ჰეფესტოსი
0 ხმა
გიორგი მიქავა
გიორგი მიქავა, დავიბადე 2000 წლის 8 დეკემბერს, ვცხოვრობ თბილისში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ამჟამად ვსწავლობ იმავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
ეს არ არის ჩემი პირველი მონაწილოება „გახდი ბესტსელერის ავტორში“ შესაბამისად არც მოცემული ნაწარმოებია პირველი, თუმცა აქამდე ჩემი არც ერთი ნამუშევარი არსად გამოქვეყნებულა. იმედი მაქვს სწორედ „ჰეფესტორი“ იქნება პირველი, რომელიც დღის სინათლეს იხილავს.
ფილოსოფიაში არსებობს ლოგიკის ერთ-ერთი ძირითადი გამორიცხული მესამის კანონი, რომლის მიხედვითაც ორ ურთიერთდაპირისპირებულ დებულებებს ყოველთვის აქვთ მესამე ვარიანტი. სწორედ ამ მესამე ვარიანტის ძიებაშია „ჰეფესტოსის“ მთავარი გმირი, როცა ურთიერთდაპირისპირებული დებულებები არსებობა და ცხოვრებაა. ნაწარმოებში მოთხრობილია მთავარი გმირის ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც სრულად ასახავს მის მთელ ცხოვრებას.
ამ დღის განმავლობაში ის მოგზაურობს ქალაქში და გზად აწყდება წარსულის აჩრდილებს, მოგონებებს, რომლებიც უკვე გაფერმკრთალდნენ. დღის ბოლოს კი კლავიატურასთან ჩამომჯდარი იხსენებს ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მისი არსებობის ცხოვრებად გადაქცევა სცადეს, მაგრამ საბოლოოდ სადღაც შუაში გაჭედეს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური