ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნახე, ფეხზე ვდგავარ

0 ხმა

ვახო სალთხუციშვილი

ბიოგრაფია

ვახო სალთხუციშვილი, 22 წლის. ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი საბერძნეთი.

დავიბადე 2001 წლის 16 თებერვალს თბილისში, მაგრამ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უმეტესი წლები გავატარე კახეთში, გურჯაანში. სწორად ამ ადგილს უკავშირდება ჩემი აღმავლებიც და დაღმავლებიც, ჩემი იმ ადამიანად ჩამოყალიბება, როგორიც ახლა ვარ.

2018 წელს რიგითი მიზეზებისდა გამო, მომიწია საქართველოს დატოვება. გადაწყვეტილებას არ ვნანობ, მაგრამ ხშირად ჩემი საქართველოს მონატრება გაუსძლის, აუტანელ გრძნობად მაწვება გულზე და ერთადერთი რაც ამ დროს მამშვიდებს, იმაზე ფიქრია, რომ ერთ დღესაც, ოდესღაც მეც დავბრუნდები ჩემს სამშობლოში.

ჩემმა წერისადმი ლტოლვამ თავი პატარაობიდანვე იჩინა. მინდოდა სულ მეწერა; ყველაზე და ყველაფერზე. ვთხზავდი უამრავ ისტორიას, ამბებს, რომლებშიც ხშირად მოტყუებით საკუთარ თავსაც ვაცხოვრებდი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთადერთი რამ იყო წერა, რაც დავიწყების, ამოსუნთქვის და ცხოვრების გაგრძლების საშუალებას მაძლევდა. მქონდა ხოლმე განცდა, თითქოს ჩემი მხოლოდ კალამსა და ფურცელს ესმის.

ზრდასთან ერთად, ვხვდებოდი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა, რა არჩევანიც არ უნდა მიმეღო ცხოვრებაში, მინდოდა რომ კავშირი წიგნებთან და წერასთან მაინც ყოველთვის მქონოდა. ბევრჯერ გავიზარდე, ბევრჯერ შემეცვალა ჰობიც, ინტერესებიც, მაგრამ ეს ნაწილი არსად გამქრალა.

მინდოდა ისეთი რამ მესწავლა, რითაც ხალხს დავეხმარებოდი, მაგრამ ბიოლოგია და ქიმია ჩემი საგნები არაფრით არ აღმოჩნდა, თუმცა მაქვს კალამი, რომლითაც შემიძლია რომ ადამიანებს დავეხმარო. მათი ტკივილი, განცდები გადმოვცე და ვაგრძნობინო ყველას, ვინც ჩემს ნაწერებს გაეცნობა, რომ არ არიან მარტონი და რომ ის რაც გარდაუვალი ჩანს, მალე გაივლის კიდეც.

ჩემს პატარ-პატარა ჩანახატებს, დროდადრო ვაქვეყნებდი ჩემს ბლოგზე archmageged.wordpress.com ახლა, როცა წლებია უკვე იქ არაფერი დამიწერია, საოცარი განცდაა ჩემთვის ხანდახან იქ შესვლა და თვალის გაპარება იმისკენ, თუ რას წერდა მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვახო და რას განიცდიდა.

2017 წელს გამომცემლობა „წიგნები ბათუმშის“ პატარა კონკურსის ფარგლებში 10 რჩეულ მოთხრობათა შორის მოხვდა ჩემი მოთხრობაც „გარდავიცვალე“ რომელიც შემდგომ სხვა დანარჩენ გამარჯვებულ მოთხრობებთან ერთად წიგნად გამოიცა, რომელსაც სიმბოლურად დაერქვა „13-19“.

სინოპსისი

როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა ერთ უბედურებას მეორე, აღმართს ქვები კი არა, ლოდები მოსდევს, თავის გადასარჩენად, თორნიკე ერთადერთ გამოსავალს, ბავშვობის წლებთან ჩაბღაუჭებას პოულობს. სწორად ამ მოგონებებში ქექვის დროს ჩნდება მისი ბავშვობის მეგობარიც, რომელიც ცდილობს ერთ დროს არეული ურთიერთობა დაალაგოს, იპოვოს სიმშვიდე, თავისუფლება, მაგრამ ამის ნაცვლად, ორი ახალგაზრდა ერთი ინციდენტის გარშემო ერთიანდება, რაც მათ ურთიერთობას უფრო მტკიცეს და ძლიერს ხდის.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური