ანატორი
0 ხმა
დ. გ. კავთელი
დავით ჭკუასელი (ფსევდონიმი დ. გ. კავთელი) პროფესიით არქიტექტორია. ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 2009 წლიდან დღემდე მუშაობს არქიტექტურულ ბიუროში, წამყვანი არქიტექტორ-დიზანეიერის პოზიციაზე. მისი პროექტით ქალაქში არაერთი ნაგებობაა აშენებული, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. პროფესიული ინტერესის გარდა მისი თვალსაწიერის ფარგლებში მოქცეულია ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა. რაც განპირობებულია იმ ოჯახური გარემოებით, რომელშიც იგი იზრდებოდა - დედა მხავარი, მამა არქიტექტორი, დიდი პაპა ცნობილი მწერალი. ყოველთვის ჰქონდა სურვილი თავისი ძალები ლიტერატურაში ეცადა და ბოლო დროს წერს მოთხრობებს, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, მაგრამ მეგობრებისა და ახლობლების წრეში დიდ მოწონებას იმსახურებს. ეს მოთხრობები უმეტესად ფანტასტიკის, მისტიურ-საშინელებათა ჟანრისაა.
საკონკურსოდ წარმოგიდგენთ პროზაული ნაწარმოებების კრებულს, რომელშიც შეტანილია ერთი ვრცელი და რამოდენიმე მცირე ზომის მოთხრობა. პირველი ტურისთვის შევარჩიე ერთი მცირე ზომის მოთხრობა და ვრცელი მოთხრობის პირველი ნაწილი. მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში წარმოდგენილ მასალას დაემატება ვრცელი მოთხრობის გაგრძელება და დასასრული და კიდევ რამდენიმე მცირე ზომის მოთხრობა.
ვრცელი მოთხრობა საშინელებათა ჟანრის მისტიური თრილერია. ნაწარმოებში ვეცნობით უცხოეთში მცხოვრები და სამშობლოში ახლახან დაბრუნებული გოგონას იდუმალებით და მძიმე თავგადასავლით აღსავსე მოგზაურობას საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში - ხევსურეთში.
მცირე მოთხრობაში ნაამბობია ჩვეულებრივი ავტობუსის მძღოლის უჩვეულო, დაუჯერებელი მისტიური თავგადასავალი, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური