ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცხოვრება შენშია, ბარბი!

0 ხმა

თამრიკო სხულუხია

ბიოგრაფია

თამრიკო სხულუხია, დაბ. 1992 წლის 19 ივლისს, მარტვილის რაიონის სოფ. სალხინოში.

-2010 წელს წარმატებით დაამთავრა სალხინოს საჯარო სკოლა და პრეზიდენტისგან დაჯილდოვდა ვერცხლის მედალით.

-2010 წელს მიიღო სახელწიფო დაფინანსება და დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი

-2012 წელს პროფესორის რეკომენდაციით, მუშაობა დაიწყო გ. ელიავას ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის, სადიაგნოსტიკო ცენტრში ლაბორანტად.

-2015 წელს მოიპოვა ერასმუსის სტიპენდია და მაგისტრატურის პროგრამით გაემგზავრა გერმანიაში, იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტში.

-2018 წელს ჩაირიცხა მარკეტინგის და მენეჯმენტის სასწავლო პროგრამაზე ფრანკფურტში და მიიღო გერმანიაში ბუნდესლანდში აკრედიტებული მეორე პროფესია.

და დღემდე მუშაობს ერთ-ერთ წამყვან, საუკეთესო, მარიოტის აუტოგრაფ კოლექციის, სამეფო ხაზის, ფრანგულ რესტორნის ქსელში.

-ეს მოკლედ, თამრიკო სხულუხიას სოციალური მიღწევების და სტატუსების შესახებ, რომლითაც საზოგადოება დღეს ყველაზე მეტად ინტერესდება, თუმცა, რა აინტერესებს თამრიკოს, რომელმაც საკუთავი თავი წერაში იპოვა.

შექმნილი აქვს 600-ზე მეტი ლექსი, რამოდენიმე რომანი, თუმცა ვერცერთი ვერ მოხვდა დღის სინათლეზე. თამრიკომ რამოდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა პალიტრა ლ-ის კონკურსში, თუმცა ვერცერთხელ ვერ გაიმარჯვა. მისი ლექსების კრებული ,,სამი ვარდის ჰარმონია“, saba.com- ზე 2018 წელს ატვირთა, თუმცა მისი კრებული ხელში არასდროს სჭერია.

 თამრიკო ცხოვრობს გერმანიაში, ფრანკფურტში და ხშირად სტუმრობს ფრანკფურტის წიგნების ბაზრობას და საათობით აკვირდება მოწვეულ მწერლებს, რომელებთანაც მკითხველები საათობით ჩამდგარან რიგში, იმის მოლოდინში, რომ ნანატრ ხელმოწერას მიიღებენ. ის ასევე ხშირად სტუმრობს წიგნების მაღაზიებს... უბრალოდ, უყვარს შესვლა, ის რამოდენიმე წუთი ჩერდება ბესტსელერების კუთხესთან, წიგნების სურნელს ღრმად შეისუნთქავს და წარმოიდგენს, რომ დადგება, დრო, როცა მისი წიგნიც იქ იდება თაროზე...

გარდა ოცნებისა ის სულ წერს... წერს ყველგან! ტრანსპორტში... სამსახურში, ნახევარსაათიანი შესვენების დროს... ბუნებაში სეირნობისას... მას სულ თან აქვს პატარა ბლოკნოტი იოჰან სებასტიან ბახის ხელმოწერით... წლების წინ იყიდა ალისფერი, ხავერდოვანი ბლოკნოტი, რომელიც დრომ გაუხუნა, თუმცა მის გარეშე სახლიდან არასდროს არ გადის... მეგობრებმა დასცინეს კიდეც, თუ რაც გადაახდევინა თხუთმეტი ევრო, პატარა ბლოკნოტში?! -მაგრამ, ამას ხომ მხოლოდ მწერლები გაიგებენ!... მისმა სურნელმა, შეხებამ ის იმდენად მიიზიდა, თითქოს წლების წინ მიძინებუბლი მუზა გაუღვიძა...

და, მოკლედ ვინ არის თამრიკო სხულუხია...?!

როგორც, მის ალისფერ, დროში გახუნებულ ბლოკნოს შიდა ყდაზე, წლების წინ მიაწერა:

,,თამრიკო სხულუხია, შემდგარი მწერალი საკუთარ თავთან, სხვების აღიარების მოლოდინშიJ ´´

 

სინოპსისი

თამრიკო სხულუხიას რომანი ,,ცხოვრება შენშია, ბარბი!´´ - მწერალმა პალიტრა L-ის კონკურსისთვის შექმნა. რომანში მოთხრობულია, მთავარი პერსონაჟის ბარბარეს ცხოვრება, რომელმაც ცხოვრება მრავალჯერ დაიწყო თავიდან. წიგნში შეხვდებით სიყვარულში გადაკარგულ გრძნობებს, ღალატს, მეგობრობას, ქარიშხალში თუ დარში მყოფ ყოველდღიურობას, რომელიც აგნრევს და ხანაც ამთელებს რომანის გმირებს. წიგნში, მოთხრობილი ამბავი, რეალური ცხოვრების ინტერპრეტირებით არის შექმნილი და მკითხველს ამოგზაურებს მტკივნეულ, ბედნიერ, საოცარ, ზღაპრულ და ამავე დროს მოულოდნელობებით სავსე რეალობაში. ბარბარე, რომელიც არის რომანტიზმს მოწყურებული სტუდენტი გოგონა, არაერთხელ ჩაებმევა სიყვარულის და სიძულვილის ქარცეცხლში. არაერთხელ მოუწევს მას დაანგრიოს სტერეოტიპები და განუდგეს ყველას, ვინც მას ბედნიერებაში ხელს შეუშლის. თუმცა, ყველა ბრძოლა როდი სრულდება გამარჯვებით და ყოველ წიგნს როდი აქვს კარგი დასასრული...ასევე, ყველა სიყვარული როდია რომეო და ჯულიეტას თავგანწირვის მსგავსი და რუსთაველის მიერ გადმოცემული სიბრძნე.

რომანი,,ცხოვრება შენშია, ბარბი!`´,  ბარბარეს ცხოვრების დეტალებით, მკითხველისთვის ღია და მისაწვდომი ხდება, ის სამყარო, რომლის ნაწილი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს. ეს არის წიგნი, სადაც ყველამ შეიძლება იპოვოს საკუთარი თავი, ნებისმიერ პერსონაჟში, გადალახოს პრობლემები მათთან ერთად ან თვალებში ჩახედონ რეალობას! და, შვებით იტიროს წიგნის ბოლოს... 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური