ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ციხესიმაგრე

0 ხმა

ანა მაწკეპლაძე

ბიოგრაფია

გამარჯობა. მე ვარ ანა მაწკეპლაძე, საკმარისი წლის და ნორმალური პროფესიის. დიდი ხანია, მწერლობა მსურს. ბოლო წლებში, რამდენიმე ლიტერატურულ კონკურსშიც გავიმარჯვე, თუმცა გამარჯვებას თითებზე ჩამოვთვლი, ხოლო დამარცხების რაოდენობა ჩემს მათემატიკურ შესაძლებლობებს აღემატება.

ავტორობაზე მეტად ალბათ კარგ მკითხველობას დავიჩემებდი. ლიტერატურა ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით, ქართველი თანამედროვე მწერლები მიტაცებენ. 

სინოპსისი


თხუთმეტი წლის მარო ბოროტ პერსონაჟებზეა შეყვარებული,  უცნაურ მოთხრობებს წერს, სარკესთან ძალით ტირის და ძალიან უყვარს თავისი ჩვეულებრივი სკოლა, სადაც ცოტათი უცნაური ბავშვები სწავლობენ: ტიტემ ოთხი ენა იცის და კინოხელოვნება იტაცებს, ნიკუშა საქმეების გამრჩევი ბიჭია, ცოტნე ჩამშვები ფრიადოსანი, ნინო - ჭორიკანა...

დირექტორი შოთა კი ძალიან ჰგავს გრაფ დრაკულას.

ერთმანეთისგან განსხვავებული მოზარდების მეგობრობა ჰარმონიულად მიუყვება დინებას, სანამ დიდი უსიამოვნების მოახლოება მთავარი გმირის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. სკოლაში გაბატონებული წყვდიადი მაროს საუკეთესო მეგობრის დაჩაგვრით ემუქრება.

მარო ცდილობს ცხრა აპრილის სისხლიან მოვლენებს შეწირული მამიდის მსგავსად, დიდი გამბედაობა გამოიჩინოს და მენტალურ ბრძოლაში გაიმარჯვოს დირექტორთან, რომელიც აქამდე ძალიან უყვარდა.

მოზარდი ბოროტი პერსონაჟებისგან ნასწავლი სიკეთით ციხესიმაგრეს აშენებს, რომელიც მისი მეგობრებისთვის ყველაზე საიმედო თავშესაფარი ხდება.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური