ ზღვისკენ. მიყვარს ზღვა. დილასაც, მაგრამ უფრო ღამე მიყვარს. როცა ჩუმია და ცდილობს დაგელაპარაკოს. დილას იმდენი ხალხია მის საუბარს ვერ გაიგებ, ფიქრებს, აზრებს, ოცნებებს, საიდუმლოებს, სადარდებელს… ღამე კი როცა ყველა მიდის და რჩება მხოლოდ ის ერთადერთი, თუ კარგად მოკალათდები და დაუჯდები ყველაფერს მოგიყვება თავის შესახებ. ზღვას უყვარს ლაპარაკი. მე არც ისე. მაგრამ მოსმენა შემიძლია. შემიძლია ვიჯდე და ვუსმინო ზღვას, როცა სხვა ვერავინ უსმენს , მე დავჯდები და მე მოვუსმენ მას, რაც არ უნდა ღრმა საკითხებზე უნდოდეს ლაპარაკი მე სიღრმის და ტალღების არ შემეშინდება, რისთვის ვისწავლე ცურვა აბა?! ჩვენს ზემოთ მზია ბებო ცხოვრობს . მზია ბებო არის ადამიანი რომელიც ყველას სიკეთით და პატივისცემით ექცევა. ყველა უყვარს და ყველას გვიყვარს ზუსტად ამის გამო. ისე თბილად შეგხვდება და ისე თბილად მოგეფერება ყველა სადარდელი შეიძლება დაგავიწყდეს იმ წამს. მე და მისი შვილიშვილი სულ ვთამაშობთ სანამ დოშკი (ჩემი ბებო, ასე ეძახის მზია ბებო) და მზია ბებო ბასაობენ, ჩვენ ვთამაშობთ და ვთამაშობთ და ნაყინს ვჭამთ კიდე. ყოველი დღე ერთნაირად ლამაზი და განსხვავებულია ამ ხალხის გამო. კიდევ ერთი ბებო არის ჩვენს გვერდით სადარბაზოში, ისიც ისეთი თბილი და კეთილია, ისეთი მზრუნველი თითქოს ყველა მისი შვილიშვილები ვიყოთ. ულამაზესი ხელები აქვს და სიყვარულით სავსე თვალები. ჩვენი მეზობელი იამზე რომ გვეჩხუბება ხოლმე მაგ სოკოებს ხელი არ მოკიდოთო, რადგან შხამიანი არიო, ამ დროს გვიცავს ჩვენი თბილი როგნეტა. ჩვენს კორპუსს საკმარისად დიდი ეზო აქვს, სოკოებით სავსე. იამზე ბებო მართალია, ზოგი სოკო შხამიანი შეიძლება იყოს, ამიტომაც მას ნაწილობრივ ვუჯერებთ და სოკოებს შიშველი ხელებით არასოდეს ვაგროვებთ. პარკები რისთვისაა?! ყველა ჩვენ ჩვენი პარკებით ვიკრიბებით და ვკრეფთ სოკოებს და მერე გვეჩხუბებიან. თუმცა აბა სხვა რა ვაკეთოთ. საქანელები არ არის ჩვენს ეზოში და სხვა ეზოში არ გვიშვებენ. ამას მშ`ბლები და ბებია ბაბუები ხვდებიან ვიცი, ამიტომაც მალევე გვანებებენ თავს და გვაცდიან სოკოების კრეფას. მე არც მიყვარს სოკო. - თეკლა, ამოდი ბე. - კაი ბე მოვდივარრრრ! ავდივარ ფეხით მეოთხე სართულზე. ყველაზე მეტად ჩვენი სახლის ერთი ნაწილი მიყვარს და ეს კარებია. ისეთი ლამაზი და თბილია გეგონება ყველას ეპატიჯება ვინც გაივლისო. შევდივარ სახლში და ვიხდი ჩემს ტალახიან ფეხსაცმელს. სახლში ფეხშიშველა სირბილი მიყვარს, დედას არ უყვარს თუმცა არ მიშლის. ასე მგონია დედას ჩემი ზოგჯერ ზედმეტად ესმის. კარებთან ბაბუ მხვდება, წესრიგდება და ემზადება რომ სარდაფში ჩავიდეს. • ბა, წამოგყვები რააა. • კი ბა , წამოდი . მაგრამ ჯერ უნდა ჭამო. მე ქვემოთ დაგელოდები. მიდი ბებოსთან, გელოდება. ბებო სულ გემრიელობებს მიკეთებს და უყვარს როცა მომწონს მისი გაკეთებული საჭმელი. • ბე რა გააკეთე დღეს? • სოუზი. ბე მოდი ხელით გაჭმევ. მოდი ჩემო სიხარულო. • კაი ბე ხელებს დავიბან და მოვალ. ხელების დასაბანად აბაზანაში შევდივარ, ვიბან ხელებს და გამოვდივარ ხტუნვა ხტუნვით და ვჯდები ბებოს გვერდით. • ბებო აი ნახე რა გემრიელი სოუზი გავაკეთე, მოდი ვჭამოთ. ბებო ხელით მაჭმევს, უყვარს და მეც მიყვარს.საჭმელი ყოველთვის უფრო გემრიელია როცა ბებო მაჭმევს. პურს იშველიებს და თან ძველ ამბებს მიყვება. მე ვუსმენ და მინდა სულ შემეძლოს მოსმენა . სულ ასე თბილად თენდებოდეს დილა და მოდიოდეს ღამე. სულ ასე თბილად ვგრძნობდე თავს, როგორც ახლა ბებოს კალთაში ვგრძნობ თავს. -ახლა წავალ ბაბუსთან კაი? თორე. ეწყინება და იფიქრებს რომ შენ უფრო მიყვარხარ. • - კაი , ბებო წადი მიდი ოღონდ ფრთხილად ჩადი კიბეებზე. !"!# $%&'() '&*(+&!", +")( !"!#, &*"-"."/&!". %&.",(+&, %01&! ."2& !","(!&3. '"1."' ,#* &.)'"3&), &)"34'&!0"3 "3 )# &.)3"0.0 "2.&!0 ". "$%) -"50%0,6&'0) #20".&!&3 &.)'"3&), 70$.&!, +" 0+&&!,. ,"(6".0 #.)0&.)(!" "$%). !"!#,)"3 '0%.!0%". +" &.)"+ 1"%+0%".) ,".+"780. !"!#, 9%03( "$%, "$ +" /0+& !&%.0 ."9"6, )"%0 70*'80 '1(30" 4(*'& "$ .(' :"'(%+0%".), '0;%"., 0'0, '0#4&+"%"+ .(' ,0!3&*&" +" ,0!3&*0, '&8030" <"*0"3, !"!#,)"3 &.)"+ "."7.0, '&8030". !"!#" )"%0, 9%03(, #%*0,, '& /0 %".50,5(!, %&.)(!0 4"3 =".'(%0+1&3 .(' 1&'2& %". 4"3 /0. #!."*(+ ,".+"780 ,"+"6 '& +" !"!#, 1"'(:&30*0 '&630&.&!0, "4"* 1"'(1(3&!"2& %'#8"(!) +" ,"';".(, %"#'>(!&,&!). ჰამლეტ ნიკოლეიშვილი (თავი 4) ბაბუს უყვარს წერა და ლაპარაკი. შეუძლია ყველა თემაზე ილაპარაკოს და წეროს. ჰამლეტ ნიკოლეიშვილზე განათლებული ადამიანი არ შემხვედრია. იცის ყველა და ყველაფერი ამ სამყაროზე. რამე კითხვა თუ მიჩნდება ეგრევე ბაბუსთან მივდივარ და ისიც ეგრევე მპასუხობს. ზოგჯერ იმდენს მელაპარაკება რომ ვიღლები, მაგრამ მიყვარს მოსმენა. ბაბუს ისტორიები არ მრთავდება და ალბათ არც არასოდეს ამოეწურება მოსაყოლი ამბები. ბაბუ დამოუკიდებელი სატრანსპორტო ექსპერტია, რამე ავარია თუ მოხდება ეგრევე იძახებენ და იწყებს გამოკვლევებს. ძალიან რთულია რასაც აკეთებს, იპოვო ყველა პატარა ხარვეზი, მიზეზი, დანაშაული და დაწერო დეტალური მოხსენება თუ რა, როგორ, რატო, როდის, სად ,ვის თანდასწრებით მოხდა და მერე ითანამშრომლო ადვოკატებთან, პოლიციელებთან, სასამართლოში წარადგინო შენი მოსაზრება და ამ ყველაფრის დახმარებით დაასაბუთო თუ ვინ არის დამნაშავე. დიახ, ჰამლეტ ნიკოლეიშვილი ძალიან მაგარი ბაბუა. სულ ამით ვტრბახობ ხოლმე , თუ როგორი გასაოცარი ბაბუა მყავს, როგორი განათლებულია და როგორი კარგი ადამიანი, ქმარი და მამაა, და ასევე ბაბუც. რომ გავიზრდები მინდა ბაბუსნაირი ჭკვიანი და გამძლე ვიყო. მისნაირად შემეძლოს ლაპარაკი და მოთხრობა. მეც ბაბუსნაირად მივესალმო და გავესაუბრო ადამიანებს. ალბათ ბევრი მეცადინეობა დამჭირდება რომ ბაბუსავით გასაოცარი ვიყო. დარწმუნებული ვარ მისნაირი სხვა არავინ დაიარება დედამიწაზე. დარწმუნებული ვარ ამაში. ბაბუს მწვანე ჯიპი ჰყავს. თვითონ თავის შვილებზე მეტად არ უყვარს ალბათ, მაგრამ მე ჩემს შვილებზე მეტად მიყვარს. ალბათ მიხვდებით რომ ვხუმრობ. არ მყავს შვილი , ჯერ ძალიან პატარა ვარ. და ეს ჯიპი ჩემი სახლია. მიყვარს და მიყვარს მხოლოდ ეს ჯიპი. სხვა მანქანაში ვერ ვჯდები. არ შემიძლია. თან ყველას გვიტევს, თუმცა საკმარისია მე ,ბაბუ და ბებო ჩაგვატიოს და სადმე წაგვიყვანოს, სადაც რაც შეიძლება ბევრს გავერთობით. ბაბუს ნადირობა უყვარს, მე არა მაგრამ არ ვუბრაზდები . ზედმეტად მიყვარს რომ ასეთ რამეზე გავუბრაზდე. ყველას იცნობს ბაბუს. ცნობილი ადამიანია. ყველას ელაპარაკება, ყველასთან პოულობს საერთო ენას და შეუძლია თითოეულ ადამიანს საათობით ელაპარაკოს. მე კი მოსმენა მიყვარს ძალიან, სულ ვუსმენ როგორ ელაპარაკება სხვებს და თან ვსწავლოობ. ჩემი მენტორია ბატონი ჰამლეტ ნიკოლეიშვილი. ვაკვირდები მის მანერებს, ხელის მოძრაობებს, როგორ ესალმება და ემშვიდობება სხვებს, როგორ უსმენს, როგორ პასუხობს, როგორ ეკამათება, როგორ ამტკიცებს თავის სათქმელს. ვერ ვიტყვი რომ ბაბუ სულ მართალია, მე მოსმენა მიყვარს და ვიცი რომ ზოგჯერ არც ვეთანხმები მის აზრებს მაგრამ პატივს ვცემ და ვაფასებ, ეს ყველაზე მთავარია. ესეც მისგან ვისწავლე. ჩემი მენტორისგან. დღეს რომ გავიღვიძე ბებო მიკის აცხობდა და ვილმარტში ვანილზე და ქოქოსზე გამაგზავნა. ავდექი და წავედი ვილმარტში. ვილმარტი ინასარიძის გუდვილია. ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს ჭირდებოდეს იქ არის. კარებთან ბაბუ შემხვდა, მითხრა : - გამოგყვები ბაბუ გინდა? - არა ბა, ჩემითაც წავალ. - კაი მოდი ჩავიდეთ. ერთად ეზოში და მე სადარბაზოსთან დავრჩები დათო ბაბუსთან ერთად. - კაი ბა, მე ვიყიდი ინგრედიენტებს და დამელოდე, რომ დავბრუნდები ერთად ამოვიდეთ. დავიწყეთ კიბეებზე ჩასვლა ბაბუ არასოდეს ჩქარობს, მეც არ ვჩქარობ. ხელში ჟურნალი უნდა გვეჭიროს. მეოთხედან მესამეზე, მესამედან მეორეზე და მეორედან პირველ სართულზე ამოვყავით თავი, თუმცა არ ვჩქარობთ. - გაგიმარჯოთ ბატონებო. (ამბობს ბაბუ) - გამარჯობა თქვენი... (ვამბობ მე ძალით. სერიოზული ხმით. მინდა რომ სერიოზულად მიმიღონ სხვებმა იმისთვის რომ ჩემს მენტორთან ერთად შევძლო საუბრაში ჩართვა.) - მე მარკეტისკენ გავეშურები, დოდო ბებოს ინგრედიენტებზე ერთი ორი რამ მოაკლდა და მე გამაგზავნა. მეჩქარება და არ იწყინოთ ბატონებო, ჩემს გარეშე გააგრძელეთ საუბარი. (ისე ვამბობ თითქოს რამე სათქმელი მქონდეს ამ დროინდელ მთავრობაზე ან კაი ან ცუდი. არაფერი გამეგება, ჯერ პატარა ვარ მაგრამ ვიცი, რომ განსაკუთრებული არავინ არი ამ პოლიტიკაში, რომ იყოს დედას არ მოუწევდა ყოველდღე მუშაობა, ან ბაბუ არ მოყვებოდა შემცირებაში... და ასე შემდეგ...) განვაგრძე გზა მარკეტისკენ, გზაში შემხვდა ერთი ორი მეზობელი და ახლობელი. - გამარჯობა ბატონო ტარიელ როგორ ბრძანდებით? თქვენს შემდეგ. - გამარჯობა ქალბატონო ეთერ. რა კაი ამინდია დღეს არა? მიბრძანდით . თქვენიანები მომიკითხეთ - უფფფ, არ მკითხოთ ლამარა დეიდა, გუშინ ისეთი სიცხე იყო სახლიდან ვერ გამოვდიოდით მთელი ოჯახი. თქვენ როგორ ხართ იყიდეთ ის წიგნი წინაზე რომ მოგეწონათ ბებო რომ კითხულობდა? როგორც ვიცი საოცარი წიგნია. მე არ წამიკითხავს მაგრამ ბებომ ორ დღეში დაამთავრა და გაოცებული იყო, ისეთი გაოცებული რომ ეგ ორი დღე არაფრისთვის გვიყურებია სულ თავის წიგნში იყო ჩაფლული და აი ასე. რაღაც ძალიან კარგად ვირგებ ბაბუს როლს. გამომდის ხო აშკარად? ზოგი იფიქრებს ალბათ ასე მგონია ბატონ ჰამლეტის ველაპარაკებიო. მოკლედ ძალიან კაი არტისტი ვარ. მგონი მსახიობი უნდაგამოვიდე. ან მსახიობი ან ექიმი. რომელიმე გამომივა ვიცი. ამდენ ლაპარაკში კი აღვოჩნდი ბაბუს გვერდზე სადარბაზოსთან რომ წყალია . - წავედით ბა ავიდეთ სახლში, თორე ბებო ორივეს გაგვიბრაზდება ამდენი ხანი სად დაიარებითო. - კაი ბა... დოშკი (თავი5) სითბოზე ბევრი სიტყვა მახსენდება : სიცხე, ცეცხლი, პაპანაქება, გახურება, სიფიცხე, სახლი, საწოლი, ადიალა, ჩაი... მაგრამ სითბოზე მხოლოდ ერთი ადამიანი მახსენდება : ბებო . ყველაზე თბილი, ერთგული, გამგები და ძლიერი ადამიანი ვისაც ვიცნობ ამ ქვეყანაზე ბებოა. ბებოს თავისი მეგობარი დოშკის ეძახის. ხოდა მოდი ასე გაგაცნობთ. დოშკის უყვარს ლიქიორი, საჭმელების კეთება და ცხობა, ჩაი და თურქული ყავა, მზესუმზირა და გემრიელი ნაპოლეონი და ჩვენ. დოშკის ვუყვარვართ ძალიან, ზოგჯერ ზედმეტადაც. ბევრი რამ იცის სამყაროს და ბუნების შესახებ, თვითონ კი ერთი თბილი არსებაა, აი რო დაინახავ და სითბოთი რომ აივსები ისეთია. ვუყვარვართ ძალიან. თუ ეგ უკვე ვთქვი? მე ძალიან მიყვარს დოშკი. თუმცა ყველაზე მეტად ვიცი რომ ბაბუს უყვარს. მათ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი აჯობებს. ვერავინ და ვერაფერი. არავინ და არაფერი. ბებოსთან მალე გადის დრო. ერთად ვუყურებთ ხოლმე ფილმებს, მე რომ წიგნს ვკითხულობ ისიც იმას კითხულობს, ის რომ მზესუმზირას ჭამს მეც მზესუმზირას ვჭამ და ასე. ერთად გატარებული დღეები სულ მშვიდი და ბედნიერებით აღსავსეა. გუშინ მე და ბებომ მიკი გამოვაცხვეთ. დიდად არ უყვარს მოხმარება. ურჩევნია ყველაფერი თავისით გააკეთოს არ ვიცი რატო. მაგრამ ზოგჯერ მასწავლის და ვეხმარები რაღაცეებში. ხაჭაპურებიც გამოაცხო. ცომის ზელის დროს ვუყურებ ხოლმე როგორ ლოცულობს. პატარა ვარ და არ მაქვს ღმერთთან ძლიერი ურთიერთობა. ბებოსგან ვსწავლობ ამ ყველაფერს.ა რამგონია ბებოსნაირად შემეძლოს ლოცვა და სიყვარული. სულ მადლიერია და სულ ღმერთს ელაპარაკება ზოგჯერ ვფიქრობ მართლა ღმერთს ელაპარაკება? თუ მისი პატარა ნაწილი ოცნებობს რომ ღმერთის მაგივრად ვინმე სხვა. უსმენდეს ვინც უყვარდა და ვინაც დაკარგა. დიდი ხნის უკან. ბებოს სულ შავი აცვია. არ მინახავს ღია ფერებში, არადა როგორ მოუხდებოდა, მაგრამ შავსაც იხდენს. დედა თუ ძალიან მოთხოვს ყავისფერს და სერსაც იქმევს ხოლმე. ასეთ თბილ ადამიანში იმდენი სევდა დევს . არ ვიცი როგორ არი ასეთი. რთულია დაკარგო შვილი და იყო ისეთივე კეთილი და გიყვარდეს ისევ ისე ღმერთი როგორც ადრე. მგონი უფრო მეტად უყვარს ღმერთი ახლა. არადა მე გავუბრაზდებოდი ჩემი საკუთარი შვილი რომ წაერთვა. ვეღარ ვილოცებდი და ვეღარ გადავუხდიდი მადლობას. მაგრამ ბებო სხვანაირია. ეს მაოცებს მასში. ამ ყველაფრის მიუხედავად ღმერთის სწამს და მადლიერია მისი. ლოცულობს ბევრს. დილას და საღამოს, ჭამამდე და საჭმლის გაკეთებისას. ყოველთვის მადლიერი და თბილია. წარმომიგდენია როგორ ენატრება თავისი შვილი. მეც მენატრება. მიუხედავად იმისა რომ არც მომეცა საშუალება რომ გამეცნო ბიძაჩემი, რაც გამიგია მის შესახებ ყველაფერმა გამაოცა. ისეთი კაი ადამიანი ყოფილა. პატარაობაში დედაჩემს აწვალებდა მაგრამ მეც მაწვალებენ ჩემი ძმები და ეგ არაუშავს. მიპატიებია. დედის გული მაინც სხვა არის. დედის მთლიანი გულია შვილი. ბებოს გული ორად არი გაყოფილი. დედა. და ზაზა ბიძია. ასე გამოდის რომ მხოლოდ ნახევარი უფინქციონირებს. და ამ ნახევარითაც იმდენს აკეთებს, ზოგი მთლიანი გულით რომ ვერ გააკეთებდა იმდენს. სულ მინდა რომ ბევრი ილაპარაკოს ზაზა ბიძიაზე. და ვცდილობ საკმარისად ბევრი შევეკითხო. გუშინ მომიყვა რაღაც რაღაცეები მასზე. მასზე ლაპარაკის. დროს სულ სხვანაირი თვალები აქვს ბებოს. ცოტა უბზინავს და ცოტა ვერ გაარკვევ გულში რას ფიქრობს სინამდვილეში. მიყვება ბევრ რამეს მაგრამ ყოველ 5წუთში ჩერდება და სიჩუმე ისადგურებს ოთახში რამდენიმე წუთი. ნეტა რაზე ფიქრობს ამ დროს, ალბათ იმაზე, რომ ნეტა შეეძლოს აწმყო დროში ლაპარაკი ზაზა ბიძიაზე. ნეტა რამე ახალი ქონდეს მოსაყოლი. ეს რამდენიმე წუთი ალბათ მისთვის წლების ტოლფასია. ნეტა შეეძლოს ეს რამდენიმე წუთი ზაზა ბიძიის გულში ჩაკვრა და მოფერება, მისი ხმის გაგონება, მისი მოსმენა, მასთან ლაპარაკი, მასთან ერთად ყოფნა სულ რამდენიმე წუთი. ნეტა ამაზე ფიქრობს ეს რამდენიმე წუთი? მერე მე გადმომხედავს და თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს ვიცი რომ ჩახუტება ჭირდება, მე მოსმენა მიყვარს მას სულ ვუსმენ და ჩახუტებაც, ვდგები და ვეხუტები ბებოს. ვიცი რომ რაც არ უნდა ძლიერად ჩავეხუტო ჩემი სითბო და სიყვარული ვერ დაუბრუნებს იმას რაც ყველაზე მეტად უნდა, მაგრამ იქნებ შეუმსუბუქოს ის ტკივილი რასაც მალავს. მაგრამ მე ვერ დამიმალავს ვერც ბებო და ბაბუ ამ ტკივილს, რადგან მათი გულის ცემის მოსმენით, მათი გამოხვედით, მათი მოსმენით და ყურებით ვხვდები როგორ ტკივათ გული და რომ შემეძლოს მთლიან ტკივილს ავიღებდი და ჩემს გულში ჩავისვამდი. ვუყურებ ბებოს და ვიმედოვნებ, რომ მეტი ტკივილი არ ელის წინ. მათი გული ამდენს ვერ გაუძლებს, ჩემი პატარა გული კი მათ ტკივილს სამწუხაროდ ვერ დაიტევს. -ბე, როგორ გამოგდის ასეთი გემრიელი მიკი? - საქმე რეცეპტში არ არი ბე, უნდა იქონიო მოთმინება და სითბო და სიყვარული არ უნდა მოაკლო კეთების პროცესში. შენც გამოგივა აი ნახავ. - მიყვარხარ ბე, ძალიან. - ბებო, მე ისე მიყვარხართ ყველანი რომ ვერ წარმოიდგენ. მაგრამ ერთ დღეს მიხვდები. - მინდა შენსავით გემრიელი გამომდიოდეს ყველაფერი. - გამოგივა თუ შეეცდები. ყველაფერს დრო და მეცადინეობა ჭირდება ბე. - ბე ზაზა ბიძია ძალიან გენატრება ხოლმე? - კი ბე. ძალიან. მაგრამ ჩემი ნიკას და ლუკას თვალებში რომ ჩავიხედები ხოლმე, თითქოს მას ვუყურებ და მიხარია. მაბედნიერებს . მაბედნიერებთ ყველანი, ბე. მიყვარხართ უძალიანესად. - ბე ანგელოზები არსებობენ ? - რატო მეკითხები? -არაფერი ბე, ისე, მაინტერესებს... ღამის ანგელოზები (თავი 6) გუშინ ცოტა უცნაური სიზმარი დამესიზმრა. მე და დედა ოთახში ვიყავით და ძილის დრო იყო. დედა ანგელოზებზე მიყვებოდა რაღაც ზღაპარს და მითხრა თუ თვალებს დახუჭავ და გაახელ ახლაც შეიძლება დაინახოო, ოღონდ ძალიან უნდა გინდოდეს მათი დანახვა, უნდა გჯეროდესო. მეც ავიფარე ხელები თვალებზე და დავითვალე სამამდე, თვალები რომ გავახილე მარტო ავღმოჩნდი ოთახში , ხოლო ჩემს თვალ წინ ორი ანგელოზი იდგა. ჯერ გამიხარდა, ვერ ვიჯერებდი, რომ ასე ადვილად მოვახერხე მათი დანახვა, მერე ნერვიულობა დავიწყე არ ვიცოდი დედა სად იყო და ძილში ამეტირა. ამ დროს დედამ გამაღვიძა, ეტყობოდა მართლა ვტიროდი, ისე შემეშინდა დედას დაკარგვის. თვალები რომ გავახილე და მხოლოდ დედა დავინახე ბედნიერებისგან ისევ ტირილი დავიწყე. დედამ გულში ჩამიკრო და დამამშვიდა. იმ წამს ამ სამყაროში მხოლოდ მე და დედა ვიყავით. მარტო ჩვენ. მინდოდა ეს მომენტი არასოდეს დამთავრებულიყო. მინდოდა სულ ასე დედას გულთან ახლოს ვყოფილიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. აღარც ანგელოზები მაინტერესებდა და აღარც ეშმაკები. ჩემთვის მთავარი იმ წამს იმ ადამიანების გვერდით ყოფნა იყო ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი. მე და დედას ერთნაირად გვიყვარს ბათუმში ჩასვლა. დიდი მგზავრობის მერე სულ მოშიებულები ვართ ხოლმე. ფეხს როგორც კი შევადგამთ სახლში, ბებო ეგრევე სუფრას შლის. დედა ისე გემრიელად ჭამს რომ მეც მინდება და ყველა ერთად ვჯდებით და ვჭამთ. ღამის 12 საათი რომც იყოს მაინც ვჯდებით და ვჭამთ, თითქოს 3 დღე არ გვეჭამოს. ბაბუც მოგვიჯდება ხოლმე და თავის დიდ ჩაის ჭიქაში წითელ ღვინოს ისხამს. თან ამბობს რომ წამალიაო. მეც ვსინჯავ ხოლმე, მაგრამ ყველა ღვინოს ბებოს გაკეთებული კომპოტი გვირჩევნია. ჩემი და დამეთანხმება, შეუძლია 3 ბოთლი დალიოს მარტომ ერთ დღეში. - კიდე რამე ხომ არ გინდათ? ყველი? ჭადებს დავაცხობ ახლა! სხვა რა მაქვს კიდე ვაიმე არ ვიცი დაფუსფუსებს ბებო სამზარეულოში. - არაფერი, დე მოდი რა დაჯექი. ყველაფერი არის. ეუბნება დედა სიცილ-კისკისით. დედას ძალიან უყვარს ბებო რომ ასე დაფუსფუსებს ხოლმე. სულ გვეცინება. მაგრამ მისი ფუსფუსის გარეშე კი დავრჩებოდით მშივრები. იმედია ასეთი დღეები არასოდეს დამავიწყდება. გასაოცარი რომ არაფერი ხდება მაგრამ სითბოთი სავსე რომ არის. არც ეს ადამიანები სითბოთი სავსე გულებით. ყველა და ყველაფერი მიყვარს ამ სახლში. მინდა ამ სახლში. გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება და ამ ადამიანებთან ერთად ავღნიშნო ყოველი გათენებული დღე. - დე შენი აზრით ანგელოზები არსებობენ? ვეკითხები დედას. - კი, დე რატო მეკითხები? - ისე, უბრალოდ. და ისინი გვიცავენ ხომ? - კი, გვიცავენ. - ცუდ ადამიანებსაც იცავენ? - ალბათ კი. - და რატო მიყვათ კარგი ადამიანები როცა ცუდი ადამიანებიც არიან თან ბევრი ამ ქვეყანაზე? - არ ვიცი, დე. ალბათ ისინი არ წყვეტენ ეგეთ რაღაცეებს. - აბა ვინ წყვეტს? ღმერთი? - ხო, ღმერთი. - და თუ ასეთი კარგია ღმერთი რატო მიყავს კარგი ადამიანები ასე მალე? - დე, ზოგჯერ საჭიროა, მან იცის. - მაინც ვერ ვიგებ, თუ არსებობენ ღმერთი და ანგელოზები. თუ შეუძლიათ რომ დაეხმარონ ყველას და დაიცვან ადამიანები. რატომ არ იცავენ? - დე, ერთი ღმერთი ვერ დაიცავს ამდენ ადამიანს ერთად. ანგელოზებიც არ არიან ბევრნი და ვერ იცავენ ყველას. - შეიძლება მაგის გამო მიყვათ კარგი ადამიანები? რადგან უფრო მეტი ანგელოზი ჭირდებათ? - სრულიად შესაძლოა. - მაგრამ, ეგოისტური საქციელი არ არის ? რადგანაც მათ ჭირდებათ , ესეიგი ჩვენ უნდა წაგვართვან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები? - დე, დღის ბოლოს ყველა ეგოისტები ვართ. - ეგ როგორ? - იმ სიკეთეს რასაც ვაკეთებთ, ის სიკეთე ჩვენც გვაბედნიერებს. მეგობარს რომ ვეხმარებით და ვაბედნიერებთ, ეს ჩვენც გვახარებს. მშობელს რომ. ვეფერებით, ჩვენც ვთბებით. იმას რასაც გავცემთ, უკან ვიღებთ. დღის ბოლოს ყველა ეგოისტები ვართ. საბოლოოდ ყველაფერს ჩვენივე ბედნიერებისთვის ვაკეთებთ. - ანუ ეგოისტი რო არის ადამიანი არ არი ამაში არაფერი ცუდი? - არა, გააჩნია რამდენად ეგოისტი. ყველაფერს თავისი საღვარი აქვს. - მართალი ხარ. დე სულ მართალი როგორ ხარ? - არ ვარ სულ მართალი. ადამიანი სულ მართალი ვერ იქნება . - რავი, შენ სულ სიმართლეს ლაპარაკობ. თან ლამაზად. ისე რომ მესმის ყველაფერი. დე, მიყვარხარ! - მე უფრო იყვარხარ! ვფიქრობ ანგელოზების ვალდებულება არ არის ჩვენი დაცვა. შეიძლება რაღაც რაღაცეებში დაგვეხმარონ მაგრამ სულ გვერდით ვერ გეყოლება ანგელოზი, რომელიც ყველა საფრთხეს აგარიდებს ცხოვრებაში. მასე ხომ ვერ იქნები ძლიერი. ცხოვრება თავისი თავგადასატეხებით მოდის. არის კარგი დღეები და ცუდი დღეები, ზოგჯერ ხარ კარგად და ზოგჯერ ცუდად, ზოოგერ გიხარია და ზოგჯერ გწყინს, ზოგჯერ დარია, ზოგწერ ავდარია და ასე. მე გადავწყვიტე რომ ბედნიერი ვიყო, რადგან დასაკარგი დრო არ გვაქვს. ანგელინ<