ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჰანაგასა

0 ხმა

ანანო ბუბუტეიშვილი

ბიოგრაფია

ბუბუტეიშვილი, ანანო, 24 წლის


პატარაობიდანვე გატაცებული ვიყავი ხელოვნებით. ყოველთვის მქონდა ჩემი პატარა დღიური, რომელშიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებსა და პატარა მოთხრობებსაც ვწერდი. თუმცა, ეს მხოლოდ ბავშვური გატაცება არ აღმოჩნდა და წერა ახლაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამასთან ერთად, მიყვარს ხატვა. ვწერ კომიქსებისთვის სცენარებსა და ვაკეთებ მათსავე ილუსტრაციებს. წერას ჩემს ცხოვრებაში მუდამ უდიდესი ადგილი ეკავა და ვფიქრობ, ყოველთვის ასე იქნება. დიდი სურვილი მაქვს, დავიხვეწო და სერიოზულად მივყვე ამ საქმიანობას. 

სინოპსისი

ჰანაგასა იაპონური ტრადიციული ქოლგაა, რომელიც შემკობილია ყვავილების ორნამენტებით. სწორედ ის არის პირველი, რასაც მთავარი გმირი, მიცუკი კატოო შეამჩნევს, როდესაც ზღვის ნაპირას სასეირნოდ წამოსული, უცნობ გოგონას დაინახავს.


მიცუკი ოცდაორი წლის ბიჭია. ქალაქ კობედან ოსაკაში ჩამოდის დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად. მეტროპოლიტენის პირველი მეტროს სადგურის გახსნას ესწრება და წყვეტს, მექანიკოსის დამხმარედ იმუშავოს, სანამ საყვარელ საქმეს არ გამოძებნის.


ერთ დღესაც, მის ჩვეულებრივ რუტინას ორი უცნობი გოგონა და ერთი იდუმალი სასტუმრო შეცვლის. მიცუკის მოსაწყენი ცხოვრება ამაღელვებელ თავგადასავლად გადაიქცევა, რომელიც საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაეხმარება.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური