ქაღალდის გედი
0 ხმა

თეიმურაზ სოღულაშვილი
გვარი: სოღულაშვილი
სახელი: თეიმურაზ
ასაკი: 26 წლის
საცხოვრებელი ადგილი: ქალაქი გორი, გოგებაშვილის ქუჩა #36.
მოკლე ბიოგრაფია:
დავიბადე, გავიზარდე და სკოლა დავამთავრე ქალაქ გორში. სკოლაში განსაკუთებით კარგად ვსწავლობდი ბიოლოგიასა და ქიმიას, უფრო ქიმიას. მედიცინა ყოველთვის მაინტერესებდა, ამას თან დაერთო ქიმიის ცოდნა და გადავწყვიტე საბოლოოდ დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება სამედიცინო დარგისთვის და 2015 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე. კლინიკაში ვმუშაობდი მეორე კურსიდან, დავიწყე კარდიოლოგიური დეპარტამენტით, შემდეგ კოვიდ პანდემია დაიწყო და კოვიდ განყოფილების გახსნის დღიდან, დახურვამდე იქ ვმუშაობდი, როგორც მსახიობებს აქვთ თეატრის მტვერი ასე გვაქვს ჩვენ საორდინატოროს მტვერი. ამჟამად ვარ ექიმი-რეზიდენტი ტოქსიკოლოგიის დარგში, ასევე ვასწავლი პათოლოგიურ ფიზიოლოგიას თსსუ-ში.
რაც შეება ჩემს ,,ლიტერატურულ აქტივობას“ არაფერი არსად არ გამომიქვეყნებია, მაგრამ წერა ყოველთვის მიყვარდა ოღონდ მხოლოდ ემოციებისგან დასაცლელად, რადგან ჩემს პრობლემებზე და შინაგან ბრძოლებზე, ჩემივე კომპლექსების გამო საუბარი არასდროს არ მიყვარდა ამიტომ კალამი და ბლოკნოტი გახდნენ ჩემი საუკეთესო მეგობრები.
მეგობრები რომლებსაც არასდროს არაფერი ავიწყდებათ და სულ ჩემს გვერდით არიან.
გულისხმიერი გოგი ექიმი ქალაქის ქაოსურ ცხოვრებას მშვიდ და პატარა სოფელში გაექცა, სადაც ერთ პატარა, ნახევრად დანგრეულ ამბულატორიაში მუშაობით ირთობს თავს და თრგუნავს მის გონებაში არსებულ ხმებს. ერთ დღეს სოფლის ჩვეულ რიტმს ქალაქელი სტუმრები არღვევენ. ერთ-ერთ სტუმარს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდება და სწორედ იმ სტუმარში ამოიცნობს გოგი თავის ძველ ნაცნობს, ვისზე შურისძიებაც დიდი ხანია სწყურია. ექიმს შანსი და სურვილი აქვს რომ დაივიწყოს მედიცინის ძირითადი პრინციპი ,,არ ავნო“ და ანგარიში გაუსწოროს ძველ მეგობარს და უპრობლემოდ გამოძვრეს ამ ინციდენტიდან.
შეძლებს ექიმი საბედისწერო ინექციის გაკეთებას?
შეძლებს რომ საბოლოდ დაამარცხოს მის გონებაში არსებული ხმები?
შეძლებს ის სახლში დაბრუნებას?
მიმდინარე ტური არ არის აქტიური