ფაფასუა
0 ხმა

გიორგი აბალაკი
გიორგი აბალაკი
ოფიციალური სახელი: გიორგი აბალაკი
დაბადების თარიღი: 23 აპრილი, 1998 (25 წლის)
საცხოვრებელი ადგილი: სოფელი ბერბუკი, გორი
ბიოგრაფია
2004-2016 წწ. სწავლობდა სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლაში. 2016 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე. 2020 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ისტორიაში. 2020-2022 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე. 2022 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი კულტურის კვლევების დარგში.
2021 წლის მარტსა და აპრილში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად კერძო სკოლა „თამარიონში“, გორში.
სამაგისტრო ნაშრომის თემა - „სტალინი კულტურულ და კომუნიკაციურ მეხსიერებას შორის: გორი“, დაიცვა 2022 წელს.
პუბლიკაცია
„სოფელი ბერბუკი წერილობით წყაროებში“ (ავტორი). - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი, 2019. – 87-93 გვ.
ფაფასუა ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი ბიჭზე, რომელიც საზოგადო პროექტიდან საკუთარ თავად ქცევის გზაზე დაბრკოლებებს გადის. ფაფასუა არის კრებითი სახელი, საზოგადოებრივი ხედვა, ყველა იმ ბიჭისა, რომლებიც ოჯახსა და საახლობლოში ემოციურად დაჩაგრულები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ფაფასუა იწყებს ბრძოლას ნორმებისა და ავტორიტეტების წინააღმდეგ, საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით.
უნივერსიტეტში სწავლამ და პროგრესულმა აზროვნებამ ფაფასუა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როცა მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, თუ თვითონ რას ფიქრობდა ის საკუთარ თავზე და არა სხვები მასზე. ფაფასუა გთავაზობთ თავისი ცხოვრების ჩართული დაკვირვების მეთოდით გადმოცემას.
ალბათ, ინტერესიანი მკითხველი იკითხავს თუ რატომ უნდა გაეცნოს ერთი პიროვნების განვითარების ისტორიას? პოსტმოდერნული პერიოდი ინდივიდუალიზმის პიკია. ყველა ცდილობს თავისი ისტორიის წინ წამოწევას, საკუთარი ნარატივის შექმნას, თუმცა ყველა მათგანის ისტორიაში პიროვნება და ღირებულებათა სისტემა წინ წამოწეული როდია. ფაფასუა მოგვითხრობს წინააღმდეგობებს საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან, სტერეოტიპების, იდენტობების, ტრავმების შექმნისა და მსხვრევის ფაზებს, ქაოტური სიყვარულის სცენებს, ტრანსფორმაციულ პერიოდებსა და ტურბულენტურ ეპიზოდებს.
რომანში საინტერესოდ არის გაშლილი და დანახული სოციალური პრობლემების მთელი წყება: ოჯახური ტრავმა, ბულინგი, ჰომოფობია და არატოლერანტული გარემო. ამ ყველაფრის წინააღმდეგ მთავარი გმირი მარტოა, სანამ ჭეშმარიტ მეგობარს იპოვის. თუმცა, მათ შორის ფიზიკური დისტანცია უზარმაზარია, მათი სიყვარული კი უძლიერესია.
რომანის მთავარი ღირსება არის თეზა, რომ ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდშიც კი შესაძლებელია ბედნიერების პოვნა საკუთარი თავის სიყვარულში. რთული ცხოვრება ხომ ბედნიერი ცხოვრების დასაწყისია.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური