ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

წარსულის ლაბირინთში

0 ხმა

ელენე სეფედაური

ბიოგრაფია


 ჩემი სახელია ელენე სეფედაური. დავიბადე 1980 წლის 22 ივნისს საქართველოში, ქალაქ გორში. 2008 წლის თებერვლიდან ვცხოვრობ იტალიაში ქალაქ პუტინიანოში ( ბარის რაიონი).

 1997 წელს დავამთავრე გორის N4 საშუალო სკოლა და ჩავაბარე ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენების ფაკულტეზე. მესამე კურსზე, სამწუხაროდ და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მომწია უნივერსიტეტის მიტოვება და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი...

 სამი წელი ვიმუშავე კერძო ფოტოსტუდიაში. ავმჟამად ვარ დიასახლისი.

მყავს მეუღლე: ფრანკო როტოლო და ორი შვილი: ნანა მრულიშვილი და ვიტო როტოლო.

არ მაქვს გამოქვეყნებული ნამუშევარი. საკონკურსოდ გიგზავნით ჩემ პირველ ნამუშევარს, რომანი ,,წარსულის ლაბირინთში".

სინოპსისი

რომანში აღწერილია ახალგაზრდა გოგონას თავგადასავალი, რომელიც წლების განმავლობაში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია და ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს გაუსაძლის ყოფას.

მაშინ როდესაც თავისუფლებას მოიპოვებს და მის ბედნიერებას ხელს აღარაფერი უშლის, მშვიდად ცხოვრებას ვერ ახერხებს, რადგან წარსულის კოშმარები თავს არ ანებებენ. ტრავმირებული სულის ტკივილს ვერ აყუჩებს და ჭრილობების მოშუშება უჭირს.

ნაწარმოებში ასევე აღწერილია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მარტოხელა ადამიანისთვის უანგარო თანადგომას, გულწრფელ მეგობრობას, ჭეშმარიტ სიყვარულს.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური