გაყიდული
0 ხმა

ეკა კოხტაშვილი
მე ვარ ეკა კოხტაშვილი, და ეს პირველი მცდელობაა ჩემი მცირედი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გავუზიარო. ბევრი ფიქრის შემდეგ გავბედავ და ვცდი ჩემი გრძნობების და ემოციების თქვენამდე მოტანას. რომლებმაც თავი მოიყარა და სიტყვებად ფურცელზე ამოითქვა.
ისტორიას, რომელსაც გაეცნობით და რომლის მეგზურიც გახდებით, ერთი სიტყვით შეიძლება გადმოიცეს - დედაშვილობა. ეს ერთი შეხედვით თბილი და საიმედო სიტყვა სინამდვილეში ყოველთვის ასეთი როდია.
პროტაგონისტი, რომელიც მრავალი მიტოვებული ბავშვის სახეა, გვიამბობს ბავშვთა სახლში დაწყებულ ცხოვრებას. გვიამბობს შიშებზე, განცდებზე და იმ რთულ გზებზე, რომლის გავლაც სიცოცხლის ბოლომდე მოუხდა.
ამბავი, რომლის მოტანაც თქვენამდე მწადია, განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმ სოციალურ-კულტურულ პირობებში, სადაც გრძნობები მინიმუმამდეა დაყვანილი, და სადაც, გადარჩენისთვის ბრძოლა ყველა მეთოდით გამართლებულია.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური