ცისარტყელა
0 ხმა

თამარ ხორავა
სახელი, გვარი - თამარ ხორავა
ასაკი - 27 წლის
საცხოვრებელი ადგილი - თბილისი
მე, თამარ ხორავა, დავიბადე 1996 წლის 27 მაისს, ქალაქ მარტვილში. ბევრი და გასაოცარი არაფერი მაქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ 18 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, რადგან სწავლა დავიწყე საქართველოს უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო სწავლას თავი დავანებე. ვცდილობ ცხოვრებაში მოცემული დრო მაქსიმალურად გამოვიყენო საკუთარი თავის რეალიზებისთვის, ამიტომ დიდი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე დავეუფლო ახალ პროფესიას, კვლავ ხელოვნების სფეროში.
რაც შეეხება წერისადმი დამოკიდებულებას, ბავშვობიდან ვწერ და ეს საოცარ ბედნიერებას მანიჭებს, რადგან სწორედ მაშინ ვარ ყველაზე თავისუფალი და რეალური.
ყველაფრის მიუხედავად ერთადერთი ოცნება მაქვს, უბრალოდ ვიყო მწერალი.
რომანის მთავარი პერსონაჟი ახლგაზრდა გოგონაა, რომელსაც საყვარელი ადამიანის ეჭვიანობა და აგრესია წამებად ექცა. მან არ იცის როგორ გაუმკლავდეს ცხოვრებაში არსებულ მთავარ პრობლემას, ამიტომ სიკვდილს გადაწყვეტს, მაგრამ რატომღაც ის ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდება, სადაც მოხვედრისას იხსენებს საკუთარ წარსულს, ხოლო იქ გატარებული თითოეული წამი მის შავ-თეთრ სამყაროს დაკარგულ ფერებს უბრუნებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური