ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

პარასკევა -x

0 ხმა

აკო გავაშელი

ბიოგრაფია

 აკო გავაშელი (ანა გავაშელი) - დავიბადე თბილისში მე-20 საუკუნის 70-ან წლებში, დავამთავრე თსუ 90-იან წლებში. ჩემი პირველი ლექსები და მოთხრობები გამოქვეყნდა „პირველ სხივში“, „ნობათში“, (ანა ნაცვლიშვილი). „ცისკარში“, „არილში“, „პალიტრაში“, „ჩვენს მწერლობაში“(აკო გავაშელი).

ჩემი ბოლო მოთხრობები გარკვეული მიზეზების გამო არ თუ ვერ გამოქვეყნდა.



სინოპსისი

მოთხრობაში „პარასკევა“ აღწერილია სტუდენტების ცხოვრება 90-ანი წლების მიჯნაზე. მთავარი პერსონაჟი - სტუდენტი გოგო, ბუნებით ინტროვერტი და ინდივიდუალისტი, რომელსაც უხდება ურთიერთობა გარე სამყაროსთან და ადამიანებთან. გამოდის თავისი წარმოსახვითი სამყაროდან და ეჯახება რეალურ სამყაროს. როგორც ექსპერიმენტატორი და დამკვირვებელი, აკვირდება და შეისწავლის საკუთარ თავს, შეგრძნებებს, ასევე სხვა ადამიანებს. „პარასკევა“ მისი შინაგანი სამყაროს ნაწილია. როდესაც ვერ პოულობს გარემომცველ სამყაროში იმას, რასაც ეძებს, ის ისევ თავის შინაგან სამყაროს უბრუნდება და „პარასკევასთან“ რჩება.

მოთხრობაში არიან რეალური პერსონაჟები, მხატვრები, მწერლები - ბადრი გუგუშვილი, გელა კიკოლაშვილი, თემურ ფირცხალაიშვილი და სხვები.

მოქმედება მიმდინარეობს უნივერსიტეტში (თსუ-ში), აღწერილია ხატვის სტუდიის და ლიტერატურული საღამოების სიუჟეტები.

მოთხრობა არის ექსპრესიული, ექსპერიმენტული, სათავგადასავლო, ნაწილობრივ ეროტიკული.. ფსიქოლოგიური ჟანრის.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური