ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ბნელი ჩრდილები

0 ხმა

თათია ტაბატაძე

ბიოგრაფია

ტაბატაძე თათია, 31 წლის. დავიბადე ქალაქ ქუთაისში. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ფენტეზი ჟანრი ცხოვრების მთავარი გატაცება და ჩემი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია. წლების მანძილზე ამ ჟანრის შესწავლამ საფუძველი დაუდო ‘’ბნელი ჩრდილების’’ შექმნას. ამ დრომდე ჩემი ნამუშევრები არასდროს არსად გამომიქვეყნებია.

სინოპსისი

იბირის მემკვიდრე ისტორიაში პირველად ქალი გახდა და მეზობლად მყოფმა უზარმაზარმა იმპერიამ სოვინმა მისი შთანთქმა დაისახა მიზნად. წლების მანძილზე ისინი შუღლს და სიძულვილს თესავდნენ ტახტის ამაყი მემკვიდრის მიმართ და მიაღწიეს საწადელს რათა იგი საკუთარი ხალხისთვის არასასურველ პრეტენდენტად ექციათ. როდესაც პრინცესა ელოიზა სრულწლოვანი შეიქნა სოვინის დამპყრობლურმა იმპერიამ ერთიანად დაიწყო

რბევა, ხოცვა , ძალადობა,გატაცება რათა სიძულვილთან ერთად შიშიც დაეთესათ მეზობელ სახელმწიფოში. მეფის ასულის ტახტზე ასვლა უკვე სამშობლოშიც აღარავის ეჩვენებოდა გონივრულ გადაწყვეტილებად. საზღვრები მოირღვა და ომი ერთი შეხედვით გარდაუალი ჩანდა. სწორედ ამ გამოუალ მდგომარეობაში დიდებულებმა მეფე დაითანხმეს მიეღო გადაწყვწტილება, რომელსაც მთელი მისი მოდგმა ათასწლეულების მანძილზე გაურბოდა. მათ გარიგება დადეს მტერთან და მშვიდობის სანაცვლოდ მეფის ასულის ხელი სოვინის ტახტის მემკვიდრე პრინცს შესთავაზეს რათა შეენარჩუნებინათ საზღვრები და ომი თავიდან აეცილებინათ. ოჯახისგან და სამშობლოსგან გადაკარგული პრინცესა პრაქტიკულად ტყვე ხდება მტრის მიწაზე.

როდესაც მტრი გამარჯვებას ზეიმობდა ყველაფერი ისე აღარ წარიმართა როგორც ელოდა. ადამაიანებმა არჩევანი გააკეთეს, მოთამაშეებმა მხარეები შეიცვალეს, ძმამ ძმის სისხლი დაღვარა, შვილმა მამის, მიზნები შევიწროვდა, ვინც ცხოვრების სისასტიკეს ვერ გაუძლო მალევე დაეცა, ცოცხლად დარჩენა მხოლოდ მცირედი ძღვენი გახდა უკიდეგანოდ გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ.

სანამ იბირი და სოვინი თავიანთ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდნენ ზღვის გადაღმა დაცემული იმპერიის ფერფლზე წარსულის ბნელმა ჩრდილებმა გაიღვიძეს და აწმყოში მოგზაურობა განიზრახეს!

მიმდინარე ტური არ არის აქტიური