ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნისლის ანგელოზები

0 ხმა

გიორგი წულაია

ბიოგრაფია

დავიბადე 1999 წლის 29 იანვარს - ქალაქ მარტვილში. ამჟამად ვცხოვორბ და ვსწავლობ თბილისში. ვარ ჟურნალისტი, რომელიც დაინტერესებულია საერთაშორისო პოლიტიკითა და ურთიერთობებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ უმაღლესი განათლების სამაგისტრო საფეხური ამ მიმართულებით გამეგრძელებინა.

წერა არის ის, რასთანაც ბავშვობიდან ერთგულად ვმეგობრობ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ის, რაც ამ პროცესში ყველაზე მეტად მიზიდავს არის ფაქტი, რომ შენ თავად ხარ მმართველი იმ პროცესებისა, რომლებსაც თავადვე ჰქმნი და ეს შემოქმედებითად სრულიად თავისუფალსა პროდუქტიულს გხდის.

სინოპსისი

ნისლის ანგელოზები არის ნაწარმოები, რომელშიც ერთი მხატვრის ცხოვრების ბოლო საათებია გადმოცემული. საწოლზე მარტოდ დარჩენილი კაცისთვის, სრულაიდ შეუცნობელი პროცესი იწყება, რომელშიც ყველაფერი წინასწარაა გაწერილი და რომელსაც საკუთარი მოქმედი გმირები ჰყავს.

პროცესის დასაწყისში, მხატვარს უჭირს გაიგოს რა ხდება მის თავს. ის ზოჯერ ინტერესით, ზოგჯერაც კი შიშით ადევნებს თვალს მის ოთახში ჩამოწოლილ ნისლს. უსმენს მომღერალი ანგელოზების გალობასა და ახრჩობს ინტერესი, თუ რა იქნება მომავალში...

მაგრამ მისთვის მომავალად, მხოლოდ გაყინული აწმყო იქცევა, რომლის ბოლოც თანდათან ნათელი ხდება, როგორც სარეცელზე ნახევრად-გაყინული მხატვრისთვის, ისე მკითხველისთვისაც.

თითქმის უსიცოცხლო კაცს, რომელსაც მხოლოდ გონებაღა შემორჩა რათა სხვა ადამიანს ემსგავსოს, მისდა უნებურად ფიქრები ჭამენ. ის „მოგზაურობს“ წარსულში - დაბადებიდან, ბოლო წუთამდე. იხსენებს განვლილ შეცდომებსა თუ მიღწევებს, ერთმანეთს ადარებს ძაფის ფერებს, რომელთა დახმარებითაც ის დიდი ქსოვილი მოქსოვა, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.

თუმცა ამ უცნაური პროცესის მონაწილე, მხოლოდ მხატვარი როდია. მას სიცოცხლის ბოლო წუთებში და არა მხოლოდ, მეგზურობას მისი პირადი გამცილებელი უწევს. გამცილებელი, რომელსაც დაბადებიდანვე აბარებენ ჩვენ თავს და სულის ბოლო გასეირნებამდე მის გასაცილებელს დაჰყვებიან.

გამცილებელი მხატვარს ეხმარება გაერკვეს, თუ რა ხდება მის თავს და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. მათი დედამიწაზე ხეტიალი სწორედ იმდენი ხანი გრძელდება, რამდენი დღეც მხატვრის, უსიცოცხო, სხეული ამძიმებს სააქაოს.

კაცი მის საბოლოო დასაფლავებამდე მრავალ სიყალბესა და ჭეშმარიტებას შეეჩეხება. უკვე დასრულებულ ცხოვრებას საბოლოოდ გადახედავს და ამქვეყნიური სიმძიმეებისგან სრულიად გასუფთავებული გაუდგება ბილიკს, რომელიც მასთან მიიყვანს.

სრულიად მარტო, გამცილებლის გარეშე!

მიმდინარე ტური არ არის აქტიური